გიორგი გახარია: ბიუჯეტში ხარჯები დაახლოებით 600 მლნ-ით შემცირდება და ბიუჯეტის დეფიციტი ამ პარამეტრებით დახლოებით 8.5% იქნება
გიორგი გახარია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯის თვალსაზრისით ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები დაახლოებით 600 მლნ-ით და ბიუჯეტის დეფიციტი ამ პარამეტრებით საპროგნოზო იქნება დახლოებით 8.5%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციისას განაცხადა.
„ეს არის ძირითადი პარამეტრები ბიუჯეტის, რომელსაც დღეს ფინანსთა სამინისტრო წარმოგვიდგენს, თუმცა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით ვპროგნოზირებთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ აღდგენას. მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი არის 4%, ხოლო 2022 წლის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც არის ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული, დაახლოებით 6% გახლავთ.
მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი არის პროგნოზი და დღევანდელი გლობალური კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ არაპროგნოზირებადობა, ამიტომ, ჩვენ ყველანი როგორც ეპიდემიოლოგიურ, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით მზად უნდა ვიყოთ ყველა სახის გამოწვევისთვის. სწორედ ეს გვკარნახობს, რომ ის მწირი რესურსი, რომელიც ქვეყანას აქვს, ძალზე ფრთხილად, მაქსიმალურად გონივრულად და სამარლიანად იყოს გამოყენებული. ეს არის ძირითადი პრინციპები, როდესაც ჩვენ, მაგალითად, მიზნობრივი სოციალური დახმარება ჩვენს მოქალაქეებზე გავანაწილეთ 6 თვეზე და არ მივეცით ერთჯერადად და კიდევ ბევრი ნაბიჯი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისითაც განპირობებული იყო სწორედ ამ დიდი გამოწვევით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
20 ივნისი 2026, 01:10
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება პირველივე დღეს შეეძლო, რომ არა რუსი გენერალი, რომელმაც ტანკები კიევისკენ „ჭაობების გავლით“ გაგზავნა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება პირველივე დღეს შეეძლო, რომ არა რუსი გენერალი, რომელმაც ტანკები კიევისკენ „ჭაობების გავლით“ გაგზავნა. ამის შესახებ მან Axios-თან ინტერვიუში ისაუბრა.
20 ივნისი 2026, 00:59
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი: უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება
უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
19 ივნისი 2026, 23:35
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო. აქამდე ვისთვის დაუშლიათ დოკუმენტური მასალის კვლევა? გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი ზოგიერთ მათგანს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ისტორიაში კიდევ უფრო რთულად ყოფილა საქმე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომის დაშვებისკენ მოუწოდებს.
19 ივნისი 2026, 23:25
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნავროცკის ნაბიჯს სტრატეგიული შეცდომა უწოდა, რომლითაც მხოლოდ მოსკოვი იხეირებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ პოლონეთს დაუბრუნებს თავის ჯილდოს მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა.
19 ივნისი 2026, 23:07
მსოფლიო
ტრამპი: G8 უნდა შეენარჩუნებინათ - სავარაუდოდ, რომ შეენარჩუნებინათ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ იქნებოდა
G7-ის უამრავ სამიტზე ვყოფილვარ და ადრე ეს G8 იყო, მათ G8 უნდა შეენარჩუნებინათ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში.
19 ივნისი 2026, 22:59
მსოფლიო
ტრამპი: ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა - მე გავაუქმე ბარაკ ჰუსეინ ობამას გარიგება, რომელიც ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის უსაფრთხოებასა და მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის არსებობა პირდაპირ კავშირშია მის გადაწყვეტილებებთან.
19 ივნისი 2026, 22:40
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი: მე ასევე ვაღიარებ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება პოლონური სოფლის მეურნეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეს უქმნის პოლონელ ფერმერებს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ აგრარულ კონკურს „აგროლიგაზე“ ფერმერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 22:32
პოლიტიკა
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ მატლუბახონ სატორიონს შეხვდა
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ მატლუბახონ სატორიონს შეხვდა.
19 ივნისი 2026, 22:14
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის შესახებ.
19 ივნისი 2026, 22:08
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ამერიკელმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე, რათა როდესაც ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ, ის ემსახურებოდეს ამერიკის საუკეთესო ინტერესებს და არა სხვა რომელიმე ქვეყნისას
პოდკასტ Relatable-ში სტუმრობისას, წამყვანმა ელის ბეთ სტაკიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ჰკითხა მისი მოსაზრება კონსერვატორულ წრეებში მიმდინარე დებატებზე, რომელიც ისრაელის გავლენას ეხება ამერიკულ პოლიტიკაზე.
19 ივნისი 2026, 22:06
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქურბონ ჰაკიმზოდას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
19 ივნისი 2026, 21:41
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ. შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებისა და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების შესახებ კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
19 ივნისი 2026, 21:30
ეკონომიკა
საქართველოში მშპ-ის მოცულობა გაიზარდა - რას ნიშნავს პირველი კვარტლის ეს მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა.
19 ივნისი 2026, 21:20
სამართალი
მასაჟით შენიღბული პროსტიტუცია და 14 დაკავებული - თბილისსა და ქუთაისში 9 ობიექტი დაილუქა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 ადამიანი დააკავეს.
19 ივნისი 2026, 21:11
პოლიტიკა
საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, მატლუბახონ სატორიონმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, მატლუბახონ სატორიონმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
19 ივნისი 2026, 21:02
მსოფლიო
ირანმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ უსაფუძვლო უწოდა ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, თითქოს ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა.
19 ივნისი 2026, 20:56
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონით იმუქრება - ციხიდან გზავნილი მმართველი გუნდისთვის აგენტის განცხადებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ მოაგვარებს ქვეყანაში პოლიტიკურ პრობლემებს - მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ასეთი არა ქართველი ხალხი, არამედ დასავლეთი, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატებია.
19 ივნისი 2026, 20:54
მსოფლიო
Financial Times: ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი, ჰაიდი ალექსანდერი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მოუწოდებს, გადადგომის კონკრეტული ვადები დაასახელოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 20:45
მსოფლიო
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა რუსული დრონებისთვის განკუთვნილი რეტრანსლატორების მოსახსნელად - „წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ჩვენ გავაკეთებთ“
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს აქვს ერთი კვირა იმისათვის, რომ მოხსნას რეტრანსლატორები, რომლებიც რუსული დრონების სამიზნეებს აზუსტებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უკრაინა გააკეთებს.
19 ივნისი 2026, 20:44
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით: ასეთი განცხადებები მიმართულია ჩვენი საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება და საზოგადოების ფრაგმენტაციის მიზანს ემსახურება.


