imedi /  08 ივლისი 2020, 00:32 / სანდო წყარო

ივანე მაჭავარიანი საზღვრების გახსნაზე: რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი არ ბალანსდება

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი არ ბალანსდება. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს რისკი 2-3 თვის შემდეგაც იქნება და ამიტომ საზღვრების გარდაუვალია, მაგრამ რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად მაღალია ტურისტების ნაკადი და, შესაბამისად, შემოსავლები. ეს არის დაბალანსებული და სწორი რისკი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

„მთავარი ის არის, თუ ზოგადად რატო ვართ ფრთხილები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. იქ, საიდანაც ტურისტების ლომის წილი შემოდიოდა, ეს ქვეყნები, სამწუხაროდ, დღეს ან ეპიდემიის პიკში არიან, ან ეპიდემია ჯერ არ დაუმარცხებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უფრო დაბალი გავრცელებაა, რისკი მაინც არსებობს. შეიძლება ჩვენ ასეთი რეალური სურათი მივიღოთ, რომ ეკონომიკურად ძალიან მცირე შედეგს მივიღებთ, მაგრამ ტურისტების რაოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში ვირუსი გაავრცელონ. რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი არ ბალანსდება. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს რისკი 2-3 თვის შემდეგაც იქნება და ამიტომ საზღვრების გარდაუვალია, მაგრამ რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად მაღალია ტურისტების ნაკადი და, შესაბამისად, შემოსავლები. ეს არის დაბალანსებული და სწორი რისკი. არასწორი იქნება რისკი, თუ ჩვენ გავუხსნით საზღვარს ქვეყანას, საიდანაც ბევრი ტურისტი შემოდის და ვირუსის გავრცელების რისკიც დიდია. ევროკავშირის ქვეყნებს ჩვენ შემდეგნაირად ვუდგებოდით - იქ, საიდანაც ჩამომსვლელების რაოდენობა ასე თუ ისე მატერიალურად საინტერესოა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ან ბალტიის ქვეყნები, და, ამავდროულად, რისკი დაბალია, ეს უკვე ნიშანია, რომ მოლაპარაკებების დაწყება და საზღვრის გახსნა შეიძლება. მაგალითად, იტალიამ საქართველოს საზღვარი არ გაუხსნა საზღვარი. რატომ, საქართველო ხომ უსაფრთხოა? თუმცა მათ შეხედეს, რომ მატერიალური თვალსაზრისით ეს არაა საინტერესო მიმართულება და ის მინიმალური, ნოლთან მიახლოებული რისკიც კი არ აიღო, თუმცა დიდ ბრიტანეთს გაუხსნეს საზღვარი, საიდანაც გავრცელების რისკი უფრო დიდია, მაგრამ ამ რისკზე წასვლა იტალიას უღირს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ჩავა და შემოსავალს მოუტანს ქვეყანას. ჩვენც ამ ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ყველა სიახლე

ზაალ ანჯაფარიძე

05 ოქტომბერი 2026, 09:52

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების საქართველოდან გასვლას უცხოური დაფინანსების რეგულირების ახალი პოლიტიკის შედეგად აფასებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „Deutsche Welle“-ს მიერ გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ ფონდების საგრანტო პროგრამების ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, პროგრამის თითოეული ელემენტი ხელისუფლების პრიორიტეტებისთვის დაექვემდებარებინათ.

სოზარ სუბარი

05 ოქტომბერი 2026, 09:49

პოლიტიკა

სოზარ სუბარი გიორგი დავითაძის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასასჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება

გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც, - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

05 ოქტომბერი 2026, 09:44

მსოფლიო

იემენმა ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხდა, რომლის მიზანიც ქვეყნის მთელი ტერიტორიის მთავრობის კონტროლქვეშ დაბრუნებაა

იემენის პრეზიდენტმა რაშად ალ-ალიმიმ ჰუსიტების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ალ-ალიმის თქმით, ამ ოპერაციის მიზანი საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის კონტროლქვეშ იემენის მთელი ტერიტორიის დაბრუნებაა.

05 ოქტომბერი 2026, 09:32

მსოფლიო

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბრაზილიაში ქვეყნის პრეზიდენტი პირველივე ტურში ვერ აირჩიეს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირე სენატორი ფლავიო ბოლსონარუ და ბრაზილიის გამოცდილი პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან. ბრაზილიის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 98,69%-ის დათვლის შემდეგ ბოლსონარუმ 47,26% მიიღო, ლულამ კი 44,89%.

05 ოქტომბერი 2026, 09:25

მსოფლიო

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში ამომრჩეველთა 42%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 2022 წლის არჩევნებზე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია

კვირას ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა 42% მივიდა, რაც 2022 წლის არჩევნებზე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია.

დონალდ ტრამპი

05 ოქტომბერი 2026, 09:23

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა „სუპერინტელექტის ძალების“ შექმნის შესახებ განაცხადა

The Wall Street Journal-თან ინტერვიუში კლეიტონმა განაცხადა, რომ ახალი ჯგუფის პირველი ამოცანა 120 დღის განმავლობაში ისეთი ანგარიშის მომზადებაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ რისკებსა და შესაძლებლობებს შეაფასებს და ამ სფეროში მთავრობის სავარაუდო როლის შესახებ რეკომენდაციებს წარადგენს.

05 ოქტომბერი 2026, 09:18

მსოფლიო

საფრანგეთის განათლების მინისტრის განცხადებით, საპროტესტო აქციების შედეგად 24 სკოლა დაიწვა და დაზიანდა

საფრანგეთში საპროტესტო აქციების შედეგად 24 სკოლა დაიწვა და დაზიანდა. ამის თაობაზე განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრიმ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში ძალადობისა და ვანდალიზმის მრავალი ინციდენტი დაფიქსირდა.

05 ოქტომბერი 2026, 09:16

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება⚽

„პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. მჯერა, რომ თუ ხვალ საკუთარ თავს ძალიან კარგად წარმოვაჩენთ, მეტი შანსი გვექნება, რომ ყველანი გახარებული და გამარჯვებული დავბრუნდეთ სახლში“, - განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე.

05 ოქტომბერი 2026, 09:08

მსოფლიო

ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ირანის ნავთობის მინისტრი გადადგა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. მოჰსენ ფაქნეჯადის პოსტზე ირანის ეროვნული ნავთობის კომპანიის გენერალური დირექტორი ჰამიდ ბოვარდი ჩაანაცვლებს.

05 ოქტომბერი 2026, 08:50

მსოფლიო

POLITICO: შავი ზღვის ბლოკადით გამოწვეული ექსპორტის კრიზისის ფონზე, პოლონეთმა და რუმინეთმა უარი თქვეს უკრაინისთვის მარცვლეულის ექსპორტში დახმარებაზე

შავი ზღვის ბლოკადით გამოწვეული ექსპორტის კრიზისის ფონზე, პოლონეთმა და რუმინეთმა უარი თქვეს უკრაინისთვის მარცვლეულის ექსპორტში დახმარებაზე, - წერს POLITICO.

05 ოქტომბერი 2026, 08:38

მსოფლიო

უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და სამაშველო ტექნოლოგიების სფეროში

უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და სამაშველო ტექნოლოგიების სფეროში. შეთანხმებები მოიცავს ათასობით IRIS-T რაკეტის, ახალი საცეცხლე მოდულებისა და რადარების შეძენას, ჩამჭრელი დრონების წარმოებას და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობას.

05 ოქტომბერი 2026, 08:31

საზოგადოება

გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

05 ოქტომბერი 2026, 08:23

რეგიონი

თეატრალური და მუსიკალური ფესტივალი „მოძრავი სცენა“ დასრულდა

თეატრალური და მუსიკალური ფესტივალი „მოძრავი სცენა“ დასრულდა. ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის „კულტურა მთაში“ ფარგლებში ჩატარდა და მას პირველად ხულომ უმასპინძლა.

05 ოქტომბერი 2026, 08:20

რეგიონი

წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა

წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა. ქალაქის მთავარი დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა. წყალტუბომ დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებსა და საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებსაც უმასპინძლა.

05 ოქტომბერი 2026, 08:17

საზოგადოება

„თბილისობა 2026“ დასრულდა

„თბილისობა 2026“ დასრულდა. თბილისის მთავარი სახალხო დღესასწაული ორი დღის განმავლობაში 5 ლოკაციაზე აღინიშნა. რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, სტუმრებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი მასპინძლობდა.

05 ოქტომბერი 2026, 08:13

პოლიტიკა

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს განათლების კომიტეტზე განიხილავენ.

05 ოქტომბერი 2026, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

05 ოქტომბერი 2026, 00:40

სპორტი

კონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში კონტაქტურ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა. ქართველმა კარატისტებმა დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდი - ოთხი ოქროსა და სამი ბრინჯაოს, მედალი მოიპოვეს.

გიორგი სარდალაშვილი

05 ოქტომბერი 2026, 00:28

სპორტი

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იუნგ ვეი იანგი დაამარცხა.

ლევან მეხუზლა

05 ოქტომბერი 2026, 00:10

პოლიტიკა

ლევან მეხუზლა: წლევანდელი ღვინოები იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული. პატრიოტიზმი ჩვენს შემთხვევაში გადის იმაზე, რომ გვქონდეს საუკეთესო ღვინო და გლობალურ ბაზარზე ჩვენი სამშობლო საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ „იმედის კვირას“ ქარხნებისთვის ჩასაბარებელი საღვინე ყურძნის შაქრიანობასა და ამ მხრივ, მევენახეებისთვის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.