IMEDI /  19 აგვისტო 2020, 17:52 / სანდო წყარო

ანდრია გვიდიანი: საქართველომ შეძლო ის, რაც ბევრმა ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ ვერ მოახერხა

ანდრია გვიდიანი

ანდრია გვიდიანი

პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო პრაქტიკულად ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგა. ბევრ ქვეყანას გაუუარესდა სუვერენული რეიტინგები, მათ შორის, „ფიტჩის“ მხრიდანაც. თუმცა საქართველომ მოახერხა და შეინარჩუნა „BB“ დონეზე საკრედიტო რეიტინგი, რაც განპირობებულია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით, რაც ბოლო წლებში ტარდება საქართველოში და ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძელით ის, რაც ვერ მოახერხა ბევრმა ჩვენზე ძლიერი და განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფომ, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ანდრია გვიადიანმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან გამართულ შეხვედრაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ეკონომიკის კვლევითი და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მთავარ საკითხს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „ფიტჩის“ მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად „BB“ ნიშნულზე დატოვება და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დადებითი შეფასება იყო.

სააგენტოს ანგარიში ნათლად ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ. ანგარიშის თანახმად, საიმედო და თანმიმდევრულმა პოლიტიკის ჩარჩომ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას შოკების მიმართ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რისკების შემცირებას. ეროვნული ბანკის გატარებულმა მაკროპრუდენციულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო საფინანსო სექტორის სტაბილურობას, ხოლო შეზღუდულმა სავალუტო ინტერვენციებმა შეარბილა სავალუტო კურსის მერყეობა.

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

ყველა სიახლე

01 სექტემბერი 2026, 13:47

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე 12 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გვიან ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას საერთო ჯამში 12 ადამიანი ემსხვერპლა.

დავით  მათიკაშვილი

01 სექტემბერი 2026, 13:42

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უნგრეთის ახალი ხელისუფალი საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიუროკრატია უნგრეთის მიმართ ატარებს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფალი კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიურიკრატები მათ მიმართ ატარებენ.

01 სექტემბერი 2026, 13:33

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გახსნა

ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების განხილვის პროცედურები იწყება.

01 სექტემბერი 2026, 13:32

საზოგადოება

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს აცხადებს

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge/ საშუალებით.

01 სექტემბერი 2026, 13:32

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: ჩვენი მიზანია, მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს ხარისხიანი განათლება და საკუთარი ცოდნა და პროფესიული წარმატება ქვეყნის წინსვლას მოახმაროს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც წელს წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და პირველკურსელის სტატუსი მოიპოვეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სტუდენტური წლები უსურვა.

01 სექტემბერი 2026, 13:30

სამართალი

თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას. ასევე, დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 13:22

მსოფლიო

Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის მხარდასაჭერად 4 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის გასაძლიერებლად 4 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

01 სექტემბერი 2026, 13:17

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს

იონათამიშვილი ოპოზიციის ქმედებებს აღნიშნულ 9 პირთან დაკავშირებით „ამორალური პროპაგანდის ფსკერს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ამ ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

რატი იონათამიშვილი

01 სექტემბერი 2026, 13:14

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: 226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს

იონათამიშვილის განცხადებით, შეწყალების აღნიშნული აქტი არის იმ ჰუმანური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღევანდელობაში ახორციელებს.

ლევან მახაშვილი

01 სექტემბერი 2026, 13:08

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი „გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს

ისლანდიის რეფერენდუმი არ იყო ევროპული იდეის მარცხი. ის იყო ბრიუსელის პოლიტიკის მარცხი და შეხსენება, რომ ევროპული იდეის საფუძველში დგანან ევროპის სახელმწიფოები და რომ ევროპა იქნება არა ის, თუ რას ხედავენ ბრიუსელის ბიუროკრატები საკუთარი ფანჯრებიდან, არამედ ის, თუ რა უნდათ ევროპულ ხალხებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

01 სექტემბერი 2026, 13:05

ეკონომიკა

ანაკლიის აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა - ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ

ამჟამად ხმელეთის მხარეს ქვისა და ღორღის ჩაყრის/ტალღმტეხის საწყისი ტანის პირველი მონაკვეთი შენდება, რომლის დასრულების შემდგომ მშენებლობა ზღვაში გადაინაცვლებს. დაღრმავებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიის აკვატორიაში ზღვის ფსკერი დაახლოებით 17.5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1,376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:57

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნანა კაკაბაძე

01 სექტემბერი 2026, 12:56

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ნანი ბრეგვაძის მაღალი დონის პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩვენც სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას ცდილობს და ბევრისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას სრული უფლება აქვს ობიექტურად შეაფასოს, მათ შორის გაშარჟებით, მისი სამოქალაქო პოზიცია და არა მისი პროფესიონალიზმი

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ნანი ბრეგვაძის შემოქმედების გაშარჟებით გამოწვეულ კრიტიკას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში „აკაცუკების“ პოზიცია ორმაგ სტანდარტს ეფუძნება.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 12:54

მსოფლიო

POLITICO: „რესპუბლიკელებს“ ირანისადმი ტრამპის პოლიტიკის მიმართ მოთმინება ეწურებათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ ირანის ეკონომიკის ნელ-ნელა „დახრჩობით“ იმუქრება, მომდევნო მომენტში კი აცხადებს, რომ ქვეყანას სწრაფი და მასირებული დაბომბვით დანებებას აიძულებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 12:44

კულტურა

კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას

კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ზურაბ სიჭინავა

01 სექტემბერი 2026, 12:40

ეკონომიკა

ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა

„ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა“, - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე

საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი

ყველას, ვისაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საზოგადოებას ღიად ვუთხრათ, სად მთავრდება პოლიტიკური კრიტიკა და სად იწყება ისეთი უპასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი გზა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

01 სექტემბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა