ირაკლი კირცხალია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი
ირაკლი კირცხალია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გზა - მოთმინებით და გონიერებით მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენი მიზანია დეოკუპაცია. ჩვენი გზაა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო, სადაც ქართველი, აფხაზი და ოსი საკუთარ მომავალს კვლავ ერთად შექმნის. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია და ამ პოზიციას ვერავინ შეგვაცვლევინებს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, გასული ზაფხულის განმავლობაში, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამდენად სახიფათო შეიძლება გახდეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც ის უკვე აღარ ეხება მხოლოდ ხელისუფლებასა და ე.წ. ოპოზიციას შორის ჩვეულებრივ დაპირისპირებას და პირდაპირ ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ქვეყნის მშვიდობიან მომავალს.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისგან წარმოქმნილი აგენტურული ჯგუფების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კვლავ მოვისმინეთ განცხადებები, რომელთა შინაარსიც ცდება ჯანსაღი პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებს და აჩენს უმძიმეს კითხვებს - ვის ინტერესებს ემსახურება ასეთი რიტორიკა, რას აძლევს ის საქართველოს და რაც მთავარია - რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ქვეყნისთვის.
როდესაც აგენტურული ქსელის ერთ-ერთი ლიდერი აფხაზეთის ომზე ისეთ განცხადებას აკეთებს, რომლის გამოც გენერალური პროკურატურა სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიებას იწყებს, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური პოლემიკის საკითხი, ეს სახელმწიფოსა და საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ჩვენ ვხედავთ მეტად სახიფათო ტენდენციას - ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში არ იცავდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, დღეს ცდილობენ ყველაზე მტკივნეული ეროვნული საკითხები კვლავ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქციონ. მათ რიტორიკაში კვლავ ჩნდება ისეთი გზავნილები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ისედაც ურთულესი ნდობის აღდგენის პროცესი, გააძლიეროს დაპირისპირება და შექმნას დამატებითი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ მტრული პროპაგანდისთვის“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმეა, რომ მსგავსი განცხადებები კეთდება მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში უდიდესი სიფრთხილით აშენებს მშვიდობის, დეოკუპაციისა და შერიგების პოლიტიკას.
„ამიტომ, საჭიროა მკაფიოდ ითქვას - საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერცერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციისა თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე. ყველას, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება საზოგადოებას ღიად ვუთხრათ სად მთავრდება პოლიტიკური კრიტიკა და სად იწყება ისეთი უპასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს - დეოკუპაცია მშვიდობით, შერიგება ნდობით და ქვეყნის გაერთიანება არა ახალი კონფლიქტით, არამედ ურთიერთობის აღდგენით. ჩვენ დღეს უკვე ვხედავთ მცდელობებს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ნდობის აღდგენას, ჰუმანიტარულ ურთიერთობასა და მშვიდობიან დარეგულირებას ემსახურება, გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის, პროვოკაციისა და ხელოვნური ესკალაციის საგანი, აქ საზოგადოებას სრული სიმართლის ცოდნის უფლება აქვს“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საჭიროა ყველა იმ პოლიტიკური და გავლენის ქსელის სრული სამართლებრივი და პოლიტიკური ლუსტრაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მუშაობს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ რა ინტერესებს ემსახურება, ვინ ცდილობს ქართველი და აფხაზი საზოგადოების კიდევ უფრო დაშორებას და ვინ ქმნის ნიადაგს ახალი დაპირისპირებისთვის.
„ამის შეფასებისთვის საკმარისია უახლეს ისტორიას გადავხედოთ. 2008 წლის უმძიმესი ომის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მაშინდელი ხელისუფლების რიტორიკა და კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები, ვნახეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე ფორმულირებები, ვნახეთ როგორ თანაარსებობდა ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების პრაქტიკულ გაღრმავებასთან ერთად, ანუ ერთი იყო სიტყვა და მეორე - საქმე. 2022 წლის შემდეგ კი, იმავე პოლიტიკური წრის რიტორიკა სრულიად სხვა მიმართულებით შეიცვალა - უკვე გვესმოდა საქართველოსთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესების მოთხოვნა, საუბარი მეორე ფრონტზე, დაუსაბუთებელი ბრალდებები, თითქოს, საქართველო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებოდა და მუდმივი მცდელობა, რომ ჩვენი ქვეყანა შესულიყო პირდაპირი ესკალაციის რეჟიმში. ყველა ამ მოწოდებას ერთი შესაძლო შედეგი ჰქონდა - საქართველოში მშვიდობის რისკის ქვეშ დაყენება. დღეს ეს პოლიტიკური ხაზი განსაკუთრებით სახიფათო ხდება, როდესაც საქმე აფხაზეთს ეხება. როდესაც ქართველი და აფხაზი საზოგადოებების ერთმანეთთან დაბრუნებას თითოეული სიტყვის და თითოეული ნაბიჯის ფრთხილი გააზრებას სჭირდება, ერთ უპასუხისმგებლო განცხადებას შეუძლია წლების განმავლობაში ნაშენები ნდობა ერთ დღეში დააზიანოს“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ქულების დაწერის ადგილი და ვინც ამ თემას შიდაპოლიტიკური ბრძოლის ან რომელიმე გარე პოლიტიკური ინტერესის ინსტრუმენტად გამოიყენებს, უნდა იცოდეს, რომ მას უმკაცრესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება.
„ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე არის შემდეგი - სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი დეოკუპაციისთვის, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა რუსეთის პასუხისმგებლობა, ეფექტური კონტროლი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი. ეს არის განსხვავება ხმაურიან რიტორიკასა და სახელმწიფოებრივი პოლიტიკას შორის.
ჩვენ არც უკრაინის მხარდაჭერისგან დაგვიხევია უკან. საქართველო წლების განმავლობაში უერთდება და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ საერთაშორისო რეზოლუციებს. ჩვენთვის პრინციპი მარტივია - საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 14:40
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს ყველაფერი არა ევროკავშირის იდეის, არამედ ევრობიუროკრატიის ბრალია, რომლებიც ძალიან არასწორად, არაგულწრფელად და ორმაგი სტანდარტებით მართავენ დღეს ევროკავშირს
ეს ყველაფერი [რეფერენდუმის შედეგები] არა ევროკავშირის იდეის, არამედ ევრობიუროკრატიის ბრალია, რომლებიც ძალიან არასწორად, არაგულწრფელად და ორმაგი სტანდარტებით მართავენ დღეს ევროკავშირს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
01 სექტემბერი 2026, 14:39
მსოფლიო
მასუდ პეზეშკიანი: თუ აშშ ივნისის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, თეირანი შემხვედრ ნაბიჯებს დაუყოვნებლივ გადაგამს
ირანი დაუყოვნებლივ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს, თუ შეერთებული შტატები ივნისში გაფორმებული დროებითი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 14:37
პოლიტიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულა” ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან - ასეთი ბრალდებები წარმოადგენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ საინფორმაციო კამპანიას
ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „ფორმულა” მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
01 სექტემბერი 2026, 14:34
სამართალი
სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მაია ორჯონიკიძე და ნინო ჯოჯიშვილი 1500-1500 ლარით დაჯარიმდნენ
სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მაია ორჯონიკიძე და ნინო ჯოჯიშვილი 1500-1500 ლარით დაჯარიმდნენ
01 სექტემბერი 2026, 14:34
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ევრობიუროკრატიას საღი მიდგომა რომ ჰქონდეს, ეს ფაქტი მათთვის უნდა იყოს მკაფიო ინდიკატორი იმისა, თუ რაოდენ მძიმეა ის ბიუროკრატიული პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირში ცალკეული ჩინოსნები ახორციელებენ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ისლანდიის რეფერენდუმი ევრობიურკრატიისთვის ინდიკატორი უნდა იყოს.
01 სექტემბერი 2026, 14:30
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ.
01 სექტემბერი 2026, 14:07
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი
არარაციონალური და მოდას აყოლილი გადაწყვეტილებები, გაუთვლელი ნაბიჯები, სხვის ინტერესებს გამოკიდებული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო პოლიტიკა აზიანებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ მოქალაქეებს და აქრობს ევროპას, როგორც ბიზნესის, ტექნოლოგიების, მშვიდობის, წესრიგის და კანონიერების ფლაგმანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
01 სექტემბერი 2026, 13:49
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა
მინისტრი კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ცენტრის საქმიანობას გაეცნო. ყურადღება გამახვილდა პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, თანამედროვე მკურნალობის მეთოდებსა და ცენტრის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.
01 სექტემბერი 2026, 13:49
ეკონომიკა
მაია ომიაძე: Wanderlust-ის აღიარება იმ სწორად დაგეგმილი კამპანიების შედეგია, რასაც ყოველწლიურად ვახორციელებთ
მაია ომიაძის განცხადებით, ავტორიტეტული მედიაპლატფორმების რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციები იმ მიზანმიმართული მარკეტინგული სტრატეგიის შედეგია, რასაც ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე ყოველწლიურად ახორციელებს.
01 სექტემბერი 2026, 13:47
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გვიან ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას საერთო ჯამში 12 ადამიანი ემსხვერპლა.
01 სექტემბერი 2026, 13:42
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უნგრეთის ახალი ხელისუფალი საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიუროკრატია უნგრეთის მიმართ ატარებს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფალი კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიურიკრატები მათ მიმართ ატარებენ.
01 სექტემბერი 2026, 13:33
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გახსნა
ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების განხილვის პროცედურები იწყება.
01 სექტემბერი 2026, 13:32
საზოგადოება
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს აცხადებს
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge/ საშუალებით.
01 სექტემბერი 2026, 13:32
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: ჩვენი მიზანია, მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს ხარისხიანი განათლება და საკუთარი ცოდნა და პროფესიული წარმატება ქვეყნის წინსვლას მოახმაროს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც წელს წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და პირველკურსელის სტატუსი მოიპოვეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სტუდენტური წლები უსურვა.
01 სექტემბერი 2026, 13:30
სამართალი
თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას. ასევე, დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის.
01 სექტემბერი 2026, 13:22
მსოფლიო
Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის მხარდასაჭერად 4 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის გასაძლიერებლად 4 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 13:17
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს
იონათამიშვილი ოპოზიციის ქმედებებს აღნიშნულ 9 პირთან დაკავშირებით „ამორალური პროპაგანდის ფსკერს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ამ ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.
01 სექტემბერი 2026, 13:14
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: 226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს
იონათამიშვილის განცხადებით, შეწყალების აღნიშნული აქტი არის იმ ჰუმანური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღევანდელობაში ახორციელებს.
01 სექტემბერი 2026, 13:08
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი „გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს
ისლანდიის რეფერენდუმი არ იყო ევროპული იდეის მარცხი. ის იყო ბრიუსელის პოლიტიკის მარცხი და შეხსენება, რომ ევროპული იდეის საფუძველში დგანან ევროპის სახელმწიფოები და რომ ევროპა იქნება არა ის, თუ რას ხედავენ ბრიუსელის ბიუროკრატები საკუთარი ფანჯრებიდან, არამედ ის, თუ რა უნდათ ევროპულ ხალხებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


