სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობით 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა
ფოტო: Shutterstock.com
სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.
„იმის გამო, რომ შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია როგორც ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილზე, ისე კომპანიებზე, სახელმწიფომ შეიმუშავა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია არსებულ გამოწვევებზე. ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო გადაუდებელი დახმარება, რომლის განხორციელება მარტში (ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობამდე) დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს და მისი წარდგენა აპრილში მოხდა.
პირველი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმოადგენდა ერთგვარ გადაუდებელ დახმარებას,
რომლის მიზანი პანდემიით გამოწვეული პირველადი უარყოფითი ეფექტების მინიმიზაცია იყო. ეს მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს:
- მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი - დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება - 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. სუბსიდირების აღნიშნული მექანიზმი სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე სამართლიანი და მიზნობრივია. ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტი აბონენტი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში - 670 ათასზე მეტი აბონენტი. პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ. ლარია.
- სახელმწიფომ დააზღვია, რომ არ მომხდარიყო გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული ფასების მნიშვნელოვანი ზრდა 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე - გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შერბილების მიზნით, განხორციელდა სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც კრიზისის საწყის ეტაპზე, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციური რისკები, ხელი შეუწყო პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების მერყეობის შემცირებას. ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელმაც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, მოახდინა 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვა, სახელმწიფოს მიერ მოხდა სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება განსაზღვრული პირობებით. პროგრამის ბიუჯეტი 14 მლნ. ლარია.
- სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც ისარგებლა 600 000-მდე მსესხებელმა.
ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპი ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მოქალაქეების
სხვადასხვა კატეგორიისთვის. მხარდაჭერა ეხებათ როგორც დაქირავებით დასაქმებულებს, ისე
თვითდასაქმებულებს და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს. კერძოდ:
- დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარს დახმარებით სარგებლობა შეეძლება დაახლოებით 350 000 მოქალაქეს. პროგრამის ბიუჯეტი 450 მლნ ლარამდეა.
- სხვადასხვა კატეგორიის თვითდასაქმებულები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარს. პირების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული იქნება მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რომლითაც დადასტურდება, რომ ეპიდემიამდე აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა შემოსავალი პროგრამის ბიუჯეტი 75 მლნ. ლარს შეადგენს.
- სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, დამსაქმებელი მიიღებს საგადასახადო შეღავათს - 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. პროგრამის ბიუჯეტი 250 მლნ. ლარია“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ყველა სიახლე
14 მაისი 2026, 18:57
მსოფლიო
რუბიო: აშშ-ის პოლიტიკა ტაივანის მიმართ უცვლელია
აშშ-ის პოლიტიკა ტაივანის მიმართ უცვლელია, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პეკინში, ამერიკისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.
14 მაისი 2026, 18:55
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქში იმყოფება
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია იმყოფება. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
14 მაისი 2026, 18:52
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით თბილისის საკრებულოს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
14 მაისი 2026, 18:50
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობის მიმართულებით და არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გადის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფანში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია და რეგიონული ენერგეტიკული ტრანზიტის ჯაჭვის სასიცოცხლო ნაწილს წარმოადგენს, რომელიც კასპიის რეგიონს თურქეთთან და ევროპის ბაზრებთან აკავშირებს. სწორედ საქართველოზე გადის არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, აღსანიშნავია სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტები“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე, სადაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ენერგეტიკის მინისტრების პანელზე ისაუბრა.
14 მაისი 2026, 18:41
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ლამინ იამალმა ისრაელის წინააღმდეგ წაქეზება და სიძულვილის გაღვივება აირჩია - ვიმედოვნებ, რომ ისეთი დიდი და პატივსაცემი კლუბი, როგორიც „ბარსელონაა“, გაემიჯნება ამ განცხადებებს
ლამინ იამალმა ისრაელის წინააღმდეგ წაქეზება და სიძულვილის გაღვივება აირჩია მაშინ, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ებრძვიან ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ - ორგანიზაციას, რომელმაც 7 ოქტომბერს დახოცა, გააუპატიურა, დაწვა და მოკლა ებრაელი ბავშვები, ქალები და მოხუცები, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა.
14 მაისი 2026, 18:34
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ერთი მუჭა ქვეყნის მტრების და შულავერის კომიტეტის წევრების მიზნები პრაქტიკულად გამორიცხულია. ქართველი ხალხი მათ გვერდით არ დგას
ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი მუჭა ქვეყნის მტრების და შულავერის კომიტეტის წევრების მიზნები პრაქტიკულად გამორიცხულია. ქართველი ხალხი მათ გვერდით არ დგას,- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა" რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
14 მაისი 2026, 18:33
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრ სტავროს პაპასტავროუსთან.
14 მაისი 2026, 18:33
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის ცენტრალურ დარბაზში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, თბილისის საკრებულოსა და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
14 მაისი 2026, 18:30
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი მოლდოვაზე: რომელ დამოუკიდებელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ?! ხელისუფალი გამოდის და ამბობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს ჩააბარებს მეორე ქვეყანას და თურმე, მერე ამით შევა ევროკავშირში. ქართულ სახელმწიფოს თავისი გზა არჩეული აქვს
რომელ დამოუკიდებელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ?! ხელისუფალი გამოდის და ამბობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს ჩააბარებს მეორე ქვეყანას და თურმე, მერე ამით შევა ევროკავშირში, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მოლდოვას ხელისუფლებაზე საუბრისას.
14 მაისი 2026, 18:26
მსოფლიო
მარიო დრაგი ევროპას აფრთხილებს: ჩვენი თაობის მეხსიერებაში პირველად, ჩვენ ნამდვილად მარტონი ვართ ერთად
ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ გერმანიის ქალაქ აახენში სიტყვით გამოსვლისას ევროპა მკაცრად გააფრთხილა, - წერს გამოცემა POLITICO.
14 მაისი 2026, 18:24
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ეროვნული ხედვა და სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა და სასიხარულოა, რომ საინვესტიციოდ განსაკუთრებით მოთხოვნადი მიმართულება სწორედ ენერგეტიკაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკულ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში გაიმართა და მას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან 270-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების დელეგატებს შორის იყვნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასემ მოჰამედ ალბუდაივი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები.
14 მაისი 2026, 18:24
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს 2007 წლის მოვლენები. მაშინდელი ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ სახით იმედში ფიზიკურად შეიჭრა და დღევანდელი „ნაცმოძრაობა“ ევრო ბიუროკრატიიდან ასანქცირებს ტელეკომპანია „იმედს“
ამგვარ საქციელს და ქმედებებს „ხალხის ძალამ“ შეფასებები ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მივეცით და იმის მერე ყოველთვის ხან განცხადებებში და ხან კომენტარებში ვამბობდით, რომ სამწუხაროდ მაშინდელი აშშ-დან, მაშინდელი და დღევანდელი ევრო ბიუროკრატიიდან მოდიოდა შეტევა, შტურმი და დეზინფორმაცია სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, ასევე ქართულ მედიაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
14 მაისი 2026, 18:19
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: არასამთავრობო სექტორი აღარ გვაქვს ქვეყანაში. რეალურად, უცხოურ ძალას შექმნილი ჰქონდა პარალელური ხელისუფლება საქართველოში. ეს იყო ის ტოტი, რომელიც ჩვენ ამ კანონების მიღებით ჩავჭერით
არასამთავრობო სექტორის შინაარსის მქონე ორგანიზაციები აღარ გვაქვს ქვეყანაში. ესენი არიან უცხოური ძალის წარმომადგენლები. მათი მიდგომა, რა თქმა უნდა იგივე იქნება, რაც აქვს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატიას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, კითხვაზე, თუ რატომ არ რეაგირებს არასამთავრობო სექტორი მოლდოვის და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე.
14 მაისი 2026, 18:16
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მალგოჟეტა გოშევსკას საწვავისთვის იმდენი ხარჯი აქვს აღებული, 24-ჯერ უნდა შემოუარო დედამიწას, რომ დახარჯო. საკუთარ ქვეყანაში კანონგარეშედ მიჩნეული ადამიანები ცდილობენ საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობას
დავით მათკაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „დღის ქრონიკაში“ აფასებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არის თავისუფალი ხმის ჩახშობა.
14 მაისი 2026, 18:06
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე: ასე ურცხვად, უსინდისოდ, თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უუნარობის პირობებში იკადრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი
„ასე ურცხვად, უსინდისოდ, თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უუნარობის პირობებში იკადრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი. საკუთარ ქვეყანაში ტელევიზიას ტელევიზიაზე ხურავენ, პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკურ პარტიაზე ხურავენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ სხვა ქვეყნის თავისუფალ მოცემულობაში ხელები აფათურონ, მეტი არაფერი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
14 მაისი 2026, 17:58
პოლიტიკა
ფოჩხუა: 1000 დოლარს რომ გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფად მოიხსენიებს, თითქოს ნანახი არ ჰქონდეს მისი ქვეყნის პრეზიდენტის დითირამბები სი ძინპინთან
ხვალ რომ 1000 დოლარს გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფ ძალად მოიხსენიებს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრას სოციალურ ქსელში.
14 მაისი 2026, 17:40
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ იერიშებით დაემუქრა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ იერიშებით დაემუქრა.
14 მაისი 2026, 17:24
მსოფლიო
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, უეს სთრითინგმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
14 მაისი 2026, 17:22
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ვიკა ფილფანი 2019 წელს გახარიას წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იდგა და ახლანდელი ბოსის ქმედებებს აპროტესტებდა. დღეს, გაქცეულ ბოსს კბილებით ისე იცავს, თითქოს გუშინ მე ვაგინებდი - ტალახის სროლა არ უნდა გაგიკვირდეთ
მარტივად რომ აგიხსნათ - რა მორალის ხალხია გაერთიანებული გაქცეული გახარიას პარტიაში. ფოტოზე აღბეჭდილია ვიკა ფილფანი - 2019 წელს ის გახარიას წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იდგა და ახლანდელი ბოსის ქმედებებს აპროტესტებდა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
14 მაისი 2026, 17:07
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩინეთის არმიის ზრდის ტემპები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტოა. მათ საკუთარ სისტემაში მილიარდობით დოლარი ჩადეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ჩინეთის არმიის ზრდის ტემპები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტოა.


