imedi /  17 ივნისი 2020, 00:42 / სანდო წყარო

პრემიერი: ეკონომიკური პრიორიტეტების დივერსიფიცირება უნდა მოვახდინოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტურიზმზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ტურიზმს აქვს საკმაოდ დაბალი ბარიერები და საკმაოდ სერიოზული და სწრაფი გადაცემის ძალა, რომელიც ფარავს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, ამიტომ, ტურიზმი, ჩვენი ეკონომიკის და უფრო მეტსაც გეტყვით - ჩვენი კულტურული ცხოვრების რაღაც ნაწილი უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმის განვითარების პარალელურად, ქვეყნის ეკონომიკის სხვა სისტემური დარგებიც უნდა განვითარდეს.

„ჩვენ ჩვენი ეკონომიკური პრიორიტეტების დივერსიფიცირება უნდა მოვახდინოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტურიზმზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ. ტურიზმს აქვს რამდენიმე დიდი უპირატესობა - ტურიზმს აქვს საკმაოდ დაბალი ბარიერები და საკმაოდ სერიოზული და სწრაფი გადაცემის ძალა, რომელიც ფარავს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, ამიტომ, ტურიზმი, ჩვენი ეკონომიკის და უფრო მეტსაც გეტყვით - ჩვენი კულტურული ცხოვრების რაღაც ნაწილი უნდა იყოს. ჩვენ ამას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ და უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე არც ხელის ჩაქნევა, ან ყურადღების შემცირება არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკის სხვა სისტემური დარგები არ უნდა განვავითაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმში, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ საკმაოდ კარგად ვვითარდებოდით, ეკონომიკის სხვა დარგების მიმართ ყურადღება არ შეგვიმცირებია. უბრალოდ, ეკონომიკის სხვა ბევრ დარგს სჭირდება ბევრად უფრო სისტემური, სტრუქტურირებული და დროში გაწერილი მუშაობა. მე მესმის, რომ ადგილობრივი წარმოება, ინდუსტრიალიზაცია საინტერესო და აუცილებელი მიმართულებებია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და არ უნდა ველოდეთ ამ მიმართულებით სწრაფ შედეგებს“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო დონის ეკონომისტები, როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

„ჩვენ გვჭირდება ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სწრაფი ზრდის იმპულსები. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო, უმაღლესი დონის ეკონომისტები, როგორც ევროპიდან, ასევე აშშ-დან, როგორც მეცნიერები, ასევე პრაქტიკოსი ეკონომისტები. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ძირითადი პრობლემა არის სამუშაო ძალა, ცოდნა და კომპეტენცია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ინდუსტრიულ კომპანიებზე, ადგილობრივ წარმოებაზე, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციაზე, აქ ცოდნა და კომპეტენცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტურიზმში. აქედან გამომდინარე, ამაზე პასუხი იყო განათლების სისტემური რეფორმა, რასაც ვაგრძელებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

09 ივლისი 2020, 01:25

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეის მდგომარეობით კახეთში მელიორაცია ახალ სიცოცხლეს იძენს

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კახეთის სამელიორაციო სისტემა დეგრადირების და კვდომის პერიოდში იყო და 2000-იანი წლებისთვის ისეთი მდგომარეობა გვქონდა, რომ მელიორაცია, როგორც ასეთი, გაჩერებული იყო. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ მელიორაცია ახალ სიცოცხლეს იძენს, ორი ძირითადი სამელიორაციო მიმართულებაა, ერთი ეს არის ალაზანი და მეორე - იორი, - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 ივლისი 2020, 01:05

რეგიონი

როგორია ატმის წლევანდელი მოსავალი კახეთში

„კარგი მოსავალია ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც და ფასი არის ძალიან კარგი. იმაზე უკეთესი, ვიდრე შარშამ იყო და ამ ფასის ჩამოყალიბებაში მხოლოდ და მხოლოდ ბაზარი იღებს მონაწილეობას და უნდა აღინიშნოს, რომ დღე ფერმერები ღიად აღნიშნავდნენ და არ მალავდნენ კმაყოფილებას ფასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი აისახება ყველა დასაქმებულ ადამიანზე“ - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 ივლისი 2020, 01:03

რეგიონი

ირაკლი ქადაგიშვილი: სოფლის მეურნეობის დარგებიდან, დღეს ყველაზე მოწყვლადი და დაზარალებული მეღვინეობაა

დღევანდელი მოცემულობით კარგ ყურძნის მოსავალია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თუ სოფლის მეურნეობაში რომელიმე დარგი დაზარალდა, ან ყველაზე მეტად მოწყვლადი გახდა, ეს არის მეღვინეობა - კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „ღია ეთერში“, მოახლოებულ რთველზე ისაუბრა. მისი თქმით, მევენახეობისა და მეღვინეობის დასახმარებლად მტავრობა ყველაფერს აკეთებს და სამომავლო გეგმებზე მალე ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.

მურა დათვი ბრუნო

09 ივლისი 2020, 00:51

ტაბლოიდი

ამერიკელმა მურა დათვმა მდედრის ძიებაში 640 კილომეტრი გაიარა

მოგზაურმა დათვმა ყურადღება 10 მაისს მიიპყრო, როდესაც ვისკონსინის შტატის ქალაქ გილენჰემს გასცდა, სამხრეთის მიმართულებით გაემართა და მდინარე მისისიპი გადალახა. შემდეგი ორი თვის განმავლობაში ბრუნო აიოვის, ილინოისისა და მისურის შტატებში შენიშნეს. გასულ უქმეებზე ბრუნო სენტ-ლუისში ჩვიდა, სადაც ის მისურის ბუნების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაიჭირეს.

სოზარ სუბარი

09 ივლისი 2020, 00:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ქართული ოცნების“ სიაში იქნებიან ახალი სახეებიც და გამოცდილებიც

დაგიდასტურებთ, რომ „ქართული ოცნებისკენ“ საარჩევნოს სიის დაკომპლექტება ფინალის სტადიაშია. ძაკიან ბევრის ვინაობა უკვე ცნობილია, ბევრზე კი გარკვეული კვლევები ტარდება და ძალიან მალე იქნება ცნობილი- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

09 ივლისი 2020, 00:41

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციას უნდოდა ბრძოლა საარჩევნო ყუთიდან, კიდევ ერთხელ, ქუჩაში გადაეტანა

პროცესმა კარგად გამოაჩინა ოპოზიციის სახე, როდესაც იმის წინააღმდეგ წავიდნენ, რასაც ითხოვდნენ, იმ იმედით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდებოდა და ამით პოლარიზება კიდევ უფრო გაიზრდებოდა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა. „არანაირი იმედი მაქვს, რომ პოლარიზება შემცირდება. რამდენიმე მათგანმა პირდაპირ თქვა, რომ მათი მოლოდინი და სურვილი იყო ამ შეთანხმების ჩავარდნა. აქ ნათლად ჩანდა, რომ მათ უნდოდათ კიდევ უფრო მეტი პოლარიზება და არა საარჩევნო ყუთთან ბრძოლა, არამედ ბრძოლის კიდევ ერთხელ ქუჩაში გადატანა.

სოზარ სუბარი

09 ივლისი 2020, 00:31

პოლიტიკა

აღდგა თუ არა სამართლიანობა - სოზარ სუბარის პასუხი

„ყველას ვერ გამოეკიდებ უბრალოდ და ვერ ასჯი იმიტომ, რომ უამრავი შემსრულებელია და მაშინ პრაქტიკულად გამოვა, რომ ისედაც ადამიანი არ უნდა დარჩეს. პირადად მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც სასჯელაღსრულების სისტემიდან 600 კაცი გავუშვი და უამრავი მათგანი პასუხისგებაში მიეცა იმის გამო, რომ მათზე არსებობდა გარკვეული მტკიცებულებები ან პატიმრები ხელს ადებდნენ და ა.შ“- განაცხადა სოზარ სუბარი.

დავით ზალკალიანი

09 ივლისი 2020, 00:06

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი პანდემიის შემდეგ პირველ ოფიციალურ ვიზიტს ბრიუსელში გამართავს

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც ვისაუბრებ საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე. ბუნებრივია ყყველა იმ საკითხზე, რაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებში აქტუალურია. ჩვენ ნატოელ პარტნიორებს მივაწვდი ინფორმაციას ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, მათ ძალიან აინტერესებთ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები“- აღნიშნა დავით ზალკალიანი.

დავით ზალკალიანი

09 ივლისი 2020, 00:05

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენ ოპოზიციის მხრიდან შეჩვეული ვართ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის არსებული სიტუაციის გამოყენებას

ჩვენ ოპოზიციის მხრიდან შეჩვეული ვართ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის არსებული სიტუაციის გამოყენებას და ეს არა ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევას, საზღვრების გახსნას. მე აბსოლუტურად არ მაინტერესებს მათი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

09 ივლისი 2020, 00:03

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: სუბსიდირებულ რეისებზე ფასები ისევე მკაცრად გაკონტროლდება, როგორც ეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იყო

სუბსიდირებულ რეისებზე მოლაპარაკების შედეგად იქნა გაცხადებული ბილეთების ფასი. ჩვენ ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდით საგანგებო სიტუაციის დროს, რომ არ მომხდარიყო რაიმე გადახვევა და დარღვევა, ასევე იქნება ახლაც, - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა.

„ბოკო ჰარამი“

09 ივლისი 2020, 00:02

მსოფლიო

ნიგერიაში რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად 23 ჯარისკაცი დაიღუპა

ნიგერიაში რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად 23 ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ნიგერიის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სოზარ სუბარი

09 ივლისი 2020, 00:00

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არაფერზე არ ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა

მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს საოცარ წარმატებას კოვიდთან ბრძოლაში. საოცარ მობილიზებას ხალხის, ხელისუფლების, მედიკოსების, ექსპერტების და ყველასი. ამის შედეგია, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უპირობოდ გახსნა საზღვარი და მთლიანობაში, ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

08 ივლისი 2020, 23:50

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: ​სამშობლოში 14 000-ზე მეტი მოქალაქე დავაბრუნეთ და ეს მაჩვენებელი მართლაც საამაყოა

„ჩვენი მაჩვენებელი მართლაც საამაყოა. ასევე ის გადაწყვეტილება, რომელიც ფრენების განრიგზე მივიღეთ, არ იყო სპონტანური და ეფუძნება იმ ინფორმაციას, ანალიზსა და მონიტორინგს, რომელიც მუდმივად გვაქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენი საელჩოების მეშვეობით. ჩვენი საელჩოები ყოველდღიურ რეჟიმში აგროვებენ ინფორმაციას, თუ სად არის კრიტიკული მასა ჩვენი მოქალაქეების, ვინც გამოთქვამს სურვილს მყისიერად სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი

08 ივლისი 2020, 23:44

ეკონომიკა

დავით ზალკალიანი: რაც არ უნდა ეცადონ, როგორც არ უნდა გვაკრიტიკონ, ამ სწორი მიმართულებიდან ვერ გადაგვახვევინებენ

ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო და მყისიერად გახსნა საზღვრები დღეს, ზოგიერთ რეგიონებში, უწევთ სრული საკარანტინო პირობების დაბრუნება. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც პარალელურად ეკონომიკური აქტივობების გახსნას, - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა. „ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ფაქტობრივად ყველა ეკონომიკური აქტივობა გახსნილია და ჩვენი ქვეყანა, ნელ-ნელა იწყებს ამ მიმართულებით ძალიან თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღებას იწყებს. ამ სიტუაციაში რომ ჩვენ კვლავ გაგვექცეს ინფიცირებულთა რაოდენობა და მოგვიწიოს ეკონომიკური აქტივობების კვლავ დახურვა ეს იქნება კატასტროფა. ეს იქნება დამაზიანებელი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის. ამაზე დაყრდნობილი ეს ყველაფერი, ძალიან კარგად აწონ-დაწონილი და დაბალანსებული გადაწყვეტილება არის მიღებული“ - განაცხადა ზალკალიანმა.

08 ივლისი 2020, 23:34

სამართალი

პირი, რომელიც გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით ამირხანაშვილს დიდუბეში ხვდება, სავარაუდოდ იდენტიფცირებულია და დაკითხვაზე იმყოფება

რამდენიმე წუთის წინ შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა პირი, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ის თეთრპერანგიანი ახალგაზრდაა, ვინც 19 ივნისის ღამის კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდის დიდუბეში მიკროავტობუსიდან და ხვდება იქვე მყოფ გურამ ამირხანაშვილს. ახალგაზრდა კაცი შსს-ში სავარაუდოდ ადვოკატთან ერთადაა მისული.

დავით ზალკალიანი

08 ივლისი 2020, 23:31

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: 2 კვირაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები გადახედავენ სიებს და ეპიდ სიტუაციეაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა საქართველო მათთვის უსაფრთხო ქვეყნად

ეს არ არის საბოლოო სია. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში არის პუნქტი, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველ 2 კვირაში ერთხელ გადასინჯავენ ამ სიას და შესაძლებელია გარკვეული შესწორებები შევიდეს, - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა.

დავით ზალკალიანი

08 ივლისი 2020, 23:24

ეკონომიკა

დავით ზალკალიანი: ​საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ ჩქარობენ

30 ივნისს, მას შემდეგ, რაც ევროსაბჭომ მესამე ქვეყნებთან საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, საქართველო მოხდა უსაფრთხო ქვეყნების სიაში და მე ვფიქრობ, ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი წარმატება და პირველ რიგში აღიარება იმ ეფექტიანი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორიელა კოვიდთან ბრძოლაში - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ეკა ბერიძე

08 ივლისი 2020, 23:22

საზოგადოება

ეკა ბერიძე: საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავისზე ბევრად მდიდარ ქვეყნებზე გაცილებით თანმიმდევრულად და ეფექტურად მოეგერიებინა ყველაზე საშიში პანდემია

საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავისზე ბევრად მდიდარ ქვეყნებზე გაცილებით თანმიმდევრულად და ეფექტურად მოეგერიებინა ყველაზე საშიში პანდემია. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელმაც მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობისა, რაციონალური მიდგომით მოვიგერიეთ ვირუსი“ - ამის შესახებ ჟურნალისტი, ეკა ბერიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

08 ივლისი 2020, 23:07

სამართალი

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იატაკი ჩაინგრა

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ნიკოლოზ გოგოლის 10 ნომერში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სააბაზანოს იატაკი ჩაინგრა. ბინის მესაკუთრეს განცხადებით, ბინა ძველი და სარემონტო იყო. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სალომე ზურაბიშვილი
რუსლან  აბაშიძე

08 ივლისი 2020, 22:54

პოლიტიკა

პრეზიდენტმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, რუსლან აბაშიძესთან ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიტუაციაზე ისაუბრეს.