საქართველოდან 53.8 მლნ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული
ფოტო: shutterstock.com
1-ლი აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან, 10 179 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 53.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ პერიოდში, თხილის ექსპორტის მოცულობა 2 853 ტონით (39%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 17.9 მლნ აშშ დოლარით (50%) გაიზარდა.
„ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (2 977 ტონა), იტალიაში (1 966 ტონა), ჩეხეთში (550 ტონა), პოლონეთში (320 ტონა), ლიეტუვაში (289 ტონა), ბულგარეთში (279 ტონა), ესპანეთში (308 ტონა), საფრანგეთში (218 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (62 ტონა), ლუქსემბურგი (60 ტონა), სლოვაკეთში (64 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (496 ტონა), სომხეთი (497 ტონა), ბელარუსი (240 ტონა), თურქეთი (530), უკრაინა (176 ტონა), ალჟირი (173 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), კანადა (114 ტონა), საუდის არაბეთი (74 ტონა), მექსიკა (67 ტონა), იორდანია (38 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა. 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ერთობლივად გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
24 ივნისი 2026, 01:19
მსოფლიო
The Washington Post: სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც დონალდ ტრამპს ირანთან ომის განახლებას უკრძალავს
სენატმა სამშაბათს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან ომის განახლებას უკრძალავს, რამაც თეთრ სახლთან პოტენციურად დაძაბული დაპირისპირების საფუძველი შექმნა, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.
23 ივნისი 2026, 23:47
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა იუთუბერ გიორგი კალატოზსა და ტატო ბაციკაძეზე: საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისაგან შედგება, აზარტული თამაშების რეკლამირება-პოპულარიზაციას ახდენენ, ასეთი ხალხი „ფსკერს ქვემოთ" სხვას რომ დაინახავს, უხერხულია. არც ის არის გასაკვირი, რომ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებლებს იცავენ
კალატოზი და ბაციკაძე, ზოგადად, არც არასოდეს მალავენ თავიანთ ლიბერალურ-აკაცუკურ მისწრაფებებს და საქმიანობაც ფრიად „სასარგებლო" და "საამაყო" აქვთ - საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისა და თინეიჯერებისაგან, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიისაგან შედგება, გემბლინგის - აზარტული თამაშების რეკლამირება -პოპულარიზაციას ახდენენ, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, იუთუბერ გიორგი კალატოზსა და მის მეწყვილე ტატო ბაციკაძეზე.
23 ივნისი 2026, 23:46
მსოფლიო
ტრამპი: ირანის ეკონომიკა განადგურებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ომმა ირანის ეკონომიკა მძიმედ დააზიანა, ამასთანავე მან ყურადღება გაამახვილა ნავთობის ფასების კლებაზე და ჰორმუზის სრუტის გავლით გაზრდილ ექსპორტზე.
23 ივნისი 2026, 23:41
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში - არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა არცერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში: მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში - არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური მედიასაშუალებების არცერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
23 ივნისი 2026, 22:28
მსოფლიო
ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების შეშვებას დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო განცხადებები იმის შესახებ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებისთვის ირანში ვიზიტი დაგეგმილი არ არის და აღნიშნა, რომ თეირანი ამ შეთანხმებას უკვე დათანხმდა.
23 ივნისი 2026, 22:22
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ასამბლეაში საქართველოს არყოფნაზე: ეს არის დანაკარგი ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის. ამიტომ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ საქართველოს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, სასარგებლო იქნება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი თეოდორ ბოვენი ასამბლეაში საქართველოს დაბრუნების მნიშვნელობაზე საუბრობს.
23 ივნისი 2026, 22:08
პოლიტიკა
ალენ ბერსე საქართველოზე: როგორ ვიმოქმედოთ ისე, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. როგორც ვიცით, იზოლაცია გამოსავალი არ არის. მე განვაგრძობ ჩართულობას ყველა დონეზე. შედეგი ამ დისკუსიის არსებითი ნაწილია, მან უნდა მოიტანოს ხელშესახები პროგრესი, მხოლოდ ასე შეიძლება წინსვლა
კითხვა, რომელსაც მე უნდა ვუპასუხო და დავსვა, არის, რომელ ნაბიჯს ექნება ყველაზე დიდი გავლენა, - ასე უპასუხა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის, ერიკ-ნიილეს კროსის კრიტიკულ განცხადებას და კითხვას საქართველოსთან მიმართებაში 52-ე მუხლის გამოყენებისა და ახსნა-განმარტების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
23 ივნისი 2026, 21:44
სპორტი
რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ ფეხბურთის ისტორიაში ახალი მწვერვალი დაიპყრო და მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა - პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კარიერაში უკვე მეექვსე მსოფლიო პირველობაზე მოახერხა გოლის გატანა.
23 ივნისი 2026, 21:35
მსოფლიო
POLITICO: ბუდაპეშტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ყველა ოფიციალური თავის გახსნის პროცესი შეაფერხა
უნგრეთმა შეაფერხა პროცედურული ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 21:29
საზოგადოება
ინგუში ბიჭის ამბავი, რომელმაც მთელი კავკასია შეძრა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ამბავი, რომელმაც მთელი კავკასია შეძრა. 8 წლის ინგუში ბიჭი, რომელმაც მეგობრის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. მისი ცხედარი შემთხვევის ადგილიან 10 კილომეტრის მოშორებით მაშველებმა იპოვეს.
23 ივნისი 2026, 21:19
საზოგადოება
ქვეყანა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ქვეყანა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება. სასტუმროებში უკვე მაღალი დატვირთვაა. საერთაშორისო აღიარება, უსაფრთხო გარემო და პირდაპირი მიმოსვლა ის მთავარი ფაქტორებია, რაც უცხოელ მოგზაურებში წლების განმავლობაში მაღალ ნდობას აჩენს. კერძო სექტორში დარწმუნებულები არიან, რომ მიმდინარე სეზონიც წარმატებული იქნება.
23 ივნისი 2026, 21:11
პოლიტიკა
სახალხო დამცველი პარლამენტში 2025 წლის ანგარიშით წარდგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახალხო დამცველი პარლამენტში - ლევან იოსელიანი კანონმდებლების წინაშე „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშით წარდგა.
23 ივნისი 2026, 20:54
სამართალი
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფით არ მართლდება - სიძულვილის ენის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფით არ მართლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სამმართველო მსგავს სამართალდარღვევებს მკაცრად აკონტროლებს. დღეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. განაჩენი ფინანსური სანქციაა.
23 ივნისი 2026, 20:46
კულტურა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, „გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026“-ზე მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა იყო წარმოდგენილი
Factory Tbilisi-ში 20 ივნისს საერთაშორისო აღიარების მქონე ინდუსტრიის ლიდერებთან და იმ ქართველ ხელოვანებთან გაიმართა შეხვედრები, რომლებიც მოდის, დიზაინისა და ციფრული ხელოვნების თანამედროვე ტენდენციებს ქმნიან.
23 ივნისი 2026, 20:42
მსოფლიო
The Associated Press: „თალიბანის“ დელეგაცია ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა
„თალიბანის“ დელეგაცია სამშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 20:42
საზოგადოება
თბილისი საჯარო სერვისების მასშტაბურ ფორუმს პირველად მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ გახდეს სახელმწიფო მომსახურება კიდევ უფრო ეფექტიანი, სწრაფი და მოქალაქეზე ორიენტირებული - დედაქალაქი საჯარო სერვისების მასშტაბურ ფორუმს პირველად მასპინძლობს. ასამდე ქვეყნის 500-ზე მეტი დელეგატი, ქართულ გამოცდილებას იზიარებს.
23 ივნისი 2026, 20:37
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
23 ივნისი 2026, 20:33
პოლიტიკა
კრიტიკა ევროპარლამენტიდან და რეზოლუციები ოპოზიციის გზავნილებით - პოლიტიკური განცხადებები საქართველოს პარლამენტში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ფაქტების წარმოდგენა ყველა იმ კრიტიკის საპირისპიროდ, რომელიც მათ შორის ევროპარლამენტიდან ისმის. რეზოლუციები ოპოზიციის გზავნილებით, მმართველი გუნდისთვის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაა. სწორედ ეს იყო პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემა.
23 ივნისი 2026, 20:28
პოლიტიკა
თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.
23 ივნისი 2026, 20:27
მსოფლიო
ლიბანის პრეზიდენტი: სამხრეთ ლიბანში ისრაელის ოკუპაცია უნდა დასრულდეს
მაშინ, როდესაც ლიბანელი და ისრაელელი დიპლომატები დღეს ვაშინგტონში მოლაპარაკებებისთვის იკრიბებიან, ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ბეირუთი „არაფერს დათანხმდება ქვეყნის სამხრეთში ისრაელის ოკუპაციის დასრულების გარდა“.


