imedi /  30 იანვარი 2021, 10:36 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები და ამბიცია, რომ ქართულმა თხილმა და სხვა კაკლოვანმა კულტურებმა საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილური ადგილი დაიმკვიდროს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების სათათბირო საბჭოს რიგით მე-5 სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„სოფლის მეურნეობის სტრატეგიული დარგების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობა. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სექტორში მომუშავე ასოციაციებსა და დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც სამინისტროს აღნიშნული დარგის განვითარებაში უწევენ მხარდაჭერას. თხილი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. გასულ წლებში, თხილის სექტორში გვქონდა ბევრი გამოწვევა, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დაძლეულია და, 2020 წლის მონაცემებით, თხილი მოწინავე საექსპორტო პოზიციებს იკავებს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები და ამბიცია, რომ ქართულმა თხილმა და სხვა კაკლოვანმა კულტურებმა საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილური ადგილი დაიმკვიდროს. ვფიქრობ, 2021 წელი იქნება წარმატებული. ეს არის ჩვენი მოლოდინი, რომელიც განვლილ წლებს და არაერთი მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სათათბირო საბჭოს სხდომის მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ დარგში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშები წარუდგინეს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2020 წელი წარმატებული აღმოჩნდა თხილის ინდუსტრიისთვის. სახელმწიფოს, კერძო სექტორის და დონორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ქართულმა თხილმა მსოფლიო ბაზარზე პოზიციები დაიბრუნა. მიუხედავად ამისა, სექტორში კვლავ არსებობს გამოწვევები, როგორც მავნებლებისა და დაავადებების, ასევე, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის და საექსპორტო პროდუქციის რაოდენობის კუთხით. აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით მუშაობა 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) როლი საქართველოში თხილის სექტორის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობაში.

სხდომის ფარგლებში, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს თხილისა და კაკლოვანი კულტურების სექტორში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებმა. დადებითად შეფასდა გასული წელი და აღნიშნა, რომ 2023-2024 წლებში თხილის მოსავლის გაორმაგებაა დაგეგმილი.

ქვეყანაში თხილის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, დადებითი ტენდენციებია ნუშისა და კაკლის წარმოების კუთხით. როგორც ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიმდინარე წელს ქვეყანაში უკვე იქნება ნედლეულის ისეთი რაოდენობა, რომ ეტაპობრივად მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება, ხოლო პროდუქციის ექსპორტზე გატანა, სავარაუდოდ, 2022 წლიდან იქნება შესაძლებელი.

თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების სათათბირო საბჭოს რიგით მე-5 სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, დარგში მომუშავე ასოციაციების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2026, 01:10

სპორტი

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც დალასში გაიმართა, ესპანელებმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხეს.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 00:55

მსოფლიო

ტრამპი ლინდსი გრემზე: მე აქ რაიმე ბოროტ განზრახვას ვერ ვხედავ, ვიცი, რომ სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორია ვრცელდება და ვთვლი, რომ FBI დროს ფუჭად კარგავს - მას არტერიების დახშობა აწუხებდა, ნეტავ, თავის ჯანმრთელობაზე უკეთ ეზრუნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, რატომ მივიდა გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახლში და დასძინა, რომ ბიურო „დროს ფუჭად კარგავს“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 00:35

მსოფლიო

AXIOS: ტრამპი ნეთანიაჰუს სირიიდან და ლიბანიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა დაიწყოს თავისი ძალების სირიიდან გაყვანა და მოუწოდა მას, იგივე გააკეთოს ლიბანშიც, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

14 ივლისი 2026, 23:52

მსოფლიო

ევროკავშირი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული მუქარა მიუღებელია

ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებზე ზეწოლას მოახდენს, რათა მათ სასამართლო დატოვონ, რაც ჰააგაში დაფუძნებული ინსტიტუტის იზოლირებისკენ მიმართული აშშ-ის ძალისხმევის მკვეთრ ესკალაციას წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 23:37

მსოფლიო

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო

სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.

14 ივლისი 2026, 23:23

პოლიტიკა

ზუგდიდში ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, სასტუმრო „გარდენ პალასში” პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერებისა და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს პარტია „თავისუფლების მოედანი"-ს თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის” პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

14 ივლისი 2026, 21:55

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 21:34

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 21:29

საზოგადოება

ახალი კერა ქველმოქმედებისა და განათლებისთვის ბათუმში! კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მრავალფუნქციურ ცენტრ „ბეთლემს“ საფუძველი ჩაეყარა! „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბათუმში ახალ, მასშტაბურ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემს“ ჩაეყარა საფუძველი. მრავალფუნქციური კომპლექსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შენდება.

გოგა ხაინდრავა

14 ივლისი 2026, 20:51

საზოგადოება

ხაინდრავამ „ფორმულას“ დავა მოუგო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ფორმულამ“ სასამართლოში დავა წააგო. გოგა ხაინდრავასთვის მორალური ზიანის მიყენების გამო, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიას ათი ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, მედიასაშუალებას დაევალა საკუთარი ტელეეთერით უარყოს მოსარჩელის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 ივლისი 2026, 20:49

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს.

14 ივლისი 2026, 20:43

პოლიტიკა

ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში გინება და ადამიანის ღირსების შელახვა კანონის ჩარჩოებს სცდება. ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა.

14 ივლისი 2026, 20:42

რეგიონი

მესამე დღე მასშტაბური სტიქიიდან - „ქრონიკის“ რეპორტაჟი თელავიდან

კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას კომუნალური სერვისები სრულად მიეწოდება. რჩება ერთეული გამონაკლისები.

კაია კალასი

14 ივლისი 2026, 20:32

პოლიტიკა

შავი ზღვის სტრატეგია და იგნორირების პოლიტიკა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გზავნილი და ოფიციალური თბილისის მწვავე პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების დისტანცირების მცდელობა და შავ ზღვაზე მსჯელობა - მთავარი დამკავშირებლის, საქართველოს გარეშე.

14 ივლისი 2026, 20:30

პოლიტიკა

ეუთოს სათავო ოფისის პასუხი „ქრონიკას“, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა და საქართველოსთან მიმართებით ასამბლეის ქმედებების შესახებ კითხვით მიმართა

„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.

14 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

რატომ გადაიქცა ეუთო კოორდინირებული თავდასხმის იარაღად? საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და „ქრონიკის“ კითხვები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი ტექსტი საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

14 ივლისი 2026, 20:24

სამართალი

ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან - უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წლის მიზნობრივი ამოცანა 4 ათასი არალეგალისგან გათავისუფლებაა, ნახევარს ქვეყანა უკვე დაატოვებინეს. ბოლო ნახევარ წელიწადში გაძევებულთა რიცხვი კი წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს 70 პროცენტით აღემატება.

14 ივლისი 2026, 20:23

სამართალი

500-მდე მოტყუებული მოქალაქე და ყალბი ისტორიები ამერიკაში თავშესაფრისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. ანალოგიური წარმატებული თანამშრომლობის შედეგებისთვის გასულ თვეს საქართველოს მთავარმა საგამოძიებო უწყებას საელჩოს წარმომადგენლებმა მადლობა პირადად გადაუხადეს.

14 ივლისი 2026, 20:22

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის

აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა.

14 ივლისი 2026, 20:20

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

9 რეგიონი და 28 პასუხისგებაში მიცემული. სახელმწიფო ტენდერებიდან მითვისებული სოლიდური თანხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა.