http://imedi.ge/ /  29 აგვისტო 2020, 09:55 / სანდო წყარო

მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 1000 სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტით ისარგებლებს

მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის ფარგლებში 1000 სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდება. ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

Log-in Georgia პროექტის საშუალებით მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას 2020-2025 წლებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა 2020 წლის იანვარში.

პროექტი ხელს შეუწყობს 1000-მდე სოფლის, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების დაკავშირებას მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სწრაფ ინტერნეტსერვისთან.

პროექტით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განხორციელებით სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500,000 ადამიანი, რომელიც ამჟამად მაღალი ხარისხის, მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მოკლებულ რაიონებში ცხოვრობს.

„მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მიზანს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით აამაღლოს თავისი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და ამგვარად, შექმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები თავისი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მისი თქმით, პროექტი Log-in Georgia საქართველოს დაეხმარება ეკონომიკური დუალიზმის დაძლევაში, რათა სოფლის მოსახლეობისა და რეგიონებში მოქმედი საწარმოებისათვისიმ შესაძლებლობებთან წვდომა უზრუნველყოს, რითაც ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს.

ამის მიღწევა კი შესაძლებელი გახდება ქვეყნის რეგიონების მასშტაბით ციფრული კავშირის ზრდაში ინვესტირებითა და ციფრული სერვისების განვითარების ხელშეწყობით. აღნიშნული დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, კიდევ უფრო გაამყარებს მისი როგორც ინოვაციური „ჰაბის“ და ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის პოზიციას და ასევე, უზრუნველყოფს მდგრად აღდგენას COVID-19 -ის პანდემიის ფონზე“.

პროექტი Log-in Georgia სამი კომპონენტისგან შედგება: ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა; მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა; და პროექტის დანერგვის მხარდაჭერა.

სოფლების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით დაფარვის ზრდით დაასევე, ქვეყნის მასშტაბით ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების მეშვეობით, პროექტი ხელს შეუწყობს ციფრული სერვისების გამოყენებას.

პროექტი წაახალისებს ციფრულ საფინანსო სერვისებსა და ელექტრონულ კომერციას, ისევე როგორც ელექტრონული მთავრობის სერვისებს. გარდა ამისა, ის ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლებისა და ტელემედიცინის განვითარებას.

„მსურს ხაზი გავუსვა, რომ პროექტი Log-in Georgia, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად ვიწყებთ, ათასამდე დასახლებულ პუნქტში დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს მაღალი ხარისხის ინტერნეტითა და ბევრი ისეთი თანამედროვე სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს, როგორებიცაა ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება და ელექტრონული კომერცია. ისინი ასევე შეძლებენ შინიდან დისტანციურად მუშაობას.

მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციებისგან, მათ შორის, მსოფლიო ბანკისგან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში მიმდინარე რეფორმების და პროგრამების განხორციელებაში, უდიდესი მნიშვნელობისაა.

განსაკუთრებით გამორჩეულია, მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერაკრიზისის კონტექსტში, კერძოდ COVID-19-ის პანდემიის საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში,“ - აცხადებს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

პროექტი ხელს შეუწყობს ფართოზოლოვანი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას პოლიტიკისა და მარეგულირებელი რეფორმების საშუალებით, რათა სოფლად ინტერნეტ პროვაიდერებმა დაბალ ფასად შეძლონ კონკურენტული მაღალხარისხიანი ინტერნეტსერვისის მიწოდება.

ამავე დროს, სამიზნე დასახლებულ პუნქტებში სპეციალური ღონისძიებებიგანხორციელდება ქალების, ეთნიკური და სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ ინტერნეტითა და ციფრული სერვისებით სარგებლობის ხელშესაწყობად.

„ჩვენ განვაგრძობთ წარმატებულ თანამშრომლობას მსოფლიო ბანკთან საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესისათვის საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად. დამტკიცებული პროექტი მიზნად ისახავს ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის არსებული განსხვავების შემცირებას, რასაც დიდწილად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით ციფრული ინფრასტრუქტურისა და ინტერნეტთან წვდომის გავრცელება,“- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

პროექტი განხორციელდება არა-მეწარმე, არაკომერციული იურდიული პირის Open Net-ის მიერ ხუთი წლის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

23 ივლისი 2026, 14:24

პოლიტიკა

პრემიერი: სინგაპურში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, შევჯერდით, რომ გაღრმავდება ურთიერთობები, განხილვის პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება

სინგაპურში შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში.

ირაკლი კობახიძე

23 ივლისი 2026, 14:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ამ მდებარეობის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს შეუძლია, გახდეს ჰაბი, ყველა თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნისთვის, შესაბამისად, საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ

„სინგაპური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის. ის არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა. აქვს საუკეთესო გამოცდილება ბევრ სფეროში. ავიაციის მიმართულებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით. ყველა მიმართულებით, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება ამ თანამშრომლობის გაღრმავება, პირველ რიგში, იმისათვის, რომ უკეთ ავითვისოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი. ჩემს კოლეგებს, მინისტრებს ჰქონდათ შეხვედრები საკუთარ სინგაპურელ კოლეგებთან. როგორც ეკონომიკის, ისე საგარეო საქმეთა მინისტრს. მათაც ჰქონდათ საუბარი კონკრეტულ დეტალებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებასთან. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ახლო მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

23 ივლისი 2026, 14:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში, შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს ჩვენმა ელჩმა და იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას

ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში.

ირაკლი კობახიძე

23 ივლისი 2026, 14:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სინგაპურში ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ე.წ. ფინტექ-ის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიმართულებით

„დაახლოებით 30-მდე კომპანიაა სინგაპურიდან, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და მათ აქვთ ძალიან წარმატებული გამოცდილება საქართველოში ბიზნესის კეთების. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება გავუზიარეთ სხვა კომპანიებსაც და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას სინგაპურიდან, რაც იქნება ჩვენთვის ძალიან საინტერესო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ე.წ. ფინტექ-ის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით ძალიან საინტერესო იქნება სინგაპურთან თანამშრომლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.

ლადო სადღობელაშვილი

23 ივლისი 2026, 14:06

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული მოღვაწეების პატივისცემა თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპული საკითხია. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მწერლებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას, საზოგადოების პროტესტი და მკვეთრი ემოციური რეაქცია სრულიად ბუნებრივია

ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული მოღვაწეების პატივისცემა თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპული საკითხია. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მწერლებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას, საზოგადოების პროტესტი და მკვეთრი ემოციური რეაქცია სრულიად ბუნებრივია, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ პირზე.

ნინო ფოჩხუა

23 ივლისი 2026, 13:56

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: რისიც გვეშინოდა ის მოხდა, გუშინ ონისე ოქრიაშვილს სახლთან წამოარტყეს. ეს მოსალოდნელიც იყო, მარიზის და ნანუკას ჰგონიათ, რომ მთელი საქართველო ეგენი არიან და ხომ დაინახეს, რომ ეგრე არ არის, არსებობენ პატრიოტი ახალგაზრდებიც, რომლებიც არ პატიობენ მსგავს გამოხტომებს

აი, რისიც გვეშინოდა ის მოხდა, გუშინ ონისე ოქრიაშვილს სახლთან წამოარტყეს. ეს მოსალოდნელიც იყო, მარიზის და ნანუკას ჰგონიათ, რომ მთელი საქართველო ეგენი არიან და ხომ დაინახეს, რომ ეგრე არ არის, არსებობენ პატრიოტი ახალგაზრდებიც, რომლებიც არ პატიობენ მსგავს გამოხტომებს, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

დავით ქართველიშვილი

23 ივლისი 2026, 13:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: იქ, სადაც ქალზე მოძალადე შეიძლება სახლში გაუშვა გაუგებარი სამართლებრივი ლმობიერების გამო, სამაგალითოდ დასაჯო ნოდარ დუმბაძის ხსოვნის დამცველი, რომელიც პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა - ალოგიკურად ასიმეტრიული მიდგომაა. ეს მორიგი ოთხი პროვოკატორი კი მისახედია სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის საქმესა და ნოდარ დუმბაძის გარშემო მიმდინარე დისკუსიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როდესაც რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას მომავალთან დაკავშირებულ პროგრამას ვეღარ სთავაზობს, „ომს წარსულს უცხადებს“ და ეროვნული მნიშვნელობის ფიგურების დისკრედიტაციას ცდილობს.

ედიშერ გვენეტაძე

23 ივლისი 2026, 13:53

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუ დააკავეს ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისათვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაპურად ყბაში მოსდეს

სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან თუ ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისათვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაპურად, ქართულად, ტრადიციულად, ვაჟკაცურად ყბაში მოსდეს დააკავეს, - წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში.

დავით ჩიხელიძე

23 ივლისი 2026, 13:53

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ უნდა შეფასდეს როგორც რიგითი აგრესია, ეს იყო პასუხი იმ მიზანმიმართულ შეტევაზე, რომელსაც წლებია, ლიბერალური და ფსევდოლიბერალური წრეები ახორციელებენ ჩვენს ღირებულებებზე, ეკლესიასა და ისტორიულ მოღვაწეებზე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ონისე ოქრიშვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საზოგადოება საკუთარი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვის აუცილებლობის წინაშე დგას.

გია აბაშიძე

23 ივლისი 2026, 13:52

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „გადატრიალებებში" ჩაფლავებული მანქურთები საქართველოს ღვაწლმოსილებს „ამცირებენ". პიროვნება, რომელმაც ვერ აიტანა ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა ვიგინდარა ონისე ოქრიაშვილისგან, თავად ჩაბარდა პოლიციას, მისი ადგილი არაა საკანში

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ პირი, რომელმაც, მისი თქმით, „ვერ აიტანა ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა“, თავად ჩაბარდა პოლიციას და მისი ადგილი ციხეში არ არის.

მარკო რუბიო

23 ივლისი 2026, 13:50

მსოფლიო

მარკო რუბიო: ტრამპს მიაჩნია, რომ უკრაინის ომი „სულელური ომია“ და აშშ მზად არის შეთანხმების შესაძლებლობის შემთხვევაში იმოქმედოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში შეთანხმების მიღწევაში აქტიური როლი შეასრულოს.

დიმიტრი სამხარაძე

23 ივლისი 2026, 13:40

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: რა სურს ნაცს? - რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, უბედურება და ტკივილი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. როდესაც საქმე არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხება, ორმაგი მონდომებით იწყებენ საზოგადოების გაღიზიანების, შუღლისა და დაპირისპირების კამპანიას. ნაცსა და მათთან დაკავშირებულ ოპოზიციურ პარტიებს, ისევე როგორც მათ ტელევიზიებსა და „პეროიანებს“, სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლიათ

სოციალურ ქსელებში ნაცური ტელევიზიების გვერდებსა და მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებს გადავხედე. გასაკვირიც არაფერი მინახავს, როგორც მოსალოდნელი იყო, სხვისი ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდნენ! - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

23 ივლისი 2026, 13:36

საზოგადოება

რეგიონებში პატრონიან ძაღლებს სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ უტარდებათ

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის ,იდენტიფიკაციის (ჩიპირება) და ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებებს, ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მარკო რუბიო

23 ივლისი 2026, 13:33

მსოფლიო

რუბიო: უკრაინაში ომის დასრულებისთვის, მოლაპარაკებების ჩიხიდან გამოსასვლელად „ახალი იდეებია“ საჭირო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდაზე „ახალი იდეების“ წარდგენა.

23 ივლისი 2026, 13:29

სამართალი

ბოლო ორი კვირის მონაცემებით, „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 67 ფაქტი აღკვეთეს

მიმდინარე წლის ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 67 ფაქტი აღკვეთეს.

ზაალ ანჯაფარიძე

23 ივლისი 2026, 13:18

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ პირზე: როგორც ნამდვილმა, პატრიოტმა ქართველმა ვერ მოითმინა ქართული კულტურის, ტრადიციების და ყოველივე ქართულის ასე ღიად შებღალვა, რასაც ასე შეაჩვიეს ბოლო დროს ენა ბენდუქიძე&Co ინკუბატორებში გამოზრდილმა სუროგატმა „ქართველებმა“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ ბრალდებული სამართალდამცავ ორგანოებში თავად გამოცხადდა, დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

23 ივლისი 2026, 13:04

ტექნოლოგიები

იაპონიაში ადამიანებისთვის ღორის თირკმლების გადანერგვის ტესტირებისთვის ემზადებიან

„ჩვენ განზრახული გვაქვს, ეს მეთოდი განვავითაროთ, როგორც თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტი - ადამიანისგან ადამიანზე ტრანსპლანტაციასა და დიალიზთან ერთად“, - განაცხადა PorMedTec-ის ხელმძღვანელობამ. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ტესტირება ერთდროულად იაპონიის ორ საავადმყოფოში ჩატარდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ იაპონიისთვის ეს პირველი მსგავსი ტესტირება იქნება.

მარკო რუბიო

23 ივლისი 2026, 12:58

მსოფლიო

რუბიოს განცხადებით, ირანელები ამერიკულ მხარეს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკელებს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ.

23 ივლისი 2026, 12:51

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ სკვერს მუხიანის IVბ მიკრორაიონში აწყობს

პროექტის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე განხორციელდება ექვსი უკანონო ავტოფარეხის დემონტაჟი და გამოთავისუფლებული ტერიტორია შეუერთდება მანამდე აქ არსებულ მცირე ზომის სკვერს. დაგეგმილია, ასევე, საპარკინგე სივრცეების მოწყობა.

შოთა მირველაშვილი

23 ივლისი 2026, 12:38

პოლიტიკა

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ონისე ოქრიაშვილს ჰკითხა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინე, მეტი საგინებელი ვერავინ ნახე შე არაკაცო, ყველაფერი ქართული რატომ გეზიზღებათო

ონისე ოქრიაშვილის თავდამსხმელის ადვოკატის ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცნო ოქრიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პოდკასტში, ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყენა.