imedi /  25 ივნისი 2020, 16:43 / სანდო წყარო

ავიაკომპანია Qantas-ი 6 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

ავიაკომპანია ავოაკომპანია Qantas-ი 6 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

პანდემიამდე ქვეყნის უდიდეს ავიაკომპანიაში დაახლოებით 30 000 ადამიანი მუშაობდა. შემზღუდავი ზომების დაწესების გამო მანამდე მუშაობა დროებით 25 000-მა თანამშრომელმა შეწყვიტა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიის მთავარობა პანდემიის პერიოდში Qantas-სა და Virgin Australia-ს 104,8 მილიონი დოლარით დაეხმარება.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 11:41

COVID19

პაატა იმანძე: კორონასთან ერთად ერთი წელი მაინც დაგვჭირდება სიფრთხილით ცხოვრება

ვფიქრობ, კორონასთან ერთად ერთი წელი მაინც დაგვჭირდება სიფრთხილით ცხოვრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“ განაცხადა. იმნაძემ კვლავ გაამახვილა ყურადღება წესების დაცვასა და პირბადეების გამოყენებაზე.

თამარ ბარკალაია

15 ივლისი 2020, 11:41

საზოგადოება

თამარ ბარკალაია: 5 წლის წინ წარმოუდგენელი იყო ის პროგრესი, რომელიც დღეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში გვაქვს

დღეს დიდი პატივია ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 5 წლის განმავლობაში გაიარა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ შრომის ინსპექციის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ბელარუსი საპროტესტო აქცია

15 ივლისი 2020, 11:39

მსოფლიო

ბელარუსში ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს მხარდამჭერ აქციებზე 250-მდე ადამიანი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და რამდენიმე ქალაქში აქციები ვიქტორ ბაბარიკოსთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმას საპროტესტო მოჰყვა.

ნინო წილოსანი

15 ივლისი 2020, 11:39

პოლიტიკა

ნინო წილოსანი სერგი კაპანაძეს: თქვენ, როგორც აქამდე, ახლაც არაკეთილსინდისიერად იქცევით

„შემთხვევით ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ გაქვთ?“ - ეს კითხვა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დაუსვა, რაზეც პასუხად მიიღო - არა. „თქვენ, როგორც აქამდე, ახლაც არაკეთილსინდისიერად იქცევით და მე მზად ვარ გავასაჯაროო ეს თემა“, - მიმართა წილოსანმა კაპანაძეს. დეპუტატი გულისხმობდა სერგი კაპანაძის ძმას, რომელიც „კავკასუს ონლაინის“ იურისტია. წილოსანის თქმით, სერგი კაპანაძემ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ეთიკის კოდექსი არ დაურღვევია.

15 ივლისი 2020, 11:37

მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხური ჯარის ერთ-ერთი საყრდენი პუნქტის განადგურების ვიდეოს ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თოუზის რაიონის მიმართულებით საბრძოლო მოქმედების დროს აზერბაიჯანულმა არმიამ სომხეთის შეაირაღებული ძალების ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი გაანადგურა. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებამ ვიდეო გაავრცელა.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 11:28

COVID19

პაატა იმნაძე: რეგულარული ფრენები კორონავირუსით ინფიცირების რისკს გაზრდის, მაგრამ ამ რისკების მართვა შეიძლება

რეგულარული ფრენები კორონავირუსით ინფიცირების რისკს გაზრდის, მაგრამ შეიძლება ამ რისკების მართვა, - შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა ბევრ ქვეყანაში უკვე არის. საბედნიეროდ, ჩვენ ჯერჯერობით ისეთი სიტუაცია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ფრენები რისკს გაზრდის, მაგრამ შეიძლება ამ რისკების მართვა“, – განაცხადა იმნაძემ.

კახა ბექაური

15 ივლისი 2020, 11:28

საზოგადოება

კახა ბექაური: კომპანიებმა გაიგეს, რომ სახელმწიფოს უფლებამოსილების გაფართოება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით

„ძალიან კარგია, რომ კომპანიებმა გაიგეს და გაიაზრეს საბოლოოდ, რომ გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს, დამატებითი უფლებამოსილება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.

ეკატერინე ტიკარაძე

15 ივლისი 2020, 11:27

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: 2019 წელთან შედარებით წელს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების რიცხვი 24%-ით შემცირდა

2019 წელთან შედარებით 2020 წელს 24%-ით შემცირდა უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე, ხოლო 2019 წლის 1-ელ ნახევართან შედარებით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობა 35%-ით შემცირდა. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შრომის ინსპექციის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ვიოლინო კონცენრტი

15 ივლისი 2020, 11:25

კულტურა

თბილისის მერიამ კულტურის სფეროს დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

„ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და მოვისმინეთ მათი პრობლემები, მათი წუხილი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდეთ მხარდაჭერა, ჰქონდეთ თანადგომა ჩვენი მხრიდან და ერთ-ერთი მიმართულება არის კულტურის სფერო, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება, იმისთვის რომ ჩვენ კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, რომ მათაც ეს რთული პერიოდი, პანდემია და COVID-19 მაქვს მხედველობაში, გამოიარონ დიდი ზეწოლის გარეშე“, - განმარტა მერმა.

სომხური არმია

15 ივლისი 2020, 11:21

მსოფლიო

სომხური მხარის მტკიცებით, მათ აზერბაიჯანის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

14 ივლისის საღამოს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Facebook-ზე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი შუშან სტეფანიანი წერს.

ლაშა ნაცვლიშვილი

15 ივლისი 2020, 11:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ სახალხო დამცველს მიმართა, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან

„პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ მიმართა სახალხო დამცველს, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის მიერ გაჟღერებულ პოზიციას ეხმაინება. მისი თქმით, ერთი შეხედვით ანომალიური ამბავი ნორმად მოგეჩვენებათ, როცა გავიხსენებთ, რომ ოპოზიცია და მისი მედია დაკომპლექტებულია საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე კაცთმოძულე და სახიფათო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებით. ,,პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ მიმართა სახალხო დამცველს, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან. ერთი შეხედვით, საოცარი, ანომალიური ამბავია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ დღევანდელი ოპოზიცია და მისი მედია, სრული შემადგენლობით, დაკომპლექტებულია საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სახიფათო და ადამიანის მოძულე პოლიტიკური ძალის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თვალსაჩინო წარმომადგენლებით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ანომალია ნორმად მოგეჩვენებათ“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

15 ივლისი 2020, 11:18

ეკონომიკა

სამშენებლო ნარჩენების დაყრაზე ჯარიმები გაიზარდა

თბილისის მერია, სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე სანქციებს ამკაცრებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა. სამედიცინო ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია გაზრდილია 10-ჯერ“, - განაცხადა კალაძემ.

15 ივლისი 2020, 11:16

COVID19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში 3 ახალი პაციენტი ჰყავთ

„სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან სამივე შემოტანილია. ერთი არის სომხეთიდან, ორი ყირგიზეთიდან. სამივესთან დიაგნოზი დასმულია საკარანტინო სივრცეში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მხოლოდ ერთთან აღინიშნება პნევმონია და ისიც არამძიმე“, - განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 11:15

COVID19

პაატა იმნაძე: როდესაც კორონავირუსის ადგილობრივი შემთხვევა ჩნდება, ეს ჩვენთვის ყოველთვის თავსატეხია

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია, - ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსი მაინც ცირკულირებს. „სამწუხაროდ, ერთი ადამიანის შემთხვევაში წყარო ჯერჯერობით უცნობია, ეს ნიშნავს, რომ საბედნიეროდ ცოტა, მაგრამ ვირუსი ქვეყანაში მაინც ცირკულირებს. შემოტანილი შემთხვევები ნაკლებად საგანგაშოა, რადგან ისინი პირდაპირ საკარანტინო ზონიდან არიან ხოლმე. ამიტომ ნაკლებად საგანგაშოა. როდესაც ჩნდება ადგილობრივი შემთხვევა, ეს არის ჩვენთვის ყოველთვის თავსატეხი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მარინა ეზუგბაია

15 ივლისი 2020, 11:09

COVID19

ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი არის შემოტანილი, 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევა, მეოთხეს ინფიცირების წყაროს მოძიება მიმდინარეობს - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

15 ივლისი 2020, 11:07

საზოგადოება

პეკინის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა, დიდი ქალაქები ამ მიმართულებით მიდის და თბილისშიც ანალოგიური პროექტები განხორციელდება. კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტი უკვე განხორციელებულია. 1 წლის წინ დავიწყეთ ამის გაკეთება და ძალიან წარმატებული პროექტი არის“, - განაცხადა მერმა.

შრომის ინსპექციის ანგარიში

15 ივლისი 2020, 10:59

საზოგადოება

შრომის ინსპექცია: სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის პირველ ნახევარში 35%-ით შემცირდა

შრომის ინსპექცია საქმიანობის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. დეპარტამენტის ინფორმაციით, მათი მუშაობის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომები. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, უბედური შემთხვევების რაოდენობა 24%-ით, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 35%-ით არის შემცირებული.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2020, 10:58

COVID19

დონალდ ტრამპი: ჩაატარონ ჩინეთში, ინდოეთსა თუ რუსეთში 45 მილიონი ტესტი და ვნახოთ, რამდენი ინფიცირებული ეყოლებათ

რომელ ქვეყანაში გამოიკვლიეს 45 მილიონი ადამიანი? თუ ჩინეთი, რუსეთი ან ინდოეთი 45 მილიონ ადამიანს გამოიკვლევს და ამას ისე გააკეთებს, როგორც ჩვენ ვაკეთებთ, ვნახოთ, რამდენი ინფიცირებული ეყოლებათ, - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 10:55

COVID19

პაატა იმნაძე: მაქსიმალურად შევეცადოთ ჩვენი ცხოვრების წესი კორონას მოვარგოთ

სამწუხაროდ, ნელ-ნელა გვავიწყდება, რომ კოვიდი არსად წასულა. ის, რა სიტუაციაც გვაქვს, ამას შენარჩუნება უნდა. შენარჩუნების ერთადერთი გზა კი ის არის, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს - კორონა არსად წასულა, ის ჩვენ გვერდითაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

კორონავირუსი უკრაინა

15 ივლისი 2020, 10:51

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს გაახანგრძლივებენ

„კარანტინი 31 ივლისს მთავრდება. დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო შეზღუდვებზე უარს ვერ ვიტყვით, ამიტომ კარანტინს გავახანგრძლივებთ“, - განაცხადა სტეპანოვმა.