იურისტი კარლ პიორნ ბახერი: „ფრონტერა“ დასაწყისიდანვე ცდილობდა ამ საქმის პოლიტიზირებას
ფოტო: IMEDI
„იმედის კვირამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ჰოგან ლოველსის“ პარტნიორ, იურისტ კარლ პიორნ ბახერს, რომელიც „ფრონტერას“ წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო საარბიტრაჟო დავისას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინტერესებს იცავდა.
იურისტი განმარტავს, რომ ქართული მხარის მოთხოვნები 4 ძირითად საკითხს ითვალისწინებდა:
პირველი ეხებოდა ტერიტორიების თითქმის 99% დათმობის თაობაზე განკარგულების გაცემას, რაც „ფრონტერას“ ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში უნდა გაეკეთებინა და იმ დროიდან მოყოლებული უარს აცხადებდა ამაზე. მეორე იყო იმის დადასტურება, რომ „ფრონტერამ“ არსებითად დაარღვია კონტრაქტი. მესამე - პროცესთან დაკავშირებული იურიდიული ხარჯების ანაზღაურების დაკისრება „ფრონტერასთვის“. ამას გარდა, „ფრონტერამ“ საქართველოს წინააღმდეგ აღძრა 3.5 მილიარდის დოლარის ოდენობის მოთხოვნა და ჩვენი მეოთხე ამოცანა საქართველოს ამ სარჩელისგან დაცვა იყო“, - ამბობს ბახერი.
მისივე თქმით, სტოკჰოლმში, სასამართლომ ქართული მხარის ოთხივე მოთხოვნა დააკმაყოფილა, ამიტომ რაიმე სახის დავის გაგრძელება უსაფუძვლოა. ბახერი ამბობს, რომ „ფრონტერას“ არასოდეს ჰქონია კონტრაქტის შესრულების განზრახვ და ახლა კომერციული დავის პოლიტიზირებას ცდილობს
„ჩვენი დავა წმინდა კომერციული ხასიათისაა, შეეხება კომერციულ კონტრაქტს. იგი განიხილა საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, რომელიც შედგებოდა 3 ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო დონის არბიტრისგან. პროცესის ჩატარების ადგილად განსაზღვრული იყო სტოკჰოლმი. არცერთი არბიტრი ანუ მოსამართლე არ იყო ქართველი. ერთ-ერთი მათგანი იყო შვეიცარიელი, მეორე გერმანელი, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს, და მესამე აშშ-ის მოქალაქე. სამივე მათგანმა გამოიტანა გადაწყვეტილება ამ კომერციულ დავაზე. ამ გადაწყვეტილების აღსრულება სურს ახლა საქართველოს მხარეს. „ფრონტერა“ დასაწყისიდანვე ცდილობდა ამ საქმის პოლიტიზირებას თუმცა ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და დავა, ეს კომერციული დავაა და ის გადაწყვეტილი იყო კანონიერების პრინციპზე დამყარებული. ქართულმა მხარემ დასაწყისშივე გამოთქვა მზადყოფნა, დათანხმებოდა ნებისმიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას. ახლა გადაწყვეტილება გამოტანილია და ვიმედოვნებთ, რომ ფრონტერა შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას“, - ამბობს ბახერი.
ყველა სიახლე
08 ივნისი 2026, 01:09
მსოფლიო
ტრამპი ირანს: საკმარისია. დაუბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
08 ივნისი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო. წმინდა მოციქულთა მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მთავრდება. ეს მარხვა ოთხშაბათისა და პარასკვის გარდა, თევზით ხსნილია.
07 ივნისი 2026, 23:50
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე: დღემდე საიტზე ვერ გამოასწორეს ინფორმაცია საქართველოზე, ხარვეზი არისო. რომელ ქვეყანაში ხდება, რომ გადის თვეები და ხარვეზს ვერ ასწორებენ კომპიუტერულ სისტემაში
ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში არსებითი წვლილის შეტანა შეუძლია ელჩს. თუ გამოგზავნიან ელჩს, რომელსაც პატივს სცემენ სტრუქტურაში - საგარეო საქმეთა სამინისტროში, ის ჩამოვა გაეცნობა ვითარებას და მიაწვდის სწორ ინფორმაციას, რომ არც ერთი მტკიცებულება 2024 წლის არჩევნების გაყალბებისა დღემდე არ არსებობს და ა.შ. თუ ელჩი ამ პოზიციაზე იქნება, არ არის ის ვითარება, რომ გაიწვიონ ის, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ კითხვის საპასუხოდ, არსებობს თუ არა ახალი ელჩის პირობებში საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა.
07 ივნისი 2026, 23:43
პოლიტიკა
იან პრაუდი: საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება და ინარჩუნებს მდგრადი წინსვლის მაჩვენებლებს. ეს გახლავთ ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის შედეგი
საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება და ინარჩუნებს მდგრადი წინსვლის მაჩვენებლებს. ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის შედეგი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს გამოწვევებზე საუბრისას, ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
07 ივნისი 2026, 23:38
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე პეტერ ფიშერზე: არაერთხელ მომისმენია მოქალაქეებისგან, რატომ ითმენს ხელისუფლება ასეთ ელჩს და რატომ არ გააძევებს, ყველას ვუხსნიდი, რომ საქართველოს ეს სკანდალი არ უღირს. ხალხში არის მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდება
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრია, პეტრე მამრაძის განცხადებით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან თავის ქვეყანაში აგზავნის ისეთ ინფორმაციას, რომელიც მოეწონებათ და ამდენად, საქართველოზე სიმართლის თქმით იგი განწყობას არავის გაუფუჭებს.
07 ივნისი 2026, 23:34
პოლიტიკა
მაიკლ ფონ დერ შულენბურგი: მცირე ზომის სახელმწიფოებს აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა. თქვენ არ გაქვთ დიდი სახელმწიფოების მსგავსად დიდი სამხედრო რესურსი, ამიტომ გონიერებაა თქვენი იარაღი, დიპლომატია, კომპრომისი
მცირე ზომის სახელმწიფოებს აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა. თქვენ არ გაქვთ დიდი სახელმწიფოების მსგავსად დიდი სამხედრო რესურსი, ამიტომ გონიერებაა თქვენი იარაღი, დიპლომატია, კომპრომისი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა მაიკლ ფონ დერ შულენბურგმა.
07 ივნისი 2026, 23:24
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: პეტერ ფიშერი განსაკუთრებული შემთხვევაა და მახსოვს, როდესაც ჩამოვიდა ელჩად, ერთი თვე იქნებოდა გასული, როცა გერმანიის საელჩოდან მოდიოდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არანაირად არ ჯდება დიპლომატის ჩარჩოებში. შემდეგ გაირკვა, რომ მამუკა ხაზარაძის სახლში ცხოვრობს, დადის მისი მანქანით და ფულს საერთოდ არ იხდის
ძალიან კარგად მახსოვს, გერმანელი ელჩები რომ ჩამოდიოდნენ 90-იანი წლებიდან, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ქართველების ტოლერანტობა არის სანიმუშო, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ.
07 ივნისი 2026, 23:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას ულოცავს. საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე მზადყოფნას გამოთქვამს მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
07 ივნისი 2026, 23:22
პოლიტიკა
გეოპოლიტიკის მკვლევარი პასკალ ლოტაზი: ბოლო წლებია, ვხედავთ, თუ როგორი ზეწოლის ქვეშაა საქართველო ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან - გვაქვს ოფიციალური ზეწოლა, ასევე არაოფიციალურიც, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით, რიგი ადამიანების განცხადებები. ზოგს ჰგონია, ეს შეთქმულების თეორიაა
საქართველოს უწევს დიდ გამოწვევებთან გამკლავება, ეს პრობლემები კი ყველა კუთხიდან მოდის, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს გამოწვევებზე საუბრისას კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა, გეოპოლიტიკის მკვლევარმა, პასკალ ლოტაზმა.
07 ივნისი 2026, 23:16
პოლიტიკა
გლენ დიზენი: მიმაჩნია, რომ საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთა, თბილისმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მართალია სურს ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ არ სურს გახდეს ფრონტის ხაზი
მიმაჩნია, რომ საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთა, თბილისმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მართალია სურს ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ არ სურს გახდეს ფრონტის ხაზი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა და გეოპოლიტიკის მკვლევარმა გლენ დიზენმა.
07 ივნისი 2026, 23:07
სამართალი
თამთა ქიმბარიშვილი სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველოს მუშაობაზე: როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ ისეთ მასალას, რომელიც შეიცავს სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს, დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება - მასალები შეიკვრება სამართალდარღვევის ოქმთან ერთად და საქართველოს კანონმდებლობით გადაეგზავნება საერთო სასამართლოებს
როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ ისეთ მასალას, რომელიც შეიცავს სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს, იმას ნიშნავს, რომ დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა თამთა ქიმბარიშვილმა.
07 ივნისი 2026, 22:53
საზოგადოება
ვახტანგ ცაგარელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე: უკვე მიმდინარეობს ზონირების და დამტკიცებული მასტერ გეგმის მიხედვით გაფართოება, რაც არის სტუდენტური საცხოვრებლები, აკადემიური და ადმინისტრაციული კორპუსები. მალე დასრულდება ცენტრალური ბიბლიოთეკა
უკვე მიმდინარეობს ზონირების და დამტკიცებული მასტერ გეგმის მიხედვით გაფართოება, რაც არის სტუდენტური საცხოვრებლები, აკადემიური და ადმინისტრაციული კორპუსები. მალე დასრულდება ცენტრალური ბიბლიოთეკა და შევა ექსპლუატაციაში ახალი შენობა, რომელიც იქნება შუქურა ჩვენი კამპუსის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებაზე საუბრისას.
07 ივნისი 2026, 22:40
საზოგადოება
საქართველოზე შეყვარებული შანხაი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სამზარეულო, ფოლკლორი და ქართული ღვინო ერთად სრულიად სხვა სამყაროსა და განზომილებას ქმნის. ასეთ გემოებს, საოცარ ცეკვას, მრავალხმიანობასა და ღვინის ნამდვილ არომატს ადამიანი მხოლოდ ქართულ სუფრასთან შეიგრძნობს.
07 ივნისი 2026, 22:24
საზოგადოება
ნიკოლოზ ჩხეტიანი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ 100%-ით დაფინანსებული ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდი „ქართუს” მიერ. ეს არის უნიკალური მდგომარეობა, სადაც ქველმოქმედმა, მეცენატმა დააფუძნა არა კერძო უნივერსიტეტი, არამედ დააფუძნა და აფინანსებს სახელმწიფო სასწავლებელს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი „ქართუს“ უმნიშვნელოვანესი პროექტია - ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდის საქველმოქმედო პროექტების, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ისაუბრა.
07 ივნისი 2026, 22:11
რეგიონი
მესტიის მერი: სახელმწიფო მივიდა იმ დონემდე, რომ მაინინგი უნდა ამოეღო. ვეთანხმები ამას იმიტომ, რომ ეს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას ძალიან უშლის ხელს. არის პერიოდი, მაგალითად ზამთარში, როდესაც უშუქოდ ვართ
1992 წლის შემდეგ დენის გადასახადს არ ვიხდით და თავის დროზე ამან გადაგვარჩინა. მაღალმთიანი რეგიონია მესტიის მუნიციპალიტეტი და იქიდან ხალხი არ დაცალა, მაგრამ 2016 წლიდან, როდესაც მაინინგი შემოვიდა, ნელ-ნელა დაიწყო მაინერების შემოტანა სვანეთში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
07 ივნისი 2026, 22:10
ჯანდაცვა
ფონდი „აი ია“ - სიკეთის სახლი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ გაგაცნობთ ბიჭს, რომელმაც კოხლეარული იმპლანტაციის შემდეგ ხმა პირველად გაიგონა - ეს არის მომენტი, რომელიც სიტყვებით ძნელად გადმოიცემა.
07 ივნისი 2026, 21:56
პოლიტიკა
ნიკოლოზ ჩხეტიანი „დინოტოპიასთან“ დაკავშირებულ სპეკულაციებზე: ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ახორციელებს ფონდი „ქართუ”, ყოველთვის ვიღებთ ცრუ ბრალდებებს. გამოაგორებენ უსახელო ექსპერტებს, რომლებიც ჭკვიანი სახით და უცხოური ტერმინების რახარუხით ცდილობენ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროექტ დინოტოპიის“ შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ინიციატივა სახელმწიფოსგან წამოვიდა.
07 ივნისი 2026, 21:46
ეკონომიკა
თბილისმა მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს უმასპინძლა - პატარა ქვეყნების დიდი გამოწვევა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ეს არის პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან საერთაშორისო ექსპერტები, ანალიტიკოსები, მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისა და ბიზნესორგანიზაციების ხელმძღვანელები, დიპლომატები და პოლიტიკოსები - ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი ანალიტიკური ხედვებით გლობალური დღის წესრიგის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
07 ივნისი 2026, 21:20
საზოგადოება
ქველმოქმედების მტრები „დინოპარკის“ წინააღმდეგ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ოპოზიციამ თუ მათთან დაკავშირებულმა ე.წ. ექსპერტებმა სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება. თითქოს თანმდევ პროცესად აქციეს ყველა იმ ქველმოქმედების მიმართ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებენ.
07 ივნისი 2026, 21:16
სამართალი
გიორგი მიქაია აშშ-ისა და კანადის ვიზებისთვის ყალბი დოკუმენტების საქმეზე: მითითებული იყო, რომ პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო აქციების დროს, საქართველოში მათი გამოკითხვის დროს დადასტურდა, რომ არანაირ საპროტესტო აქციაში მას მონაწილეობა არ მიუღია და იქ არსებული მონაცემები იყო გაყალბებული
თაღლითურ ქეისებში არსებობდა დოკუმენტები, თითქოს წარმოადგენდნენ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდამჭერებს, გაყალბებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბარათები, ჯანმრთელობის შესახებ ცნობები, სადაც თითქოს მითითებული იყო, რომ მან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო აქციების დროს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ვიზებზე ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების საქმეზე საუბრისას.


