imedi /  10 ივნისი 2020, 00:36 / სანდო წყარო

ბექა ლილუაშვილი: დეველოპერული სექტორის დახმარების გეგმა სექტორში არსებული ძირითადი პრობლემების გადალახვას ემსახურება

ბექა ლილუაშვილი

ბექა ლილუაშვილი

ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, დეველოპერული სექტორის დახმარების ანტიკრიზისული გეგმის გარეშე სამშენებლო კომპანიები ვერ მოახერხებდნენ ბინების გაყიდვას და მოუწევდათ სამშენებლო პროცესის გაჩერება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

„დადგა რისკი, რომ დეველოპერული სექტორი დაზარალებულიყო კრიზისის გამო. რას ნიშნავს ეს, მარტივად გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ - ისინი ვერ მოახერხებდნენ ბინების გაყიდვას და მოუწევდათ სამშენებლო პროცესის გაჩერება. ერთი მხრივ, ეს ნიშნავს დაუმთავრებელ მშენებლობებს, მეორე მხრივ კი ის ადამიანები, ვინც მშენებლობაზე და ბინების კეთილმოწყობაზე არიან დასაქმებულები, შემოსავლის გარეშე დარჩებოდნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით ამ სექტორს. გარდა ამისა, დაზარალდებოდნენ ის ადამიანებიც, ვინც სესხები აიღეს, გარკვეული ხარჯები გაწიეს და ელოდებოდნენ, როდის იქნება მზად მათი ქონება. რაც შეეხება თავად ღონისძიებებს და მათ შედეგებს, ყველა ღონისძიება ერთად უნდა განვიხილოთ. არის ღონისძიებები, რომლებიც გათვლილია წლის ბოლომდე. არის ისეთი ღონისძიებებიც, რომლებიც სისტემურ გაჯანსაღებას ემსახურება. ყველა ეს ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ სექტორში არსებული ძირითადი პრობლემები - გაყიდვების პრობლემა, ფასების მერყეობის პრობლემა, მშენებლობის დასრულების პრობლემა - რაც შეიძლება სწრაფად იყოს გადალახული“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 08:49

სპორტი

Irish times: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გაფართოებული ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობას მიიღებს

როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად ამ ტურნირში იაპონიისა და ფიჯის ჩართვა იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიისა და ფრენებზე შეზღუდვების გამო, უფრო ლოგიკურია, რომ იაპონია საქართველომ ჩაანაცვლოს. აზიელებისგან განსხვავებით, ქართველებისა და ფიჯელების აბსოლუტური უმრავლესობა ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს და მოგზაურობაზე შეზღუდვა მათ მინიმალურად შეეხებათ.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 08:33

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეზე: ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

„საქართველოს მოქალაქე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშვენლობა აქვს და რა აუცილებლობას ატარებს საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

14 ივლისი 2020, 08:21

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცესს იწყებს. უმაღლეს საბჭოში გასაუბრება 11 საათზე დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე გოჩა აბუსერიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

14 ივლისი 2020, 08:00

პოლიტიკა

საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების 2021 წლის იანვრამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან

ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს და აცხადებენ, რომ ეს პროექტი არაკონსტიტუციურია. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

14 ივლისი 2020, 01:12

COVID19

კალიფორნიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სანიტარული შეზღუდვები კვლავ დაწესდა

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო სანიტარული შეზღუდვები ნაწილობრივ აღადგინა.

გიორგი შაქარაშვილი

14 ივლისი 2020, 01:08

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი გამოკითხეს

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა დაფიქსირებული იყო 19 ივნისს, შემთხვევის დროს ავტობანზე, რის გარშემოც გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა.

14 ივლისი 2020, 01:08

ეკონომიკა

კახა ბექაური: ბიზნესის ყველა შენიშვნა უკავშირდებდა კომპანიაში დროებითი მმართველის შესვლის მექანიზმს, შეჯერებულ ვარიანტს ხვალ წარვადგენთ

შეხვედრა 4 საათს გრძელდებოდა და ჩემი აზრით პროდუქტიულად ჩაიარა. მოვისმინეთ ბიზნესის პოზიციები მ​აქსიმალურად დეტალურად. ყველას მიეცა საშუალება, რომ თავისი აზრი და შე​ნიშვნები გამოეთქვა. ასევე ჩვენი მხრიდანაც გამოთქმული იყო ჩვენი ხედვები, მოსაზრებები, მიზეზები და მიზნები რატომ არის ეს კანონპროექტი ამ ფორმით შემოტანილი დაჩქარებული წესით, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პარლამენში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

14 ივლისი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ჯეიმს ბონდის სერიალში გადაღებული ავტომობილი Lamborghini Diablo აუქციონზე გაიყიდება

1992 წელს გამოშვებული Lamborghini Diablo, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშია გამოყენებული აუქციონზე გაიტანეს. ამის შესახებ TMZ წერს.

სოსო ფხაკაძე

14 ივლისი 2020, 00:45

პოლიტიკა

პარლამენტში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს

საკანონმდებლო ორგანოში ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ბიზნესსექტორთან შეხვედრა. ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ესწრებოდნენ.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2020, 00:37

COVID19

დონალდ ტრამპი: დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის, რაც ჩინეთმა მსოფლიოს ჩინური ჭირით გაუკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო.

14 ივლისი 2020, 00:32

COVID19

აშშ-ში ქალმა COVID19-ით ლიფტში 71 ადამიანი დააინფიცირა

აშშ-ში უცხოეთიდან დაბრუნებულმა ქალმა covid19-ით ლიფტში ერთ წუთში 71 ადამიანი დააინფიცირა. მან ლიფტში პირბადის გარეშე ერთი წუთი გაატარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

თელავი

14 ივლისი 2020, 00:12

სამართალი

თელავში 40 წლამდე კაცი დაჭრეს

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. ინციდენტი ერთ-ერთ სახლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცთან სტუმარი იყო მისული, ურთიერთშელაპარაკება კი დაჭრით დასრულდა.

ჯონი დეპი

14 ივლისი 2020, 00:03

ტაბლოიდი

ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს უჩივლა

ლონდონში ჯონი დეპსა და News Group Newspapers შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯგუფი ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს ფლობს, რომელსაც მსახიობმა 2018 წელს გამოქვეყნებული მასალის გამო უჩივლა.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 23:52

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ქვეყანაში ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება.

13 ივლისი 2020, 23:38

რეგიონი

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლამდე მოზარდს ეძებენ

შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

კარენ ლონგარიკი

13 ივლისი 2020, 23:29

COVID19

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარენ ლონგარიკს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლივიის სხაგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რასელ უესტბრუკი

13 ივლისი 2020, 23:26

სპორტი

NBA-ს ერთ-ერთ ვარსკვლავს რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ჰიუსტონის” კალათბურთელმა გულშემატკივარს სოციალური ქსელით აცნობა, რომ მისმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და თან მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვან.

მარია ვან კერხოვე

13 ივლისი 2020, 23:05

COVID19

ჯანმო: ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი რამ არის გასაგები

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის საკითხის გაგება ჯერ კიდევ შეზღუდულია.

მირიან ნიკოლაძე

13 ივლისი 2020, 22:56

საზოგადოება

მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან

როგორც ოჯახის ადვოკატმა, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, გარდაცვლილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან​.

13 ივლისი 2020, 22:53

რეგიონი

ქუთაისს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ობიექტი ემატება

როგორც ზვიად შალამბერიძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება.