imedi /  28 ოქტომბერი 2020, 11:15 / სანდო წყარო

კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკის ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძე

მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: „გლობალური პასუხი COVID-19-ს: ღია საუბარი გამოწვევებისა და მიზნების შესახებ“.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მასთან ერთად, პანელის დისკუსიაში კოსტა რიკას ცენტრალური ბანკის მმართველი როდრიგო ქუბერო, კენიის ცენტრალური ბანკის მმართველი პატრიკ ნჟოროგე, მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი კარმენ რეინჰარტი, სამხრეთ აფრიკის საზოგადოებრივი ინვესტიციების კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი აბელ სიტჰოული მონაწილეობდნენ. შეხვედრას მოდერატორობას მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ხაზინის უფროსი ჯინგდონგ ჰუა უწევდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაღალი დონის დისკუსიის ფორმატი უზრუნველყოფს პლატფორმას ღია საუბრებისთვის, რათა რამპის წევრებმა გაცვალონ ინფორმაცია და გამოცდილება იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს COVID-19 მონეტარულ პოლიტიკაზე. ასევე, ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც სახელმწიფო სექტორის აქტივების მენეჯერები აღმოჩნდნენ.

მათივე ინფორმაციიტ, კობა გვენეტაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აისახა COVID-19 პანდემია ეროვნული ბანკის რეზერვების მართვის პროცესზე, როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი დისტანციურად და როგორი მოდელი შეიძლება სამომავლოდ ჩამოყალიბდეს ეროვნულ ბანკში.

„ჩვენ სრულად მომზადებული შევხვდით პანდემიას, ვინაიდან გვქონდა კონსერვატიული მიდგომა, რომელიც გათვლილი იყო რთულ სცენარებზე. რეზერვებში გვქონდა მაღალლიკვიდური და დაბალრისკიანი აქტივები, რომლებზეც მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასი სწორედ ასეთ ვითარებაში მატულობს. რეზერვების მართვის ფუნქცია და სისტემები მოკლე ვადაში გადავიყვანეთ დისტანციურ რეჟიმზე, და საქმიანობა შეუფერხებლად, სრული დატვირთვით განვაგრძეთ. სწორედ წინდახედული პოლიტიკის შედეგად შევძელით რეზერვების რაციონალურად გამოყენება, მაშინ როდესაც ისინი ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც საპროცენტო განაკვეთები ძირითად სარეზერვო ვალუტებში უპრეცედენტოდ დაბალ დონეზე ნარჩუნდება, ვაგრძელებთ რეზერვების მართვის ეფექტიანობის ზრდის ახალი გზებისა და ინსტრუმენტების ძიებას“, - განცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფარგლებში, მსოფლიო ბანკი 2001 წლიდან დახმარებას უწევს სხავადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს და სახელმწიფო და სუვერენულ ფონდებს. პროგრამის მიზანია ქვეყნების მიერ სავალუტო რეზერვების უფრო ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა. RAMP-ის პროგრამაში საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლიდანაა ჩართული.

ყველა სიახლე

19 იანვარი 2022, 12:14

რეგიონი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

19 იანვარი 2022, 12:12

COVID19

გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან პირველად დღე-ღამეში 100 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან პირველად დღე-ღამეში 100 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 112 323 ადამიანს დაუდასტურდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 იანვარი 2022, 12:09

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვედრის გამართვას სთავაზობს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვედრის გამართვას სთავაზობს, რათა მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მიმდინარე ესკალაცია განიხილონ.

19 იანვარი 2022, 12:05

საზოგადოება

ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დაგეგმილი ღონისძიების გამო, დღეს 23:00 საათიდან 20 იანვრის 13:00 საათამდე, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ვახტანგ გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. ამასთანავე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდის მიმართულებით.

ენკანტო

19 იანვარი 2022, 11:48

კულტურა

სიმღერა მულტფილმიდან „ენკანტო“ Disney-ს ყველაზე წარმატებული კომპოზიცია გახდა

We Don't Talk About Bruno, ისევე როგორც „ენკანტოს„ სხვა კომპოზიციები, ლინ-მანუელ მირანდამ დაწერა. სიმღერას კაროლინა გაიტანი, მაური კასტილო, ადასა, რენი ფელიზი, დაიენ გუერო და სტეფანი ბეატრიზი ასრულებენ.

19 იანვარი 2022, 11:46

რეგიონი

ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ17-კმ33 (ბუქსიეთი-ჩხაკაურა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ენტონი ბლინკენი

19 იანვარი 2022, 11:39

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება.

19 იანვარი 2022, 11:37

მსოფლიო

თურქეთსა და სომხეთს შორის ავიამიმოსვლა 2 თებერვლიდან დაიწყება

თურქეთსა და სომხეთს შორის ავიამიმოსვლა 2 თებერვლიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-თურქეთის ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ.

19 იანვარი 2022, 11:34

რეგიონი

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

19 იანვარი 2022, 11:24

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 464 769 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 464 769 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

19 იანვარი 2022, 11:23

რეგიონი

მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ისევ თოვს. უკვე მეხუთე დღეა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 70 სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გასაწმენდად უწყვეტ რეჟიმშია ჩართული.

თეა შარაშიძე

19 იანვარი 2022, 11:21

საზოგადოება

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ხელმძღვანელი: ზურაბ აზარაშვილის დავალებით, დისტანციური სერვისების გაძლიერება მიმდინარეობს

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ხელმძღვანელის, თეა შარაშიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის დავალებით, დისტანციური სერვისების გაძლიერება მიმდინარეობს.

შალვა პაპუაშვილი ეკლესია

19 იანვარი 2022, 11:19

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას ნათლისღება მიულოცა

„გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს! გისურვებთ სიმშვიდეს, კეთილდღეობას და ურთიერთსიყვარულს“, - წერს პაპუაშვილი.

19 იანვარი 2022, 11:19

მსოფლიო

თალიბები მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებენ, ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობა ოფიციალურად აღიარონ

თალიბები მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებენ, ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობა ოფიციალურად აღიარონ. ამის შესახებ „თალიბანის“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

19 იანვარი 2022, 11:16

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში და უკრაინის გარშემო სიტუაცია სერიოზულია - გვაქვს უკეთესობის იმედი, მაგრამ ვემზადებით ყველაზე უარესისთვის

ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ მათ მეზობლების წინააღდმეგ ძალა ისევ არ გამოიყენოს. ასევე, ვაფრთხილებთ რუსეთს, თუ რა მძიმე ფასი ექნება აგრესიულ ნაბიჯებს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, აქვთ უკეთესობის იმედი, თუმცა ემზადებიან - უარესისთვის.

იენს სტოლტენბერგი

19 იანვარი 2022, 11:14

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: დიდი სახელმწიფო პატარა სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს გვაბრუნებს გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დაბრუნება არ გვინდა

„დიდი სახელმწიფო პატარა სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს გვაბრუნებს გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დაბრუნება არ გვინდა. ვესწრებოდი ნატოს სამიტს, როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. ძალიან კარგად მახსოვს და ეს არ არის საიდუმლო, რომ შეხვედრაზე იყო განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ეს პოზიცია მას შემდეგ არაერთხელ დავაფიქსირეთ“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

19 იანვარი 2022, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 4797 თბილისში, 1184 აჭარაში, 859 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

19 იანვარი 2022, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 340 ადამიანი აიცრა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.

19 იანვარი 2022, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13.72%-ია

19 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 13,34%, ბოლო 14 დღის - 10.44%, ბოლო 7 დღის - 10.93%.

19 იანვარი 2022, 10:49

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.