15 ნოემბერი 2021, 12:18 / სანდო წყარო

იოსებ არჩვაძე: ექსპორტის მაჩვენებელი ცალსახად ადასტურებს პოზიტიურ ტრენდს საგარეო ვაჭრობაში: ექსპორტის მატების ტემპი 2-ჯერ და მეტად უსწრებს ეკონომიკის ზრდის ასევე საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს

იოსებ არჩვაძე

იოსებ არჩვაძე

„2021 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდებოდა, რომლის თვალსაჩინო გამოხატულებას საგარეო ეკონომიკური აქტიურობისა და საექსპორტო ექსპანსიის გაძლიერება წარმოადგენდა. 2021 წლის ოქტომბერში ექსპორტის მოცულობამ რეკორდულად მაღალი, ექსპორტის თვეების დინამიკის მიხედვით ისტორიული მაქსიმუმი - 411.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,“ - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში.

Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც საგარეო ვაჭრობის ექსპრეს - მონაცემს შეეხება, ექსპერტი წერს, რომ ოქტომბრის ექსპორტმა გადააჭარბა: გასული წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელს - 31.4 პროცენტით, 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს - 28.6 პროცენტით, ხოლო მიმდინარე, 2021 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო თვიურ მაჩვენებელს - 24.0 პროცენტით. საშუალო სადღეღამისო ექსპორტი 2021 წლის ოქტომბერში აღემატებოდა: წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს - 3.2 მლნ. აშშ დოლარით, პანდემიამდელი, 2019 წლის ოქტომბრისას - 3.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს - 2.6 მლნ. აშშ დოლარით. იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, მთლიანად, წლის დასაწყისიდან საქართველოს ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან გაიზარდა 24.9 პროცენტით და თითქმის 3.4 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს პანდემიამდელი 2019 წლის პირველი ათი თვის მაჩვენებელს 11.0 პროცენტით აღემატება. მისი თქმით, ექსპორტის ასეთი დინამიკა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„საქართველოდან ყოველი ერთი მილიარდი აშშ დოლარის ექსპორტის განსახორციელებლად 2021 წელს სჭირდება მხოლოდ 81 დღე, რაც 15 დღით ნაკლებია 2019 წელთან და 73 დღით ნაკლები - 2012 წელთან შედარებით. ექსპორტის პარალელურად, იზრდება იმპორტის მოცულობაც. ოქტომბერში მან 904.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 24.0 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო თვიურ მაჩვენებელს 17.2 პროცენტით აღემატება. ამასთან, იმპორტის მოცულობა 2.2 პროცენტით ჩამორჩა კრიზისამდელი, 2019 ოქტომბრის დონეს (2019 წ. ოქტომბრის იმპორტი - 924.4 მლნ. აშშ დოლარი), რაც ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს ერთმნიშვნელოვნად უარყოფით მოვლენად. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2021 წლის ოქტომბერში 1315.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მთლიანად წლის დასაწყისიდან - 11.4 მლრდ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის მაჩვენებლებს აღემატება, შესაბამისად, 26.2 პროცენტით და 23.0 პროცენტით, ამასთან, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.3 პროცენტით უსწრებს პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,“ - მიაჩნია იოსებ არჩვაძეს.

ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, თანდათან უმჯობესდება ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელიც, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში 45.5 პროცენტი, ხოლო მთლიანად წლის დასაწყისიდან 42.6 პროცენტი შეადგინა - გასული წლის მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 1.2 პუნქტით და 0.5 პუნქტით მეტი (2020 წელს, შესაბამისად, 44.3% და 42.1%).

„აღნიშნული მონაცემები ცალსახად ადასტურებენ პოზიტიურ ტრენდს საგარეო ვაჭრობაში, რაც დასტურდება არა მარტო ექსპორტის ორნიშნა ზრდით, არამედ იმითაც, რომ მისი მატების ტემპი ორჯერ და მეტად უსწრებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ასევე საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს. იმის გათვალისწინებით კი, რომ ექსპორტში დაახლოებით ¾ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს უჭირავს, შეიძლება თამამად დავასკვნათ, რომ საქართველო, დიდწილად ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციის წყალობით, წარმატებით ახორციელებს საგარეო სავაჭრო ექსპანსიას და მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების სტრატეგიულ ამოცანას“, - წერს იოსებ არჩვაძე.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 19:19

პოლიტიკა

პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

28 მაისი 2026, 19:17

პოლიტიკა

პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

28 მაისი 2026, 19:16

რეგიონი

„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა

„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 19:14

პოლიტიკა

ხმაური პარლამენტში - გახარიას პარტიის წევრების ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცებს“ დაემსგავსა, მმართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს და ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს მათ რიგებში მყოფ „ყოფილ ნაცებზე“ მიუთითეს

ხმაური პარლამენტში - ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატების, სოფო ხორგუანისა და გიორგი შარაშიძის გამოსვლას მმართველი პარტიის წევრები მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.

გიორგი ჯავახიშვილი

28 მაისი 2026, 19:05

სამართალი

გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მკურნალი ექიმი: შემოყვანილია თავის ტრავმით. თქვა, რომ ბლაგვი საგანი აქვს მოხვედრილი, ჩაუტარდა შესაბამისი სტაციონარული მომსახურება, ამჟამად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე

გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ქრონიკას“ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსმა გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა, დაზარალებულს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აქვს.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 18:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს

ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

28 მაისი 2026, 18:50

პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

28 მაისი 2026, 18:49

პოლიტიკა

პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 18:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს

ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

28 მაისი 2026, 18:46

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო

მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა როგორც გზების რეაბილიტაციის, ისე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოები.

28 მაისი 2026, 18:44

მსოფლიო

AXIOS: აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო

აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლებმა მიაღწიეს შეთანხმებას 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებასა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს საბოლოო თანხმობა ჯერ კიდევ არ მიუცია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 18:44

პოლიტიკა

პრემიერი: რაც გაფუჭდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით, ის შეიძლება, გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით, გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ამერიკელ პარტნიორებს მზაობა - გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს

ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, საუბარი გვქონდა სხვადასხვა თემებზე, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან, ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

28 მაისი 2026, 18:35

პოლიტიკა

პრემიერი: მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ჩვენს ხელწერას, კონკრეტული ზომები გატარდა იმ შემთხვევებზე, რაც დაკავშირებული იყო ძალადობასთან, 4 ოქტომბერს, ძალიან მძიმე სისტემური ძალადობის მიუხედავად, მოვახერხეთ, ხელისუფლების გადატრიალების მორიგ მცდელობას დავპირისპირებოდით ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ამ ხელწერით გავაგრძელებთ მომავალშიც მოქმედებას

საკადრო გადაადგილებებმა და სხვა მიღებულმა ზომებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ძალიან მძიმე სისტემური ძალადობის მიუხედავად მოვახერხეთ, ხელისუფლების გადატრიალების მორიგ მცდელობას დავპირისპირებოდით ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ბიძინა გიორგობიანი

28 მაისი 2026, 18:34

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი გორის ინციდენტზე: ამ შემთხვევის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში არამართებულია. ეს არის კონკრეტული ადამიანების დანაშაული და სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაქცია

ამ შემთხვევის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში არამართებულია. ეს არის კონკრეტული ადამიანების დანაშაული და სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაქცია პოლიციელების მიერ ჩადენილ გადაცდომაზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 18:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა

„ეს ხომ აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. როგორ შეიძლება, ვიღაცამ მოითხოვოს ასეთი რადიკალური ოპოზიციისთვის რაიმე ანგარიშის გაწევა. გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა. ლაპარაკობს ირანთან დაკავშირებით და იცით, რამდენი ტყუილი თქვა მან, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, მინიშნებები იყო საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საუბარია საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს მინიჭებული. რაც შეეხება ჩვენს ვაჭრობას, როდესაც ექსპორტი გაქვს 0,5 პროცენტი და იმპორტი 1,5%, იქ საუბარი ზედმეტია სანქციების გვერდის ავლაზე. როდესაც ასეთ დროს ეს სამარცხვინო ადამიანი გამოდის და პირდაპირ ჩადის სამშობლოს ღალატს და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს აშშ-ში, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. პოლიტიკურ ენაზე ამას ჰქვია ღალატი, სამართლებრივ ენაზე რა ჰქვია, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნინო წილოსანი

28 მაისი 2026, 18:27

პოლიტიკა

ნინო წილოსანი რადიკალებზე: ესენი არიან ადამიანები, ვისაც საკუთარ პოლიტიკურ სინდისზე აქვთ ძალიან დიდი დანაშაულები და უდიდესი მავნებლობები

ესენი ინდივიდუალურად და სათითაოდ არიან ადამიანები, ვისაც საკუთარ პოლიტიკურ სინდისზე აქვთ ძალიან დიდი დანაშაულები და უდიდესი მავნებლობები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა რადიკალებთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 18:27

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყებამ ტრამპის მიერ ომანის მისამართით გაჟღერებული მუქარები შეაფასა როგორც სახიფათო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ დონალდ ტრამპის მიერ ომანის მისამართით გაჟღერებული მუქარები შეაფასა როგორც „სახიფათო“.

ბიძინა გიორგობიანი

28 მაისი 2026, 18:27

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი ოპოზიციაზე: იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ გარედან მიღებული შეკვეთების შესრულებით და საქართველოში დესტაბილიზაციის, რევოლუციის და რაღაც სისხლიანი გადატრიალების მოწოდებით ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებენ

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვადამდელი არჩევნებისთვის ვემზადებით. ჩვენ ვემზადებით 2028 წლის არჩევნებისთვის. ნახეთ, რაც გააკეთეს სასოწარკვეთაში ჩავარდნილმა ოპოზიციად წოდებულმა ჯგუფებმა წინა არჩევნების შემდეგ - 40 მანდატზე მეტი მოისროლეს ისე, რომ თავისი ამომრჩევლის ნება უგულებელყვეს და არ შევიდნენ პარლამენტში რევოლუციის იმედად. ახლა ისინი ებღაუჭებიან რაღაც ხავსს, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და რიგგარეშე არჩევნებში რამეს მიაღწევენ. რიგგარეშე არჩევნებში რას უნდა მიაღწიონ? რიგით არჩევნებში ვერ აღწევენ ვერაფერს უკვე რამდენიმე წელია. ამის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ გარედან მიღებული შეკვეთების შესრულებით და საქართველოში დესტაბილიზაციის, რევოლუციის და რაღაც სისხლიანი გადატრიალების მოწოდებითა და იმედით ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებენ. გამორიცხულია“, - აცხადებს გიორგობიანი.

ნინო წილოსანი

28 მაისი 2026, 18:20

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: გუშინდელი ფაქტი იყო ნამდვილად გადაცდომა და ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით არის ის მყისიერი რეაგირება, რომელიც მოჰყვა მას

გუშინდელი ფაქტი იყო ნამდვილად გადაცდომა და ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით, არის ის მყისიერი რეაგირება, რომელიც მოჰყვა მას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 18:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია, რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა

ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია. რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.