ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ფოტო: მსოფლიო ბანკი
ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივმა პროექტმა, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან ერთად, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გადაცემის ვირტუალურ ცერემონიას უმასპინძლა.
BARTA, რომელიც 2019 წელს დაწესდა, იმ ერთობლივი ძალისხმევის ნაწილია, რომლის ამოცანაა ქართული კომპანიების კორპორაციული ანგარიშგების გამჭვირვალობის ხარისხის მიმართულებით არსებულ გამოწვევების დაძლევა. 2016 წელს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული წლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
„ევროკავშირი საქართველოს ულოცავს საფინანსო სექტორში მიღწეულ თვალსაჩინო პროგრესს. ახლა მსხვილი კომპანიების ბოლოდროინდელი გამოცდილების კვალდაკვალ, მცირე კომპანიებიც აქტიურად იწყებენ ფინანსური ანგარიშგების და გამჭვირვალობის მოთხოვნების შესრულებას. ეს კარგია ბიზნესისთვის, ინვესტორებისთვის და საქართველოს საერთო ეკონომიკური განვითარებისთვის“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა სიგრიდ ბრეტელმა.
დაჯილდოების ცერემონია წელს ვირტუალურად გაიმართა და მასზე წარმოდგენილი 18 ნომინანტი კომპანიიდან გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების მიმართულებით, როგორებიცაა ბრენდი, მომხმარებელთა შორის რეპუტაცია, „ნოუ-ჰაუ“ და კეთილი ნება, რაც განსაზღვრავს კორპორაციულ ღირებულებას.
„საქართველოს ეკონომიკის წარმატება სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული კერძო სექტორის უნარზე, მოიზიდოს სახსრები ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისგან. ინვესტორები კი, თავის მხრივ, ეძებენ გამჭვირვალობის მაღალ დონეს, რის გამოც მჯერა, რომ BARTA -ს მსგავსი ინიციატივები მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ბიზნესგარემოს შემდგომი განვითარებისთვის და საქართველოს მიმართ ინვესტორთა ნდობის ამაღლებისთვის“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
ოთხ კატეგორიაში გამოცხადებული გამარჯვებული კომპანიები არიან:
- მსხვილი საფინანსო კომპანიები - სს „თიბისი ბანკი“
- მსხვილი არასაფინანსო კომპანიები - სს „ნიკორა ტრეიდი“ და სს „თელასი“ (ერთობლივად)
- მცირე კომპანიები - შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“
- საპატიო ჯილდო - სს მსო „კრისტალი“
„მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულთა რაოდენობა მხოლოდ ხუთია, ყველა ნომინანტი იმსახურებს აღიარებას. თითოეულმა მათგანმა დააკმაყოფილა თავდაპირველი შერჩევის შედეგად მომდევნო ეტაპზე გადასვლის მკაცრი მოთხოვნები. იმედია, სხვა კომპანიები გამარჯვებულებისგან ბევრს ისწავლიან. მეგობრული კონკურენცია აამაღლებს ანგარიშგების საერთო ხარისხს და ამ მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესება ყველას მოუტანს სარგებელს“, - აღნიშნა ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (RSF) აღმასრულებელმა თავმჯდომარემ გიორგი თაბუაშვილმა .
კონკურსი წელს გაფართოვდა და უფრო მეტ კომპანიას მოიცავს. 2019 წელს მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საქართველოს საფონდო ბირჟის A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალ კომპანიებს შეეძლოთ, 2020 წელს კი ის ღია გახდა საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ), რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, ასევე, სავაჭროდ დაშვებული კომპანიები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ. ბირჟის ლისტინგში შემავალი ყველა კომპანია ავტომატურად ჩაერთო კონკურსში შესაფერისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაგრამ საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე სხვა პირებს სავაჭროდ დაშვებული ფირმების ჩათვლით დასჭირდათ თვითწარდგენა. თვითწარდგენილი კომპანიების რაოდენობა შემოფარგლული იყო პირველი 20 კომპანიის განაცხადით, რომლებიც შესაბამისობაში იყო კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნებთან.
ყველა სიახლე
23 ივლისი 2026, 15:55
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დიალოგში ძვრები არ არის
„ამ სიტუაციაში ზედმეტ ოპტიმიზმს არ მივეცემოდი. კონტაქტები ნამდვილად ხორციელდება - ეს ყოველთვის პოზიტიურია. მაგრამ ახლა რაიმე ახალ დინამიკაზე ან ახალ დაჩქარებაზე საუბარი არ არის საჭირო“, - აღნიშნა მან.
23 ივლისი 2026, 15:49
რეგიონი
ჯივიპი ქალაქ რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, დავით აღმაშენებლის გამზირზე წყალარინების სისტემის გაუმჯობესების მიზნით 3.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 1.5 კმ სიგრძის ამორტიზებულ ქსელს აახლებს.
23 ივლისი 2026, 15:43
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების „მედსქილის“ ხელმძღვანელებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების „მედსქილის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის სექტორისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებისა და პროფესიული განათლების, განსაკუთრებით საექთნო საქმის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 15:33
მსოფლიო
საფრანგეთში ტყის ხანძრების გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული
ჟირონდის რეგიონის მთავრობამ განაცხადა, რომ განადგურებულია 2,400 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, ბორდოს აეროპორტის მახლობლად კი სტიქიას ორი მეხანძრე ემსხვერპლა.
23 ივლისი 2026, 15:31
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
23 ივლისი 2026, 15:25
მსოფლიო
POLITICO: რუსეთი შავ ზღვაზე უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საექსპორტო დერეფანს კეტავს
რუსეთის მიერ შავ ზღვაში უკრაინული პორტებისკენ მიმავალი სამოქალაქო სატვირთო გემების წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა კიევის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საექსპორტო დერეფნის მუშაობა სერიოზულად შეაფერხა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 15:21
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში 54-მდე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შენდება. დღეს მეჯვრისხევში მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ', - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
23 ივლისი 2026, 15:16
თავდაცვა
მე-2 ქვეითმა ბრიგადამ 34 წლის იუბილე აღნიშნა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 34 წლის იუბილე სენაკში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ტერიტორიაზე აღინიშნა. სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა.
23 ივლისი 2026, 14:46
მსოფლიო
The Guardian: ევროკავშირმა Google კონკურენციის წესების დარღვევისთვის 890 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ევროკავშირმა კომპანია Google ონლაინ კონკურენციის წესების დარღვევისთვის საერთო ჯამში 890 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 14:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო - გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან, ჯო უილსონის ინიციატივები ჩვენთვის არ არის საინტერესო
ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო - გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან, ჯო უილსონის ინიციატივები ჩვენთვის არ არის საინტერესო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
23 ივლისი 2026, 14:45
პოლიტიკა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სინგაპურის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიმ ანს შეხვდა
2026 წლის 23 ივლისს, სინგაპურის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სინგაპურის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიმ ანს შეხვდა, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 14:43
პოლიტიკა
პრემიერი: დაკვეთაა, რომ საქართველოში ხელოვნურად გარედან თავს უნდა მოგვახვიონ სიძულვილი და კონკრეტული აგენტები, აგენტურა ასრულებს ამ დავალებას, ყველანაირად დავუპირისპირდებით ამ დავალებას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასეთი დაკვეთების შესრულებით არის დაკავებული
„ასეთი ადამიანების კომენტარები საერთოდ არ არის საინტერესო. ძალიან მარტივად მივყვეთ ფაქტებს. არის ადამიანი, რომელმაც დაარღვია უხეშად კანონი, უხეში შეურაცხყოფა მიაყენა კონკრეტულ ადამიანებს. აქ, ასეთი კომენტარები სრულიად უადგილოა და მათ არავითარი ფასი არ აქვს. თან, საინტერესოა, რომ ეს არიან ის ადამიანები, ამ შემთხვევაში უცხოელებს არ ვგულისხმობ, რომლებიც ორიოდე დღის წინ ამართლებდნენ უხეშ აგრესიას კონკრეტული ქალბატონის წინააღმდეგ. პირდაპირ, მშრალად ამართლებდნენ აგრესიას და უფრო მეტიც, იწონებდნენ ამ აგრესიას, რომელიც ძალიან მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფით იყო გამოხატული. აქაც ძალიან მარტივად ჩანს ორმაგი სტანდარტები და ამ ორმაგი სტანდარტის მიზეზი. აქ არის ძალიან მარტივი დაკვეთა, რომ საქართველოში ხელოვნურად გარედან თავს უნდა მოგვახვიონ სიძულვილი და კონკრეტული აგენტები, აგენტურა ასრულებს ამ დავალებას. ჩვენ ყველანაირად დავუპირისპირდებით ამ დავალებას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასეთი დაკვეთების შესრულებით არის დაკავებული“, - განაცხადა პრემიერმა.
23 ივლისი 2026, 14:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ამოქმედება - ახალი მოდელით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა
მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ამოქმედება - ახალი მოდელით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში.
23 ივლისი 2026, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე: ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს, არავის უნდა მივცეთ აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება, კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი
ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ვახო სანაიას დაკავებას შეეხებოდა.
23 ივლისი 2026, 14:38
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე: ყველას მოვუწოდებ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად სიტყვით, ურთიერთდანდობით იყოს ურთიერთობები გარკვეული და მეორე მხრივ, არ შეიძლება, იმ ადამიანების უდიერად მოხსენიება, რომლებიც საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის
არ არის ლამაზი, მძიმეა და ბუნებრივია, მიუღებელია ძალადობა, რაც არ უნდა ფაქტორით იყოს ეს განსაზღვრული, - განუცხადა პარლამენტში ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას.
23 ივლისი 2026, 14:37
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: კაპიტანი გიგაური ნამდვილად მართალია იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ გახლავთ პოლიტიკური პატიმარი. ხოლო მეორე მხრივ, რაც მიხეილ სააკაშვილიც თავის მხრივ მართალია, რამდენადაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს არასოდეს ემსახურებოდა
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა მიხეილ სააკაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაპირისპირებას აფასებს.
23 ივლისი 2026, 14:35
პოლიტიკა
ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა
23 ივლისი 2026, 14:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოში გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან, უნდა იღებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახალხო მანდატი, ადამიანები, რომელთაც საერთოდ არავითარი სახალხო მანდატი არ აქვთ, ვერ შექმნიან მომავალში ქართულ პოლიტიკას, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი
„რაც შეეხება გრანტების ათვისებასთან დაკავშირებით მის ეპითეტს, ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ჩვენთვის მთავარია, რომ აგენტურის შიგნით ძალიან ღრმავდება დაპირისპირება და ეს გააჯანსაღებს ჩვენთან დემოკრატიულ პროცესებს. საქართველოში გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან, უნდა იღებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახალხო მანდატი. აქ საუბარია დაპირისპირებაზე ადამიანებს შორის, რომელთაც საერთოდ არავითარი სახალხო მანდატი არ აქვთ, თუმცა ისინი ჩვენ გამოგვიცხადეს საქართველოში პოლიტიკის შემქმნელებად, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერ შექმნიან მომავალში ქართულ პოლიტიკას. რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი. დანარჩენი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
23 ივლისი 2026, 14:31
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აკრიტიკებს
„ნაციონალური მოძრაობა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აკრიტიკებს.
23 ივლისი 2026, 14:25
სამართალი
„ქრონიკამ“ გადაიღო სასტუმროს შიდა ტერიტორია, სადაც, სავარაუდოდ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე პოლიციელებმა ბრალდებული დააკავეს
ვერაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. ის მისივე ოჯახის კუთვნილ სასტუმროში აიყვანეს.


