imedi /  20 ოქტომბერი 2020, 14:57 / სანდო წყარო

პრემიერ-მინისტრი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის თემა უცნობია.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, კონკრეტული ბიზნეს სექტორისთვის კორონაპანდემიის პირობებში დაწესებული საგადასახადო შეღავათების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

„მე, როგორც ყოველთვის, შეხვედრაზე ბევრ საკითხს ვაყენებ. ჩვენთვის, ვინც ძირითადად საცალო ვაჭრობასა და ტურიზმის ბიზნესში ვართ, მთავარია, რომ დაწესებული შეღავათები გაგრძელდეს. საგადასახადო შეღავათებია ქონების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ა.შ.

სახელმწიფო ახლა ძალიან დიდ სუბსიდიას აკეთებს. ანუ, სესხის 70%-ს სახელმწიფო იხდის და შემდეგ, ეს რამდენად მოხერხდება, არ ვიცი, ამას თუ მოახერხებენ... რა თქმა უნდა, ამ საკითხსაც წამოვწევთ“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

28 ნოემბერი 2020, 17:28

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრის შეფასებისას სპეკულირებს

სპეკულაციებია ყველა განცხადება, რასაც ვისმენ ოპოზიციისაგან, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრაზე ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი

28 ნოემბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: გავაფორმებთ დეკლარაციას, რომელითაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნებია ხელახალი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციისა და კოდექსის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება

ჩვენ ერთობლივად გავაფორმებთ რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის ერთ-ერთი იქნება დეკლარაცია, რომელითაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნებია ხელახალი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციისა და კოდექსის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აქცია

28 ნოემბერი 2020, 16:28

საზოგადოება

პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ოპოზიციური პარტიების ორი აქტივისტი დააკავა

პოლიციამ პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის დროს ოპოზიციური პარტიების ორი აქტივისტი დააკავა.

28 ნოემბერი 2020, 16:25

სპორტი

ახალი ზელანდიის ნაკრების მორაგბეებმა არგენტინასთან მატჩის წინ ტრადიციული ჰაკა დიეგო მარადონას მიუძღვნეს. ვიდეო

ახალი ზელანდიის ნაკრების მორაგბეებმა არგენტინასთან მატჩის წინ ტრადიციული ჰაკა დიეგო მარადონას მიუძღვნეს. ჰაკას შესრულებამდე კი, ზელანდიელთა კაპიტანმა სემ ქეინმა არგენტინელ მორაგბეებს „ოლ ბლექსის“ 10-ნომრიანი მარადონას ფორმა გადასცა.

დიეგო მარადონა

28 ნოემბერი 2020, 16:22

მსოფლიო

აუტოფსიის შედეგად დიეგო მარადონას სიკვდილის მიზეზი დადგინდა

აუტოფსიის შედეგად დიეგო მარადონას სიკვდილის ზუსტი მიზეზი დადგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Free News-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, გაირკვა, რომ ფეხბურთის ლეგენდა ფილტვების მწვავე შეშუპების შედეგად გარდაიცვალა, რაც გულის ქრონიკული უკმარისობით იყო გამოწვეული.

28 ნოემბერი 2020, 16:21

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე შესაძლებელია ზვავდამცავი გვირაბების შემოვლითი გზით გადაადგილება

გუდაური-კობის მონაკვეთზე შესაძლებელია ზვავდამცავი გვირაბების შემოვლითი გზით გადაადგილება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

28 ნოემბერი 2020, 16:15

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, მწერალთა სახლთან და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდული კონკურსები ჩაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონკურსებში გამარჯვებული ახალგაზრდები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა დისტანციურ ფორმატში დააჯილდოვეს.

28 ნოემბერი 2020, 16:07

COVID19

აფხაზეთის მთავრობა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სწრაფ ტესტირებასა და სეზონური გრიპის ვაქცინაციას განაგრძობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სხვადასხვა ლოკაციაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირებასა და სეზონური გრიპის ვაქცინაციას განაგრძობს.

28 ნოემბერი 2020, 16:01

საზოგადოება

საქართველოს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისად, ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, სადაც მონაწილეობას ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის 8 სახეობაში მიიღებენ.

თენგიზ ცერცვაძე

28 ნოემბერი 2020, 15:50

COVID19

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულება Facebook-ზე ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძე

28 ნოემბერი 2020, 15:45

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია

2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა; ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც უწყებამ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ-შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

ზურაბ აბაშიძე

28 ნოემბერი 2020, 15:41

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: რუსეთის მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა და აღნიშნა, რომ საჭიროა, შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები

პრაღის ფორმატი, სადაც მიმდინარეობს არაფორმალური დიალოგი რუსეთის მხარესთან, შექმნილია უმთავრესად პრაქტიკული საკითხების - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული თემების განსახილველად; ამჯერადაც დღის წესრიგით ჩვენ ამ საკითხების განხილვა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ხშირად, ვიდრე ჩვენი დღის წესრიგის განხილვაზე გადავალთ, ჩემი ინიციატივით განსახილველად ვაყენებ იმ თემებს, რაც ყველაზე მწვავეა და საქართველოში ყველაზე უფრო გვაწუხებს და ეს რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან გუშინ გამართული ონლაინ-შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

გიგი უგულავა

28 ნოემბერი 2020, 15:18

პოლიტიკა

გიგი უგულავა: პარლამენტის წინ ტრადიციული ტიპის აქცია არ გაიმართება

ერთი შემიძლია ვთქვა, რომ პარლამენტის წინ ტრადიციული ტიპის აქცია არ გაიმართება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დღეს ტრადიციული აქცია არ გაიმართება.

რიჟვაძე ჯოჭო

28 ნოემბერი 2020, 15:12

რეგიონი

გოგოს, რომელსაც ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობამ ბინა გადასცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მეექვსეკლასელ გოგონას, რომელსაც ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯოჭოში განვითარებული სტიქიის შედეგად დაეღუპა, ბინა გადასცა.

სერგო ჩიხლაძე

28 ნოემბერი 2020, 15:01

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: ბიუჯეტურ დაფინანსებაზე უმრავლესობა პარტიები ვფიქრობთ, რომ დიახაც, ავიღებთ ამ დაფინანსებას

ბიუჯეტურ დაფინანსებაზე უმრავლესობა პარტიები ვფიქრობთ, რომ დიახაც, ავიღებთ ამ დაფინანსებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაფინანსებისა მიღება და პარლამენტში შესვლა ორი სხვადასხვა საკითხია.

28 ნოემბერი 2020, 14:30

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები „ლებორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე სამოქმედო გეგმას განიხილავენ

ოპოზიცია დღეს „ლებორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბა. დიდი ალბათობით ამ შეხვედრაზე ოპოზიცია ერთობლივ გეგმაზე უნდა შეთანხმდეს, თუ რა წინადადებით მივლენ მოლაპარაკებაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან. დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები სამომავლო გეგმებზე მსჯელობისას განიხილავენ, მათ შორის იმასაც, თუ როგორი იქნება მათი სტრატეგია პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დღეს.

28 ნოემბერი 2020, 14:27

COVID19

ქუთაისში კორონავირუსით ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსით ქუთაისში ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა. მკურნალობის მიუხედავად 62 წლის ლია შეყილაძის მდგომარეობა თავდაპირველად სტაბილური იყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგის ინფიცირება საყოფაცხოვრებო პირობებში მოხდა. პაციენტს რამდენიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

ზურაბ აბაშიძე

28 ნოემბერი 2020, 14:22

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: კარასინთან ონლაინ შეხვედრაზე 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბარი არ ყოფილა

„ქრონიკასთან“ საუბარში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მასსა და გრიგორი კარასინს შორის ონლაინ ფორმატში ჩატარებულ შეხვედრაზე საუბარი იყო 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე. აბაშიძის განცხადებით, მხარეებმა ფრენების აღდგენის პირობებზე იმსჯელეს.

პაატა დავითაია

28 ნოემბერი 2020, 14:16

პოლიტიკა

პაატა დავითაია: მნიშვნელოვანია მოხდეს შეთანხმება, რადგან ეს ყველას ინტერესებშია

დღეს ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ რა განიხილება მოლაპარაკების მესამე რაუნდზე, - ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, პაატა დავითაიამ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, განიხილავენ იმ სტრატეგიას, რა შეიძლება შეიმუშაოს ოპოზიციამ და რაზე შეიძლება მიაღწიონ კომპრომისს.

28 ნოემბერი 2020, 14:09

COVID19

სამხრეთ კორეაში ზედიზედ მე-3 დღეა კორონავირუსის 500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება

სამხრეთ კორეაში ზედიზედ მე-3 დღეა კორონავირუსის 500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გასული 24 საათის განმავლობაში სამხრეთ კორეაში 504 ადამიანი დაინფიცირდა ხოლო 6 პაციენტი კი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 33,376 -ს გაუტოლდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში 522 ადამიანი გარდაიცვალა.