imedi /  26 აგვისტო 2020, 12:06 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: პოსტპანდემიურ პერიოდში USAID-ის მხარდაჭერა გაიზრდება ისეთი სექტორების მიმართ, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, ელექტრონული კომერცია და ინფორმაციული ტექნოლოგიები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს პიტერ ვიბლერს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიმდინარეობასა და სამომავლო სიახლეებზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის ისეთი სექტორებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფას, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს როგორც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების - ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს გააცნო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოებს შორის თანამშრომლობის პროგრესის შესახებ პროდუქტების განვითარების, მარკეტინგის, სტრატეგიისა და ახალ კორონავირუსთან (COVID-19) ბრძოლისას მხარდაჭერის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ძალისხმევა მიმართულია ეკონიმიკური ზრდისა და განვითარებისთვის ისეთ ღირებულებათა ჯაჭვებსა და სექტორებში, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, კრეატიული ინდუსტრია, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები და მყარი ნარჩენების მართვა. ითქვა, რომ პროგრამა მუშაობს სახელმწიფო სააგენტოებთან ინვესტიციების მოზიდვის, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნისა და გაყიდვების გაზრდის მიმართულებით.

„აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, გააფართოვოს თავისი დახმარება, თანადგომა და დაფინანსება იმ პროგრამების განხორციელების მიმართულებით, რომელთაც სააგენტო ეკონომიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებთან ერთად ახორციელებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მინისტრის განცხადებით, პირველ რიგში, ესაა ტურიზმი და მისი მხარდაჭერა რთულ პოსტპანდემიურ ვითარებაში, ასევე საინვესტიციო პოლიტიკის მხარდაჭერა განსაკუთრებით ისეთ დარგებში, სადაც მაღალი ღირებულება იქმნება. მათ შორის საუბარია მხარდაჭერაზე ტრენინგების, გადამზადების, ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სახელმწიფო ქონების პრივატიზება, რომლის ფარგლებში ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სახელმწიფოს პოტენციური ინვესტორების მოზიდვაში მხარდაჭერას აღმოუჩენს.

„ასევე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეწევა ელექტრონულ კომერციას და სხვა მაღალტექნოლოგიურ დარგებს. დიგიტალიზაციის ხარისხის ზრდა სწორედ ის ტენდენციაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდა, რეალურად ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. მთავარი მიზეზი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროგრამის გაგრძელება, შემდეგია: ის ხელს უწყობს ეკონომიკის აღდგენას კორონავირუსის შემდეგ და მოიცავს ისეთ პროგრამებს, რომლებიც მანამდე არ შედიოდა ამ პროგრამის ფარგლებში. საუბარია მსუბუქი მრეწველობაზე, ელექტრონული კომერციაზე, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე და სხვა.“ - განაცხადა USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა.

ყველა სიახლე

28 იანვარი 2022, 15:57

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

28 იანვარი 2022, 15:28

საზოგადოება

31 იანვრიდან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თბილისის სერვის ცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 31 იანვრიდან თბილისის სერვის ცენტრებში დროებით ზღუდავს ვიზიტს და მომხმარებლებს დისტანციურ რეჟიმში მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ „ჯივიპი“ ავრცელებს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი

28 იანვარი 2022, 15:15

საზოგადოება

გორის სამხედრო ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოკადრების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამონტაჟდა კამერები. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან უკან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა 30 დეკემბერს, 00:15 საათზე. რადგან აღნიშნული კამერები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მიზნებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა.

28 იანვარი 2022, 15:09

თემა

ვინ და რატომ არის ლიდერი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში?

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული გლობალური ბრენდების ათეულში წამყვანი პოზიციები კვლავ ამერიკულმა IT- კონცერნებმა დაიკავეს. პირველ ასეულში მხოლოდ რამდენიმე გერმანული კომპანია მოხვდა. აღნიშნული ჩამონათვალი Deutsche Welle-მ გაგვაცნო.

ლევან ვეფხვაძე

28 იანვარი 2022, 14:56

ეკონომიკა

ლევან ვეფხვაძე: ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი იყო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი და აუცილებელი იყო, ვინაიდან სექტორი ბირჟაზე გადადის და „თელმიკოს“ ელექტროენერგიის ყიდვა ბირჟაზე მოუწევს.

ნონა გაფრინდაშვილი

28 იანვარი 2022, 14:46

საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია - მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ

როგორც მოჭადრაკის განცხადებაში წერია, პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

28 იანვარი 2022, 14:45

სამართალი

სუსი: ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

28 იანვარი 2022, 14:44

სამართალი

საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დაიკითხა სამი მოწმე, მფლობელი და გამქირავებლები იმ ავტომობილისა, რომელსაც ბრალდებულები იყენებდნენ.

ოთარ ჩოკოშვილი

28 იანვარი 2022, 14:36

COVID19

ოთარ ჩოკოშვილი: ეს არ არის ბოლო ანტირეკორდი, სამწუხაროდ კოვიდინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება კიდევ იქნება

ასეთი ანტირეკორდული მაჩვენებლები ჯერ არ დაფიქსირებულა აქამდე და ეს არ არის ბოლო ანტირეკორდი. სამწუხაროდ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება კიდევ იქნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ომიკრონი“ უმეტესად მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, არა.

28 იანვარი 2022, 14:32

რეგიონი

აჭარიდან 38 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის სეზონი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ წლევანდელი სეზონი გამორჩეული იყო, რაც თითოეულ მეციტრუსე ფერმერზე დადებითად აისახა.

ალუდა ღუდუშაური

28 იანვარი 2022, 14:32

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: როდესაც დიპლომატიურ სტანდარტს გიწუნებს მხარე, რომლის დროსაც ქვეყანამ ტერიტორიები და გმირები დაკარგა ცოტა უხერხულია ამათგან ასეთი პოლიტიკური კეკლუცობა

როდესაც დიპლომატიურ სტანდარტს გიწუნებს მხარე, რომლის დროსაც ქვეყანამ ტერიტორიები და გმირები დაკარგა ცოტა უხერხულია ამათგან ასეთი პოლიტიკური კეკლუცობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

28 იანვარი 2022, 14:30

პოლიტიკა

საკომიტეტო მოსმენაზე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაჩქარებული წესით შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, ჩამოყალიბდეს სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის იმგვარი მოდელი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად აღსრულდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაინერგოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც მორგებული იქნება როგორც ქვეყნის არსებულ რეალობას, ასევე მიმართული იქნება ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვისკენ.

სერგეი ლავროვი

28 იანვარი 2022, 14:22

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: ომი არ გვსურს, თუმცა ჩვენი ინტერესების უგულებელყოფას არ დავუშვებთ

რუსეთი ომში დაინტერესებული არ არის, თუმცა უსაფრთხოების სფეროში თავისი ინტერესების უგულებელყოფას არ დაუშვებს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

28 იანვარი 2022, 14:21

საზოგადოება

ოკუპანტები სოფელ ჯარიაშენთან გააქტიურდნენ - ე.წ. ბორდერიზაციის თაობაზე ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები

კირბალისა და მეჯვრისხევის შემდეგ, ოკუპანტები ჯარიაშენთანაც გააქტიურდნენ. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით თხრილებია გაკეთებული. ადგილობრივების თქმით, ეს ის ადგილია, რომელსაც სოფელი საძოვრად იყენებდა. სუსი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, საკითხი უკვე განიხილეს ოც იანვარს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე. უკანონო სამუშაოს შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორებიც.

იაგო ხვიჩია

28 იანვარი 2022, 14:20

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან

„ვფიქრობთ, რომ სოლიდარობა სხვანაირად უნდა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ. რითაც შეგვეძლება, ყველა ჩვენი საშუალებით დავაფიქსირებთ სოლიდარობას. ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან, უფრო შიდაპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია - ვინ უფრო მამაცია და ვის უფრო გულმხურვალედ უყვარს უკრაინელი ხალხი და მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა საჩვენო საქმე არაა”,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ანა ბუჩუკური

28 იანვარი 2022, 14:20

პოლიტიკა

ანა ბუჩუკური: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კანონპროექტის საკომიტეტო და პლენარულ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ

„ინიციირებული გვაქვს, ჩემი აზრით, ოპოზიციისთვისაც მისაღები პროექტი. ყველა ის საკითხი, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, წარმოდგენილი იყო ჩვენს რეზოლუციის პროექტში. ჩვენ დავაფიქსირეთ უკვე პოზიცია, რომ ჩვენთვის ეს ზეპარტიული საკითხია. არ გვაქვს კომპლექსი, რომ ამა თუ იმ კანონპროექტს მაინც და მაინც ვიღაცის სახელი ერქვას. მთავარია, კანონპროექტის არსებით შინაარსზე შევთანხმდეთ. შესაბამისად, საკომიტეტო და პლენარულ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ. წარვადგენთ ჩვენს კონკრეტულ წინადადებას. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ თემაზე მაინც პოლიტიკური პარტიები შეთანხმებას შევძლებთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

პაატა მანჯგალაძე

28 იანვარი 2022, 14:12

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: თუ რუსეთს სიმხდალე ვანახეთ, ხვალ ეს ქვეყანა გაგვიბედავს უფრო მეტს

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი. მისი შეფასებით, მმართველი გუნდი „სირაქლემას პოზიციაშია“.

კახა კალაძე

28 იანვარი 2022, 13:54

საზოგადოება

კახა კალაძე: ბიზნესში ხელს არავის ვუშლით, მაგრამ როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს ათიათასობით ადამიანს უშლის

ბიზნესისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში ხელს არავის ვუშლით, თუმცა როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს, – ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის გადაწყვეტილებაზე.

28 იანვარი 2022, 13:52

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მრჩეველს, ჟულიენ კრამპს და ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების პროგრამის მრჩეველს, ანე ბირგიტე ჰენსენს.

28 იანვარი 2022, 13:52

ტექნოლოგიები

საიდუმლო ჩათის „დასქრინშოთების“ შემთხვევაში, Facebook-ის მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს

Messenger-ის საიდუმლო ჩათის „დასქრინშოთების“ შემთხვევაში, Facebook-ის მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს. ამ სიახლის შესახებ თავად სოციალური ქსელის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა დაწერა.