ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი „გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს
ლევან მახაშვილი
ფოტო: ვიდეო/კადრი
ისლანდიის რეფერენდუმი არ იყო ევროპული იდეის მარცხი. ის იყო ბრიუსელის პოლიტიკის მარცხი და შეხსენება, რომ ევროპული იდეის საფუძველში დგანან ევროპის სახელმწიფოები და რომ ევროპა იქნება არა ის, თუ რას ხედავენ ბრიუსელის ბიუროკრატები საკუთარი ფანჯრებიდან, არამედ ის, თუ რა უნდათ ევროპულ ხალხებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მახაშვილი აღნიშნავს, რომ ისლანდიის გადაწყვეტილება ბრიუსელმა უპრობლემოდ მიიღო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ხალხისა და ხელისუფლების არჩევანი კრიტიკისა და შიდა საქმეებში ჩარევის საბაბი გახდა.
„ბოლო კვირებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტის მომსწრენი გავხდით, რომლებიც ევროპული პოლიტიკისთვისაც და საქართველოსთვისაც ნათლად აჩვენებს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის ორ უმთავრეს რეალობას - მშვიდობისა და სტაბილურობის ფასს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობას.
სამწუხაროდ, კვლავ გრძელდებოდა ევროპის, როგორც გეოპოლიტიკური აქტორის, დასუსტება. საფრანგეთში ბიზნესმენებთან შეხვედრისას ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლა რომ შევაჯამო:- ევროპამ დაკარგა იაფი ენერგორესურსები.- ევროპამ დაკარგა ტექნოლოგიური უპირატესობა.- ევროპამ დაკარგა გასაღების უმსხვილესი ბაზრები. - ევროპამ დაკარგა უსაფრთხოების ქოლგა.
არარაციონალური და მოდას აყოლილი გადაწყვეტილებები, გაუთვლელი ნაბიჯები, სხვის ინტერესებს გამოკიდებული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო პოლიტიკა აზიანებს პირველ რიგში საკუთარ მოქალაქეებს და აქრობს ევროპას, როგორც ბიზნესის, ტექნოლოგიების, მშვიდობის, წესრიგის და კანონიერების ფლაგმანს. რიგითი ევროპელები უკვე დგანან ამ მძიმე შედეგების პირისპირ - დასაქმების, დემოგრაფიული, სოციალური, დანაშაულის, მიგრაციის და სხვა ნეგატიური ტენდენციების სახით.
შესაბამისად, სრულიად მოსალოდნელი იყო ევრობარომეტრის უკანასკნელი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ევროპელების თითქმის 2/3 იმედიანად არ უყურებს საკუთარ მომავალს.
სწორედ ამ უპასუხისმგებლობამ, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის სრულმა უპატივცემულობამ გააფუჭა საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობებიც, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას საკუთარ ხალხზე ზრუნვა დაუწუნეს და ქვეყანაში მშვიდობა პრორუსულობად მოუნათლეს. და ამ სიყალბის შემოქმედებად შიდა რადიკალური ჯგუფები დაასვეს თავზე ქვეყანას.
საინტერესო იყო ისლანდიის რეფერენდუმის შედეგიც.
ისლანდიის რეფერენდუმზე 52%-მა უარი განუცხადა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ისლანდიამ უარი თქვა თავისი მთავარი რესურსის დათმობაზე და არჩია ურთიერთობების ის ფორმატი, რომელიც დღეს, ისტორიის ამ ეტაპზე, საუკეთესოდ ემსახურება მის ეროვნულ ეკონომიკას. ისლანდიამ დაადასტურა, რომ ევროპულ ოჯახთან პარტნიორობა შესაძლებელია და აუცილებელია მხოლოდ ქვეყნის ღირსებისა და ინტერესების დაცვით.
ისლანდიის რეფერენდუმი არ იყო ევროპული იდეის მარცხი. ის იყო ბრიუსელის პოლიტიკის მარცხი და შეხსენება, რომ ევროპული იდეის საფუძველში დგანან ევროპის სახელმწიფოები და რომ ევროპა იქნება არა ის, თუ რას ხედავენ ბრიუსელის ბიუროკრატები საკუთარი ფანჯრებიდან, არამედ ის, თუ რა უნდათ ევროპულ ხალხებს.
საინტერესოა ისიც, რომ რეფერენდუმში მონაწილე დანარჩენი 48% არ გამოსულა და არ დაუწყია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, პოლიციელების ცოცხლად დაწვა, რევოლუციები და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. რეფერენდუმის დღე არავის გამოუცხადებია დემოკრატიის შავ დღედ, არავის მიუღია რეზოლუციები და სანქციები ისლანდიელი ხალხის დასასჯელად, ევროკავშირიდან არავინ გამოსულა ისლანდიაში აქციებზე და როგორც ჩემმა კოლეგამ განაცხადა, მეორე დღეს ისლანდიელებს ჩელიაბინსკში არ გაუღვიძიათ.
ეს ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა ბრიუსელისთვის. არადა ხალხის ნება არის ხალხის ნება ისლანდიაშიც, შვეიცარიაშიც და საქართველოშიც. ნაცვლად შიდა საქმეებში ჩარევებისა, საკუთარ ჭკუაზე საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების ინჟინერიისა, ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არა ლობისტური კონტრაქტით გადახდილი თანხის ზომის მიხედვით, არამედ ყველას, გულწრფელად და პატიოსნად. და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს, ნდობას და რეპუტაციას, რასაც ბოლო 2 წელია განსაკუთრებული მოწადინებით აზიანებს და ანიავებს ენჯეოების და რადიკალების ხელით.
და ბოლოს, ძლიერი ევროპა საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. საქართველო და ქართველი ხალხი ვერ იქნება ომის დღის წესრიგს გამოკიდებული ბიუროკრატების მეგობარი. სამაგიეროდ, საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი. ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპელი ლიდერები გაიაზრებენ მათ პასუხისმგებლობას და იმოქმედებენ არა არაფორმალური ინტერესთა ჯგუფების კარნახით, არამედ საკუთარი ეროვნული ინტერესებით. ეს სასარგებლო იქნება მათი ქვეყნებისთვისაც და საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვისაც“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 13:53
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი
„ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გზა - მოთმინებით და გონიერებით მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენი მიზანია დეოკუპაცია. ჩვენი გზაა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო, სადაც ქართველი, აფხაზი და ოსი საკუთარ მომავალს კვლავ ერთად შექმნის. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია და ამ პოზიციას ვერავინ შეგვაცვლევინებს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
01 სექტემბერი 2026, 13:49
ეკონომიკა
მაია ომიაძე: Wanderlust-ის აღიარება იმ სწორად დაგეგმილი კამპანიების შედეგია, რასაც ყოველწლიურად ვახორციელებთ
მაია ომიაძის განცხადებით, ავტორიტეტული მედიაპლატფორმების რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციები იმ მიზანმიმართული მარკეტინგული სტრატეგიის შედეგია, რასაც ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე ყოველწლიურად ახორციელებს.
01 სექტემბერი 2026, 13:49
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა
მინისტრი კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ცენტრის საქმიანობას გაეცნო. ყურადღება გამახვილდა პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, თანამედროვე მკურნალობის მეთოდებსა და ცენტრის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.
01 სექტემბერი 2026, 13:47
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გვიან ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას საერთო ჯამში 12 ადამიანი ემსხვერპლა.
01 სექტემბერი 2026, 13:42
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უნგრეთის ახალი ხელისუფალი საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიუროკრატია უნგრეთის მიმართ ატარებს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფალი კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიურიკრატები მათ მიმართ ატარებენ.
01 სექტემბერი 2026, 13:33
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გახსნა
ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების განხილვის პროცედურები იწყება.
01 სექტემბერი 2026, 13:32
საზოგადოება
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს აცხადებს
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge/ საშუალებით.
01 სექტემბერი 2026, 13:32
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: ჩვენი მიზანია, მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს ხარისხიანი განათლება და საკუთარი ცოდნა და პროფესიული წარმატება ქვეყნის წინსვლას მოახმაროს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც წელს წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და პირველკურსელის სტატუსი მოიპოვეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სტუდენტური წლები უსურვა.
01 სექტემბერი 2026, 13:30
სამართალი
თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას. ასევე, დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის.
01 სექტემბერი 2026, 13:22
მსოფლიო
Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის მხარდასაჭერად 4 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის გასაძლიერებლად 4 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 13:17
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს
იონათამიშვილი ოპოზიციის ქმედებებს აღნიშნულ 9 პირთან დაკავშირებით „ამორალური პროპაგანდის ფსკერს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ამ ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.
01 სექტემბერი 2026, 13:14
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: 226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს
იონათამიშვილის განცხადებით, შეწყალების აღნიშნული აქტი არის იმ ჰუმანური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღევანდელობაში ახორციელებს.
01 სექტემბერი 2026, 13:05
ეკონომიკა
ანაკლიის აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა - ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ
ამჟამად ხმელეთის მხარეს ქვისა და ღორღის ჩაყრის/ტალღმტეხის საწყისი ტანის პირველი მონაკვეთი შენდება, რომლის დასრულების შემდგომ მშენებლობა ზღვაში გადაინაცვლებს. დაღრმავებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიის აკვატორიაში ზღვის ფსკერი დაახლოებით 17.5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1,376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი.
01 სექტემბერი 2026, 12:57
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 სექტემბერი 2026, 12:56
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ნანი ბრეგვაძის მაღალი დონის პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩვენც სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას ცდილობს და ბევრისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას სრული უფლება აქვს ობიექტურად შეაფასოს, მათ შორის გაშარჟებით, მისი სამოქალაქო პოზიცია და არა მისი პროფესიონალიზმი
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ნანი ბრეგვაძის შემოქმედების გაშარჟებით გამოწვეულ კრიტიკას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში „აკაცუკების“ პოზიცია ორმაგ სტანდარტს ეფუძნება.
01 სექტემბერი 2026, 12:54
მსოფლიო
POLITICO: „რესპუბლიკელებს“ ირანისადმი ტრამპის პოლიტიკის მიმართ მოთმინება ეწურებათ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ ირანის ეკონომიკის ნელ-ნელა „დახრჩობით“ იმუქრება, მომდევნო მომენტში კი აცხადებს, რომ ქვეყანას სწრაფი და მასირებული დაბომბვით დანებებას აიძულებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 12:44
კულტურა
კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას
კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 12:40
ეკონომიკა
ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა
„ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა“, - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.
01 სექტემბერი 2026, 12:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე
საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


