ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ინდუსტრიულმა ჰოლდინგი Aigroup -მა ცენტრალურ მოედანზე ოფიციალური პრეზენტაცია გამართა,რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარადგინა. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა.
პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.
პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.
ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები, წარმოებაში საბოლოოდ, 3000 ადამიანი დასაქმდება. ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა.
შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა.
ქართული ელექტრომობილების დიზაინს ზვიად ციკოლია შექმნის.
ყველა სიახლე
05 მარტი 2026, 18:28
მსოფლიო
სტარმერმა განაცხადა, რომ ის კვლავ ერთგული რჩება თავისი გადაწყვეტილებისა, არ ჩაერთოს ირანზე განხორციელებულ შეტევებში
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის კვლავ ერთგული რჩება თავისი გადაწყვეტილებისა, არ ჩაერთოს ირანზე განხორციელებულ შეტევებში.
05 მარტი 2026, 18:26
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ხიდაშელის განცხადებაზე: უმძიმესი პროვოკაციული განცხადებაა და მისი მიზანია ქვეყნის იმიჯის დაზიანება
უმძიმესი განცხადებაა თავისი შინაარსით. ეს არის პროვოკაციული განცხადება და მისი მიზანია დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი ,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა"
05 მარტი 2026, 18:15
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული რესურსები განაწილდეს აქტიურ დეველოპერებზე, რომლებიც შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ საქართველოს კლიმატის და განვითარების ანგარიშის განხილვაში. ანგარიში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეეხო განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებას და ენერგეტიკული გამოწვევების დაძლევას საქართველოში. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
05 მარტი 2026, 18:15
პოლიტიკა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე სადისტრიბუციო და მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
05 მარტი 2026, 18:12
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე: მოიძებნებიან და არიან ძალები, რომლებსაც სურთ ამ კონფლიქტის გაფართოება
მოიძებნებიან და არიან ძალები, რომლებსაც სურთ ამ კონფლიქტის გაფართოება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ, ნახიჩევანში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
05 მარტი 2026, 18:11
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე: რასაც ტრამპი აცხადებს ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ ზუსტად ჰორმუზის სრუტეს და ნავთობის რეზერვებს უკავშირდება. სამი თვის განმავლობაში სახელმწიფოები ასე თუ ისე შეძლებენ მდგომარეობიდან გამოსვლას
რასაც ტრამპი აცხადებს ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ ზუსტად ჰორმუზის სრუტეს და იმ რეზერვებს უკავშირდება. სამი თვის განმავლობაში სახელმწიფოები ასე თუ ისე შეძლებენ მდგომარეობიდან გამოსვლას, - განაცხადა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
05 მარტი 2026, 18:10
მსოფლიო
ზელენსკი ორბანზე: ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივცემთ - დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი შეწყვეტს ევროკავშირის დონეზე 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის საბოლოო დამტკიცების ბლოკირებას.
05 მარტი 2026, 18:04
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ძალიან გვახარებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. ამის გამოხატულებაა ის შეხვედრები, რომელსაც დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ატარებს
მისასალმებელია ეს და ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
05 მარტი 2026, 18:03
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა - ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელიც არის დაბალანსებული ყველა თვალსაზრისით
ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, ვხედავთ, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ იმ პოლიტიკის სისწორე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.
05 მარტი 2026, 18:03
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე ხიდაშელის განცხადებაზე: ასეთ სიტუაციაში, არათუ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და პოლიტიკოსმა, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა მოზომოს პოსტებიც, კომენტარებიც
„ასეთ სიტუაციაში, როცა დაძაბულია რეგიონში ვითარება და ვხედავთ პროვოკაციულ ქმედებებს ჩვენს სამეზობლოში, არათუ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და პოლიტიკოსმა, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა მოზომოს პოსტებიც, კომენტარებიც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან უპასუხისმგებლო არის“, - მიიჩნევს სალუქვაძე.
05 მარტი 2026, 17:57
მსოფლიო
არსებობს თავდაცვის საშუალებები, რომლებიც უკრაინას სჭირდება, მაგრამ ახლა მათი გადასროლა ახლო აღმოსავლეთში ხდება - კაია კალასის განცხადებით, ირანის ომმა, შესაძლოა, უკრაინას ავნოს
კრიზისმა ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს უკრაინის შესაძლებლობას წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა.
05 მარტი 2026, 17:56
პოლიტიკა
გიორგი კახიანი The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო ვითარება იძაბება, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ასეთი ორგანიზაციები, რომელთა დაკვეთითაც ხდება მსგავსი სტატიების შემუშავება
როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო ვითარება ამა თუ იმ ფორმით იძაბება, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა დაკვეთითაც ხდება მსგავსი სტატიების შემუშავება, მათი გამოაშკარავება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას.
05 მარტი 2026, 17:55
სამართალი
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურორებს და გამომძიებლებს რანგში დაწინაურების სერტიფიკატები გადასცა
საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - რანგირების საბჭოზე რანგში დაწინაურების მიზნით 41 პროკურატურის თანამშრომელი იყო წარდგენილი. მათ შორის პირველი რანგი მიენიჭა 22 თანამშრომელს აქედან 17 პროკურორს და 5 გამომძიებელს, ხოლო მეორე რანგი მიენიჭა 19 თანამშრომელს - 15 პროკურორს და 4 გამომძიებელს.
05 მარტი 2026, 17:52
პოლიტიკა
ნინო ლაცაბიძე: სპორტის მინისტრთან შეხვედრაზე ის მეგა პროექტები განვიხილეთ, რომელთა განხორციელებასაც რუსთავში საქართველოს მთავრობის თანადგომით, მალე დავიწყებთ
სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავში სპორტის განვითარების სტრატეგია, სამინისტროში გამართული სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილეს.
05 მარტი 2026, 17:52
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებულ შეტევას. მიუღებელია ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას ეხმაურება.
05 მარტი 2026, 17:43
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა ვაშინგტონში „რესპუბლიკური პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თანათავმჯდომარესა და წარმომადგენლებს შეხვდა
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა „რესპუბლიკური პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თანათავმჯდომარესა და წარმომადგენლებს შეხვდა.
05 მარტი 2026, 17:34
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა, ნახიჩევანში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.
05 მარტი 2026, 17:34
მსოფლიო
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება არანაირად არ არის მისაღები
„საბედნიეროდ, უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომელიც სკოლისკენ მიემართებოდა, მიზანს ვერ მიაღწია, შენობის მახლობლად ჩამოვარდა და აფეთქდა. ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ შეწყვეტენ უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და ირანის შესაბამისი ორგანოები დასჯიან პასუხისმგებელ პირებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
05 მარტი 2026, 17:20
ეკონომიკა
ლევან მეხუზლა: ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა
ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა. საქართველოშიც, კომერციული, სამეწარმეო ვენახის გაშენება უნდა იყოს ორიენტირებული გრძელვადიან ხარისხზე, ნერგი უნდა იყოს კვალიფიციურ სანერგეში გამოყვანილი, ვენახი უნდა იყოს გაშენებული სწორ ადგილზე, რადგან ყველა ნიადაგი არ იძლევა საუკეთესო ხარისხის ყურძენს. ეს ფაქტორები თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული. ვენახი არის ის სიმდიდრე, რომელიც მომავალ თაობებს გადაეცემა, რადგან ახლა გაშენებული ვენახებიდან საუკეთესო მოსავლის მიღება 15 წლის შემდეგ იწყება, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
05 მარტი 2026, 17:18
სამართალი
შსს-ს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად თურქეთის 14 მოქალაქე დააკავეს, რომელთაგანაც 11 წითელი ცირკულარით იძებნებოდა
შსს-ს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად თურქეთის 14 მოქალაქე დააკავეს, რომელთაგანაც 11 წითელი ცირკულარით იძებნებოდა.


