imedi /  13 ივლისი 2020, 13:11 / სანდო წყარო

დავით ნარმანია: ჩვენი ფუნქცია იქნება, წილის გასხვისების შემთხვევაში ახალმა მეწილემ არ გააუარესოს მომხმარებელთა უფლებები

დავით ნარმანია

დავით ნარმანია

ჩვენი როლი და ფუნქცია იქნება ის, რომ წილის გასხვისების შემთხვევაში ახალმა მეწილემ არ გააუარესოს მომხმარებელთა უფლებები, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს იქნება რეგულირების ერთ-ერთი ახალი ინსტრუმენტი, რომელის მიხედვითაც ჩვენ შევაფასებთ, თუ 5% ან მეტი წილის გაყიდვის შემთხვევაში შემოსულ მეწილეს რამდენად ექნება უნარი განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის პასუხისმგებლობები და ვალდებულება, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორს ეხება. შესაბამისად, ჩვენ შევაფასებთ, ხომ არ გამოიწვევს ახალი მესაკუთრის შემოსვლა მომსახურების გაუმჯობესებას ან რაიმე სახის გავლენას ხომ არ იქონიებს ტარიფებზე და ა.შ. ამდენად, ჩვენი როლი და ფუნქცია იქნება ის, რომ წილის გასხვისების შემთხვევაში ახალმა მეწილემ არ გააუარესოს მომხმარებელთა უფლებები, ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სწორედ მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა.

გამომდინარე იქიდან, რომ მაქსიმუმ სამთვიანი პროცედურაა კანონში ცვლილებით შემოთავაზებული, ჩვენ შესაძლოა პატარა გარიგების შემთხვევაში ეს ვადაც არ დაგვჭირდეს. ამდენად, მაქსიმალურად მოქნილი ვიქნებით და სწრაფად გავცემთ თანხმობას წილის გასხვისებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ნარმანიამ.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

24 ივლისი 2021, 11:53

COVID19

პაატა იმნაძე: ამჟამად, ქვეყანაში ყველა ტიპის ვაქცინაა - ყველა გემოვნების ადამიანისთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში, უკვე ვაქცინების დიდი არჩევანია და მოქალაქეებს აქვთ საშუალება, მათგან სასურველი აირჩიონ.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 11:52

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: 0,5 მილიონი Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია - მადლობა აშშ-ის მთავრობას და ამერიკელ ხალხს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ გადმოცემის ფაქტს ეხმაურება და აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს მადლობას უხდის. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეს ნაბიჯი ჩვენს შორის ნამდვილ მეგობრობას და ძლიერ თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

24 ივლისი 2021, 11:33

COVID19

საქართველოში 956 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 956 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 210 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 956 მძიმე პაციენტიდან თბილისში მკურნალობს 455 პირი, აჭარაში - 67, იმერეთში -218. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 5, იმერეთში - 11.

24 ივლისი 2021, 11:27

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 485 თბილისში, 236 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა - 236, იმერეთი - 220, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 123, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 111, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 ივლისი 2021, 11:21

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის სასაზღვრო ჯარების სარდალს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალს, პოლკოვნიკ არმან მარალჩიანს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე ესწრებოდა.

24 ივლისი 2021, 11:21

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.03%-ია

23 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.03%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.55% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.15%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.

24 ივლისი 2021, 11:11

სამართალი

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის საქმეზე, კიდევ ერთი პირი დააკავეს

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 1991 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

24 ივლისი 2021, 11:06

სამართალი

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

პოლიციამ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხულიგნობის ბრალდებით, ერთი პირი, 1999 წელს დაბადებული ო.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

24 ივლისი 2021, 10:59

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ზოგადი შეფასება, პოსტი პოსტისთვის! მადლობა, ქალბატონო „სახალხო დამცველო“, ვალი მოხდილი გაქვთ

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის შეფასებას ეხმიანება პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვანი შვილების შესახებ, რომლებსაც „ტვ პირველის” ჟურნალისტები, ნებართვის გარეშე, საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ.

24 ივლისი 2021, 10:51

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.

24 ივლისი 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 617 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 869 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.

24 ივლისი 2021, 10:48

მსოფლიო

ფლორიდაში, შენობის ნგრევისას დაღუპულთა ცხედრების ძიება დასრულდა

აშშ-ში, ფლორიდაში, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნგრევის შემდეგ, 24 ივნისიდან მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაო დასრულებულია. საბოლოო მონაცემებით, შემთხვევას, სულ მცირე, 97 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი ადამიანი, 54 წლის ქალი, ამ დრომდე, დაკარგულად მიიჩნევა.

24 ივლისი 2021, 10:32

საზოგადოება

თბილისსა და რეგიონებში პროფესიული განათლების ღია კარის დღეები - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო

ათასწლეულის ფონდმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება, ღია კარის დღე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა.

24 ივლისი 2021, 10:01

რეგიონი

შტორმისა და წყალდიდობის შემდეგ, ენგურმა შესართავთან ნაპირსამაგრი გაანგრია

შტორმმა და წყალდიდობის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა პრობლემები შექმნა ანაკლიაში, ენგურის შესართავთან. მდინარემ არსებული ნაპირსამაგრი გაანგრია. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და სამუშაო ანაკლიაში დილიდან განახლდა. მიმდინარეობს დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაო, რათა მდინარემ სანაპირო ზოლზე პრობლემები არ შექმნას.

24 ივლისი 2021, 09:54

რეგიონი

რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თეა წულუკიანი ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს ესტუმრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელ გიორგი კალანდიასა და მის მოადგილეებთან ერთად ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს ესტუმრა.

24 ივლისი 2021, 09:50

საზოგადოება

პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. აგროოლიმპიადის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა დააჯილდოვეს.

24 ივლისი 2021, 09:44

კულტურა

ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის 169-ე თეატრალური სეზონის დახურვას დაესწრო

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის 169-ე თეატრალური სეზონის დახურვას დაესწრო. ღონისძიება ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და პედაგოგის, ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

24 ივლისი 2021, 09:41

თავდაცვა

Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ

მრავალეროვნული სწავლების - „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) დაწყებისთვის მზადება გრძელდება. ფოთის პორტში სწავლებაში მონაწილე ამერიკული ტექნიკის მიღების შემდეგ, Agile Spirit 2021-ში მონაწილე ვერტმფრენები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები საჰაერო გზით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდნენ.

24 ივლისი 2021, 09:39

COVID19

ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციის პროცესი უკვე თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სპეციალურად შექმნილ დამატებით ლოკაციებზეც ტარდება.

საულიუს ვალაინისი

24 ივლისი 2021, 09:28

COVID19

საულიუს ვალაინისი „ასტრაზენეკას“ დოზების ჩუქებაზე: ეს პატარა საჩუქარია, თუმცა ლიეტუვამ ის მთელი გულით გადმოგცათ

დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრები ერთმანეთს ყოველთვის უნდა ეხმარებოდნენ“, - განაცხადა ლიეტუვას ელჩის მოადგილემ, საულიუს ვალაინისმა საქართველოში, ლიეტუვას მიერ ნაშუქარი 15 ათასი დოზა „ასტრაზენეკას“ შემოსვლის შემდეგ.