imedi /  15 ოქტომბერი 2020, 16:16 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: ოქტომბრის ბოლომდე გავზრდით არსებული რეგულარული ფრენების სიხშირეს ევროპის მიმართულებით, ნოემბრიდან კი მოხდება ფრენების რაოდენობის ეტაპობრივი გახსნა

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ოქტომბრის ბოლომდე გავზრდით არსებული რეგულარული ფრენების სიხშირეს ევროპის მიმართულებით, ნოემბრიდან კი მოხდება ფრენების რაოდენობის და მიმართულებების ეტაპობრივი გახსნა. ეს ძალიან დაგვეხმარება, მათ შორის, ორგანიზებულად საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის უზრუნველყოფაში არჩევნებისთვის. ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად სინერგიაშია ადაპტაციის პოლიტიკასთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, მინისტრის განცხადებით, ამის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ძირითადად საუბარია ფრენებზე ევროპის მიმართულებით, რომლებიც შესრულდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.

მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ამოქმედება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რეგულარულ რეისებს უფრო აქტიურად ბიუჯეტური ავიაკომპანიებიც შეასრულებენ.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულია ეპიდემიოლოგიებთან შეთანხმებით. ასევე ჯანდაცვის სექტორთან ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ყველა შემომსვლელს ექნება ვალდებულება, წარმოადგინოს PCR ტესტის ლაბორატორიული შედეგები. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ალტერნატივა, კვლავაც სავალდებულო კარანტინი გაიარონ, ან წარმოადგინონ ნეგატიური ტესტის შედეგი და წავიდნენ თვითიზოლაციაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ უფლებით ისარგებლებს. ეს, ერთი მხრივ, გვაძლევს საშუალებას, რომ კვლავინდებურად ვმართოთ ეპიდვითარება და მოვახდინოთ რისკების პრევენცია, მაგრამ, ამავდროულად, არ შევზღუდოთ და გავზარდოთ მობილობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში შემოვა მეტი ტურისტი, თუ, რა თქმა უნდა, გლობალური ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს. ბიზნეს-ვიზიტორებიც უფრო მეტად შემოვლენ და ჩვენი მოქალაქეებისთვისაც უფრო მარტივი იქნება მიმოსვლა“, - განაცხადა მინისტრმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 01:25

COVID19

დონალდ ტრამპის კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კეილი მაკინენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან ტელედებატებამდე რამდენიმე საათით ადრე კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, რომლის პასუხი უარყოითი იყო.

ნიკა ლალიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 01:15

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: უკვე ფული აღებული აქვთ, გარეჯი გაყიდულია და იძულებულები არიან, დაიცვან ის ექსპერტები, რომელთა ხელითაც ჩაიდინეს ღალატი

უკვე ფული აღებული აქვთ, გარეჯი გაყიდულია. ახლა, იძულებულები არიან, დაიცვან ის ადამიანები, ის ექსპერტები, რომელთა ხელითაც ეს საშინელი, ამაზრზენი ღალატი ჩაიდინეს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში „პოზიცია“, სადაც წინა ხელისუფლების მიერ დავით გარეჯის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება განიხილეს.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 01:08

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყველა ღირსეული ქართველისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ დავით გარეჯის რუკა ნაპოვნია

ყველა ღირსეული ქართველისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ დავით გარეჯის რუკა ნაპოვნია, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლიდან ამ კაცთ მოძულეებს მარტო ხელისუფლება კი არ გამოვტაცეთ ხელიდან, ჩვენ მათ გამოვტაცეთ ის ძალაუფლება, რომლითაც ისტორიულად დაამახინჯებდნენ ჩვენს ქვეყანას.

23 ოქტომბერი 2020, 01:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ბოლო ტელედებატებს გამართავენ

ტენესის შტატის ქალაქ ბელმონტში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი ბოლო ტელედებატებს გამართავენ.

ნიკა ლალიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:43

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათთვის ადამიანის სიცოცხლეს კონკრეტული ფასი აქვს

„მათთვის ადამიანის სიცოცხლეს კონკრეტული ფასი აქვს. თუ ეს 500 ათასი დოლარია მაშინ მოსულა მაგის გადახდა, ხოლოდ 4 მილიონი თუ წაიღო. მაშინ უნდა დაგეხოცათ! ის ლიმონკაც უნდა აეფეთქებინათ. აი, მაშინ სწორი იყო. სინამდვილში პირიქითაა. 40 მლნ რომ მიეცა სახელმწიფოს, ხომ უფრო უფრო მაგარი გამოჩნდებოდა სახელმწიფო?!“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:41

საზოგადოება

ირაკლი სესიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა და აჩვენა, რომ უპირატესია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა

ეს ის პოლიტიკური კლასტერია, რომელიც ძალაუფლებისთვის ნებისმიერ პროპაგანდაზეა წამსვლელი. სააკაშვილის საუბრებს ვისმენ ადამიანების სიყვარულზე, ჩემზე ძაან სამშობლო ვის უყვარსო, ამ ყველაფერს რომ ისმენ, უკვე ხვდები ვისთან გაქვს საქმე,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:39

სამართალი

ირაკლი სესიაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: შსს-მ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ზოგიერთ ტელევიზიას ფანტაზიაში მოუვა

მედია ინტერესდება, რომ მოხდეს პირის იდენტიფიცირება და ხომ არ ჰყავს ამ პირს თანამზრახველი. ზოგიერთმა პოლიტიკურმა მედიამ უკვე პარალელური გამოძიება დაიწყო. ეს არის მათი პოლიტიკური არჩევანი და სტრატეგია, რომ ამ ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაიმყარონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: პოლიცია კი არა, პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დამოკიდებულება შეიცვალა

პოლიცია კი არა, პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დამოკიდებულება შეიცვალა, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში პოლიციას ჰქონდა პოლიტიკური ბრძანება, რომ მას გამოეჩინა ზედმეტი ძალის დემონსტრირება, იმისთვის, რომ ხელმძღვანელობას პოლიტიკური სიმყარე ეგრძნო და თავის პოლიტიკური მიზნების ამით გაეძლიერებინა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:12

სამართალი

ირაკლი სესიაშვილი: გომელაურმა ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აქცენტი ყოველთვის ადამიანის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს

მინისტრმა გომელაურმა ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, აქცენტი ყოველთვის ადამიანის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. ეს გახლდათ ის, რომ ყველაფერი გააკეთეს, არ მომხდარიყო ვინმეს დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ტელეიმედის“ გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა დროის ყველა ეტაპზე ზუსტად იმოქმედეს და ყოველგვარი პანიკური გარემოს შექმნის გარეშე განახორციელეს ოპერაცია.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:11

საზოგადოება

ირაკლი სესიაშვილი: საქებარია ის, რომ არა რიგითი პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს, არამედ დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საქებარია ის, რომ არა რიგითი პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს, არამედ დეპარტამენტის ხელძღვანელი, ავთო გალდავა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

ვაკა გორგილაძე

23 ოქტომბერი 2020, 00:06

სამართალი

ვაკა გორგილაძე: 2012 წლის შემდეგ მკაფიოდ ჩანს, რომ პოლიცია არის დეპოლიტიზირებული

ჩემთვის აშკარაა რომ პოლიცია, რომელიც არსებობს 2012 წლის შემდეგ მკაფიოდ არის დეპოლიტიზირებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა და ტელეწამყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი

23 ოქტომბერი 2020, 00:05

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება.

ირაკლი სესიაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 23:53

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ყველა პოლიციურმა ძალამ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას, პირველ რიგში უნდა გადაარჩინოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა

„მაგალითად, ის იმდენად აღჭურვილი იყო, რომ ბიოლოგიური მასალა არ დაეტოვებინა. რაც ყველაზე საშიში იყო, მის ქცევაში, მის მოთხოვნებში ჩამდა, რომ ის ყველაფერზე წასვლელი იყო. ის მზად იყო აეფეთქებინა ხელყუმბარა, მზად იყო მოესპო საკუთარი სიცოცხლე, ასევე იქ მყოფი მძევლების“- განაცადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი მეზურნიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 23:51

საზოგადოება

ირაკლი მეზურნიშვილი: მთელმა მსოფლიომ დაინახა და თითოეულ ქართველს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ C ჰეპატიტის დამარცხება შევძელით

მთელმა მსოფლიომ დაინახა და თითოეულ ქართველს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ C ჰეპატიტის დამარცხება შევძელით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ფილმ „ოცნება სიცოცხლისთვის“ ავტორმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, „ნამდვილ რიცხვებში განაცხადა. მისი თქმით, C ჰეპატიტი, ეს არის ერთ-ერთი ვერაგი დაავადება მთელ მსოფლიოში, რომელიც ვერც ერთმა ქვეყანამ ასეთი პროგრამით ვერ დაამარცხა.

დონალდ ტრამპი

22 ოქტომბერი 2020, 23:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპი საყოველთაო არჩევნებში საკუთარ არჩევანს 24 ოქტომბერს გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საყოველთაო არჩევნებში საკუთარ არჩევანს 24 ოქტომბერს ფლორიდის შტატში გააკეთებს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა.

თემურ რადიანი

22 ოქტომბერი 2020, 23:34

საზოგადოება

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით განკურნებული: ხელახლა დავიბადე

„როდესაც დაგირეკავს ექიმი და გეტყვის, რომ პრეპარატი არსებობს და ის შენთვის მიუწვდომელია, მერე გადის რაღაც პერიოდი და გირეკავს და გეუბნება, რომ შენ განკურნებული ხარ ამ უმძიმესი დაავადებისგან, ეს არის ხელახლა დაბადება. ეს ყველაფერი მოსაყოლად ძალიან ძნელია. აქ ყველაზე მთავარი ის ემოცია და განცდა იყო როდესაც ხარ აბსოლუტურად გამოუვალ მდგომარეობაში, არანაირი საშუალება არ გაქვს. ექიმი გეუბნება რომ აზრი არ აქვს შენს მკურნალობას, გამოდის რომ შენი ცხოვრება დამთავრებულია, ამ პერიდოში უკვე მძიმედ ვიყავი, ღვიძლის დაზიანების მეოთხე ხარისხი მქონდა, მე ამ პროგრამით განვიკურნე“, - აღნიშნა თემურ რადიანმა.

გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტომბერი 2020, 23:24

სამართალი

გიორგი მიქაუტაძე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

მიქაუტაძე დღეს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს თანამდებობა კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუსაბამოა, კანონის შესაბამისად, მიქაუტაძეს მდივნის უფლებამოსილება შეუწყდა.

22 ოქტომბერი 2020, 23:04

COVID19

ჯანმო: ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 423 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ირაკლი ჩიქოვანი

22 ოქტომბერი 2020, 22:59

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: საზოგადოებაში იგრძნობა „ქართული ოცნების” გამოკვეთილი მხარდაჭერა და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი დღეს მოქალაქეებს სოფელ ოირემესა და ინგირში შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა მმართველი გუნდის პროგრამასა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

22 ოქტომბერი 2020, 22:33

სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელს ე.წ. „საზღვარი“ არ გადაუკვეთავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელმა, რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა, რომ დამნაშავეს, რომელმაც ზუგდიდში ბანკში ადამიანები მძევლად აიყვანა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს.