http://imedi.ge/ /  04 დეკემბერი 2020, 08:26 / სანდო წყარო

სარესტორნო ბიზნესის სესხის და ლიზინგის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

ეკონომიკა

საქართველოს მთავრობა სარესტორნო ბიზნესის სესხის და ლიზინგის სუბსიდირებას იწყებს. განაცხადების მიღება დღეიდან იწყება. სესხის პროცენტი პრაქტიკულად სრულად 6თვის განმავლობაში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაიფარება.

მთავრობაში აცხადებენ, რომ პანდემიიდან გამომდინარე, მძიმე მდგომარეობაში მყოფ სარესტორნო ინდუსტრიას მაქსიმალურად სწრაფად უნდა შეუმსუბუქონ საბანკო სესხების ტვირთი.

ამ დახმარებით სარგებლობას, სულ მცირე, 1500-მდე რესტორანი შეძლებს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს დახმარება უპრეცედენტოა და ათასობით ადამიანისთვის დიდი შეღავათი იქნება.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, პირველ რიგში ეს ცვლილება ეხება რესტორნების ინდუსტრიას, რაც მოიცავს სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას.

მისი თქმით, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში ასევე ჩაერთვებიან ივენთ კომპანიები და კინოთეატრები და სახელმწიფო მათ მაქსიმალურად დაეხმარება.

როგორც თურნავამ აღნიშნა, სახელმწიფო სარესტორნო ინდუსტრიის დახმარებისთვის დაახლოებით 30 მილიონ ლარს გამოყოფს.

„ჩვენ დავამტკიცეთ რამდენიმე ცვლილება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში. პირველ რიგში ეს ცვლილება მოიცავს რესტორნების ინდუსტრიას, რაც მოიცავს სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას.

განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სარესტორნო ინდუსტრია პანდემიიდან გამომდინარე არის მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გვიდნა, რომ შევუმსუბუქოთ მათ საბანკო სესხების ტვირთი. ამ პროგრამის მეშვეობით, თითქმის სრულად საბანკო სესხის პროცენტის ტვირთს უახლოეს 6 თვეში პრაქტიკულად ვერ იგრძნობენ.

მინდა ვთქვა, რომ ეს იყო მოთხოვნა, რასაც რესტორნების ასოციაცია ჩვენთან ძალიან აქტიურად აყენებდა და საბოლოო ჯამში ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება, ასევე შეგახსენებთ, რომ მთავრობა სხვა მიმართულებითაც ეხმარება რესტორნებს, ისევე როგორც მთლიანად ტურისტულ სექტორს, ეს არის უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები, რადგან ამ დარგისთვის კეთდება ქონების გადასახადის 4 თვის პრაქტიკულად ჩამოწერა და მთლიანად 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, ასევე საშემოსავლო გადასახადში ნაწილობრივ გადავადება და პატიება და შემდეგ უკვე შეღავათები 1,500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2022, 09:57

რეგიონი

გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

04 დეკემბერი 2022, 09:54

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძე და უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

04 დეკემბერი 2022, 09:19

სპორტი

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ნინა თიბილაშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში, საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები რაპირით ასპარეზობაში მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 მოუგო. ფინალში ასეთივე ანგარიშით იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 დეკემბერი 2022, 08:52

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა

რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს მსოფლიოში დასრულდა, სამწუხაროდ, სერიოზული გადაწყვეტილებების გარეშე დისკუსია ზედა ზღვარზე, ანუ რუსული ნავთობის საექსპორტო ფასზე შეზღუდვებზე. რადგან ვერ დაარქმევ სერიოზულად რუსულ ფასებზე ისეთ ზღვარს, რომელიც სრულიად კომფორტულია ტერორისტი სახელმწიფოს

04 დეკემბერი 2022, 08:23

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე ზედა ზღვარი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სალომე ზურაბიშვილი

04 დეკემბერი 2022, 07:57

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან, ბრძოლაში, ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებსა და მეგობრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან, ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის წერილში.

კახაბერ ხაჭაპურიძე

04 დეკემბერი 2022, 00:52

საზოგადოება

კახაბერ ხაჭაპურიძე: ბარიატრიული ოპერაციის ჩატარება ხდება მაშინ, როდესაც ჭარბი წონა გადადის პათოლოგიურ სიმსუქნეში

როდესავ პაციენტს ჭარბი წონა აქვს, არ ნიშნავს ეს, რომ პირდაპირ უნდა მივმართოთ ბარიატრიას. როცა ჭარბი წონა გადადის ავადმყოფურ, პათოლოგიურ სიმსუქნეში, სწორედ მაშინ ხდება ბარიარტრიული ოპერაციის ჩატარება, - ამის შესახებ ქირურგმა კახაბერ ხაჭაპურიძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

04 დეკემბერი 2022, 00:19

პოლიტიკა

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის შედეგად ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდა

სამართლებრივი ფორუმი, რომლის მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა, წელს პირველად ჩატარდა და ერთობლივი დეკლარაციის შემუშავებით დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

03 დეკემბერი 2022, 23:41

თემა

არის თუ არა დედამიწაზე საკმარისი ადგილი და რესურსი, რომ 8 მილიარდ ადამიანს ეყოს?

დედამიწის მოსახლეობის მატებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსები იწურება. თუმცა მდგრადი განვითარების ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემა არა მხოლოდ მოსახლეობის ზრდაა, არამედ - ჭარბი მოხმარებაც. რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწა?- ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.

03 დეკემბერი 2022, 23:40

თემა

ილონ მასკი Apple-ს ეჩხუბა. რას ნიშნავს ეს Twitter-ისთვის?

Twitter-ის ახალი მფლობელი ილონ მასკი ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-თან კონფლიქტშია. მასკის თქმით, კონცერნმა Twitter-ზე თავისი რეკლამების უმეტესობა შეაჩერა. ამასთანავე, Apple-ი იმუქრება, რომ Twitter-ის აპლიკაციას თავის ონლაინ-მაღაზია App Store-დან წაშლის. რატომ გაირბინა შავმა კატამ მასკსა და Apple-ს შორის, BBC-მ გაარკვია.

ოთარ შამუგია

03 დეკემბერი 2022, 23:20

საზოგადოება

ოთარ შამუგია: კონკურენცია ძალიან დიდია და ამიტომ ჩვენ ფერმერებს უნდა დავეხმაროთ, რომ მათ იზრუნონ ხარისხზე, დანერგონ თანამედროვე სტანდარტები, რომ ევროკავშირის ბაზარზე უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ

„დაახლოებით 270 რეგულაცია გვაქვს დასაახლოებელი სურსათის უვნებლობის მიმართულებით ევროკავშირის რეგულაციებთან, აქედან 170 უკვე მიღებული გვაქვს, ამ პროცესს გეგმის მიხედვით მივყვებით. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს ბოლომდე შევასრულოთ. ამაში გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები, გვეხმარება ევროკავშირი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგია

03 დეკემბერი 2022, 22:42

პოლიტიკა

ოთარ შამუგია: ჩვენ 2013 წლიდან არაერთი პროგრამა შევიმუშავეთ და მზარდია ყოველწლიურად იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამ პროგრამებით ინტერესდება

ჩვენ 2013 წლიდან არაერთი პროგრამა შევიმუშავეთ და ვთავაზობთ ჩვენს ფერმერებს, რათა მათ ჰქონდეთ მეტი სტიმული, აწარმოონ უფრო მეტი და უფრო ხარისხიანი პროდუქცია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

03 დეკემბერი 2022, 22:00

რეგიონი

ოთარ შამუგია: „ნარინჯისფერი რთველი“ დაწყებულია - შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად შეუფერხებლად შეუძლიათ ფერმერებს მანდარინის ჩაბარება

„20-ზე მეტი საწარმოა, რომელიც მანდარინს იბარებს, ამზადებს მას საექსპორტოდ და ეს პროცესი არის სრულად გამართული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად შეუფერხებლად შეუძლიათ ფერმერებს მანდარინის ჩაბარება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გაი ცაგარეიშვილი

03 დეკემბერი 2022, 21:34

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: შინაური მტერი გაშმაგებით გვებრძვის, რომ ევროპულ გზას აგვაცდინოს - გვიწევს დამახინჯებული ინფორმაციის უგულებელყოფა, ჩვენი პარტნიორების დარწმუნება, რომ საქართველოში საქმე ასე არ არის

ჩვენი ოპოზიცია ბრიუსელსა და ვაშინგტონში ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი პარტნიორები დაარწმუნონ, თითქოს ჩვენ გზას აცდენილები ვართ და პუტინის ჩრდილში მივდივართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

გია ცაგარეიშვილი

03 დეკემბერი 2022, 21:27

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: სააკაშვილის ბედი გადაწყვიტა სამართლიანმა სასამართლომ და მან თავად გადაწყვიტა თავისი ბედი, როდესაც დაადგა ავაზაკობისა და კაცის კვლის გზას 2006 წელს

„ქართული ოცნება“ ვერ გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილის ბედს, მისი ბედი გადაწყვიტა მართლმსაჯულებამ, სამართლიანმა სასამართლომ და მან თავად გადაწყვიტა თავისი ბედი, როდესაც დაადგა ავაზაკობის, კაცის კვლის გზას 2006 წელს, მან მაშინ გამოუტანა თავის თავს განაჩენი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, შეეშალათ მისამართი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისთან მობრძანდნენ.

გია ცაგარეიშვილი

03 დეკემბერი 2022, 21:16

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: ვიხილეთ უნიჭო სპექტაკლი, რომელიც ჩვენ პარტიულ ოფისთან „ნაცმოძრაობის“ ორ ბანაკად დაყოფილმა წევრებმა გაითამაშეს, ხაბეიშვილს ეყო თავხედობა და დაუწერია, ათასობით ადამიანი იყო დღეს სააკაშვილის მხარდასაჭერად გამოსულიო

დღეს ვიხილეთ უნიჭო სპექტაკლი, რომელიც გაითამაშეს ჩვენ პარტიულ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორ ბანაკად დაყოფილმა წევრებმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, გარე მოხმარებისთვის ჩატარებული აქცია იყო.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 დეკემბერი 2022, 21:08

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ხაბეიშვილმა, მუმლაძემ და მელიამ, გადახედეს ერთ მუჭა ხალხს და კმაყოფილებმა იმით, რომ ბელადის წინაშე დიდი ვალი მოიხადეს, დაიშალნენ

„ქართული ოცნების“ ოფისის წინ შეკრება, ოღონდ შაბათ დღეს, აი, იმ დროს ოფისში, რომ არავინ არ არის! ხაბეიშვილმა, მუმლაძემ და მელიამ, გადახედეს ერთ მუჭა ხალხს და კმაყოფილებმა იმით, რომ ბელადის წინაშე დიდი ვალი მოიხადეს, დაიშალნენ, მალე პარტიასაც საბოლოოდ დაშლიან, მანამდე კი შეეცდებიან რაც შეიძლება ბევრი ფული წაგლიჯონ თავიანთ სპონსორებს!”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

გია ცაგარეიშვილი

03 დეკემბერი 2022, 21:02

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი „ემპათიას“ დასკვნაზე: ვერ მოვიცალე იმისთვის, რომ ქალბატონი ჯიშკარიანის მემუარები ვიკითხო სააკაშვილზე

ვერ მოვიცალე იმისთვის, რომ ქალბატონი ჯიშკარიანის მემუარები ვიკითხო სააკაშვილის თაობაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცენტრ „ემპათიას“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნას.

ნინო ლაცაბიძე

03 დეკემბერი 2022, 20:44

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებზე: ეს ადამიანები პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ, მათი პოლიტიკური ლიდერები რუსთავში არ ცხოვრობენ და ალბათ ძალიან მარტივია მისცენ დავალება, რომ ქალაქში პრობლემები შექმნან

„ეს ადამიანები დღეს, რუსთაველებს უყენებენ როგორც პოლიტიკურ პირობებს, ასევე თავის პირად საკითხებს. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ცოლ-ქმარი, რომლებსაც პირდაპირ მუხლში აქვთ მითითებული მათი საცხოვრებელი სახლის ლიფტის რეაბილიტაცია უნდა გავითვალისწინოთ, სხვა შემთხვევაში ეს ადამიანები მხარს არ დაუჭერენ იმას, რომ რუსთავში ეს პროექტები განხორციელდეს“.

ნინო ლაცაბიძე

03 დეკემბერი 2022, 20:25

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: სამწუხაროდ, პირველ ჯერზე ოპოზიციურმა საკრებულომ უარი თქვა ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე

როგორც მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ პირველ ჯერზე ოპოზიციურმა საკრებულომ უარი თქვა ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე, - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, უკვე მეორედ წარადგინეს რუსთავის საკრებულოში 2023 წლის რუსთავის ბიუჯეტის პროექტი.