მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმი ფრთხილად და ეტაპობრივად გაიხსნება
მარიამ ქვრივიშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ტურიზმი გაიხსნება ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად. ჩვენ გამიზნულად, სრულად ორგანიზებულად ვგეგმავთ ამ პროცესის მართვას, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„გაიხსნება მხოლოდ ის ქვეყნები, სადაც ამ ეტაპისთვის პოზიტიური ეპიდმდგომარეობაა და ე.წ. მწვანე ქვეყნებად ითვლება. ეს პროცესი იქნება ფრთხილი, კონტროლირებადი. შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა ფრთხილი ტურიზმის გახსნით გამოცდილებას დააგროვებს, ქვეყნების ჩამონათვალს ეტაპობრივად სხვა ქვეყნების ჩამონათვალი დაემატება, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყნების დამატება დამოკიდებული იქნება მეორე ქვეყანაში არსებულ ეპიდმდგომარეობაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ცნობილია 1-ლი ივლისიდან, საქართველო გეგმავს უმასპინძლოს უცხოელ ტურისტებს, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.
ყველა სიახლე
05 აპრილი 2026, 17:14
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს
მათი უვიცობა იქამდე მივიდა, რომ პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს, რათა ეჩვენებინათ, თითქოს ისეთი ბოროტი და უსულგულოა ეს ხელისუფლება, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ცოცხლად წვავენ კრემატორიუმებშიო., - წერს ოპოზიციის მისამართით არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
05 აპრილი 2026, 16:17
საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ საბურთალოს ფილიალში, აფხაზეთიდან დევნილ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
05 აპრილი 2026, 16:03
მსოფლიო
რომის პაპმა მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა
„ვინც იარაღს ფლობს - დაყაროს ის! ვისაც ომების გაჩაღება შეუძლია - აირჩიოს მშვიდობა!“ - განაცხადა რომის პაპმა, როდესაც ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან მორწმუნეებს ტრადიციული სააღდგომო ქადაგებით მიმართა.
05 აპრილი 2026, 15:05
მსოფლიო
INSA: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა
კომპანია INSA-ს მიერ გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის ჩატარებული ყოველკვირეული გამოკითხვის მიხედვით, პარტიის მხარდაჭერა ამჟამად 26%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით უცვლელი დარჩა.
05 აპრილი 2026, 14:43
სპორტი
ისრაელის ჩემპიონატის 25-ე ტურში იერუსალიმის „ბეითარმა“ „ირონი“ 3:2 დაამარცხა, ლუკა გადრანმა გოლი გაიტანა
ისრაელის ჩემპიონატის 25-ე ტურში იერუსალიმის „ბეითარმა“ „ირონი“ 3:2 დაამარცხა, ხოლო ლუკა გადრანმა გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში დებიუტის შემდეგ მან შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 73-ე წუთზე აიღო და იმ დროისთვის ანგარიში 1:2 გახადა. საბოლოოდ, „ბეითარმა“ კიდევ ორჯერ გაიტანა და მოიგო.
05 აპრილი 2026, 14:42
სპორტი
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგის ახალ სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა
ყაზაიშვილმა მეტოქის კარი 73-ე წუთზე, ეფექტური გოლით აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 33 წლის შემტევს მიმდინარე სეზონში 4 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.
05 აპრილი 2026, 14:40
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ შაბათს ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ისრაელის მიერ ნასროლი მეოთხე ბომბი დაეცა
ირანი აცხადებს, რომ შაბათს ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ისრაელის მიერ ნასროლი უკვე მეოთხე ბომბი დაეცა და რეგიონისთვის დამღუპველ საფრთხეზე მიუთითებს. ცნობა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
05 აპრილი 2026, 14:38
სპორტი
თბილისის სპორტის სასახლეში IFC-ის 23-ე ღონისძიება გაიმართა
თბილისის სპორტის სასახლეში IFC-ის 23-ე ღონისძიება გაიმართა, სადაც MMA-ის გულშემატკივარმა 9 ბრძოლა იხილა. 18 სპორტსმენიდან გამარჯვებისთვის 7 ქართველი იბრძოდა, მათგან კი მხოლოდ ცოტნე სულთანიშვილი დამარცხდა, რომელმაც ქამრისთვის ბრძოლა 5-რაუნდიან დაპირისპირებაში ტაჯიკ მებრძოლთან დათმო. 9-დან 8 ბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდა.
05 აპრილი 2026, 14:32
მსოფლიო
მედია ირანში ამერიკელი მფრინავის გადარჩენის ოპერაციის დეტალების შესახებ წერს
ამერიკული მედია ირანში 3 აპრილს ჩამოგდებული F15 E-ს ეკიპაჟის წევრის გადარჩენის ოპერაციის დეტალებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2 სატრანსპორტო სამხედრო თვითმფრინავი, რომლებითაც ირანში გადარჩენილი მფრინავი და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გადაჰყავდათ, ქვეყნის შიგნით შეფერხდა და მათი აფეთქება გახდა საჭირო, რომ საჰაერო ხომალდები ირანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში.
05 აპრილი 2026, 14:27
მსოფლიო
ისრაელი ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშებს განაგრძობს
ისრაელი ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშებს განაგრძობს. თავდაცვითმა ძალებმა იერიში მიიტანეს მახშახრაში ნავთობ-ქიმიურ ხარხანასა და ფოლადის საწარმოზე, სადაც რაკეტებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების მასალები მზადდება.
05 აპრილი 2026, 14:17
მსოფლიო
იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ბზობისა და აღდგომის დღესასწაულები მრევლის გარეშე აღინიშნა
მრევლის გარეშე აღინიშნა ბზობის დღესასწაული იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. წირვა და სადღესასწაულო ლიტანიობა, მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილე მესამემ, მხოლოდ მღვდელმსახურებთან ერთად ჩაატარა. პირდაპირ ტრანსლაციას იერუსალიმის საპატრიარქო Facebook-ზე გადასცემდა.
05 აპრილი 2026, 14:14
საზოგადოება
მეუფე შიო: მოხდა ხალხში საოცარი გამონათება, ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი. მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ უწმინდესის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისდამი სიყვარულის გრძნობაში
ბზობის სადღესასწაულო ლიტურგია სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა, შემდეგ კი შეკრებილებს ქადაგებით მიმართა.
05 აპრილი 2026, 13:50
თავდაცვა
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ
სამხედროებმა უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, მის დანიშნულებასა და მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და საერთაშორისო მისიებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათ მოსწავლეებს გააცნეს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიზნები, სასწავლო პროგრამები, მიღების პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე, ასევე გაიხსენეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ისტორიები. სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალურად შეხვედრისთვის მომზადებული ვიდეომასალაც წარადგინეს. შეხვედრის დასასრულს კი, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
05 აპრილი 2026, 13:37
მსოფლიო
ორბანი აცხადებს, რომ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა
„ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან. სერბეთის სამართალდამცავებმა კრიტიკულ გაზის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც სერბეთსა და უნგრეთს აკავშირებს, გამანადგურებელი ასაფეთქებელი ნივთიერებები და გასააქტიურებლად საჭირო აღჭურვილობა აღმოაჩინეს. მიმდინარეობს გამოძიება. დღეს ნაშუადღევს თავდაცვის საგანგებო საბჭო მოვიწვიე“, - წერს ორბანი.
05 აპრილი 2026, 12:46
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით - არცერთი
ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. აბა მითხარით ვინმემ, რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით - არცერთი,- წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
05 აპრილი 2026, 12:27
საზოგადოება
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა აბელ აბესაძემ გეოლოგებს პროფესიული დღე მიულოცა
„მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო გამოირჩევა დარგის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით. ბევრმა მათგანმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გეოლოგიური კვლევების განვითარებაში, ფონდური მასალის შენარჩუნებაში, ახალი რესურსების აღმოჩენასა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის შესწავლაში. მათი ყოველდღიური საქმიანობა ქმნის მყარ საფუძველს გარემოს დაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და მომავალი თაობებისთვის რესურსების შენარჩუნების საქმეში“,- განაცხადა აბელ აბესაძემ.
05 აპრილი 2026, 11:40
კულტურა
კვიპროსის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატივსაცემად საგალობლით -„კირიე ელეისონ" დაასრულა
კვიპროსის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს პატივსაცემად მის მიერ დაწერილი საგალობლით - „კირიე ელეისონ“ დაასრულა. საგალობელი ცნობილმა სოპრანომ მარიზა ანასტასიადესმა შეასრულა.
05 აპრილი 2026, 11:36
მსოფლიო
ზელენსკი: კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ მზად ვართ ლიდერების შეხვედრისთვის, ნებისმიერ ფორმატში
„ყველაფერს გავაკეთებთ ომის დასასრულებლად. ამაზე პრეზიდენტ ერდოღანსაც ვესაუბრე. ისიც ჩვენ გვემხრობა, ისიც მშვიდობის მხარესაა. რასაკვირველია, ყველას გვინდა ომის დასრულება და ამისთვის ყველა დიპლომატიური გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ მზად ვართ ლიდერების შეხვედრისთვის, ნებისმიერ ფორმატში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
05 აპრილი 2026, 11:31
მსოფლიო
კირილ ბუდანოვი: აღდგომის შემდეგ შესაძლოა, კიევს სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ლინდსი გრემი ეწვიონ
აღდგომის შემდეგ შესაძლოა კიევს, სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ლინდსი გრემი ეწვიონ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა Bloomberg-თან საუბარში და აღნიშნა, რომ ამერიკული დელეგაციის ვიზიტი შესაძლოა 12 აპრილის შემდეგ შედგეს.
05 აპრილი 2026, 11:27
მსოფლიო
რობერტ ფიცომ ევროპას რუსეთთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა
„მე მხოლოდ საღი აზრისკენ დაბრუნებისკენ მოვუწოდებ. მთელი ევროკავშირი და განსაკუთრებით ევროპული თანამეგობრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო ჰგავს თვითმკვლელ გემს. ევროკავშირმა და განსაკუთრებით ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები და უზრუნველყონ სტრატეგიული ნედლეულის მიწოდება ყველა შესაძლო წყაროდან და მიმართულებიდან, მათ შორის რუსეთიდან. ამიტომ აუცილებელია გაუქმდეს უაზრო სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს, დაიწყოს ევროკავშირის ცალკეული ინიციატივა უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის და გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები მილსადენ „დრუჟბის“ მუშაობის აღსადგენად, - წერს ფიცო.


