ნათია თურნავა: ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირბადეებით, რომ მათი ექსპორტიც დაიწყება
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ყველაფერი რაც საქართველოში იწარმოება, ჩვენგან მხარდაჭერილი იქნება და აქ სახელმწიფო პროგრამებსაც დიდი წვლილი აქვთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმოს გახსნის შესახებ კომენტარისას განაცხადა.
ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე თვის წინ, როცა მსოფლიო და საქართველო პანდემიის გამოწვევის წინაშე დადგა, საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყანა იყო.
თუმცა, მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორის ჩართულობით, დღეს საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყანად იქცა.
„ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირბადეებით, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების გატანა ექსპორტზეც დაიწყოს. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ მსგავსი საწარმოები, როლებიც მილიონობით მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეს აწარმოებენ და შეძლებენ მოამარაგონ არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი, არამედ ექსპორტზეც გაიტანონ პროდუქცია, ქმნიან ძლიერ ქართულ ეკონომიკას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ყველაფერი, რაც საქართველოში იწარმოება, მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ამაში წვლილი სახელმწიფო პროგრამებსაც შეაქვთ.
„ჩვენი თანადგომით სულ უფრო მეტი საწარმო უერთდება პირბადეების წარმოების ინიციატივას და აწარმოებენ კომერციულ პირბადეებს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ გარეთ გასატანად. ეს არის ის, თუ როგორ სწრაფად რეაგირებს ჩვენი კერძო სექტორი და ჩვენი ხელისუფლება იმ გამოწვევებზე, რასაც ბევრი სხვა გიგანტი ქვეყანა ვერ უმკლავდება ასე წარმატებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის პირბადეების საწარმოა საქართველოში, რომელიც ყველაზე თანამედროვე, სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია Faceguard-ი განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის. პროექტი განხორციელდა კერძო ინვესტიციებით და „თიბისი“ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. „ საპარტნიორო ფონდს“ პროექტში ფინანსური თანამონაწილრეობა არ მიუღია. პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯ იმპექსში“, პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, „საპარტნიორო ფონდი“ დირექტორი დავით საგანელიძე, ტექნკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი და მაღალი რანგის სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
ყველა სიახლე
14 მაისი 2026, 23:25
პოლიტიკა
ნინო წილოსანი მედიის წინააღმდეგ ბრძოლაზე: ის პროცესი, რომელიც ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ არის დაწყებული, ეს არა მხოლოდ ქართულ, არამედ იმ ცენზურის ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, რომელსაც აკრიტიკებს აშშ
ის პროცესი, რომელიც ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ არის დაწყებული, ეს არა მხოლოდ ქართულ, არამედ იმ ცენზურის ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, რომელსაც აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატები, - განაცხადა გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. მისივე თქმით, ქართული, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა არ დაწყებულა არც მოლდოვაში და არც ევროპარლამენტში.
14 მაისი 2026, 23:24
პოლიტიკა
ნინო წილოსანი მოლდოვის და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე: ეს არ იყო გათვლილი იმაზე, რომ თქვენ რეიტინგს პრობლემა შეჰქმნოდა. რასაც ახორციელებენ ის არის, რომ ადგილობრივ რადიკალურ ძალებს აძლევენ სუსტ სიგნალებს, რომ ისულდგმულონ
ეს არ იყო გათვლილი იმაზე, რომ თქვენ რეიტინგს პრობლემა შეჰქმნოდა. რასაც ახორციელებენ ის არის, რომ ადგილობრივ რადიკალურ ძალებს აძლევენ სუსტ სიგნალებს, რომ ისულდგმულონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
14 მაისი 2026, 23:24
მსოფლიო
ტრამპი: ჩინეთი Boeing-ის 200 თვითმფრინავს შეუკვეთავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტს, შონ ჰენიტის განუცხადა, რომ ჩინეთი Boeing-ის 200 თვითმფრინავს შეუკვეთავს, რაც ხელს შეუწყობს ამერიკაში საწარმოო სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.
14 მაისი 2026, 23:18
პოლიტიკა
სადღობელაშვილი ოპოზიციის ალიანსზე: სხვადასხვა პატრონი ჰყავდათ, მაგრამ მიზანი ყოველთვის იყო - ერთმანეთთან დაპირისპირებული საქართველო. გვარამიას განცხადებები და კოლექტიური გახარიების გააქტიურებაც ამ სცენარის ნაწილია
ეს ადამიანები დიდი ხანია ერთ თამაშს თამაშობენ! თამაშს, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. დღეს უკვე აშკარაა, რომ როცა გარედან დავალება მოდის, ყველა განსხვავება ავიწყდებათ და ერთ ხაზზე დგებიან. სწორდიზე! ცალ ფეხზე! - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც ოპოზიციურ ალიანსში გახარიას პარტიის მიღებაზე გააკეთა განცხადება.
14 მაისი 2026, 22:32
პოლიტიკა
ნიკა გვარამია გახარიას პარტიაზე: ალიანსში უნდა მივიღოთ ეს ხალხი
„ოპოზიციური ალიანსის„ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, მათ გაერთიანებაში უნდა მიიღონ.
14 მაისი 2026, 22:22
მსოფლიო
რომის პაპი ევროპის გაზრდილ სამხედრო ხარჯებს დიპლომატიის ღალატად აფასებს
რომის პაპმა ლეომ დაგმო ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდა, რაც გასულ წელს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ზეწოლის ფონზე, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გაიზარდა, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
14 მაისი 2026, 22:15
მსოფლიო
ჯონ ბოლტონი: ტრამპს სჯერა, რომ უკრაინა მის წინააღმდეგ მუშაობდა 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს
აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი დარწმუნებულია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის მხრიდან მის წინააღმდეგ წარმოებულ ფარულ კამპანიაში.
14 მაისი 2026, 22:03
მსოფლიო
ჯონ ბოლტონი: ტრამპს ჰგონია, რომ სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის მეგობარია, თუმცა გარწმუნებთ, რომ ისინი ტრამპს სულ სხვაგვარად აღიქვამენ - ორივე მათგანი მას ადვილ ლუკმად მიიჩნევს
აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის აღფრთოვანება ავტორიტარული ლიდერებით ხშირად სცილდებოდა დიპლომატიურ ფარგლებს.
14 მაისი 2026, 21:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
2026 წლის 15 მაისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
14 მაისი 2026, 21:52
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთში პირველი ერთნაირსქესიანი ქორწინება დარეგისტრირდა
პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში, ხუთშაბათს პირველი ერთნაირსქესიანი ქორწინება დარეგისტრირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
14 მაისი 2026, 21:44
პოლიტიკა
ზაქარია წიკლაური თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან ერთად, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით გამართულ შეხვედრებს დაესწრო
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
14 მაისი 2026, 21:33
პოლიტიკა
კრიტიკა ოპოზიციური ალიანსის მისამართით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიტიკა ოპოზიციური ალიანსის მისამართით სინამდვილეში ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას - ასე ხსნის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პატიმარი სააკაშვილის უკმაყოფილებას, რომელიც ოპოზიციისგან, სასტუმროებიდან ქუჩაში გასვლას მოითხოვს.
14 მაისი 2026, 21:12
პოლიტიკა
იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელ ღია დიალოგს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იტალიაშია.
14 მაისი 2026, 21:10
საზოგადოება
სანქციების ინიციატორების წარსული. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ მუშაობს საქართველოს და ქართული მედიასაშუალებების სანქცირებაზე. პოლონელი ევროპარლამენტარების გვარები არაერთ სკანდალთან და გამოძიებასთან არის დაკავშირებული.
14 მაისი 2026, 21:07
საზოგადოება
ევროპარლამენტარების ბრძოლა „იმედთან“. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„იმედი“ ბრიუსელის პირდაპირი სამიზნეც გახდა. ევროპარლამენტმა მთლიანად მაუწყებელს საქმიანობა 1 წლით აუკრძალა.
14 მაისი 2026, 20:54
მსოფლიო
ტრამპი: სი ძინპინს სურს, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იყოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებების დროს, აშშ-სა და ირანს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაში დახმარება შესთავაზა.
14 მაისი 2026, 20:40
პოლიტიკა
საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში უსწრებს - კანონის უზენაესობის მედეგობას ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი აფასებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოსთან ერთად მაღალ შეფასებას კი მხოლოდ მონტენეგრო იმსახურებს. ეს მონაცემები კიდევ უფრო საინტერესოა ბრიუსელის კრიტიკის და საქართველოს პროგრესის დაკნინების მცდელობის ფონზე.
14 მაისი 2026, 20:39
პოლიტიკა
ვახტანგ თურნავა: იტალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე
„იტალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გავმართეთ სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტთან, მაურიციო გასპარისთან. ასევე სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტთან, მარკო სილვესტრონისთან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვახტანგ თურნავამ.
14 მაისი 2026, 20:36
მსოფლიო
ტრამპი: სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთი არ აპირებს ირანისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას - ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილეს თუ არა მხარეებმა პეკინის მხარდაჭერა ირანისადმი, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩინეთისგან მნიშვნელოვანი პირობა მიიღო.
14 მაისი 2026, 20:22
საზოგადოება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოცხადდება ახალი ბაზრის კვლევა სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით
უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოცხადდება ახალი ბაზრის კვლევა სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.


