იოსებ არჩვაძე: საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ობიექტურად მიანიშნებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე
იოსებ არჩვაძე
ფოტო: Facebook
„საქართველოს ეკონომიკის დაჩქარებული განვითარება და უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარამეტრებით პანდემიანდელი დონის არა თუ მიღწევა, არამედ გადაჭარბება ადეკვატურად აისახება ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგებში. კერძოდ, მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ავტორიტეტულმა სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა, რომლიც მსოფლიო სარეიტინგო კომპანიების „დიდი სამეულის“ წევრია (Fitch Ratings, S&P, Moody'S) კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. ამასთან, საქართველოს პოზიციები მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში აღემატება „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს,“ - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ „Fitch“- ის მიერ დღეს გამოქვეყნებული საქართველოს სუვერენული რეიტინგი.
იოსებ არჩვაძის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ არა მარტო მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, არამედ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგით, საქართველომ დაძლია უკუსვლა და დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.
„შესაბამისად, Fitch Ratings-ის მიერ განხორციელებული სარეიტინგო შეფასება იძლევა მზარდი ოპტიმიზმის საფუძველს. აღნიშნული რეიტინგი ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს პოტენციალი, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების დასახული გეგმების რეალიზაციის პირობებში, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს ადგილი ეკონომიკური განვითარების რეიტინგის მიხედვითაც,“ - აღნიშნა ექსპერტმა.
ამასთან, როგორც იოსებ არჩვაძემ განაცხადა, სარეიტინგო კომპანიის შეფასება არ არის კონიუნქტურული ან მაამებლური, რადგან „Fitch“ დასკვნებს აკეთებს ქვეყნის ეკონომიკასა და მის ფინანსურ სისტემაზე სისტემური დაკვირვების საფუძველზე.
მისი თქმით, თავისი შეფასებით იგი გამოხატავს სანდოობას:
ა) საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევისადმი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ფისკალური მდგრადობის უზრუნველსაყოფად;
ბ) იმ კონკრეტული ღონისძიებებისადმი, რასაც ხორციელდება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისა და ეკონომიკის გასაჯანსაღებლად;
გ) იმ პოზიტიური შედეგებისადმი, რაც ბოლო თვეებში შეინიშნება ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის გააქტიურების, საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის და სახელმწიფო ვალის შემცირების, ეროვნული ვალუტის გამყარების, ტურისტული ინდუსტრიის გააქტიურების სახით.
„საქართველოს მიზანია, როგორც ეს გაცხადდა ამ ორიოდე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს უახლესი ათწლიანი პერიოდის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე, 2025 წლისთვის საინვესტიციო რეიტინგის, რომლამდეც დარჩენილია 2 საფეხური, მიღების მიზანი, რაც გულისხმობს გაზრდილ ინვესტიციებს და ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნისთვის. „Fitch“-ის შეფასებას აქვს კიდევ ერთი არაფორმალური, თუმცა მნიშვნელოვანი ასპექტი: ზემოხსენებული მსოფლიო სარეიტინგო კომპანიების „დიდი სამეული“, მართალია, არაერთდროულად განსაზღვრავენ ამა თუ იმ ქვეყნის რეიტინგის შეფასებასა და პერსპექტივებს, თუმცა მათი მრავალწლიანი თანაარსებობის პრაქტიკა ადასტურებს, რომ მათი შეფასებების დინამიკა და ტრაექტორია, როგორც წესი, არასდროს მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ამრიგად, მაღალი ალბათობით, ჩვენ უახლოეს მომავალში ასევე უნდა ველოდოთ S&P-სა და Moody'S-სგან საქართველოს ამჟამინდელი და მომავალზე გათვლილი რეიტინგების საკმაოდ ოპტიმისტურ შეფასებას. ხაზი უნდა გავუსვა, რომ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება არ მომხდარა კონიუნქტურის თუ ავტორიტეტული სააგენტოს საქართველოს ხელისუფლებისადმი სუბიექტური კეთილგანწყობის საფუძველზე - იგი მხოლოდ ობიექტურად მიანიშნებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სამსახურების მიერ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის მაღალი შეფასებისა და ძლიერი მხარდაჭერის ერთადერთი პირობა და საფუძველია,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.
სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 15:39
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ
გამოცდილების გაზიარების კუთხით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის მხარესთან თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალურ მიგრაციასთან, კიბერდანაშაულთან და ნარკოტრეფიკთან ბრძოლის, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართულებებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ მუსტაფა ჩიფთჩისთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
01 სექტემბერი 2026, 15:36
მსოფლიო
DW: ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 000 გადააჭარბა - სამძებრო ოპერაცია გრძელდება
ნეპალსა და ჩინეთს შორის, ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში, გასულ კვირას მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000 გადააჭარბა. ინფორმაციას DW ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 15:28
სამართალი
სულხან თამაზაშვილი: თურქი კოლეგის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის შედეგზე ორიენტირებული და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს და ერთად იმუშაონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის უსაფრთხოებასა და მოქალაქეების დაცვას უკავშირდება.
01 სექტემბერი 2026, 15:20
ტექნოლოგიები
ტიმ კუკმა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა
ამერიკული კომპანიის, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა ,სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
01 სექტემბერი 2026, 15:07
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის 11 ქვეყანა, საგარეო პოლიტიკის საკითხების გადაწყვეტილების დროს ვეტოს პრინციპის გაუქმებას ითხოვს
ევროკავშირის 11 ქვეყანა მოითხოვს, დასრულდეს „ხელის შემშლელი“ ვეტოების გამოყენება, რომლებიც ბოლო წლებში ბლოკის საგარეო პოლიტიკის განხორციელებას აფერხებდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 15:06
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო
რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება ამის ალბათობა შეამციროს. პირიქით, ყოველთვის ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ეს რეალური იყოს და დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
01 სექტემბერი 2026, 14:51
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა.
01 სექტემბერი 2026, 14:46
სამართალი
სუს-ი: 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
01 სექტემბერი 2026, 14:41
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: მოწყვლადი სეგმენტის მომხმარებლების დაცვა მხოლოდ მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან ხდება და ის არ ეხება ჩვეულ გადახდა/გადარიცხვებს
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესული ცვლილებები მიზნად ისახავს მომხმარებლის მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან და შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვას.
01 სექტემბერი 2026, 14:40
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს ყველაფერი არა ევროკავშირის იდეის, არამედ ევრობიუროკრატიის ბრალია, რომლებიც ძალიან არასწორად, არაგულწრფელად და ორმაგი სტანდარტებით მართავენ დღეს ევროკავშირს
ეს ყველაფერი [რეფერენდუმის შედეგები] არა ევროკავშირის იდეის, არამედ ევრობიუროკრატიის ბრალია, რომლებიც ძალიან არასწორად, არაგულწრფელად და ორმაგი სტანდარტებით მართავენ დღეს ევროკავშირს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
01 სექტემბერი 2026, 14:39
მსოფლიო
მასუდ პეზეშკიანი: თუ აშშ ივნისის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, თეირანი შემხვედრ ნაბიჯებს დაუყოვნებლივ გადაგამს
ირანი დაუყოვნებლივ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს, თუ შეერთებული შტატები ივნისში გაფორმებული დროებითი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 14:37
პოლიტიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულა” ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან - ასეთი ბრალდებები წარმოადგენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ საინფორმაციო კამპანიას
ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „ფორმულა” მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
01 სექტემბერი 2026, 14:34
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ევრობიუროკრატიას საღი მიდგომა რომ ჰქონდეს, ეს ფაქტი მათთვის უნდა იყოს მკაფიო ინდიკატორი იმისა, თუ რაოდენ მძიმეა ის ბიუროკრატიული პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირში ცალკეული ჩინოსნები ახორციელებენ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ისლანდიის რეფერენდუმი ევრობიურკრატიისთვის ინდიკატორი უნდა იყოს.
01 სექტემბერი 2026, 14:34
სამართალი
სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მაია ორჯონიკიძე და ნინო ჯოჯიშვილი 1500-1500 ლარით დაჯარიმდნენ
სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მაია ორჯონიკიძე და ნინო ჯოჯიშვილი 1500-1500 ლარით დაჯარიმდნენ
01 სექტემბერი 2026, 14:30
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ.
01 სექტემბერი 2026, 14:07
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი
არარაციონალური და მოდას აყოლილი გადაწყვეტილებები, გაუთვლელი ნაბიჯები, სხვის ინტერესებს გამოკიდებული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო პოლიტიკა აზიანებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ მოქალაქეებს და აქრობს ევროპას, როგორც ბიზნესის, ტექნოლოგიების, მშვიდობის, წესრიგის და კანონიერების ფლაგმანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
01 სექტემბერი 2026, 13:53
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი
„ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გზა - მოთმინებით და გონიერებით მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენი მიზანია დეოკუპაცია. ჩვენი გზაა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო, სადაც ქართველი, აფხაზი და ოსი საკუთარ მომავალს კვლავ ერთად შექმნის. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია და ამ პოზიციას ვერავინ შეგვაცვლევინებს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
01 სექტემბერი 2026, 13:49
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა
მინისტრი კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ცენტრის საქმიანობას გაეცნო. ყურადღება გამახვილდა პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, თანამედროვე მკურნალობის მეთოდებსა და ცენტრის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.
01 სექტემბერი 2026, 13:49
ეკონომიკა
მაია ომიაძე: Wanderlust-ის აღიარება იმ სწორად დაგეგმილი კამპანიების შედეგია, რასაც ყოველწლიურად ვახორციელებთ
მაია ომიაძის განცხადებით, ავტორიტეტული მედიაპლატფორმების რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციები იმ მიზანმიმართული მარკეტინგული სტრატეგიის შედეგია, რასაც ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე ყოველწლიურად ახორციელებს.
01 სექტემბერი 2026, 13:47
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გვიან ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას საერთო ჯამში 12 ადამიანი ემსხვერპლა.


