imedi /  20 ოქტომბერი 2020, 16:11 / სანდო წყარო

პრემიერი მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე: ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერის თქმით, მოქმედების სტრატეგია იქნება ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს.

„სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს. მოქმედების სტრატეგია იქნება ბალანსის დაჭერა და ამ ბალანსის დაჭერაში ვგულისხმობთ იმას, რომ იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენი ფუნქცია უნდა იყოს იმაში, რომ მოსახლეობას მოვუწოდოთ, ელემენტარული წესები დაიცვან. თქვენ ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები ხართ და თქვენ, ამ წესების დაცვაში უნდა მოგვეხმაროთ ყველგან, ყველა მიმართულებით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ჩაკეტვას მოჰყვება სამუშაო ადგილების დაკარგვა, ეკონომიკური აქტივობის ვარდნა და კიდევ ბევრი რამ.

„პირველი ტალღა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად, სხვებთან შედარებით, ნორმალურად გამოვიარეთ. მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, ამ ეტაპზე, შედარებით ნორმალურად ვართ. რესურსი, რომელიც იქნება მომავალი წლის ეკონომიკური სტიმულირებისთვის, იქნება საკმაოდ შეზღუდული და ერთად უნდა გადავწყვიტოთ, სად მივმართავთ ამ რესურსს, როგორც დახმარების, ისე განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

20 იანვარი 2021, 20:34

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის წევრები ძალიან დადებითად აფასებენ, რომ საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

ეს არის ჩემი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის პირველი ვიზიტი ევროპარლამენტში და მოხარული ვარ, რომ მქონდა ბევრ კოლეგასთან შეხვედრის შესაძლებლობა. გზავნილები არის საკმაოდ პოზიტიური. ევროპარლამენტის წევრები ძალიან დადებითად აფასებენ, რომ საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

20 იანვარი 2021, 20:33

რეგიონი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი ტრაილერის მოცურებამ მოძრაობა შეაფერხა, ამ დროისთვის კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი ტრაილერის მოცურებამ მოძრაობა შეაფერხა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2 ტრაილერის მოცურებამ მოძრაობის შეფერხება და საცობი გამოიწვია, რამაც 2-3 საათის განმავლობაში შეუძელებლი გახადა ადგილზე მობილიზებული ტექნიკის მიერ თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება.

ჯეიმს აპატურაი

20 იანვარი 2021, 20:25

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: საქართველო გახდება ნატოს წევრი, ამას გადაწყვეტს ნატო და საქართველო და ამ გადაწყვეტილებაში მესამე მხარე ვერ ჩაერევა

საქართველოს მომავალ წევრობაზე ნატოს პოზიცია ნათელია. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა თქვეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები ამ პირობის ერთგულები რჩებიან, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

20 იანვარი 2021, 20:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს, ისტორიის გარკვეულ პერიოდში, სადისტური მმართველობა ჰყავდა

გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ ამასთანავე ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიოდში სადისტური მმართველობა ჰყავდა,, - კობა დავითაშვილის საქმეზე ზურაბ ადეიშვილის დამნაშავედ ცნობას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკიმ გამოეხმაურა. „ეს კონკრეტული საკითხი დასასარულს დიდი ხანი ელოდებოდა. იმ პერიოდში, როდესაც კობა დავითაშვილი შემთხვევით გადარჩა, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ პრაქტიკულად მოკლული იყო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

20 იანვარი 2021, 20:14

მსოფლიო

მადრიდში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი, დაშავებულების რაოდენობა კი ზუსტდება. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

20 იანვარი 2021, 20:12

მსოფლიო

ვაშინგტონში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო. LIVE

ვაშინგტონში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო.

20 იანვარი 2021, 20:11

პოლიტიკა

ლაშა დარსალიამ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან პირველი ონლაინ შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ პირველი ონლაინ შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 იანვარი 2021, 20:01

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ლიეტუვის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს.

20 იანვარი 2021, 19:44

პოლიტიკა

აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგის განვითარებაზე იმსჯელეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მეჩაიეობის დარგის განვითარების გეგმაზე.

20 იანვარი 2021, 19:43

მსოფლიო

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კაპიტოლიუმში მივიდნენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი კაპიტოლიუმში მივიდნენ, სადაც ინაუგურაციის ცერემონია შედგება.

20 იანვარი 2021, 19:40

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

20 იანვარი 2021, 19:23

სამართალი

კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2021, 19:20

მსოფლიო

ბარაკ ობამა ჯო ბაიდენს: შენი დრო დადგა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ეხმიანება.

ნათია თურნავა ზურაბ პოლოლიკაშვილი

20 იანვარი 2021, 19:19

საზოგადოება

ნათია თურნავა ზურაბ პოლოლიკაშვილს: მინდა ვუსურვო წარმატება და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გლობალური ტურიზმის აღდგენაში პოსტპანდემიურ პერიოდში

მინდა მივულოცო ზურაბ პოლოლიკაშვილს მეორედ არჩევა ძალიან საპატიო და მნიშვნელოვან თანამდებობაზე, როგორიცაა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და ვუსურვო მას წარმატება და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გლობალური ტურიზმის აღდგენაში პოსტპანდემიურ პერიოდში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა და ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა

20 იანვარი 2021, 19:14

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: 2021 წელს, რეკომენდაციების შესრულების ხარჯზე, ქალების სოფლის მეურნეობაში ჩართულობის კუთხით ძალიან კარგი მაჩვენებელი გვექნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემატური მოკვლევის ფარგლებში - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით.

20 იანვარი 2021, 19:01

საზოგადოება

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა და კომიტეტის წარმომადგენლებმა. სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე, განიხილეს საბჭოს სტრუქტურა და მუშაობის წესი, მოისმინეს ახალი შემოთავაზებები და მოსაზრებები, ასევე, ისაუბრეს გამოწვევებზე.

ეკატერინე ტიკარაძე

20 იანვარი 2021, 19:00

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე კვლევა ჩატარდა და ზუსტად ვიცით, რომელი სამიზნე ჯგუფი, რა განწყობით არის ვაქცინასთან მიმართებაში

ვაქცინაციის საბჭოს ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მესიჯბოქსიც და ასევე ყველა ის საინფორმაციო კომპონენტიც, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსახლეობაში განწყობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსზე ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლების კამპანია.

20 იანვარი 2021, 18:47

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

2 დღიანი ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რომელიც ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

20 იანვარი 2021, 18:47

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ამერიკაში ახალი დღეა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ Twitter-ზე საკუთარ ინაუგურაციას გამოეხმაურა.

ეკატერინე ტიკარაძე

20 იანვარი 2021, 18:46

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ განვიხილავთ გასხნებს სავაჭრო სექტორსა და განათლების სფეროში, თუმცა არ მინდა ცრუ მოლოდინები შევქმნა

​ჩვენ პირველ რიგში განვიხილავთ სავაჭრო სექტორს, როგორც გახსნის ობიექტს, რადგან ჩვენ მათგან დავინახეთ სწორი და კარგი თანამშრომლობა სწორედ საახალწლო პერიოდში. შემდეგ სექტორად განიხილება განათლების სექტორი, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში. არ მინდა გავასწრო მოვლენებს და შევქმნა ცრუ მოლოდინები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკსი“ ეთერში ისაუბრა.