დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი მუხლობრივად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა ჩიხრაძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პირველი მოსმენისას კომიტეტში გამოთქმული იყო შენიშვნები, რაც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული წარმოდგენილ ვერსიაში.
წარმოდგენილ კანონპროექტში განსაზღვრული რეგულირების მექანიზმი მარეგულირებელ კომისიას საშუალებას მისცემს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სისტემის ოპერატორის შერწყმის ანდა 5% ან მეტი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5% და მეტი წილის გასხვისების, ანდა მაკონტროლებელი პირის ცვლილებისას, რაც მომხმარებლების ინტერესების დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისითაც.
მათ შორის, წინმსწრებ რეჟიმში დაინტერესებული სუბიექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს იმგვარი სუბიექტების იდენტიფიცირება, რომელთა საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. წარმოდგენილი კანონპროექტი არ გავრცელდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის კანონით გათვალისწინებულ განცალკევების რეგულაციებზე.
სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახი ბექაურმა მეორე მოსმენით განსახილველად გამოიტანა კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებლის თქმით, „პირველ მოსმენამდე კანონპროეტთან დაკავშირებით სამი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრებზე გამოთქმული შენიშვნების და შესწორებების ნაწილის ასახვა მოესწრო პირველი მოსმენით განხილვამდე, დღეს, მეორე მოსმენით წარმოდგენილ პროექტში ასახულია პირველი მოსმენისას და მანამდეც გამოთქმული ყველა შენიშვნა“.
ჩიხრაძემ ისაუბრა საბოლოო ვარიანტში შესული ძირითადი ჩასწორებების შესახებ, კერძოდ, კონცენტრაციის საკითხის გარდა, რომელიც აქტივების წილის გასხვისების და შერწყმის წინასწარ შეთანხმებას გულისხმობს. ასევე, სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგულისხმებოდა დროებითი მმართველის მექანიზმის ჩართვა, აქაც ხუთიდან სამი სპეციფიკური ვალდებულება ამოღებულია და საბოლოო ვარიანტში დარჩა 2 სპეციფიკური ვალდებულებისთვის დროებითი მმართველის დანიშვნის მექანიზმის გამოყენება და ესეც ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ კანონით გათვალისწინებული მექანიზმის შესაბამისად.
ამდენად, დროებითი მმართველის მექანიზმი საბოლოო ვერსიაში წარმოდგენილია შემდეგნაირად, რომ კონცენტრაციის საკითხებზე და 2 სპეციფიკური ვალდებულების - თავისუფალი დაშვების და სატარიფო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება ჩაირთოს, ისიც, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმებისა და სანქციების შემდეგ.
კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის და კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას. კანონპროექტების განხილვაში ბიზნესის ასოციაციის და დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სემეკ-ის თავმჯდომარემ, კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტში 13 ივლისს წარადგინა.
ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 15:47
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: უნდა ნახოთ ერთი იმ ალიანსის ჩატში რა ხდება
„უნდა ნახოთ ერთი იმ ალიანსის ჩატში რა ხდება რა, რასაც არ ვპასუხობთ - რაღაც სისულელე, ბოდვები ალიანსის წევრების მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მიშაზე თავდასხმები, რასაც არ ვპასუხობთ, ვითმენთ“, - განაცხადა მან.
01 ივნისი 2026, 15:27
სამართალი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძესა და ირაკლი ჩიხლაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძესა და ირაკლი ჩიხლაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
01 ივნისი 2026, 15:24
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, ეს ადამიანი თავის ძველ განწყობებში, ძველ მესიჯბოქსში ჩარჩა და შეურაცხყოფას აყენებს ქართველი ხალხის არჩევანს, ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება
პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 15:08
პოლიტიკა
საგარეო უწყება: 2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, კანადის, ნიგერიის, ინდონეზიის, ომორის კუნძულების კავშირის, ფილიპინების, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, მონღოლეთის ახლად დანიშნული ელჩებისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები. ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან
2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, კანადის, ნიგერიის, ინდონეზიის, ომორის კუნძულების კავშირის, ფილიპინების, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, მონღოლეთის ახლად დანიშნული ელჩებისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები. ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
01 ივნისი 2026, 14:56
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ თავისი იდეოლოგიითა და მრწამსით, რომ მათ უნდა შეასრულონ გარე დავალებები ბეჯითად, ვერ შეიცვლება, აქვთ მორიგი მცდელობა, გადაათამაშონ პოლიტიკური სპექტრი საკუთარ რიგებში და ამით გატესტონ საზოგადოებრივი განწყობები
„ნაცმოძრაობა“ თავისი იდეოლოგიითა და მრწამსით, რომ მათ უნდა შეასრულონ გარე დავალებები ბეჯითად, ვერ შეიცვლება, აქვთ მორიგი მცდელობა, გადაათამაშონ პოლიტიკური სპექტრი საკუთარ რიგებში და ამით გატესტონ საზოგადოებრივი განწყობები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 14:54
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: თუ იქნება დავალება, კვლავ გაერთიანდებიან და იტყვიან, რომ ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ამას „ნაცი“ რომ ამბობს ცალკე ანეკდოტია
ახლა რაღაც შიდა დაღვინების ეფექტის მქონე პარტიული დავალება მიიღეს, ამას თამაშობენ, თუ ეტყვიან ერთად იქნებიან, თუ ეტყვიან დაიშლებიან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
01 ივნისი 2026, 14:39
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანიისგან არ მიუღია, თუ რატომ არ განხორციელდა საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელის ჩაბარება. ასევე, გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია თუ რატომ არ განხორციელდა გერმანიაში საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელის ჩაბარება. ასევე, გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ.
01 ივნისი 2026, 14:37
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში
ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 14:36
პოლიტიკა
მდინარაძე: პოლარიზაცია, საზოგადოების გახლეჩა, აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ ადამიანურ ურთიერთობებსაც, ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას
ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 14:21
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს
საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 14:21
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია
„სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია. დღეს ეს არჩევანი თეორიულ ხასიათს ატარებს, ხოლო თეორიული არჩევანის რეფერენდუმზე გატანა, რა თქმა უნდა, არ არის ძალიან გონივრული და სწორი, მას საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა ფაშინიანმა.
01 ივნისი 2026, 14:13
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, რაც იმ კატეგორიის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს
მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მისი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს გასული დღეების განმავლობაში ჩატარებული ძალიან წარმატებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებებისთვის, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი მიმდინარეობს. LIVE
მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი მიმდინარეობს. ქრონიკა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ
01 ივნისი 2026, 13:48
ტაბლოიდი
დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაქორწინდნენ❤️💍
ხელმოწერის 40-წუთიანი ოფიციალური ცერემონია გუშინ, გაერთიანებულ სამეფოში, მერილებონში შედგა. მოგვიანებით კი წყვილი შეუღლებას პალერმოში დაგეგმილ სამდრიან საზეიმო წვეულებაზე აღნიშნავს, რომელსაც არსებული ინფორმაციით ელტონ ჯონი, ოლივია დინი და Charli XCX დაესწრებიან.
01 ივნისი 2026, 13:41
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ნიკა მელიას ძალიან ბევრი რამ გაუტარა: არ ვიცით, რა გაუტარეთ ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რაც ჩაუტარეთ საქართველოს. რაც არ გაგიტარათ ხალხმა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება.
01 ივნისი 2026, 13:39
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 13:25
საზოგადოება
სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო
თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს, - ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 13:24
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებმა ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
01 ივნისი 2026, 13:07
პოლიტიკა
სააკაშვილი მელიაზე: ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონაზე და უიდეობაზე. მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც
არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასე იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს, - წერა მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
01 ივნისი 2026, 13:05
ჯანდაცვა
ბათუმში ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობით, ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება. ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


