imedi /  28 მაისი 2020, 12:15 / სანდო წყარო

პრემიერმა განმარტა, ვისზეა გათვლილი სამშენებლო სექტორის მხარადასაჭერი ანტიკრიზისული გეგმა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

გიორგი გახარია დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი, კახა კალაძე ესწრებიან.

პრემიერმა აღნიშნა, რომ 2019 და 2020 წელს, 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის. გიორგი გახარიამ განმარტა, ვის დაეხმარება სახელმწიფოს ახალი ანტიკრიზისული გეგმა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ, მთავრობა ვერანაირად ვერ მივატოვებთ ამ ხალხს შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც აი ასე, ბედის ანაბარა. ამიტომ, მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა მიძღვნილია დეველოპმენტისა და სამშენებლო კომპანიებისადმი. ამიტომ ვდგამთ ჩვენ ამ ნაბიჯს მოქალაქეებისთვის, რომლებმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ პროცესში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ან უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან უკვე რაღაც დანაზოგი აქვთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის“, - განმარტა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პანდემიის დროს ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა.

გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო იპოთეკური სესხის სუბსიდირებას მოახდენს ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს.

ყველა სიახლე

ვიქტორ ყიფიანი

16 ივლისი 2020, 18:54

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: დღევანდელი კონტექსტი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტისა, თვისობრივად განსხვავდება წინა პერიოდებისგან

დღევანდელი კონტექსტი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტისა თვისობრივად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც არსებობდა, თუნდაც 5 წლის წინ, ან თუნდაც შარშან და ეს განსხვავება რამდენიმე არსებით მომენტში გამოიხატება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ვაგიფ დარგიახლი

16 ივლისი 2020, 18:51

მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენი უახლესი სარაკეტო კომპლექსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის საშუალებას იძლევა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში სომხეთი გააფრთხილეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო იერიში შეუძლიათ მიიტანონ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე.

16 ივლისი 2020, 18:51

ეკონომიკა

სახელმწიფომ პანდემის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80,883,700 ლარი გასცა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი.

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი

16 ივლისი 2020, 18:44

სამართალი

გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების მხარე სასამართლოზე დასკვნითი სიტყვით წარდგა

გიორგი რურუას საქმეზე დღეს ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგა. მათ კიდევ ერთხელ შეაჯამეს ის მტკიცებულებები, რომელიც საქმის მიმდინარეობისას გამოიკვლიეს. ასევე, ცნობის სახით წარმოადგინეს გამომძიებელ გიგა დარსაველიძის ტელეფონის ამონაწერის ოქმი, რომლის შემთხვევის ადგილზე ყოფნასაც დაცვის მხარე სადაოდ ხდიდა.

16 ივლისი 2020, 18:38

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში ოთხ მისამართზე სპორტული მოედანი განახლდა

საბურთალოს რაიონში ოთხი კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. მოედნები ფანასკერტელის ქუჩა N19, ვაჟა-ფშაველას გამზირი N23, ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩა II გასასვლელი N2ა-სა და პატარა დიღომში, ფერაძის ქუჩა N2ა-ს მიმდებარედ რეაბილიტირდა.

უჩა სეთური

16 ივლისი 2020, 18:25

ეკონომიკა

უჩა სეთური: კანონში ცვლილება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ბაზარზე კონკურენციას გაამარტივებს

კანონში ცვლილება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უფრო გაამარტივებს კონკურენციას ბაზარზე, - ამის შესახებ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. სეთური მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა.

16 ივლისი 2020, 18:25

COVID19

დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი: რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვას ცდილობენ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაზე ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით მიუღებელია.

ვიქტორ ყიფიანი

16 ივლისი 2020, 18:24

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კონსერვაციას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

ჩვენი სამეზობლო მდგომარეობიდან გამომდინარე და მეორე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სომხური და აზერბაიჯანული ეთნოსი, ცხადია ნეიტრალური ამ ვითარებისადმი და მოვლენებისადმი ვერ დავრჩებით, მაგრამ ნეიტრალურობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩავხტეთ, გავერიოთ და ჩავერიოთ, ეს პირველ რიგში ნიშნავს ჰუმანიტარულ თანაგრძნობას და მაქსიმალურ ხელშეწყობას რამდენად ჩვენ, უშუალოდ მეზობელს შეგვიძლია რომ ამ კონფლიქტის კონსერვაციას ხელი შევუწყოთ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შეფასებისას განაცხადა.

16 ივლისი 2020, 18:23

COVID19

ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ორი ქვეყანა ამოიღო

ევროკავშირის საბჭომ განაახლა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ. სია, რომელიც 14 ქვეყანას ითვლიდა, 12-მდე შემცირდა. კერძოდ, უსაფრთხო ქვეყნებად სერბეთი და მონტენეგრო აღარ ითვლებიან.

ზვიად შალამბერიძე

16 ივლისი 2020, 18:21

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება და შესაბამისი განათლების მიღებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება. როგორც ზვიად შალამბერიძემ „მაესტრო რეგიონების“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, კოლეჯში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, განათლება უფასოდ მიიღოს. „დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება, რომლის მშენებლობა უკვე დავიწყეთ. ეს არის იმ დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც გასულ წელს დაანონსდა. პროფესიული კოლეჯი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულებს გადაამზადებს, რომლებიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა,

ვიქტორ ყიფიანი

16 ივლისი 2020, 18:19

საზოგადოება

ვიქტორ ყიფიანი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე: ეს ხდება ჩვენს სამეზობლოში და ჩვენი დაინტერესებაა, რომ ამ კონფლიქტის მორიგი აფეთქება ჩაწყნარდეს

რეგიონი არის ძალიან ფეთქებადსაშიში, ეს ხდება ჩვენს სამეზობლოში და ჩვენი დაინტერესებაა, რომ ამ კონფლიქტის მორიგი აფეთქება ჩაწყნარდეს, დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს და რეგიონში კვლავ დაიმკვიდროს შედერებითმა სიმშვიდემ და სტაბილურობამ - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შეფასებისას განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

16 ივლისი 2020, 18:03

მსოფლიო

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური პარტიის ლიდერს ერდოღანისთვის 52 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი ნათესავებისთვის 359 ათასი თურქული ლირის (52 ათასი დოლარი) გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ტელეკომპანია NTV იუწყება.

16 ივლისი 2020, 18:01

საზოგადოება

სურსათის სააგენტომ გამოააშკარავა ნახევარფაბრიკატები, რომლებშიც ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შემცველობას არ შეესაბამებოდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან, 40 ნიმუში (ცხენის/ვირის ხორცის იდენტიფიცირებისთვის - 20 ნიმუში; ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებისთვის - 20 ნიმუში) აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში (,,ხარისხის ლაბორატორია - LLC Quality Lab”) გამოიკვლიეს.

16 ივლისი 2020, 17:50

სამართალი

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს „უმწიკვლო სამსახურისთვის“ სამკერდე ნიშნები და მადლობის სიგელები გადაეცათ

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დღე აღინიშნება. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან და I რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად პირად შემადგენლობას პროფესიული დღე ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე მიულოცა.

თამარ გაბუნია

16 ივლისი 2020, 17:47

საზოგადოება

თამარ გაბუნია კორონავირუსის ორი შემთხვევის წყაროზე: არ გამოვრიცხავთ, რომ მეორადი კონტაქტია იმპორტირებულ შემთხვევებთან

„როგორც ვიცით, ბოლო დროს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან უმრავლესობა იმპორტირებულია, თუმცა დღეს გვაქვს ორი შემთხვევა, როდესაც წყარო დაუდგენელია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას და არ გამორიცხა, რომ აქაც მეორადი კონტაქტია იმპორტირებულ შემთხვევებთან.

ლევან დავითაშვილი

16 ივლისი 2020, 17:44

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი დენდროლოგიურ პარკზე: ეს ქვეყნისთვის საამაყო პროექტია და საქართველო რუკაზე კიდევ უფრო თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი

„ჩვენ შეგვემატა დამატებით უნიკალური ადგილი დენდროლოგიური პარკის სახით, სადაც მცენარეთა განსაკუთრებულად იშვიათი სახეობაა წარმოდგენილი. ასევე ლამაზი ფორმით და ასევე ფრინველებისა და ცხოველების სახეობა, რომელიც ამ დენდროლოგიურ პარკს ალბათ უნიკალურობას კიდევ უფრო მეტად სძენს. ეს იქნება საამაყო პროექტი საქართველოსთვის და საქართველო რუკაზე კიდევ უფრო თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი დენდროლოგიური პარკის გამო, რომელიც მართლაც შეუდარებლად მნიშვნელოვანი პროექტია. სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ცრუ სპეკულაცია იყო პარკის მშენებლობის პერიოდში და საამაყოა იმის აღნიშვნა, რომ დღეს ყველა ცრუ ბრალდება და ინფორმაცია გაქარწყლებულია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი
მარეკ შჩიგელი

16 ივლისი 2020, 17:38

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: აუცილებელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი გაიზარდოს

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, გაიზარდოს სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მისიამ უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება, რაც ადმინისტრაციულ ხაზზე მეტ სიმშვიდეს მოიტანს და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს უფრო ნორმალურ პირობებში იცხოვრონ.

ნინო ლომჯარია

16 ივლისი 2020, 17:37

საზოგადოება

სახალხო დამცველმა პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი სპეციალურ ანგარიში წარმოადგინა

სახალხო დამცველმა „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი სპეციალურ ანგარიში წარმოადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

16 ივლისი 2020, 17:34

თავდაცვა

მეორე ქვეითი ბრიგადა 28 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა.

დომინიკ რააბი

16 ივლისი 2020, 17:30

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა

რუსეთი დიდი ბრიტანეთის 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ანალიზის საფუძველზე ოფიციალურმა ლონდონმა დაასკვნა, რომ „ზოგიერთი რუსი აქტორი“ უკანონოდ მოპოვებული სამთავრობო დოკუმენტების გავრცელებით გზით 2019 წლის არჩევნებში ჩარევას ცდილობდა.