imedi /  25 აგვისტო 2026, 15:01 / სანდო წყარო

წალკის მუნიციპალიტეტში 4.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წალკის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა–ბარეთი–თეჯისი–ჩივთქილისა–ხაჩკოი–გუმბათი–ავრანლოს საავტომობილო გზის 4.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი (კმ7–კმ11) გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე. არსებული გზა გრუნტოვანია, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების პირობები და საგზაო უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობის დრო და გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯები.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 2-ზოლიანი გზის სავალი ნაწილი, გვერდულები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და ღარები, წყალგამტარი მილები და გაბიონის კედელი. ასევე, დამონტაჟდება შესაბამისი საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.6 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ყველა სიახლე

25 აგვისტო 2026, 15:04

პოლიტიკა

ლაშა გეგეჭკორი: „თიბისი ბანკი“ 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს, 2018 წელს დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა - მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს

ჩემს ოჯახს “თიბისი ბანკიდან” მცირე ბიზნესისთვის 2007 წელს აღებული ჰქონდა 10 000 აშშ დოლარის (იპოთეკური) და 3 000 ლარის (სამომხმარებლო) სესხი, რომელსაც ვიხდიდით გრაფიკის შესაბამისად, - წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, ლაშა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

ვალერი ზალუჟნი

25 აგვისტო 2026, 14:58

მსოფლიო

ვალერი ზალუჟნი: უკრაინისთვის ყველაზე იდეალური ვარიანტი ომის გლობალური გადაწყვეტილებით დასრულებაა. დღეს ომის სამართლიან დასრულებაზე ვერ ვისაუბრებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ახალი მიდგომა და პარტნიორებთან ერთად საკითხის გლობალური გადაწყვეტა არის საჭირო.

25 აგვისტო 2026, 14:57

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა

ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ მეწარმე ცხოველების დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა. ამასთან, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა საქმიანობას.

შაკო კუჭაშვილი

25 აგვისტო 2026, 14:41

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ „ნაცებმა“ და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა პრობლემა - ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ უმადურობაა

სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ქველმოქმედებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, მათ შორის, ფონდი „ქართუს“ მიერ 2018 წელს განხორციელებულ უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე აკეთებს აქცენტს, რომლის წინააღმდეგაც ბოლო დღეებში კამპანიაა აგორებული.

გია აბაშიძე

25 აგვისტო 2026, 14:24

პოლიტიკა

გია აბაშიძე ფონდი „ქართუს” განცხადებაზე: რადიკალებისთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ 2018 წლის პროგრამაში რამე გაუგებარია. პრობლემა ის არის, რომ ამ მასშტაბის ქველმოქმედებას ვერ აუქმებენ ამიტომაც, დარჩათ ერთადერთი იარაღი - შექმნან სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არსებობს

რადიკალების მორიგი მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის ქველმოქმედების ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდიც „ფარსად“ და „ტყუილად“ გამოაცხადონ, არა მხოლოდ უსუსური, არამედ სასოწარკვეთილი პოლიტიკური სიყალბეა. და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო „ფონდ ქართუს“ ასეთი დეტალური განმარტება - იმიტომ, რომ ნაცუბირები შეგნებულად ურევენ ერთმანეთში ფაქტს, ჭორსა და საკუთარ პოლიტიკურ სურვილს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ლიზა გეგეჭკორი

25 აგვისტო 2026, 14:23

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე: ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის სიკეთეს თვალი გაუსწორონ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ისევ იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ნუ აჰყვებით ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს - ფაქტები ჯიუტია და ამ ისტორიულ ქველმოქმედებას ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს!

„ნაცაკუცების მორიგი სასოწარკვეთილი ტყუილი და ფონდ „ქართუს“ მკაფიო პასუხი! ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად აგორდა მორიგი ბინძური კამპანია და ყალბი ინფორმაცია 2018 წლის უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ დღეს ამომწურავი, ფაქტებზე დაფუძნებული განცხადება გაავრცელა. მოდით, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ უტიფარ მატყუარებს რეალური ციფრები, რომელთა წაშლასაც ასე უშედეგოდ ცდილობენ:

25 აგვისტო 2026, 14:23

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო პირი, რომელიც საჯარო სივრცეში უმისამართოდ იგინებოდა. ასევე, 1500 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე, რომელმაც კონკრეტულ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ალექსანდრე სოლაშვილის საქმე განიხილა. ის უმისამართოდ იგინებოდა საჯარო სივრცეში. სასამართლომ სოლაშვილი სამართალდამრღვევად ცნო. დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

ფრიდრიხ მერცი

25 აგვისტო 2026, 14:14

მსოფლიო

POLITICO: ლაიფციგის აეროპორტში კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინეს. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია საფრთხეშია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონების აღმოჩენა აჩვენებს, რომ გერმანია „რეალური საფრთხეების წინაშეა“. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 14:14

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

„25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

იოსებ ალიბეგაშვილი

25 აგვისტო 2026, 14:08

რეგიონი

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

25 აგვისტო 2026, 14:08

სამართალი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის მომდევნო პროცესი 19 ოქტომბერს გაიმართება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას მსჯავრდებული არ ესწრებოდა. მან უარი თქვა სასამართლოში გამოცხადებაზე.

ვანო ჩხარტიშვილი

25 აგვისტო 2026, 13:47

პოლიტიკა

ვანო ჩხარტიშვილი: „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორის“ გასხვისების პროცესთან ჩემი სახელის დაკავშირება სრულიად უსაფუძვლოა და „ტვ პირველის“ მხრიდან სიცრუის მორიგ ტირაჟირებას წარმოადგენს

„ტვ პირველის“ მიერ ჩემ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. არც „ტერაბანკისა“ და არც სასტუმრო „ბილტმორის“ შესაძლო გასხვისების პროცესში ვყოფილვარ ჩართული, არც შუამავლობა გამიწევია და არც სიუჟეტში დასახელებულ პირებთან მქონია შეხვედრა ამ საკითხზე.

ცოტნე ანანიძე

25 აგვისტო 2026, 13:40

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, თუმცა, რეალობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციები

მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, - ასე ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველო გაეროში უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას შეუერთდა.

25 აგვისტო 2026, 13:36

მსოფლიო

რუსული მედია: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი Boeing C-17A Globemaster III მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 13:27

ჯანდაცვა

თელავში ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

თელავში, მაისის ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები, თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა.

25 აგვისტო 2026, 13:17

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა.

25 აგვისტო 2026, 13:09

მსოფლიო

Euractiv: სოლიდარობა კიევის ხაზინას ვერ შეავსებს

Euractiv-ის ინფორმაციით, ორშაბათს კიევის სოფიის მოედანზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროპის რვა ლიდერი შეიკრიბა. ქალაქისთვის, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების სამიზნე იყო, მათი ყოფნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი და მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გახდა.

ვუდი ალენი

25 აგვისტო 2026, 12:51

კულტურა

ვუდი ალენი ახალ ფილმზე მუშაობს

ოქტომბერში ესპანეთში ვუდი ალენის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებები დაიწყება. Deadline-ის ცნობით, პროექტი „უპირატესად ინგლისურენოვანი“ იქნება. ფილმში მონაწილეობას მიიღებს მსახიობთა „ვარსკვლავური შემადგენლობა“, რომელიც ჯერ ბოლომდე არ დაკომპლექტებულა. ამ ეტაპზე ასევე უცნობია სურათის სახელწოდება და სიუჟეტის დეტალები.

თენგიზ შარმანაშვილი

25 აგვისტო 2026, 12:50

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ პარლამენტის წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, შემდეგ, მათი პატრონების დავალებით, მოკიდეს ხელი თავის ინფრასტრუქტურას და გადაიტანეს ესტონეთში, რაღაც დანგრეულ შენობაში და რას აკეთებენ, კაცმა არ იცის

როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ ამ შენობის [პარლამენტი] წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.