IMEDI /  18 დეკემბერი 2020, 20:12 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: საგარეო ვალის გადახდისუნარიანობას არაფერი ემუქრება

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

მთავრობამ პანდემიის პირობებში ძალიან შეღავათიანი პირობებით აიღო და მთავრობას ამის გადახდის უნარი ნამდვილად აქვს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

„საგარეო ვალი ძალიან შეღავათიანი პირობებით იქნა აღებული, რადგან ჩვენ მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა პანდემიის გამო მიღებული დარტყმა, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. თუკი რაიმე არსებობს დედამიწის ზურგზე, რის გამოც შეიძლება მთავრობებმა მიიღონ გადაწყვეტილება საგარეო ვალის ზრდის შესახებ, სწორედ მსგავსი შემთხვევებია. გლობალური პანდემია შეიძლება საუკუნეში ერთხელ მოხდეს. ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ უნდა შეძლოს და შევძელით კიდეც, გარე დახმარებების მობილიზება.

მეორე ნაწილია, რამდენად ეფექტურად იყო ეს ვალი გამოყენებული - ძალიან გამჭირვალედ ხდება თითოეული ვალის განკარგვა ბიუჯეტიდან, ამ თანხის დიდი ნაწილი წავიდა მოსახლეობის დასახმარებლად, წავიდა ბიზნესის დასახმარებლად და წავიდა ჯანდაცვის დასახმარებლად. ეს რესურსი პანდემიას მოხმარდა და მოხმარდება. ამიტომ ჩვენი ოპონენტების კრიტიკა, ეს არის უსამართლო კრიტიკა. წინა ხელისუფლებამაც აიღო დიდი ვალი და არავინ იცის სად წავიდა ის თანხა და ერთი თეთრი არ წასულა მოსახლეობის სასარგებლოდ.

რაც შეეხება საგარეო ვალის გადახდისუნარიანობას, ამას არაფერი ემუქრება, მომავალი წლიდან ჩვენ ვიწყებთ ეკონომიკის გაჯანსაღებას. 4,3 მეათედი პროცენტი ზრდა, სულ მცირე ზრდა არის ნავარაუდები და შემდეგ იქნება 5%-ზე მეტი ზრდა," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

13 იანვარი 2025, 17:21

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვნახეთ, რომ ის ყბადაღებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელზეც მიგვითითებდნენ და ხაზს უსვამდნენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, საბოლოოდ მისი გაუქმების მომენტში აღმოჩნდა ნულოვანი ღირებულების მქონე

ჩვენ ვნახეთ, რომ ის ყბადაღებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელზეც არაერთ შემთხვევაში წლების განმავლობაში მიგვითითებდნენ და ხაზს უსვამდნენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, საბოლოოდ მისი გაუქმების მომენტში აღმოჩნდა ნულოვანი ღირებულების მქონე იმიტომ, რომ რეალურად არც არაფერი შეცვლილა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

13 იანვარი 2025, 17:17

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვლი 16 იანვარს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 16 იანვარს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

13 იანვარი 2025, 17:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა ჩინოსანმა სამართლებრივად აგო პასუხი, თუმცა პოლიტიკური შეფასების ჭრილში სისტემურად, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გაცემულა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა ჩინოსანმა სამართლებრივად აგო პასუხი, თუმცა პოლიტიკური შეფასების ჭრილში სისტემურად, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გაცემულა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრისას.

დავით მათიკაშვილი

13 იანვარი 2025, 17:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: თუკი რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ დადგინდება და დადასტურდება ჯაშუშობის ძალიან მძიმე ფაქტი, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები არიან მოახდინონ შესაბამისი რეაგირება

თუკი რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ დადგინდება და დადასტურდება ჯაშუშობის ძალიან მძიმე ფაქტი, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები არიან მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

დონალდ ტრამპი

13 იანვარი 2025, 17:11

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირში შიშობენ, რომ ტრამპი უკრაინის საკითხზე პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერების გარეშე გამართავს

ევროკავშირში შიშობენ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერების გარეშე გამართავს. სტატიას ამ შინაარსით Euractiv-ი ავრცელებს.

13 იანვარი 2025, 16:19

საზოგადოება

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი შენდება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

13 იანვარი 2025, 16:01

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ნაძირალა ლაშა გაბიტაშვილის მორიგი პროვოკაცია - საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯოხი უბრალო მოქალაქე გიორგი გოგოლაძეზე გადატეხა, აბუ-დაბის პოლიციას დააჭერინა ადამიანი, რომელიც კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო

ნაძირალა ლაშა გაბიტაშვილის მორიგი პროვოკაციული საქციელი- საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ამჯერად ჯოხი უბრალო მოქალაქე გიორგი გოგოლაძეზე გადატეხა. აბუ-დაბის პოლიციას დააჭერინა ადამიანი, რომელიც კონფლიქტს სასტუმროს რესტორანში სრულიად შემთხვევით შეესწრო და ქართველ დეპუტატებს ემოციურად მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წვერი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

13 იანვარი 2025, 15:54

მსოფლიო

პოლონეთში IKEA-ს საწყობში რამდენიმე ასეულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს მიაგნეს

პოლონეთში, ავეჯის მაღაზია IKEA-ს საწყობში რამდენიმე ასეულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს მიაგნეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კახა კალაძე

13 იანვარი 2025, 15:52

პოლიტიკა

კახა კალაძე: როდესაც გადადიხარ ძალადობაზე და გაქვს სურვილი, მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, ეს არ გამოვა, მეგობრებო

„დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე თავისი ინსტიტუციებით და, რა თქმა უნდა, ყველა დანაშაულს მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ რესტორან „ბაბილოსთან“ მომხდარ ფაქტზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.

კახა კალაძე

13 იანვარი 2025, 15:49

პოლიტიკა

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება

„ძალიან ცუდია და კატეგორიულად მიუღებელი ის ფაშიზმი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, მაგრამ ამის გამო ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯონ და მიაყენონ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ის, რაც ვნახეთ თუნდაც გუშინ, რასაც ვუყურეთ წინა დღეებში, არის ჩვეულებრივი ფაშიზმის გამოვლინება. არ იფიქროთ, რომ ეს მარტო საქართველოში ხდება. ევროპულ ქვეყნებშიც ამ ტიპის ვითარებაა და ეს ფაშიზმი ყველგან დამთავრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

13 იანვარი 2025, 15:39

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, საქართველო აქციოს კოლონიად

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არავის გამოუვა, დაიმონოს ის და კოლონიად აქციოს, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ზოგიერთი კონგრესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

კახა კალაძე

13 იანვარი 2025, 15:36

პოლიტიკა

კახა კალაძე: როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას? საზოგადოებას და მითუმეტეს თანამშრომლებს არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფთ

როცა დასაქმებულთან ხელშეკრულება სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას - ან ვაგრძელებთ, ან - არა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს სამსახურების ხელმძღვანელებმა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან. კახა კალაძემ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებული სიის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც თითქოს თბილისის მერიის სამსახურების უფროსები თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით უშვებენ.

13 იანვარი 2025, 15:26

მსოფლიო

ლიეტუვა უკრაინას 4 500 დრონს გადასცემს

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალენემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი მთავრობა 5 მილიონი ევროს ღირებულების 4 500 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს უკრაინას.

კახა კალაძე

13 იანვარი 2025, 15:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას

არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ და აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

კახა კალაძე

13 იანვარი 2025, 15:21

პოლიტიკა

კახა კალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგონ

ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი ყველამ უნდა აგოს, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

გურ

13 იანვარი 2025, 15:11

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: 2025 წელს პოლიტიკურ სამარეში ჩაითრევს მიხაელ როთი, ეს გათხოვილი კაცი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და ეს იქნება ძალიან კარგი

„ვამბობდით, რომ დაამარცხებდა მიხაელ როთის ლგბტ დროშით „კოლექტიური ნაცმოძრაობას“ ეს კაცი და დაამარცხა. მერე წარუმატებელი იქნებოდა მათი ნებისმიერი ფაფხური და წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა ჩემი სურვილია, რომ გათხოვილ კაცს მიხაელ როთს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს მომავალი გასამართლებული „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. აი ვნახავთ, 2025 წელს პოლიტიკურ სამარეში ჩაითრევს მიხაელ როთი, ეს გათხოვილი კაცი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და ეს იქნება ძალიან კარგი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

13 იანვარი 2025, 15:09

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციისთვის დემოკრატია ქაოსია, დემოკრატიული ქვეყნებისთვის კი - წესრიგი. სწორედ ეს წესრიგი არ მოსწონთ და სურთ რეპრესიებად მონათლონ, საზოგადოების უმეტესობას კი, სიმკაცრეს ითხოვს

დროა ხელისუფლებამ უფრო მკაცრად დაიცვას „დემოკრატიული სახელმწიფოს წესრიგი” საქართველოში. დღეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილი სწორედ ამას ითხოვს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს აფასებს.

კახა კალაძე

13 იანვარი 2025, 15:04

პოლიტიკა

კახა კალაძე კულებას განცხადებაზე: მძიმეა იმის მოსმენა, რომ საკუთარი შვილი ფრონტზე მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ჩვენგან პირდაპირ ომში ჩართულობას მოითხოვდნენ

მინდა კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

13 იანვარი 2025, 14:57

ეკონომიკა

საქსტატი: 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა რვა პროცენტით გაიზარდა

2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 429.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8.0 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აქედან, ექსპორტი 6 560.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 868.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 8.1 პროცენტით).

ვლადიმერ ბოჟაძე

13 იანვარი 2025, 14:54

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე საკვებში ჩაფურთხების კამპანიაზე: ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი რამ არასდროს უკადრებია არავის საქართველოში და ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები ასეთ ბინძურ მეთოდებზეც კი გადავიდნენ

ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი რამ არასდროს უკადრებია არავის საქართველოში და ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები ასეთ ბინძურ მეთოდებზეც კი გადავიდნენ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საკვებში ჩაფურთხების კამპანიაზე საუბრისას.