IMEDI /  13 ივლისი 2020, 17:40 / სანდო წყარო

„აიგრუპის“ ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

COVID-19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ლოგისტიკური შეფერხებები, კომპანია „აიგრუპის“ გეგმები ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, გადაიხედა.

საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია „ჩანგანისგან“ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, საქართველოში 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა.

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს. გეგმის მიხედვით, პირველი პროექტი ელექტრომობილების ქარხანაა და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5 000 ელექტრომობილი გამოვა.

პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. 5 წელიწადში კი ელექტრომობილები წარწერით „დამზადებულია საქართველოში“ ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

10 აგვისტო 2020, 14:53

COVID19

გიორგი გახარია: მესტიაში გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

მესტიაში გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.„სამწუხაროდ გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება. გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება. იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები იმისთვის, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია , ყველას მივხედავთ, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე. არაფერია საპანიკო, ჩვენ ვმართავთ ამ პროცესს. არ არსებობს რისკები, რომ რაიმე ემოციების საფუძველი იყოს. წყნარად, მშვიდად, მესტიაში იქნება სპეციალური ღონისძიებები გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვაც იქნება, სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ გაძლიერებულ ტესტირებას.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აგვისტო 2020, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი, ბიძინა ივანიშვილის, მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის ერთადერთი, იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ხალხმა იგემა მშვიდობისა და თავისუფლების გემო

ჩვენი, ბიძინა ივანიშვილის, მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის ერთადერთი იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ხალხმა იგება მშვიდობისა და თავისუფლების გემო, - ამის შესახებ „ქართული ონების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახმეტაში გამოსვლისას განაცხადა. ახმეტაში საზოგადოების წინაშე წარდგომისას ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში 12 წლის წინ დატრიალებულ მოვლენებზე.

ჟოზეპ ბორელი

10 აგვისტო 2020, 14:49

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ბელარუსში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული და მიუღებელი ძალის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

გიორგი გახარია

10 აგვისტო 2020, 14:41

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი საარჩევნო კამპანია აგებული იქნება მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმეების დასრულებასა და ახალი საქმეების დაწყებაზე

ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაგებთ მხოლოდ მომავალზე. რა თქმა უნდა, მომავლის შენება მშვიდობის გარეშე შეუძლებელია და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა აგვისტოს დღეებია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, იმის შესახებ, თუ რატომ უსვამს ხაზს „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას 2008 წლის ომს.

გიორგი გახარია

10 აგვისტო 2020, 14:39

რეგიონი

გიორგი გახარია: ირაკლი ქადაგიშვილმა ყველაზე კარგად იცის სად რა პრობლემაა, ვინ არის მისახედი და რა უნდა გამოასწოროს

როდესაც ვარჩევდით ამ რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატს, უაღრესი პასუხისმგებლობით მოვეპყარით ამ არჩევანს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ირაკლის არ სჭირდება რაღაცის სწავლა. ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, სად რა პრობლემაა, სად ვინა რის მისახედი, სად როგორ უნდა გამოასწოროს. ეს ადმიანი მზად არის, არჩევნების მეორე დღიდან მოჰკიდოს ხელი და დაიწყოს საქმის კეთება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძე

10 აგვისტო 2020, 14:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ კახელებისთვის შევარჩიეთ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, წესიერი, კახელებზე უზომოდ შეყვარებული და საქმიანი კაცი მაჟორიტარობის კანდიდატად

2012 წელს, საქართველოს უსამართლობისა და ჩაგვრისგან გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენს თანამოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ყოფა, მივაწოდოთ გაუმჯობესებული ჯანდაცვის, სოციალური დახმარების პაკეტები, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა ყველა მხარესა და მუნიციპალიტეტში, შევქმნათ განვითარებისა და შემოსავლების მიღების მეტი შესაძლებლობა, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის თუ სხვა სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახმეტაში ამომრჩევლებისთვის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

10 აგვისტო 2020, 14:32

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, ამომრჩეველთა ხმები ზუსტად დათვალონ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

10 აგვისტო 2020, 14:21

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა: ბელარუსში დემოკრატიული არჩევნების მინიმალური სტანდარტებიც კი არ იყო დაცული - ეს მიუღებელია

გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მინიმალური სტანდარტები დაცული არ იყო. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 14:16

პოლიტიკა

კახა კალაძე: ირაკლი ქადაგიშვილს აქვს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა და არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდში იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება

„მას თქვენ ყველა ძალიან კარგად იცნობთ. ესაა ადამიანი, რომელსაც აქვს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა, ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდში იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება. კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. ირაკლი გახლავთ წესიერი, უნარიანი ადამიანი, რომელსაც არ ეშლება ადამიანებთან კომუნიკაცია“.

10 აგვისტო 2020, 13:57

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა

ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. მარვან აბოუდის აღნიშნავს, რომ ათობით ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. მათი დიდი ნაწილი უცხოელი მუშაა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

10 აგვისტო 2020, 13:57

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ვიღაცას დღესასწაულის გაფუჭება მოუნდა - პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან დავაფიქსირეთ ზარები, საიდანაც ჩვენს ცხვრებს მართავდნენ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა დღესასწაულივით ჩაიარა და ვიღაცას ამ დღესასწაულის გაფუჭება მოუნდა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ისტორიული აქტივობა დაფიქსირდა.

10 აგვისტო 2020, 13:47

COVID19

გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. გუშინ გაგზავნილი 27 ნიმუშიდან COVID-19 ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობს. მას სიმპტომები ზღვიდან დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა და ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტში 78 პირს აქვს თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის რეკომენდაცია, აქედან 19 პირი მედდას კონტაქტია.

10 აგვისტო 2020, 13:27

მსოფლიო

ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ოლგა ჩემოდანოვა აცხადებს, რომ ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს.

10 აგვისტო 2020, 13:19

საზოგადოება

თბილისში, რობაქიძის გამზირზე თანამედროვე ტიპის მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

ტერიტორია 1 900 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. მათ შორის, სივრცეში განთავსდა თანამედროვე ტიპის საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა, გაკეთდა ფერადი ბილიკები, პატარებისთვის მოეწყო სათამაშო ზონა.

შავლეგ მიშველაძე

10 აგვისტო 2020, 13:14

საზოგადოება

შავლეგ მიშველაძე: ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის პერმანენტული მონიტორინგი

„ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის ყოველდღიური ციკლის პერმანენტული მონიტორინგი“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

10 აგვისტო 2020, 13:13

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსის ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აგვისტო 2020, 13:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე

ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი, კაპიტანი კირაკოზაშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ნატროშვილი, სერჟანტი ტურაშვილი, უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი, კაპრალები ნოზაძე, ბალაშვილი, ღვინიაშვილი, სამხედრო ექიმი აბრამიშვილი და ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე,- ზმის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

კორონავირუსი

10 აგვისტო 2020, 12:56

COVID19

სვანეთში კორონავირუსიის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

სვანეთში კორონავირუსიის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულია ერთი ოჯახი, რიომელსაც ყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ვირუსით ინფიცირება მისგან მოხდა. ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებსაც. საუბარია სულ 17 დადატურებულ შემთხვევაზე, აქედან 7 მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისის და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში ნაწილის, გადმოყვანა ხდება და მათ მოათავსებენ როგორც ზუგდიდის ასევე, სხვა კლინიკებში.

10 აგვისტო 2020, 12:56

საზოგადოება

დღეიდან 7 იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრსა და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება

დღეიდან 7იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრსა და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს დღეიდან დაჯავშნის გარეშე მოემსახურებიან იუსტიციის სახლის ყაზბეგის, ყვარლის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილის, ონის ფილიალები.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აგვისტო 2020, 12:55

სამართალი

ეკატერინე ტიკარაძე: უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს, სამინისტრო და ექიმები ერთი განუყოფელი ნაწილია

უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს. სამინისტრო და ექიმები არის ერთი განუყოფელი ნაწილი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ ჩარევას და ქმედებას, რომ ჩვენის საზოგადოების, პაციენტების მდგომარეობა იყოს უსაფრთხო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ექიმების დაკავების შესახებ განაცხადა.