19 ივნისი 2020, 12:20 / სანდო წყარო

მაისში იმპორტის ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.8%-ით შემცირდა

მაისში იმპორტის ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა 1.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 5.4-პროცენტიანი ზრდა, - ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასები 4.8 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ხოლო სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასების 11.2-პროცენტიანი მატება ფიქსირდება.

რაც შეეხება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფს, აქ ფასების 8.2-პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 12:12

რეგიონი

კელი დეგნანმა სოფელ ყარაფილაში საწარმოს საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ამერიკის მთავრობა აგრძელებს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე თემების მხარდაჭერას. დღეს შიდა ქართლის სოფელ ყარაფილაში კომბუჩას საწარმოს მშენებლობის დასაწყებად ელჩი კელი დეგნანი და გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი მესაკუთრეებს შეუერთდნენ საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოსი ამერიკის საელჩო აქვეყნებს. ამ ადგილობრივ ბიზნესს USAID/Georgia და სტარტაპ საქართველო უჭერს მხარს.

07 ივლისი 2020, 12:10

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 400-მდე ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 390 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 196 944-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9024 პაციენტი გარდაიცვალა, 182 200კი გამოჯანმრთელდა.

გენადი მარგველაშვილი

07 ივლისი 2020, 12:09

საზოგადოება

გენადი მარგველაშვილი: აბიტურიენტები, საგამოცდო ცენტრებში კოვიდინფექციით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე თავს აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესს და COVID 19 -ით გამოწვეული პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ, აბიტურიენტების უსაფრთხოების შესახებ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

სერგო რატიანი

07 ივლისი 2020, 12:04

პოლიტიკა

სერგო რატიანი: ამ პირობებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტის მიღება საზიანოა

არსებულ პირობებში კანონის მიღება საზიანოა. ფაქტობრივად, ის ეჭვქვეშ აყენებს მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციას და რეალურად საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ კანონთან,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე განუცხადა.

07 ივლისი 2020, 11:59

საზოგადოება

„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებები მედიასა და მაუწყებლებს არ ეხებათ

როგორც imedinews-ს კომისიაში განუცხადეს, აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები, კანონპროექტის მიხედვით, ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან.

მარკ ცუკერგერგი

07 ივლისი 2020, 11:59

მსოფლიო

მარკ ცუკერბერგს ჰავაიზე კუნძულ კაუაის კოლონიზაციაში ადანაშაულებენ

პლატფორმა Change.org-ზე გამოქვეყნდა პეტიცია, რომლის თანახმადაც სოციალურ ქსელ Facebook-ის მფლობელ მარკ ცუკერბერგს მოუწოდებენ, რომ ჰავაიზე კუნძულ კაუაის კოლნიზაცია შეწყვიტოს. ერთ კვირაში პეტიციას 500 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

07 ივლისი 2020, 11:48

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განმარტავს, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი რომელ რეგიონებში გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მარინა ეზუგბაია

07 ივლისი 2020, 11:47

COVID19

მარინა ეზუგბაია: ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს

„ჩვენი ქვეყნის რეგულაციების და მასთან დაკავშირებული ყველა პუნქტის სწორად, ადეკვატურად, დროულად გამოცხადება და შესრულება ალბათ უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ჩვენს ქვეყნაში ეს პრობლემა არ დადგეს, გავაგრძელოთ ზომიერი, კონტროლირებადი მატება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაზე, მასში მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე. სახელმწიფომ თავისი სწორად გადადგმული ნაბიჯებით შეძლო, ასეთი კონტროლირებადი ყოფილიყო ჩვენთან სიტუაცია.

07 ივლისი 2020, 11:45

COVID19

ბოლო 24 საათში სომხეთში 350-მდე ადამიანი დაინფიცირდა

გასულ დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 349 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 28 936-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში 503 პაციენტი გარდაიცვალა, 16 907 კი გამოჯანმრთელდა.

მარინა ეზუგბაია

07 ივლისი 2020, 11:36

COVID19

მარინა ეზუგბაია: თუ ჩვენ კოვიდთან ასეთ თანაცხოვრებას გავაგრძელებთ, საქართველოსთვის მეორე ტალღა დამღუპველი არ იქნება

მსოფლიოში მეორე ტალღაზე საუბრობენ და უკვე არის ნიშნები - ზოგიერთ ქვეყანაში განახლდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი სიტუაცია გამძაფრდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

07 ივლისი 2020, 11:30

COVID19

ბულგარეთში ექიმების შეცდომის შედეგად, კორონავირუსით 19 ფეხბურთელი დაინფიცირდა

ბულგარეთში ექიმების შეცდომის გამო კორონავირუსით 19 ფეხბურთელი დაინფიცირდა. ამის შესახებ Sportstar-ი წერს. შემთხვევა 2 ივლისს ორი გუნდის საშინაო შეხვედრაზე მოხდა. ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელს, მარტინ კავდანსკის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

07 ივლისი 2020, 11:29

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 252 შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსის 719 665 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20 160 ადამიანი გარდაიცვალა.

07 ივლისი 2020, 11:24

COVID19

მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველომ 400 ათასამდე COVID-19 ტესტი და 50 ხელოვნური სუნთქვის აპარატი შეიძინა

მსოფლიო ბანკის COVID-19 -ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 80 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ 250 000 PCR-ტესტი და ასევე, ანტისხეულზე და ანტიგენზე დამყარებული 147 000 სწრაფი ტესტი შეიძინა.

07 ივლისი 2020, 11:18

COVID19

ინფექციურ საავადმყოფოში 2 ახალი პაციენტი ჰყავთ

გუშინ გვყავდა 2 გამოჯანმრთელებული და დაგვემატა 2 ახალი პაციენტი და კლინიკაში კვლავ 24 დადასტურებული კოვიდინფიცირებული გვყავს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარიან ეზუგაბაიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

07 ივლისი 2020, 11:10

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოები შეამოწმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოები შეამოწმა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი 63 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც კრიტიკული შეუსაბამობა მხოლოდ 2 შემთხვევაში აღინიშნა.

მარინა ეზუგბაია

07 ივლისი 2020, 11:08

COVID19

კოვიდინფიცირების ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

„გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა მატულობს, უკვე 87-%-ია და კოვიდცენტრებში ამ მონაცემების შეჯერებით 105 პაციენტი მკურნალობს“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ჟაირ ბოლსონარუ

07 ივლისი 2020, 11:06

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსის სიმპტომები აქვს

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსის სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ჟაირ ბოლსონარუმ COVID-19-ზე ტესტირება ჩაიტარა, რენტგენი გადაიღო, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ფილტვები „სუფთა აქვს“.

07 ივლისი 2020, 11:04

მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა France24 წერს.

07 ივლისი 2020, 11:02

რეგიონი

აჭარაში, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის ახალი ვებ-პლატფორმა იქმნება

აჭარაში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ვებ-პლატფორმა იქმნება. ყველა ტრენინგი, ვიდეოგაკვეთილი, სემინარი თუ საჯარო ლექცია ონლაინსივრცეში ახალ პლატფორმაზე განთავსდება, რაც საშუალებას მისცემს ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაცია დისტანციურად მიიღონ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 10:54

საზოგადოება

შეიძლება თუ არა ზაფხულში აიცრას ბავშვი - პედიატრის განმარტება

„ვაქცინაციისთვის აბსოლუტურად არ არის უკუჩვენება გარემოს მაღალი ტემპერატურა და საერთოდ პედიატრები წინააღმდეგი ვართ ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის დარღვევის, ეს დაკავშირებულია მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბების შემცირებისკენ და შესაბამისად რაც უფრო დაირღვევა აცრის კალენდარი, მით უფრო მაღალია რისკი, რომ კონკრეტული დაავადების მდგრადი იმუნიტეტი არ დადგეს“, - აღნიშნა პედიატრმა.