რით დაეხმარება მთავრობა მოქალაქეებსა და ბიზნესს. ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის დეტალები
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი მიიღო.
ახალი პაკეტის მთლიანი ბიუჯეტი ჯამში 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს.
ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, მოქალაქეების დასახმარებლად გამოყოფილი პროგრამის საერთო ბიუჯეტი 545 მილიონი ლარია, ბენეფიციართა საერთო რაოდენობა კი 500 000-ზე მეტია.
მოქალაქეების დახმარების პაკეტი მოიცავს:
კომუნალური ხარჯების სუბსიდირება - 4 თვის (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით) განმავლობაში განვახორციელებთ კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას (200 კვტ/მ3-მდე მოხმარება). ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 1 მილიონი ოჯახი. ბიუჯეტი 270 მლნ ლარი;
1200-ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის - ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 125,000 პირი. ბიუჯეტი - 150 მლნ ლარი;
300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება - გაიცემა 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 100 ათასი. ბიუჯეტი - 30 მლნ ლარი;
600-ლარიანი დახმარება - 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე მყოფი ოჯახები იანვრიდან, თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) დახმარებას მიიღებენ 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 72 ათასამდე ოჯახი (220 ათასამდე პირი), ბიუჯეტი - 55 მლნ ლარი;
600-ლარიანი დახმარება - 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ თვეში 100 ლარს (იანვრიდან ივნისის ჩათვლით) - 24 ათასი ოჯახი. ბიუჯეტი - 15 მლნ ლარი;
18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გაიცემა 600-ლარიანი დახმარება - თვეში 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციარების რაოდენობა - 43 ათასი პირი. ბიუჯეტი - 27 მლნ ლარი;
საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში.
ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი - 515 მლნ ლარი
საშემოსავლო გადასახადის შეღავათი - 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი-მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა: 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებული. ბიუჯეტი - 260 მლნ ლარი.
ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის - ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული ქონება) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ბიუჯეტი - 45 მლნ ლარი;
2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა - განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები) 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ბიუჯეტი - 20 მლნ ლარი;
გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 3700 კომპანია.
მიკრო გრანტების პროგრამა - მიმდინარეობს მეწარმეობის მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც ათასობით ახალ ბიზნესპროექტს დააფინანსებს (2020 წლის პროგრამა). ბიუჯეტი - 40 მლნ ლარი;
საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სახსრების მოზიდვაში. ბიუჯეტი - 100 მლნ ლარი;
საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში.
ყველა სიახლე
12 სექტემბერი 2026, 20:46
საზოგადოება
გივი მიქანაძე: შეიქმნა ინკლუზიისა და სტრატეგიის დეპარტამენტი, რომლითაც სამინისტროს მხრიდან გამოიკვეთა ამ საკითხზე ყურადღების განსაკუთრებული კონცენტრირება
რეფორმის ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ გასული წლის 2 დეკემბერს საჯაროდ წარვადგინეთ და შემდეგ 2-თვიანი განხილვების შემდეგ მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა, 8 გამოწვევაზეა ორიენტირებული. 8 გამოწვევიდან, ერთ-ერთი არის ინკლუზიის კომპონენტი. ჩვენ პრიორიტეტულად გამოვყავით ეს მიმართულება, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
12 სექტემბერი 2026, 20:44
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია. ეს სტანდარტი გეუბნება, რას უნდა აკმაყოფილებდეს ფორმები
სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 20:39
საზოგადოება
გივი მიქანაძე: საერთაშორისოდ აღიარებულმა შვეიცარიულმა კომპანიამ დადო დასკვნა, რომ სასკოლო უნიფორმები, რომელსაც აწარმოებს ეს კონკრეტული ჩინური კომპანია, აბსოლუტურად სრულ თავსებადობაშია იმ სტანდარტებთან, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში გამოიყენება
ისეთ ქვეყნებში, სადაც სასკოლო ფორმა არ არის შემოღებული, ბულინგის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ჩაცმულობა, რომელიც ქმნის ორ პრობლემას, პირველი არის ის, რომ ბავშვი სოციუმიდან გარიყულია. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბავშვი ამ ყველაფერში ადანაშაულებს მშობელს, რადგან მშობელი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის მდგომარეობას ისე, რომ მას ყოველკვირეულად ახალი ჩაცმულობა ჰქონდეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმის რეფორმაზე საუბრისას.
12 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: არ უნდა არსებობდეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება
ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და I, VII და X კლასებში შემოგვაქვს ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით სახელმძღვანელოები
„სასკოლო მიმართულებით ჩვენი უმთავრესი მიმართულება არის სახელმძღვანელოების საკითხი. ჩვენ დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და შემოგვაქვს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასში ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით, ასევე რიგ სხვა კლასებშიც გარკვეული სახელმძღვანელოები, რომელიც სრულიად ახალია და ერთი სტანდარტის სახელმძღვანელო იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში“ - აღნიშნა მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 19:05
სამართალი
პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი
ბრალდებული ექიმის მაია კოხტაშვილის საქმის პროკურორი მანანა თანდაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული იმავე სახის დანაშაულისთვის ადრეც არის ნასამართლევი. მისი თქმით, 2023 წელს იგი თელავის რაიონულმა სასამართლომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გასაღების მიზნით დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
12 სექტემბერი 2026, 18:47
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს
12 სექტემბერი 2026, 17:24
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე
ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო საუბრისას „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 17:23
პოლიტიკა
ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს
„ახლახან იაგო ხვიჩიას ვიდეო ამომიგდო, სადაც ამბობს, გვარამიას ოფისში 400 კილოგრამი ფული შეიტანესო. ნუ, გუშინ უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი: უბრალოდ, დავრბოდი და ვყვიროდი: მერაბი ვარ, კოსტავა-თქო. დღეს მთლად 400 კილოთი დავმძიმდი“.
12 სექტემბერი 2026, 17:19
სამართალი
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
12 სექტემბერი 2026, 17:04
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი პროპაგანდისტი მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დასცინიან და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
12 სექტემბერი 2026, 16:50
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს
12 სექტემბერი 2026, 16:47
მსოფლიო
ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია საუდის არაბეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი გაითიშა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 16:28
მსოფლიო
პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.
12 სექტემბერი 2026, 16:12
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
12 სექტემბერი 2026, 15:50
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა მოსდის ევროპას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეზიზღება, როცა ხედავს, თუ რა მოხდის დღეს ევროპას.
12 სექტემბერი 2026, 15:38
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიხოლ მარტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებას.
12 სექტემბერი 2026, 14:58
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ, ყველანაირი ადამიანი საძულველია, ვინც მათ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება
ახლა მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მილიარდები, რომლებიც უცხო ქვეყნებში რევოლუციებისთვის იხარჯებოდა, ეს ორგანიზაციები გააუქმა, - განაცხადა ქართულ ოპოზიციასა და მის მედიასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 14:56
საზოგადოება
ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპები ჩაატარა
ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ უკვე შეძლო ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპების ჩატარება. თბილისის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა 1000-მდე მსურველმა მიიღო.


