Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
ფოტო: shutterstock.com
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ Fitch- მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად - „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. აღსანიშნავია, რომ აპრილში სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკური ვითარების წინა შეფასების შემდგომ, „Fitch“ - მა ბევრ ქვეყანას შეუმცირა რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი. მაგალითად, სარეიტინგო კომპანიამ გააუარესა აშშ-ს, იაპონიის, ისლანდიის, მაკედონიის, საფრანგეთის, ავსტრიის რეიტინგის პერსპექტივა, ხოლო კანადის სუვერენული რეიტინგი AAA დან AA+ მდე შეამცირა.
Fitch-ის 2020 წლის აგვისტოს ანგარიში საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან მიმართებით, ნათლად ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ.
საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მხარდაჭერილია „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და მაღალი მმართველობის ხარისხით. თანმიმდევრული და საიმედო პოლიტიკის ჩარჩო ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ.
სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, საიმედო და თანმიმდევრულმა პოლიტიკის ჩარჩომ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას შოკების მიმართ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რისკების შემცირებას. ეროვნული ბანკის გატარებულმა მაკროპრუდენციულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო საფინანსო სექტორის სტაბილურობას, ხოლო შეზღუდულმა სავალუტო ინტერვენციებმა შეარბილა სავალუტო კურსის მერყეობა.
Fitch-ი არ მოელის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს ფისკალური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, რამდენადაც არსებობს ზოგადი კონსენსუსი ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით.
სააგენტოს შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია ოფიციალურ კრედიტორებთან წარმატებული თანამშრომლობით. გარდა ამისა, საქართველოს სუვერენული რეიტინგი მხარდაჭერილია „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი მმართველობის ხარისხით და ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივით.
Fitch–ის შეფასებით, 2021 წლის აპრილამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გახანგრძლივება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას და ხელისუფლების მზაობას გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები, საარჩევნო წლის მიუხედავად.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსალოდნელია ეკონომიკის რეალური 4.8%-იანი კლება 2020 წელს, ხოლო 2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღება და 4.5%-იანი ზრდა. რელიზის თანახმად, ვირუსის შემაკავებელი და პრევენციული ღონისძიებების შემსუბუქებამ ხელი შეუწყო ეკონომიკის გაჯანსაღებას. ბოლო მონაცემებით, ივნისში ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა თვეებთან შედარებით. 2020 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა მთლიანობაში 5.8%-ით შემცირდა. Fitch-ის შეფასებით, მეორე ნახევარში მოსალოდნელია შიდა მოთხოვნის გაჯანსაღება, რაც მნიშვნელოვნად განპირობებული იქნება სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდით.
სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს მთავრობა პანდემიის შემდგომ შეინარჩუნებს მზაობას ფისკალური კონსოლიდაციის მიმართ, რაც მხარდაჭერილია სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამით.
ყველა სიახლე
04 ივნისი 2026, 21:39
მსოფლიო
The Washington Post: უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირის გზაზე ბლოკირება მოხსნა, თუმცა ხანგრძლივმა ვადებმა შესაძლოა კიევი რისკის ქვეშ დააყენოს
უნგრეთმა მოხსნა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების ხანგრძლივი ბლოკირება - თუმცა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი კვლავაც შეეწინააღმდეგება ზელენსკის მიერ მოთხოვნილ დაჩქარებული გაწევრიანების პროცესს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი სტატიაში სათაურით „უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირის გზაზე ბლოკირება მოხსნა, თუმცა ხანგრძლივმა ვადებმა შესაძლოა კიევი რისკის ქვეშ დააყენოს“.
04 ივნისი 2026, 21:22
რეგიონი
ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დასაქმების ფორუმი ბათუმში - ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პოტენციურ დამსაქმებლებს გასაუბრებოდნენ და სასურველი ვაკანსია შეერჩიათ.
04 ივნისი 2026, 21:06
მსოფლიო
რუბიო: ჩვენ არ შეგვიძლია ფულის ხარჯვა ისეთ რამეებზე, რაც ხელს არ უწყობს ეროვნულ ინტერესებს, საბოლოო ჯამში, ქვეყნებს შორის საგარეო ურთიერთობები ერთ რამეს ეხება - ეროვნულ ინტერესს
ამერიკის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული და პრინციპული, ჩვენი დოლარები პირველ რიგში ამერიკელებს უნდა ემსახურებოდეს და არა სოციალურ ექსპერიმენტებსა და ვიწრო ინტერესების მქონე პროექტებს საზღვარგარეთ - როდესაც საქმე საგარეო ურთიერთობებს ეხება, არსებობს მხოლოდ ერთი პრიორიტეტი: ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესი, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
04 ივნისი 2026, 21:04
პოლიტიკა
ევროკავშირში გაწევრების პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებათა პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროცესი საქართველოს გარეშე მიმდინარეობს.
04 ივნისი 2026, 20:58
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ნაცმოძრაობის სექტა საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის საფრთხეს წარმოადგენს, ამის დასტურია ნაცსექტანტებისა და ლიბერფაშისტების ისტერიკა, სიძულვილისა და ღვარძლის ფრქვევა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი მოთხოვნა და ინტერესები დააკმაყოფილა
ნაცმოძრაობის ფუნდამენტალისტური სექტა და მისი მიმდევრების უდიდესი უმრავლესობა (ალბათ, იშვიათი გამონაკლისები აქაც არსებობენ, თუმცა გამონაკლისი წესს ადასტურებს) საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.
04 ივნისი 2026, 20:57
პოლიტიკა
გეოპოლიტიკური გამოწვევები და ეკონომიკური საკითხები. თბილისი მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მდგრადი განვითარების თბილისის ფორუმი, რომელიც იქცა პლატფორმად, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გლობალურ კონტექსტში მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ. საქართველოს დედაქალაქი მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს.
04 ივნისი 2026, 20:56
საზოგადოება
სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრი იხსნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრი იხსნება. ის ქართველ სტარტაპერებს, სტუდენტებს, მეწარმეებსა და მეცნიერებს ამერიკულ ბაზართან წვდომას გაუმარტივებს.
04 ივნისი 2026, 20:56
სამართალი
გიორგი გვარაკიძე: 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, გაფართოვდა პროკურატურის საგამოძიებო უფლებამოსილება და დაემატა პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება
„პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებულ საქმეებზე მნიშვნელოვანია შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღება და მსხვერპლთათვის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების შემცირება. ამ მიზნით, გაიზარდა სამართალწარმოების პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობა,“ - აღნიშნულის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
04 ივნისი 2026, 20:53
სამართალი
ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ვიზებზე ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების საქმე და მადლობა აშშ-სგან. გენერალურ პროკურატურაში ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მივიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ იწერებოდა საქართველოში დევნის გამოგონილი ისტორიები კანადისა და ამერიკის ვიზების მისაღებად. ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენება „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
04 ივნისი 2026, 20:50
სამართალი
ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა - სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 150-მდე ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღეს. გამოძიება დაწყებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მესტიიდან სამართალდამცველებმა კრიპტოვალუტის მწარმოებელი რამდენიმე მოწყობილობა ამოიღეს. ელექტროენერგიის არალეგალური ბიზნესისთვის გამოყენება რომ აიკრძალებოდა, ეს სახელმწიფო მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
04 ივნისი 2026, 20:48
საზოგადოება
უპრეცედენტო მასშტაბის და წარმატების სპეცოპერაცია და ფრანგული მხარის აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უპრეცედენტო მასშტაბის და წარმატების სპეცოპერაცია. ფრანგული მხარის აღიარება და საქართველოს სპეცსამსახურების ეფექტიანობის დასტური.
04 ივნისი 2026, 20:45
პოლიტიკა
საქართველოს გენერალური კონსული სან ფრანცისკოში: უახლოეს მომავალში გვექნება სპეციალური პროგრამები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენს სტარტაპებს, მეწარმეებს, რათა მათ გაიღრმაონ ცოდნა, გამოცდილება
უახლოეს მომავალში გვექნება სპეციალური პროგრამები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენს სტარტაპებს, მეწარმეებს, რათა მათ გაიღრმაონ ცოდნა, გამოცდილება, ე.წ მეტორული კლასები გვექნება, - განუცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან ფრანცისკოში ლევან ყულიჯანიშვილმა ჟურნალისტებს, სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრის გახსნაზე.
04 ივნისი 2026, 20:43
სამართალი
გიორგი გვარაკიძე: 2025 წელსაც საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრი იყო „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ
საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმის - „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. 2025 წლის მონაცემებით, „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 242 პირის მიმართ, - აღნიშნულის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
04 ივნისი 2026, 20:42
პოლიტიკა
ხათუნა თოთლაძე: ინოვაციების ჰაბი არ იქნება მხოლოდ სივრცე. ეს იქნება პლატფორმა, სადაც დაკავშირება მოხდება ამერიკული და გლობალური ბიზნესკომპანიების ქართულ კომპანიებთან
ჩვენი დიპლომატიური რესურსი მაქსიმალურად არის მობილიზებული იმისთვის, რომ გავხსნათ მნიშვნელოვანი კარი ჩვენი სტარტაპერებისთვის, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ, რომელიც სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრის გახსნას დაესწრება.
04 ივნისი 2026, 20:40
კულტურა
კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ლევილის მამულის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა
საქართველოს კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ლევილის მამულის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 20:38
პოლიტიკა
დაუსრულებელი კონფლიქტი ოპოზიციის ალიანსში - ვინ ვის ებრძვის და რა უნდა მსჯავრდებულ სააკაშვილს? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტრამპის ადმინისტრაცია ბოიკოტს არ იწონებს, ეს კი საქართველოს ოპოზიციისთვის ახალ გამოწვევად და დაპირისპირების მორიგ მიზეზად იქცა. „ლელო“ რეალობასთან მორგებას ცდილობს, დანარჩენები ერთმანეთს ებრძვიან. კონფლიქტების ავანსცენაზე სააკაშვილი საპატიო ადგილს ინარჩუნებს.
04 ივნისი 2026, 20:38
პოლიტიკა
ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებისთვის მზადყოფნა და საერთო ინტერესები დაადასტურა მარკო რუბიოს მოადგილემ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებაზე. აღინიშნა ისიც, რომ ბოლო წლებში კავშირების დინამიკა სასურველზე ნაკლები იყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებისთვის მზადყოფნა და საერთო ინტერესები დაადასტურა მარკო რუბიოს მოადგილემ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებაზე. აღინიშნა ისიც, რომ ბოლო წლებში კავშირების დინამიკა სასურველზე ნაკლები იყო.
04 ივნისი 2026, 20:36
პოლიტიკა
თანამშრომლობა სუფთა ფურცლიდან და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები - საქართველოს ხელისუფლებისა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გზავნილები, რომლებიც ერთმანეთს ემთხვევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აშშ საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებას ელის და ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს ხედავს - ეს სახელმწიფო მდივანმა ოპოზიციის მოკავშირე კონგრესმენის კითხვის პასუხად თქვა. მარკო რუბიოს გზავნილებზე მეტად, ოპოზიცია სწორედ ჯო უილსონის ბრალდებებს ეყრდნობა და იმეორებს.
04 ივნისი 2026, 20:30
პოლიტიკა
მუდმივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო კონკრეტული მედიკამენტების შემოტანაზე იმუშავებს. პრემიერ-მინისტრისა და პაციენტების მშობლების შეხვედრის შედეგი - გადაწყვეტილება მიღებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლებსა და მთავრობას შორის შეთანხმება მიღწეულია. დაზუსტდა ის მედიკამენტებიც, რომელთა უზრუნველყოფაზე მხარეები ერთად იმუშავებენ.
04 ივნისი 2026, 20:20
სამართალი
გენერალური პროკურორი: კვლავ აქტუალურია ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება,მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებიან ოჯახური დანაშაულის საქმეებში
2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4585 პირის მიმართ. მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში. 2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91% შეადგინა, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.


