27 აგვისტო 2026, 11:49 / სანდო წყარო

„ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტები ტრიუმფით დასრულდა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა.

ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე სპეციალურად „ღამის სერენადებისთვის“ შექმნილი უნიკალური მუსიკალური პროექტი „ტანგო – ოპერაციონე“ წარმოადგინეს მსოფლიოში აღიარებულმა, ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსებმა - პიანისტმა გლორია კამპანერიმ, ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ, სოპრანომ მარიკა მაჩიტიძემ და ფლეიტისტმა ნიკოლოზ ვადაჭკორიამ. ვირტუოზი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების პერფორმანსს მაყურებლის მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. უნიკალური მუსიკალური პროექტის ფარგლებში შესრულდა ასტორ პიაცოლას „მარტოობა“, „შემოდგომა“ და „ზაფხული“ „ბუენოს-აირესის წელიწადის დროებიდან“, „ობლივიონი“, „სამხრეთი“; Le Grand Tango; Libertango; „ხარების მილონგა“ ოპერიდან „მარია ბუენოს-აირესიდან“; ჟორჟ ბიზეს „ჰაბანერა“ ოპერიდან „კარმენი“.

წლევანდელი „ღამის სერენადები“ ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფესტივალმა წელსაც ტრადიციულად ქართველი და უცხოელი ვირტუოზი მუსიკოსები და მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლები შეკრიბა.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც 1982 წელს სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე ლიანას ისაკაძის მიერ დაარსდა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს საქართველოს სამ ქალაქში შვიდ გამორჩეულ კონცერტს აერთიანებს. „ღამის სერენადები“ 19 ივლისს ბორჯომში გაიხსნა, 21, 23 და 25 აგვისტოს ბათუმში გადაინაცვლა, დასკვნითი კონცერტები 16, 18 და 20 სექტემბერს თბილისში გაიმართება.

ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, თბილისის, ბათუმის, ბორჯომის მერიების, საქართველოში იტალიის საელჩოს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედი“ მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის „ღამის სერენადები“ სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე, ორგანიზატორი კომპანია „არტ ალიანსი“, ფესტივალის დირექტორი კი ნინა ცაგარელი.

როგორც ფესტივალის “ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ განაცხადა, ბორჯომის გახსნითი და ბათუმის სამი კონცერტით ფესტივალის საზაფხულო ნაწილი დასრულდა, თბილისის კონცერტებზე კი განსაკუთრებულად საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა ელოდება. „ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ წელს, ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფესტივალზე, მაყურებელმა ასეთი დიდი ინტერესი და სიყვარული გამოავლინა. ბათუმში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი საღამოები შედგა, შესანიშნავი მუსიკოსებით, მრავალფეროვანი პროგრამებით და, რაც ყველაზე მთავარია, საოცარი მაყურებლით. დარბაზის რეაქცია და ის ემოცია, რომელსაც ამ დღეებში ვგრძნობდით, ჩვენთვის საუკეთესო შეფასებაა. მაგრამ „ღამის სერენადები 2026“ ჯერ არ დასრულებულა. წინ თბილისია და მინდა, ყველა მუსიკის მოყვარულს ვუთხრა - გელოდებით!“-აღნიშნა გიორგი ისაკაძემ.

​წლევანდელი ფესტივალი ორმაგად ემოციური და საპასუხისმგებლოა ფესტივალის დირექტორის ნინა ცაგარელისთვის. მისი სიტყვებით, "ბათუმში კონცერტები დავასრულეთ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი მუსიკალური პროექტით "ტანგო ოპერაციონე", რომელიც ტანგოს ცეცხლოვან რიტმებსა და ოპერის კლასიკურ ვოკალს აერთიანებს. მაყურებლის ოვაციები, ბისები და აღფრთოვანება ჩვენ ძალიან გვახარებს. წელს ფესტივალი ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამიტომ ეს წელი ჩვენთვის ორმაგად ემოციური და საპასუხისმებლოა“.
​ემოციურია ფესტივალის მონაწილეთა შეფასებებიც.

გლორია კამპანერი, პიანისტი: „უბედნიერესი ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში. ბათუმში პირველად ვარ ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. დაუვიწყარი კონცერტი იყო. საოცარი მონაწილეებითა და არაჩვეულებრივი მსმენელით. მოხარული ვარ, რომ ამ კონცერტში ჩემს მეგობართან მარიო სტეფანო პიეტრო დარკისთან და არაჩვეულებრივ ქართველ სოპრანოსთან მარიკა მაჩიტიძესთან ერთად მივიღე მონაწილეობა."

ალესანდრო ბარიკო, მუსიკალური კრიტიკოსი: „პირველად ვარ საქართველოში, ბათუმში. ფანტასტიური ქვეყანა და გასაოცარი ხალხია. ძალიან სასიამოვნო და შთამბეჭდავი საღამო იყო. გავიცანი და აღმოვაჩინე არაჩვეულებრივი მუსიკოსები და შემსრულებლები. ასტორ პიაცოლას შემოქმედებას ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს, ერთ-ერთი მეც გახლავართ და მესიამოვნა ამ საღამოს მისი მოსმენა ვირტუოზი მუსიკოსების შესრულებით. წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალს და მის შემოქმედებით გუნდს."

მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ბანდონეონისტი: „ძალიან მიხარია, რომ წელსაც ვიღებ მონაწილეობას ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალში. უნიჭიერეს პიანისტთან გლორია კამპანერთან, სოპრანო მარიკასთან, ფლეიტისტ ნიკა ვადაჭკორიასთან და ქართველ მუსიკოსებთან ერთად წარმოვადგინეთ მუსიკალური პროექტი, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩემთვის უდიდესი პატივია ამ ფესტივალში მონაწილეობა."

მარიკა მაჩიტიძე, სოპრანო: „უსაზღვროდ ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალში. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულია, რადგან ქალბატონი ლიანას 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ვმონაწილეობდი ორ ძალიან ლამაზ და გამორჩეულ კონცერტში, რომელიც ბათუმელ მსმენელს ვაჩუქეთ. ეს პროგრამა ჩემთვის სიახლე იყო, მოკლე დროში მომიწია შესწავლა. დაუვიწყარი ემოციები მომცა ბრწყინვალე მუსიკოსებთან თანამშრომლობამ. იმედი მაქვს, რომ ფესტივალთან და მის არაჩვეულებრივ მონაწილეებთან ჩემი თანამშრომლობა ამით არ დასრულდება და მომავალშიც გაგრძელდება. დიდ წარმატებას ვუსურვებ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს "ღამის სერენადებს".

ფესტივალი მასპინძელი სასტუმროები: „ბორჯომი ლიკანი“ და „Hilton Garden Inn Tbilisi“.
პარტნიორი კომპანიები: პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი „ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი „პიელ ნატურალსი“, კომპანია „სარაჯიშვილი“, ღვინის კომპანია „პავილიონ ვაინსი“, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“, “გუდვილი” – პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში და ავეჯის სახლი „ნიტა“.
საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ტელეკომპანია „იმედი“, ტელეკომპანია „პოს ტვ“, „Euronews Georgia“, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, პალიტრა ნიუსი , საინფორმაციო სააგენტო„პრაიმ ტაიმი“, ინგლისურენოვანი გაზეთი ,,Georgia Today’’, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი ,, The Messenger’’, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, „აჭარა თაიმსი“, რადიო ჰოლდინგი„ფორტუნა“ და ვებ-პლატფორმა Fortuna.ge.

ყველა სიახლე

27 აგვისტო 2026, 12:18

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში ეროვნული გვარდიის როლის საკითხები.

27 აგვისტო 2026, 12:06

საზოგადოება

მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

სამინისტროს ინფორმაციით, მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 11:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას დღეიდან ამერიკის ტბა ეწოდება.

27 აგვისტო 2026, 11:51

საზოგადოება

ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

ლევან ზაუტაშვილი

27 აგვისტო 2026, 11:49

საზოგადოება

ლევან ზაუტაშვილი: მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ

ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ საუბრისას.

27 აგვისტო 2026, 11:47

საზოგადოება

გივი მიქანაძე ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 11:42

ტაბლოიდი

ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა🍅

ფესტივალში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ისინი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და საათზე ნაკლებ დროში ერთმანეთს 165 ტონაზე მეტი გადამწიფებულ პომიდორი ესროლეს.

ილია ჯალაღონია

27 აგვისტო 2026, 11:41

პოლიტიკა

ილია ჯალაღონია: ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში

ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღონიამ.

27 აგვისტო 2026, 11:39

მსოფლიო

აშშ-ის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეაღწიეს

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ოპერაცია აღკვეთა, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელები შეეცადნენ ან მართლა შეაღწიეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებების ქსელებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პლატონ კალმახელიძე

27 აგვისტო 2026, 11:30

პოლიტიკა

პლატონ კალმახელიძე: კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად

კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძემ.

27 აგვისტო 2026, 11:28

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

რუპერტ გრინტი

27 აგვისტო 2026, 11:23

კულტურა

რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄

გრინტი ორიგინალი ფილმების მეორე მსახიობია, რომელიც პიესაში ითამაშებს. მანამდე დრაკო მალფოის როლს ტომ ფელტონი დაუბრუნდა, რომელიც თავის პერსონაჟს სცენაზე ახლაც აცოცხლებს, თუმცა ფელტონი და გრინტი ბროდვეიზე ერთად არ გამოჩნდებიან, რადგან ფელტონი პიესაში 3 იანვრამდე ითამაშებს, გრინტი კი დასს 2 თებერვლიდან შეუერთდება.

27 აგვისტო 2026, 11:18

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

27 აგვისტო 2026, 11:11

სამართალი

პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 11:07

მსოფლიო

ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც ქვეყნის ენერგოსიტემაში არსებული საფრთხეების გამო ეროვნულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 11:05

სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

27 აგვისტო 2026, 10:56

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

ლევან მაჭავარიანი

27 აგვისტო 2026, 10:47

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი - ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს. ის მათ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღნიშნულმა ჯგუფებმა „უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა“ გამოავლინეს.

27 აგვისტო 2026, 10:44

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ბრიტნი სტირლინგს ჯანდაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო შშმ პირების, ქალთა და ბავშვთა მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.