imedi /  20 ივლისი 2020, 16:53 / სანდო წყარო

ჰუბერტ ქნირში: საქართველოში გერმანელი ვიზიტორების დაბრუნებას ველი

ჰუბერტ ქნირში

ჰუბერტ ქნირში

გერმანულ-ქართული ურთიერთობები ურთიერთპატივისცემით ხასიათდება და ის კიდევ უფრო გაძლიერდა. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალ დიპლომატთან ინტერვიუში განაცხადა.

„ქართველები კრიზისს განსაკუთრებულად გაუმკლავდნენ. ახლა ველი პირველი გერმანელი ვიზიტორების დაბრუნებას საქართველოში, თუნდაც ეს რიცხვი თავიდან მცირე იყოს.

ძალიან მარტივი იყო ჩემი და ჩემი ოჯახის დარწმუნება იმაში, რომ მხოლოდ ერთი შვებულება არ გაგვეტარებინა საქართველოში. შაბათის მოგზაურობისთვის გვიყვარს გომბორის უღელტეხილი კახეთში, ან ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ახლა ვგეგმავთ რამდენიმე სერიოზულ ლაშქრობას ხევსურეთში. შემდეგი იქნება დასავლეთ საქართველო შავი ზღვის ლამაზი სასტუმროებითა და გურია-აჭარის გასაოცარი მთიანი რეგიონებით. ჩემს აღფრთოვანებას ისევ იწვევს ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტრები“, - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2020, 14:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2020, 14:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, ეს უკვე წარსულია

რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, ეს არის უკვე წარსული და გასაკვირი არ არის, რომ ეს ოპოზიციურ პარტიებს შორის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება იმას, ვინ უფრო ნათელ მხარეს დგას – ვაშაძე თუ სააკაშვილი, ამის შეფასება საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2020, 14:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სივრცეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ

„სივრცეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ. სულ მცირე, მომავლის პოლიტიკაზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ისეთ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც მხარი დაუჭირა დემოკრატიულ ცვლილებებს პარლამენტში“.

ნინო წილოსანი

03 აგვისტო 2020, 14:18

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჩვენ ვართ დიდი ეკო ოჯახის წევრი ქვეყანა, რომელიც ეკოლოგიის ყველა მიმართულებით დგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს

„ჩვენ ვართ დიდი ეკო ოჯახის წევრი ქვეყანა, რომელიც ეკოლოგიის ყველა მიმართულებით დგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს. უმნიშვნელოვანესია, როდესაც შეზღუდული რესურსების პირობებში, მსოფლიოს და მათ შორის ჩვენც გვიწევს ჩვენი რესურსების მინიმალურად გამოყენება. დღევანდელი კომიტეტის ანგარიში სწორედ ამის ნათელი მაგალითი იყო“, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტში „მწვანე სივრცის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა ჭელიძე

03 აგვისტო 2020, 14:15

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინა

პოლიციამ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინა. დაკავებულია ნარკორეალიზატორთა ჯგუფი, რომელთა მიერ დანაშაულებრივი სქემით მიღებულმა თანხამ 2020 წლის განმავლობაში ორ მილიონამდე ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

ჰუბერტ ქნირში

03 აგვისტო 2020, 13:58

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: საქართველოში არჩევნებზე პანდემიის გავლენებს განიხილავს მთავრობა, მედიცინის ექსპერტები და დარწმუნებული ვარ, რომ გამოწვევის დაძლევა შესაძლებელია

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი წესების პირობებში ჩატარდება. ველით ამ არჩევნებსა და დამკვირვებელთა ჯგუფის მიღებას. გერმანია თავის დამკვირვებლებს აგზავნის ეუთოსა და ოდირის მეშვეობით. ცხადია, მათი მუშაობა კოვიდ 19-ის პირობებში უფრო რთული იქნება, ვიდრე - ჩვეულებრივ გარემოში, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. „ვიცი, რომ ისინი ბევრს მუშაობენ, რომ მოამზადონ კარგი და გამოცდილი მისია საქართველოში ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ სამუშაოს. არჩევნებზე პანდემიის გავლენებს განიხილავს მთავრობა, მედიცინის ექსპერტები და ჩვენ ვიცით მათ შორის მიმდინარე ამ დისკუსიების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების ჩატარების გამოწვევის დაძლევა ამჟამინდელ გარემოებებში შესაძლებელია“, - აღნიშნა ელჩმა.

დავით ქაშიაშვილი

03 აგვისტო 2020, 13:54

სამართალი

დავით ქაშიაშვილმა ბაჩალიაშვილის საქმეზე გაჟღერებული ინფორმაციის წყარო არ დაასახელა

ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. საქმე ეხება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს, „შაბათის ფორმულაში“ ითქვა, რომ სანდო წყარო ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მოტივად სამი მაღალჩინოსნის კომპრომატებს ასახელებს. წყაროს ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა დახურულ ფაილებში შეაღწია. დავით ქაშიაშვილი გამოძიებას ინფორმაცია არ მიაწოდა. მისი ადვოკატის თქმით, ეს არის ჟურნალისტის უფლების რეალიზება.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2020, 13:52

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვანო მერაბიშვილმა ოპოზიციის უპრინციპობა როგორც ჩანს ახლა აღმოაჩინა

„განსაკუთრებით, ძველ ოპოზიციას გამოვყოფდი, რომელიც დესტრუქციულია და მას პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნია. ეს ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა. როგორც ჩანს, მან უკვე ჩაიხედა ძველი ოპოზიციის სამზარეულოში და ის უპრინციპობა ნახა, რაც იქ ხდება. დაწყებული იმით, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძოდა, ძველი ოპოზიცია ებრძოდა ჯანდაცვის სისტემას. გაგრძელებული იმით, როცა ქვეყანა დემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა, კონსტიტუციასა და „საარჩევნო კოდექსს" ცვლიდა, ძველი ოპოზიცია ამ პროგრესულ ცვლილებებს ებრძოდა. დღეს, როცა ოპოზიციაში გარკვეული განახლების პროცესი მიმდინარეობს, ძველი ოპოზიცია ისევ დესტრუქციული ქმედებებით დღესაც გამორჩეულია. თქვენ ხედავთ, ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს. ის ხალხი, ვინც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას" დაამარცხებდა, ხედავთ, რომ რიგრიგობით უარს ამბობს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და არჩევნებში ოლქებში მონაწილეობაზე. შესაძლოა, ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილმა ახლა ნახა, თუმცა ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია", - განაცხადა თალაკვაძემ.

ნინო წილოსანი

03 აგვისტო 2020, 13:52

საზოგადოება

ირაკლი მაჭარაშვილი ნინო წილოსანს: მადლობა თქვენ, რომ ექსპერტების და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით შემუშავებული კანონპროექტის ვერსია მიიღო პარლამენტმა

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელის ირაკლი მაჭარაშვილის შეფასებით, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტები - „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ რევოლუციური კანონპროექტებია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქარტველოს პარლამენტი ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2020, 13:44

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ხალხი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებდა, რიგრიგობით ამბობს უარს მაჟორიტარების დასახელებაზე

„დღეს, როცა ოპოზიციაში გარკვეული განახლების პროცესი მიმდინარეობს, ძველი ოპოზიცია ისევ დესტრუქციული ქმედებებითაა გამორჩეული. ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს. ის ხალხი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებდა, ხედავთ, რომ რიგ-რიგობით უარს ამბობენ მაჟორიტარული დეპუტატების კანდიდატებსა და არჩევნებზე ოლქებში მონაწილეობაზე“.

03 აგვისტო 2020, 13:35

სამართალი

ავტობანზე, სოფელ შავშვებთან ავარია მოხდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სოფელ შავშვებთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

03 აგვისტო 2020, 13:25

რეგიონი

ფოთში მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

ფოთში მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება. პროექტი, ტერიტორიის კეთილმოწყობასთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ითვალისწინებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების კუთხით.

გიორგი ვოლსკი

03 აგვისტო 2020, 13:23

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველოში განხორციელებული ინიციატივებით მწვანე კულტურა და მწვანე თემებზე საუბარი პრიორიტეტული ხდება

საქართველოში განხორციელებული ინიციატივებით მწვანე კულტურა და მწვანე თემებზე საუბარი ენერგოსფეროში, სატრანსპორტო სფეროში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში პრიორიტეტული ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშისა და მწვანე სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა.

თამარ ბაჩალიაშვილი

03 აგვისტო 2020, 13:09

სამართალი

საკალმახე მეურნეობა, შპს “ათ”-ი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე კამერები არ მუშაობს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე კამერები არ მუშაობს იმ პერიოდიდან, როდესაც ის ჩვენ შევიძინეთ ძველი მეპატრონისაგან 4 წლის წინ, - ამის შესახებ ნათქვამია საკალმახე მეურნეობა, შპს „ათ"-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიის ხელმძღვანელობა უსამძიმრებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და აცხადებს, რომ მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამდენად, კომპანია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიმართ თსვს ვალდებულად მიიჩნევს, მიაწოდოს მათ რეალური ინფორმაცია.

ნიაზ დიასამიძე

03 აგვისტო 2020, 13:01

საზოგადოება

ნიაზ დიასამიძე განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე: მეტი ჟანგბადი მომავალ თაობას, დასახლებული პუნქტისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეითი, ველო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ერთადსამი მართებული პრიორიტეტი ნებისმიერი დასახლებული პუნქტისთვის უნდა იყოს ქვეითი! ველო!საზოგადოებრივი. ტრანსპორტი! - ამას ქართველი მუსიკოსი, ნიაზ დიასამიძე განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე წერს. ,,ერთადსამი მართებული პრიორიტეტი ნებისმიერი დასახლებული პუნკტისთვის უნდა იყოს ქვეითი, ველო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩემი აზრით ჭავჭავაძეს გამზირის ამჟამინდელი დაგეგმარება სწორი პასუხია ამ პრიორიტეტების განსახორციელებლად . ცოტაა მაგრამ კარგია.ps.ველოში იგულისხმებიან სხვა ორ და ერთ ბორბლიანი გადაადგილების უმოტორო საშუ ალებანი. მეტი ჟანგბადი მომავალ თაობას. რაც შეეხება დემოკრატიას .. არ მივანდობდი არცერთ პარტიას .. და თუ სამშობლოს რაღაც აკლია!? სხვისი კი არა .. ჩვენი ნაკლია“, - წერს მუსიკოსი facebook-ზე.

03 აგვისტო 2020, 12:58

თემა

ჩამოყალიბდება თუ არა COVID-19-ის ვაქცინის შექმნამდე პოპულაციური იმუნიტეტი?

იმ ადამიანების რაოდენობის ზრდა, რომელთაც ახალი კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, პანდემიას ვერ შეაჩერებს. გერმანიასა და სამხრეთ კორეაში ანტისხეულებზე ჩატარებული უახლესი კვლევების შედეგად, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო პოპულარული კონცეფცია, ფაქტობრივად, ჩამოიშალა. კოლექტიური იმუნიტეტის შესახებ კონცეფცია შეიძლება წარუმატებლად ჩაითვალოს, საზოგადოებაში პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება დე ფაქტო შეუძლებელია, - ეს თითქმის იდენტური განცხადებები გერმანელმა და სამხრეთ კორეელმა პოლიტიკოსებმა ერთდროულად გააკეთეს. ამ შეფასებების კატეგორიული ხასიათი იმაზე მიუთითებს, რომ ორივე ქვეყანამ, რომლებიც ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სხვებზე წარმატებულნი არიან, პანდემიის კონტროლის მეთოდები და წარმატების შანსები მნიშვნელოვნად გადააფასეს. Deutsche Welle-მ გაარკვია როგორ და რატომ მივიდნენ სპეციალისტები ამ დასკვნამდე.

03 აგვისტო 2020, 12:58

პოლიტიკა

„ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ დღეს რეგიონებში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების სია წარადგინა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს არ არის მაჟორიტარების სრული სია.

03 აგვისტო 2020, 12:58

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი შიდა აუდიტისა და რისკის მართვის თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის წარმატებულ მაგალითად დასახელდა

შიდა აუდიტისა და რისკის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა მსოფლიოს წამყვანმა კომპანია "Ideagen"-მა საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება შიდა აუდიტისა და რისკის მართვის პროცესების ავტომატიზაციის წარმატებულ მაგალითად დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2020, 12:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: განათლების სისტემაში გარემოსდაცვითი საკითხების უფრო მეტად ასახვა უნდა გახდეს გარემოს რაციონალური მართვის გარანტი

გარემო, მწვანე პოლიტიკა, მწვანე ეკონომიკა და მწვანე კანონმდებლობა - ეს არ არის მხოლოდ საკითხები, რომელთა შესახებ საუბარი დღეს არის მოდაში სხვადასხვა ფორუმზე. ეს არის ასკითხები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ცხოვრებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისა და მწვანე სივრცის პრეზენტაციის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გოგლა ჟვანია

03 აგვისტო 2020, 12:39

სამართალი

გოგლა ჟვანია: ბუსა მუცლის არეშია დაჭრილი და ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკაში რჩება

ბუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩაუტარდა ოპერაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, ბუსა ჟვანიას ბიძამ, გოგლა ჟვანიამ განუცხადა. მისი თქმით, ბუსა ჟჟვანია ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკაში რჩება, თუმცა მას არ აქვს მძიმე ჭრილობები მიყენებული.