05 ივნისი 2020, 13:01 / სანდო წყარო

ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაცია თხევად აირზე აქციზის 450 ლარით განსაზღვრას ითხოვს

„საქართველოს ბუნებრივი ავტოგაზგასამართი სადგურების ასოციაცია“ მიესალმება საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც თხევადი გაზის აქციზით დაბეგვრას ითვალისწინებს.

„2017 წლის იანვარში, ქვეყანაში ყველანაირ საავტომობილო საწვავზე აქციზის ზრდამ, გარდა თხევადი გაზისა, ეს უკანასკნელი ყველა სხვა დანარჩენ საავტომობილო საწვავთან მიმართებაში პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. აღნიშნულმა ფაქტორმა გამოიწვია ბუნებრივ ავტოგაზგასამართ სადგურებზე რეალიზაციების კრიტიკული კლება, შეჩერდა ქსელის განვითარების პროცესი, ჩადებული სოლიდური ინვესტიციების უკუგების შეჩერებამ მრავალი ოჯახი გამოუვალ ვითარებამდე მიიყვანა: უკვე 35 გაზგასამართი სადგური გაკოტრდა და დაიხურა, უმუშევრად დარჩნენ დასაქმებული ადამიანები. 3 წლის წინ ქვეყანაში მოქმედი 200 ერთეული ბუნებრივი გაზგასამართი სადგურიდან ამჟამად მხოლოდ 165 ერთეული ფუნქციონირებს და მათი უმრავლესობა, ასევე გაკოტრების პირას არის მისული. ამ ფონზე, უსამართლო საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმის გამო, მომრავლებული თხევადი გაზის სადგურების რიცხვი კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და მათმა რიცხვმა, მოკლე პერიოდში, ბუნებრივი გაზის სადგურების პირვანდელ ოდენობასაც (200 ერთეული) კი გადააჭარბა“ - ცხადებენ ასოციაციაში.

ასოციაციის ინფორმაციით, 2017 წელს თხევადი გაზის დაბეგვრის ორეტაპიანმა მოდელმა ვერ გაამართლა და ეტაპობრივად თავი იჩინა კანონმდებლობის ხარვეზით გამოწვეულმა მრავალმა ნეგატიურმა ფაქტორმა: მეორე ეტაპის გადასახადისგან თავის არიდებამ, უაქციზო კოდებზე განხორციელებულმა იმპორტმა და სხვა.

„გაირკვა, რომ სრულად ვერ ხერხდებოდა ორეტაპიანი აქციზის გადახდაზე სრულყოფილი ადმინისტრირება და თხევადი გაზის იმპორტირებისას მის შემადგენელ ერთ-ერთ ფრაქციას საერთოდ არ ეხებოდა აქციზის გადასახადი. შესაბამისად, იმპორტიორებს, მათ მიერ შემოტანილ და უკვე ერთმანეთში შერეულ 1 ლიტრი თხევად გაზზე გადახდილი აქციზის საშუალო ოდენობა გამოსდიოდათ არა 16,2 თეთრი, არამედ მისი ნახევარი 8,1 თეთრი, ხოლო ზოგ შემთხვევაში - მანიპულაციების წყალობით, გაცილებით ნაკლები. აღნიშნული პერიოდის შემდგომ, ჩვენს მიერ არაერთხელ მოხდა პრობლემის წამოწევა სხვადასხვა უწყებებში, თუმცა უშედეგოდ. უდავოა, რომ ბიზნესის განვითარებისთვის და კონკურენტული გარემოს შექმნისთვის აუცილებელია ყველა მეწარმის ერთნაირ საგადასახადო და სამართლიან პირობებში ჩაყენება“ -წერია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასოციაცია მხარს უჭერს ნავთობსექტორის ყველა სეგმენტის, მათ შორის თხევადი გაზის ინდუსტრიის განვითარებას, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს არ უნდა მოხდეს მეორე სეგმენტის ინტერესების იგნორირებისა და ჩიხურ ვითარებაში შეყვანის ხარჯზე, რასაც ადგილი ჰქონდა ბუნებრივი გაზის საწვავთან მიმართებაში უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში.

„ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით და ვთვლით, რომ ბუნებრივი აირი უნდა წარმოადგენდეს ქვეყნისათვის პრიორიტეტს, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავი! აღნიშნული ხედვა განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც საქართველოს, როგორც წარმატებული ტურისტული მიმართულების პოტენციალის ყოველდღიური ზრდა ხდება. თხევადი გაზის აქციზით დაბეგვრა უნდა მოხდეს ისე, რომ დაცული იყოს სამართლიანი ბიზნესის კეთების შესაძლებლობისთვის ყველა პირობა და ბუნებრივი გაზის სეგმენტმა შეძლოს ბაზარზე თავისი პოზიციების შენარჩუნება! დაკეტილი და გაკოტრებული ბუნებრივი გაზგასამართი სადგურების რიცხვი მომავალში აღარ უნდა გაიზარდოს, ხოლო სამუშაო ადგილები ამ მიმართულებით უნდა შეიქმნას. ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საავტომობილო საწვავის სტატუსის მქონე საწვავს, ყოველმხრივ ხელი უნდა შეეწყოს, რათა სამართლიანი დაბეგვრის რეჟიმის პირობებში ინდუსტრია კიდევ უფრო განვითარდეს. ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ბუნებრივი გაზის აქციზთან მიმართებაში თხევადი გაზისათვის აქციზის სამართლიანი პროპორცია უნდა განისაზღვროს არანაკლებ 450 ლარით, რაც საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, განვახორციელოთ ინვესტიციები და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“ - აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

27 აგვისტო 2026, 14:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს ათი წელი იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

27 აგვისტო 2026, 13:53

მსოფლიო

CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ს გააგზავნის

აშშ-ის ავიამზიდი USS Theodore Roosevelt და მისი დაახლოებით 5 000-კაციანი ეკიპაჟი უახლოეს კვირებში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კირილ ბუდანოვი

27 აგვისტო 2026, 13:39

მსოფლიო

კირილ ბუდანოვის განცხადებით, სექტემბერში შესაძლოა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართოს, რომელშიც ამერიკული მხარეც მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ სექტემბერში შესაძლოა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართოს.

დავით მათიკაშვილი

27 აგვისტო 2026, 13:26

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდა მეხუთე კოლონას საქართველოში - ეს არის ე.წ სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, მდიდარი NGO-ები, ესენი არიან რადიკალური აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები

ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდა მეხუთე კოლონას საქართველოში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ლევან მაჭავარიანის წერილზე საუბრისას.

გიორგი სოსიაშვილი

27 აგვისტო 2026, 13:04

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: გარე პატრონებისგან მართული აგენტურა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. გიგაურების, ლომჯარიების, გვარამიების კამპანია რას ემსახურებოდა? უნდა აგვემართა ხელი ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებზე. ეს იყო მათი ნარატივი, გარედან მიღებული დავალება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ლევან მაჭავარიანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ეხება.

თამარ ჩერგოლეიშვილი

27 აგვისტო 2026, 13:00

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილ კომენტარს ეხმიანება, რომლის თანხმად, „არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“.

დავით ზურაბიშვილი

27 აგვისტო 2026, 12:50

პოლიტიკა

დავით ზურაბიშვილი: არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში

„არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, ვთქვათ იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ (ამ დროს „მიშასთან შესვლა“ ბარე ორ მინისტრს ან დეპუტატს არ შეეძლო წინასწარი შეთანხმების გარეშე), ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“, (გეცადათ აბა თბილისის მერისთვის ტრანსპორტის გამორთმევა) და ა. შ. თამარა იყო მმართველი ძალის ერთ-ერთი ტოპ-ფიგურა და არა უბრალოდ პროსახელისუფლო ჟურნალისტი ან აქტივისტი. სხვათა შორის, ბოკერიას ცოლობა აქ არაფერ შუაშია. მიშას მასზე ყოველთვის ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“, - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

27 აგვისტო 2026, 12:48

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს

აკვაკულტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ახორციელებს. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული მტკნარი წყლის აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების გაფართოებისა და მოდერნიზების, ისე ახალი მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგეი ნარიშკინი

27 აგვისტო 2026, 12:43

მსოფლიო

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა დაადასტურა, რომ მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) უფროსს ჯონ რეტკლიფს შეხვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 12:32

მსოფლიო

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა რუსულმა დრონმა დაარღვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც გვიან ღამით უკრაინაზე იერიშის დროს ხუთმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

27 აგვისტო 2026, 12:18

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში ეროვნული გვარდიის როლის საკითხები.

27 აგვისტო 2026, 12:06

საზოგადოება

მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

სამინისტროს ინფორმაციით, მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 11:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას დღეიდან ამერიკის ტბა ეწოდება.

27 აგვისტო 2026, 11:51

საზოგადოება

ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 11:49

კულტურა

„ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტები ტრიუმფით დასრულდა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა.

ლევან ზაუტაშვილი

27 აგვისტო 2026, 11:49

საზოგადოება

ლევან ზაუტაშვილი: მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ

ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ საუბრისას.

27 აგვისტო 2026, 11:47

საზოგადოება

გივი მიქანაძე ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 11:42

ტაბლოიდი

ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა🍅

ფესტივალში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ისინი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და საათზე ნაკლებ დროში ერთმანეთს 165 ტონაზე მეტი გადამწიფებულ პომიდორი ესროლეს.

ილია ჯალაღონია

27 აგვისტო 2026, 11:41

პოლიტიკა

ილია ჯალაღონია: ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში

ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღონიამ.

27 აგვისტო 2026, 11:39

მსოფლიო

აშშ-ის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეაღწიეს

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ოპერაცია აღკვეთა, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელები შეეცადნენ ან მართლა შეაღწიეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებების ქსელებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.