IMEDI /  02 ოქტომბერი 2020, 18:28 / სანდო წყარო

ბექა ლილუაშვილი: საქართველო, ცალკე აღებული ქვეყანა, ვერ შეძლებს გარდამტეხი ცვლილებები შეიტანოს იმ გლობალურ გარემოში, რომელიც ჩვენს ეკონომიკაზე მოქმედებს

ბექა ლილუაშვილი

ბექა ლილუაშვილი

პანდემია არის გლობალური ხასიათის და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. შესაბამისად საქართველო ცალკე აღებული ქვეყანა ვერ შეძლებს გარდამტეხი ცვლილებები შეიტანოს იმ გლობალურ გარემოში, რომელიც ჩვენს ეკონომიკაზე მოქმედებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„პანდემიის შედეგად ეკონომიკური გამოწვევები იზრდება, იზრდება უმუშევრობის მაჩვენებელი, შესაძლოა გაიზარდოს სიღარიბე გლობალურად, შემცირდეს ინვესტიციები და ა.შ. ეს არის გლობალური მოცემულობა, რომელიც, რა თქმა უნდა, საქართველოზეც იქონიებს გავლენას და ეს გავლენა უკვე გვაქვს. ხელისუფლების მთავარი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად შეამციროს ეს უარყოფითი ზეგავლენა, რასაც ჩვენ ფაქტობრივად პანდემიის პირველი დღიდან ვაკეთებთ. ვცდილობდით მინიმიზაცია გაგვეკეთებინა ანტიკრიზისული ღონისძიებებით. დავხმარებოდით ბავშვებს, დავხმარებოდით მოსახლეობას კომუნალური გადასახადების დაფინანსებაში, დავხმარებოდით ბიზნესს იმაში, რომ მინიმუმამდე დაგვეყვანა სამსახურიდან გაშვებულთა რაოდენობა. ეს პროცესი გრძელდება. ზამთრის თვეებში ასევე მივეხმარებით მოსახლეობას, რომ გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

ყველა სიახლე

28 ოქტომბერი 2020, 17:50

საზოგადოება

Public Opinion Strategies-ის მიერ გამოკითხულთა 41% ფიქრობს, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა შეიცლება თუ არა - გაუმჯობესდება თუ გაუარესდება. ჯამში, რესპონდენტთა 41% ფიქრობს, რომ გაუმჯობესდება, 27% ჯამში ფიქრობს, რომ გაუარესდება, ხოლო 17% ამბობს, რომ იგივე დარჩება.

28 ოქტომბერი 2020, 17:46

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 500 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 500 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულ მონაცემებს სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჯანდაცვის ორგანოების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:42

საზოგადოება

კახა კალაძე: თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზად არის და ქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება

კახა კალაძის თქმით, თემქის ხევის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა ნაძალადევში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:37

პოლიტიკა

კახა კალაძე: მინდა, მივმართო ჩვენს მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პროვოკაციებს

კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს მივმართო ნაძალადევის რაიონიდან, ჩვენ გამარჯვებამდე დარჩა სამი დღე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:34

საზოგადოება

Public Opinion Strategies-ის მიერ გამოკითხულთა 51% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დასაქმებასა და უმუშევრობას ასახელებს

დასაქმება და უმუშევრობა 51%, სიღარიბე და სოციალური დახმარება 32%, ოკუპირებული ტერიტორიები 27%, ფასების ზრდა 19%, კორონავირუსი 17%, განათლება 13%, ჯანდაცვა 12%, პენსიები 11%, შიდა პოლიტიკური უსაფრთხოება 6%, საგარეო საფრთხეები 4%.

გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 17:32

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, საბოლოო მიზანი კი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა

ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, ხოლო საბოლოო მიზანი არის სრულფასოვანი წევრობა ევროატლანტიკურ ოჯახში. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი თაობებისთვის, - ამის შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:30

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ კვლავ ჩააბაროს ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“

„მთავარი თემა, მთავარი განწყობა, რაც მე დავინახე ეს იყო, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ ჩააბაროს კვლავ ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“. მე ეს მტკიცედ დავინახე მათი დამოკიდებულებიდან და ეს არ იყო საარჩევნო პროცესებზე საუბარი. ეს იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ყოფით ნაწილზე, იმ გამოწვევებსა და იმ მომავალ გეგმებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს ნაძალადევის რაიონში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

Public Opinion Strategies-ის გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ კახა კალაძის მიერ შესრულებული სამუშაო მოსწონს

კითხვაზე მოგწონთ თუ არა თბილისის მერის თანამდებობაზე კახა კალაძის მიერ შესრულებული სამუშაო, რესპონდენტთა 59% ამბობს, რომ მოსწონს, 29% ამბობს, რომ არ მოსწონს. ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ი შეასრულებს.

28 ოქტომბერი 2020, 17:22

მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობა: საფრანგეთი არასდროს დათმობს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, გაბრიელ ატალის განცხადებით, საფრანგეთი არასდროს დათმობს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს.

გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 17:20

პოლიტიკა

„იმედის“ დაკვეთით გამოკითხულთა 68% ამბობს, რომ გიორგი გახარიას მიერ შესრულებული სამუშაო მოსწონს

კითხვაზე, მოგწონთ თუ არა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესრულებული სამუშაო, რესპონდენტთა 68% ამბობს, რომ მოსწონს, 23% ამბობს, რომ არ მოსწონს. ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ი შეასრულებს.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:17

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მზრუნველი და დამხმარე გახდა, უსმენს ადამიანებს და ყველაფერს აკეთებს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში

კარგად იცით რომ წლების განმავლობაში არა მხოლოდ ნაძალადევს რაიონი, არამედ მთელი თბილის მთლიანად იყო მიტოვებული, ადამიანებს არ ჰქონდათ განვითარების შესაძლებლობა, დამკვიდრებული იყო უიმედობა და სრული ნიჰილიზმი, თუმცა 2012 წლის შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:09

რეგიონი

ანაკლიაში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა

ანაკლიაში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა. ამ დრომდე ანაკლიაში სახანძრო-სამაშველო დანაყოფი არ იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შენობის გახსნასთან ერთად შეიქმნა და ამოქმედდება ახალი სახანძრო-სამაშველო განყოფილება, რაც გაზრდის სტიქიაზე რეაგირების ეფექტიანობას.

28 ოქტომბერი 2020, 17:00

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 928 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 928 ადამიანს გამოუვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 52,137 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 699 ადამიანი. ვირუსისგან 42,033 პაციენტი განიკურნა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

28 ოქტომბერი 2020, 16:52

მსოფლიო

ერდოღანი: საფრანგეთი ემანუელ მაკრონის მანკიერ, პროვოკაციულ და სიძულვილით სავსე პოლიტიკაზე უკეთესს იმსახურებს

ჩვენთვის ღირსების საკითხია, ჩვენს წინასწარმეტყველზე თავდასხმებს წინ აღვუდგეთ, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ხვიჩა კვარაცხელია

28 ოქტომბერი 2020, 16:52

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევით, ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „ჩემპიონატს“ გერმანულ კლუბში თავისმა წყარომ განუცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 16:47

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის 8,616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

შვეიცარიაში კორონავირუსის 8,616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ დადასტურებული შემთხვევები შვეიცარიასა და მეზობელ ლიხტენშტაინში 135,658-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განამვლობაში 24 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში ლეტალური მაჩვენებელი 1,954-მდე გაიზარდა.

28 ოქტომბერი 2020, 16:47

რეგიონი

თბილისის მერიამ სენაკს 11 ავტობუსი გადასცა

თბილისის მერიამ სენაკს 11 მუნიციპალური ავტობუსი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტობუსები ნოემბრის ბოლოდან მოემსახურებიან მოქალაქეებს და უზრუნველყოფენ მათ დროულ და კომფორტულ გადაადგილებას.

28 ოქტომბერი 2020, 16:39

კულტურა

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“ იწყება

„ალტერნატიული ტალღა 2020”-ის მთავარი მიზანია მცირებიუჯეტიანი მხატვრული ფილმების პროექტების განვითარება უცხოელი და ქართველი კინოპროფესიონალების დახმარებით. პლატფორმა ძირითადად ფოკუსირებულია ქართულ კინოპროექტებზე, თუმცა რამდენიმე წლის წინ მას შავი ზღვის რეგიონიც (თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი) შეუერთდა.

ფირუზ გელაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 16:35

COVID19

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსი ფირუზ გელაშვილი, რომლის ოჯახის წევრებიც ინფიცირებული არიან, ტესტირებაზე უარს აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსის ფირუზ გელაშვილის ოჯახის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ფონზე გელაშვილი სპეციალისტების მოწოდებაზე, რომ მან კორონავირუსზე კვლევა ჩაიტაროს და თვითიზოლაციაში გადავიდეს კატეგორიულ უარს აცხადებს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

28 ოქტომბერი 2020, 16:35

საზოგადოება

სოფიო ქაცარავამ ბრისტოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ ბრისტოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრებზე განხილულ იქნა ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივები, ასევე დაძმობილებულ ქალაქებს თბილისსა და ბრისტოლს შორის ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერების პერსპექტივები.