05 აპრილი 2026, 17:14 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

მათი უვიცობა იქამდე მივიდა, რომ პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს, რათა ეჩვენებინათ, თითქოს ისეთი ბოროტი და უსულგულოა ეს ხელისუფლება, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ცოცხლად წვავენ კრემატორიუმებშიო, - წერს ოპოზიციის მისამართით არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

კაკაბაძე ვრცელ პოსტში „დემოკრატიული ალიანსის” და ზოგადად ოპოზიციონერების ქმედებებს მიმოიხილავს.

„დემოკრატიული ალიანსის” მიზნები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 9 პარტიად დაყოფილი და ახლა უკვე „დემოკრატიული ალიანსის” სახელით გაერთიანებული ნეონაცისტური მოძრაობა დაზიანებული მანქანების დაშლილი ნაწილების ჩასაბარებელ პუნქტში ხელახლად აწყობილ იმ ავტომობილს ჰგავს, რომელიც გადაღებილი და გაპრიალებული სახით წარმოადგინეს, ახლა ცდილობენ დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ ეს ამ ავტომობილის სრულიად ახალი მოდელია, რომელსაც ნებისმიერ შეჯიბრში კონკურენტებთან გამარჯვების რეალური შანსი აქვს. პირდაპირ გვეუბნებიან, თქვენ ჩვენი სახით, მომავალ ხელისუფლებას უყურებთო. ვინაიდან ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რა უხარისხო და დაზიანებული მასალიდანაც არის აწყობილი ეს ავტომობილი, ამიტომ მისი ამწყობები ცდილობენ ადამიანთა გულუბრყვილო ან გაუთვითცნობიერებელ ნაწილს დააჯერონ, რომ ძველი და დაზიანებული ნაწილებისაგან კი არ არის შექმნილი „ალიანსად” სახელდებული ეს ავტომობილი, ან 1 მილიონზე მეტი გარბენის ნიშნულიდან ნულამდე კი არ არის ჩამოყრილი გარბენის მაჩვენებელი, არამედ „ალიანსის” სახით სულ ახალთახალი და გაპრიალებული სიახლეა მათ წინაშე.

31 მარტს გამოგვიცხადეს, ახლა 2 თვის განმავლობაში რაიონებში უნდა ჩამოვატაროთ ეს ჩვენი „სიახლე” და 26 მაისისთვის თბილისს უნდა მოვაყენოთ ყველა, ვინც ჩვენს ამ აფერას დაიჯერებსო. მანამდე ამერიკაში გავემგზავრებით, იქაც ვეცდებით ვიღაც გავლენიან პოლიტიკოსებს თავი მოვაწონოთ, რომლებიც მომავალ რბოლაში მსაჯების როლს შეასრულებენ და იქნებ ისე ვქნათ, რომ ჩვენს მეტოქეებს ბევრი ყვითელი და წითელი ბარათები უჩვენონ და ფინიშზე ჩვენი დანჯღრეული ავტო პირველი მიგვაყვანინონო. ბოლო ორ საპარლამენტო არჩევნებზე ხომ სწორედ ამის მცდელობა იყო, როდესაც „სამართლიანმა არჩევნებმა” სცადა დამარცხებული პარტიები გამარჯვებულად გამოეცხადებინა. მანამდე ეს ჩვენი ნეონაცები 4 ოქტომბრის დამხობის გეგმების კრახის შემდეგ ხან აქეთ ეცნენ, ხან იქით, რომ ხელისუფლების მიმართ ხალხის დაპირისპირება გაეზარდათ და გაემძაფრებინათ, მაგრამ ბევრჯერ ისეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, რომ კიდევ ერთხელ დაანახვეს ხალხს, როგორი დაზიანებული შიდა ნაწილები გარეგნულად გაპრიალებულ და შიგნიდან ჩაოხრებულ მათ ავტომობილს. მალე იმასაც დავინახავთ, გზადაგზა ეს ნაწილები როგორ იფანტება აქეთ-იქით.
მათი უვიცობა იქამდე მივიდა, რომ პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს, რათა ეჩვენებინათ, თითქოს ისეთი ბოროტი და უსულგულოა ეს ხელისუფლება, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ცოცხლად წვავენ კრემატორიუმებშიო.

ტრადიციად ქცეული ეს შაბათის მარშებიც ტვ 1-ის შაბათის შოუს ერთგვარ ლაივ-შოუდ გადაიქცა. ადრეც ვწერდით და ახლაც გავიმეორებთ, რომ მრგვალ თარიღებს ბევრჯერ აღნიშნავენ და პროტესტის 1400-ე დღე რომ მოახლოვდება, დაინიშნება კონსტიტუციით გათვალისწინებული არჩევნები და მერე იზეიმებენ - აი, ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და არჩევნები დავანიშნინეთო. მანამდე კი, აგერ უკვე მე-500 დღეს მოახლოვდა და მალე დიდი ზეიმი ექნებათ. მერე 1000 დღეს იზეიმებენ და ა. შ. ასე ესმით ნეონაცებს პოლიტიკოსობა. სამაგიეროდ, როგორც კი ქვეყნისათვის საჭირბოროტო ნამდვილად პრობლემურ საკითხებზე მიდგება საქმე, იქ საკუთარი პოზიციების დაფიქსირების ეშინიათ, მხოლოდ ხელისუფლების ნებისმიერ ნამოქმედარს თუ ნათქვამს აკრიტიკებენ და ცდილობენ ხალხს ის „პრორუსულად“ მიასაღონ. სამაგიეროდ მკაფიოდ არ აცხადებენ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, რას შეცვლიდნენ რუსეთთან ურთიერთობაში.

ზოგჯერ თავიანთ პარტიულ ტელევიზიაშიც კი ბანძდებიან. ამას წინათ ტვ 1-ის ეთერში ჟურნალისტი ნეონაცების ერთ-ერთ ახლად გამომცხვარ ლიდერს ეკითხებოდა: „კარგი, ვთქვათ, 26 მაისს ბევრი ხალხი გამოიყვანეთ ქუჩაში და დააფიქსირეთ, რომ ეს ხალხი „ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგია (არჩევნებშიც ასეთი ადამიანების რიცხვმა 40%-ს, ანუ ასეულობით ათას კაცს გადააჭარბა, რაც სრულიად ბუნებრივია დემოკრატიულ საზოგადოებაში), და მერე რაო?“ ამაზე გაიფხორა ეს ახლად გამოჩეკილი ლიდერი და პასუხობს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას ან ვაცლავ ჰაველს ასეთ კითხვას არავინ დაუსვამდაო. ვეღარ უპასუხა კაცმა, მერე ის, რომ ხელისუფლებას დავამხობთ, 26-ში დავიწყებთ და 26-ში დავამთავრებთო, რადგან ასეთი პასუხის და მოქმედებების მწარე გამოცდილება აქვს.

იმავე ტვ 1-ზე რატომღაც „უსაფრთხოების ექსპერტად“ სახელდებული თეონა აქუბარდია აფრქვევდა მარგალიტებს - აგერ, ხომ ხედავთ, ასეთმა დიდმა რეგიონალურმა ლიდერმა თურქეთმა და მისი მფარველობის ქვეშ მყოფმა აზერბაიჯანმაც კი ვერ აიცილეს ირანიდან გასროლილი ბომბები და „ოცნების“ დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად მოკავშირეების გარეშე დარჩენილმა საქართველომ როგორ უნდა დაიცვას თავიო? მოულოდნელად ჟურნალისტმა ლოგიკურად ჰკითხა, ე.ი. თქვენ რას ამბობთ, რომ ძლიერმა მფარველმა მოკავშირეებმა ვერ დაიცვეს პარტნიორი სახელმწიფოები ირანული ბომბებისგან და ამ დროს, მოკავშირეების გარეშე დარჩენილ საქართველოში ერთი რაკეტაც არ შემოფრენილაო, ანუ საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებსო? რაზეც „უსაფრთხოების ექსპერტად“ წოდებულმა აქუბარდიამ უმწეო ღიმილით უპასუხა. ნეონაცებს სწორედ ეს ფაქტი აწუხებთ და ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე ჩვენც გავხდეთ ირანული ბომბების ღირსი. ჯერ იყო და ირანის ელჩის განცხადებაზე ატეხეს პანიკა, როგორ გაგვიბედა ისეთი გაფრთხილება, თქვენი ტერიტორია არ გამოაყენებინოთ ამერიკას ირანზე თავდასასხმელადო და რატომ არ დაიბარეს ამის გამო ეს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში საყვედურის სათქმელადო. ეს ჩვენი ნეონაცები ისეთი შტერებიც არ არიან, არ ესმოდეთ და ვერ ხედავდნენ, რომ ომში მყოფი ირანი ყველა ქვეყანას აძლევს მსგავს გაფრთხილებას, ხოლო იმ არაბულ ქვეყნებს, სადაც აშშ-ს სამხედროა ბაზებია, პირდაპირ ბომბავს, რის გამოც ევროპულმა ქვეყნებმაც და ნატომაც უარი უთხრეს ამერიკას ირანთან ომში ჩაბმაზე. მაგრამ ეს ჩვენი მამაცი ნეონაცები პირდაპირ ვერ ბედავენ იმის გაცხადებას, რომ მათი სურვილია ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ აშშ-ს ამ ომში, საქართველოს ტერიტორიაც შესთავაზონ ირანზე დარტყმების განსახორციელებლად და აქაც მიიღონ საპასუხო ბომბები. სწორედ ასეთი იქნებოდა ნეონაცების პოლიტიკა, დღეს რომ ხელისუფლების სათავეში ყოფილიყვნენ. ამას ისიც ადასტურებს, რომ მათი მეორე პარტიული ტელევიზიის „ფორმულას“ ჟურნალისტმა პირდაპირ ჰკითხა საქართველოში ირანის ელჩს, თბილისში რომ ამერიკელების თვითმფრინავი დაჯდა, თქვენ ამას როგორ უყურებთო? ამ კითხვის ქვეტექსტი ასეთი იყო - ხომ ხედავთ, ეს ხელისუფლება თქვენს მტრებთან მეგობრობს და რატომ არ გვბომბავთო?

აი, ასეთი ხალხი ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებას“, - წერს კაკაბაძე.

ყველა სიახლე

09 აპრილი 2026, 13:13

ეკონომიკა

აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

09 აპრილი 2026, 13:09

საზოგადოება

ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

09 აპრილი 2026, 13:08

პოლიტიკა

გეკა გელაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

09 აპრილი 2026, 13:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ბაჩო ოდიშარია

09 აპრილი 2026, 13:01

პოლიტიკა

ოდიშარია: მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ პატივის მისაგებად არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის დავალების აღსრულება, რომ დადგან ყალბი სურათი, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის მორიგი დავალების აღსრულება, რომ მოაწყონ კაკაფონია და დადგან ყალბი სურათი ოპოზიციური მედიისთვის, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს,- ასე ეხმიანება ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს.

ივეტ კუპერი

09 აპრილი 2026, 12:58

მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის განცხადებით, ლიბანი აშშ-ირანის მიერ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.

ვახტანგ ცინცაძე

09 აპრილი 2026, 12:49

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება

„შესაბამისად, ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც 2026, ასევე 2027 წელს იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. ამის საფუძველს გვაძლევს ის მონაცემები, რომლებიც საქართველოში იანვარ-თებერვლის თვეებში დაფიქსირდა, კერძოდ: ორი თვის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4 პროცენტს შეადგენს“, - განაცხადა ცინცაძემ.

09 აპრილი 2026, 12:47

საზოგადოება

ნინო ისაკაძე: ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეხვედრა საფუძველს დაუდებს ძალიან ბევრ ცვლილებას სექტორის მიმართულებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

09 აპრილი 2026, 12:47

რეგიონი

1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

09 აპრილი 2026, 12:40

რეგიონი

ზუგდიდის მერიამ 550 ოჯახს საკვები პროდუქტი გადასცა

სადღესასწაულო კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებსა და განსაკუთრებით შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცათ.

09 აპრილი 2026, 12:22

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ხოსე მანუელ ალბარესი

09 აპრილი 2026, 12:21

მსოფლიო

Reuters: ესპანეთი ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გმობს და თეირანში საელჩოს მუშაობის განახლებას გეგმავს

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ისრაელი საერთაშორისო სამართლისა და ლიბანის დაბომბვით ახლო აღმოსავლეთში ორკვირიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

09 აპრილი 2026, 12:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

09 აპრილი 2026, 12:16

კულტურა

„კარგი ნიშნების“ ფინალის პირველი პოსტერი გამოქვეყნდა

Amazon-მა „კარგი ნიშნების“ ფინალური ეპიზოდის პირველი პოსტერი გამოაქვეყნა. დემონ კროულის და ანგელოზ აზირაფელის თავგადასავლების ბოლო, 1,5 საათიანი ეპიზოდი Prime Video-ზე 13 მაისს გამოვა. ისტორია ორიგინალურ სცენარზეა დაფუძნებული. თავიანთ როლებს მაიკლ შინი (აზირაფელი) და დევიდ ტენანტი (კროული).

09 აპრილი 2026, 12:09

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

09 აპრილი 2026, 12:07

პოლიტიკა

ნდობის ჯგუფის სხდომაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მოუსმინეს

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს მოუსმინეს, რომელმაც სამსახურის მიერ 2025 წელს განხორციელებულ საქმიანობასა და საიდუმლო შესყიდვებზე ინფორმაცია წარადგინა.

თამთა მეგრელიშვილი

09 აპრილი 2026, 12:01

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: კერძო პოლიტიკური სანახაობისთვის 9 აპრილის მნიშვნელობის გამოყენება პოლიტიკურად წაგებული სვლაა - ამ დღის მნიშვნელობა დამოუკიდებელია ყველა სხვა პირისაგან, მთავარი აქტორი იყო და დღესაც ქრთველი ხალხია

კერძო პოლიტიკური სანახაობისთვის 9 აპრილის მნიშვნელობის გამოყენება არის პოლიტიკურად წაგებული სვლა, რადგან ამ დღის მნიშვნელობა დამოუკიდებელია ყველა სხვა პირისაგან, აქ მთავარი აქტორი იყო და დღესაც არის ქრთველი ხალხი რომელსაც ჰქონდა და აქვს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობის გააზრებული მოთხოვნილება!, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

დავით ქართველიშვილი

09 აპრილი 2026, 11:56

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: აგენტები თავისუფლებისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხალხს "მონებს" რომ უწოდებენ - მათი ადგილი დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ უნდა იყოს, სადაც მორიგი უზნეო და სამარცხვინო პერფორმანსი დადგეს

ვერც ერთ წელიწადს ვერ შეიგნო ამ აგენტურამ - რომ აგენტების ადგილი 9 აპრილის მემორიალთან არ არის- წერს „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

გია აბაშიძე

09 აპრილი 2026, 11:53

პოლიტიკა

გია აბაშიძე: 9 აპრილის მემორიალთან ნაცმარგინალების იაფფასიანი მინი წარმოდგენები და ვითომ ამ დღის მიტაცების მცდელობა ამაზრზენია - „ნაცობასა“ და ადამიანობას შორის უღრმესი უფსკრულია

„თუ ადამიანი არ არის ანტიქართველი, ზნედაცემული, ის ფიქრითაც არასდროს გაბედავს ჩვენი ქვეყნისთვის დაღუპული გმირების სახელებით სპეკულირებას სექტანტური დღის წესრიგის წინ წასაწევად, მაგრამ „ნაცობასა“ და ადამიანობას შორის უღრმესი უფსკრულია. უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს საქართველოსთვის განწირულთა სპეტაკ სულებს!” - წერს აბაშიძე.

09 აპრილი 2026, 11:49

პოლიტიკა

გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა არ უპასუხა კითხვას, რატომ არ ცვლის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შესახებ ვებ-გვერდზე ატვირთულ ძველ მონაცემებს

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა, საქართველოს შესახებ მონაცემების განახლებასთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხა.