აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტები გრძელდება
ფოტო: საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე საბავშვო ბაღების მშენებლობას მოიცავს, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბათუმში ახალ სასწავლო წელს, დაახლოებით, 2 500 მოსწავლე განახლებულ სასკოლო გარემოში გააგრძელებს სწავლას.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, აჭარაში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რამდენიმე პროექტი დასრულებულია, ნაწილზე კი სამუშაოები გრძელდება.
განახლებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი ბათუ გურჯიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შონია, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
ბათუმში სრულად განახლდა №4 და №5 საჯარო სკოლები, რომლებიც ჯამში 1 100 მოსწავლისთვისაა გათვალისწინებული. ორივე სკოლაში მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და საერთო სივრცეები, განახლდა საინჟინრო სისტემები და მოწესრიგდა გარე ინფრასტრუქტურა. სკოლები სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
№5 საჯარო სკოლაში განახლდა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია, მოეწყო საფეხბურთო მინიმოედანი და სრულად შეიცვალა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. №4 საჯარო სკოლაში, სასწავლო სივრცეებთან ერთად, განახლდა სპორტული მოედანი და სკოლის ეზო, მოწესრიგდა საინჟინრო სისტემები და ჩატარდა შენობის ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების სამუშაოები.
ორივე სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ათეულობით ახალი სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება.
,,ასევე, დავათვალიერეთ თანამედროვე სტანდარტების და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი საბავშვო ბაღები, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი უკვე განახლებულ გარემოში გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება, მეტ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს თანამედროვე და ხარისხიანი ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბათუმში დასრულებულია №3, №12 და №26 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაც. სამი განახლებული ბაღი ჯამში 475 აღსაზრდელისთვისაა განკუთვნილი.
საბავშვო ბაღებში სრულად განახლდა შიდა და გარე სივრცეები, მოეწყო სასწავლო, სათამაშო და მოსასვენებელი ოთახები, მოწესრიგდა საინჟინრო კომუნიკაციები, გათბობისა და უსაფრთხოების სისტემები, სველი წერტილები და სამზარეულო სივრცეები. განახლებული ბაღები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
ამასთან, ბათუმში გრძელდება №18 და №23 საბავშვო ბაღების სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. №18 ბაღი 250, ხოლო №23 ბაღი 300 აღსაზრდელს მოემსახურება. პროექტები ითვალისწინებს არსებული შენობების გამაგრება-გაძლიერებას, შიდა და გარე სივრცეების სრულ განახლებას.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასულ კვირას აჭარაში ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისთვის ტენდერებიც გამოაცხადა. მათ შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის გონიოს დასახლებაში 200 ბავშვისთვის გათვალისწინებული ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას ეტაპობრივად განაგრძობს. სამინისტროსთვის პრიორიტეტია როგორც მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად დასრულება, ისე ბავშვებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
ყველა სიახლე
07 სექტემბერი 2026, 17:37
პოლიტიკა
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტომას დრაკერთან. ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე მონაწილეობას მიიღებს PISA 2025-ის რეგიონულ კონფერენციაში, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე საქართველოს განათლების სისტემის მიღწევებზე ისაუბრებს.
07 სექტემბერი 2026, 17:30
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო
წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული დღევანდელი მდგომარეობით, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ გადაცემაში „ფორმულის დღე“.
07 სექტემბერი 2026, 17:29
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება
სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
07 სექტემბერი 2026, 17:20
მსოფლიო
ტრამპმა რუკის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ნიუ-მექსიკოს „ნიუ ამერიკა“ უწოდა
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც თეთრმა სახლმა X-ზეც გააზიარა, ნაჩვენებია შტატის კონტური, სადაც სიტყვა „Mexico“ წითლადაა გადახაზული და ჩანაცვლებულია სიტყვით „America“. სურათს არანაირი განმარტება არ ახლდა. თეთრ სახლს ნიუ-მექსიკოსთვის სახელის გადარქმევის ინიციატივა ოფიციალურად არ გამოუცხადებია.
07 სექტემბერი 2026, 17:17
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი ციხეში ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რომ მან „დიდი ზიანი დიქტატურას უკვე მიაყენა“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
07 სექტემბერი 2026, 17:14
საზოგადოება
სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივ შესწავლა დაიწყო
მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე, კომისიაში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხების ინდივიდუალურად მოკვლევა. თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ქსელზე მიერთების საფასური დაერიცხათ უკვე მოქმედ აბონენტებს, რაც არ შეესაბამება სემეკის რეგულაციებსა და წესებს, მომხმარებლებს აღნიშნული დარიცხვები ჩამოეწერებათ. (გარდა სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელებზე თვითნებური მიერთებების შემთხვევებისა)
07 სექტემბერი 2026, 17:10
მსოფლიო
Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა
გამოცემა Politico იუწყება, რომ პოლონეთში უკრაინელების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა. 2026 წლის პირველ ნახევარში 180 ასეთი ინციდენტი მოხდა, რაც 30%-იანი ზრდაა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
07 სექტემბერი 2026, 16:48
თემა
ნაკლები ხორცი, მეტი ბოსტნეული? რას გულისხმობს სწორი კვება?
ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების საფუძველია. თუმცა შეიცავს თუ არა ისინი დღეს იმდენივე ვიტამინსა და მიკროელემენტს, რამდენსაც ადრე? Deutsche Welle-მ გამოიკვლია, თუ როგორ შეიცვალა ნაცნობი პროდუქტების შემადგენლობა და რომელთა მიღება არის სასარგებლო.
07 სექტემბერი 2026, 16:48
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი Maritime Passport-ის დამფუძნებლებსა და დირექტორებს, პიტერ ფილიპსსა და მარტინ უაითს შეხვდა
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს საზღვაო სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.
07 სექტემბერი 2026, 16:39
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა
მიკვლევადობით დადგინდა, რომ საქონელი დაკლულია ფიზიკური პირის, რ. ო-ის კუთვნილ ეზოში (მცხეთის რაიონი, სოფ. ციხისძირი) არსებულ არალეგალურ სასაკლაოში, რომელიც ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ფ/პ კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა; გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
07 სექტემბერი 2026, 16:35
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ლევან კოპალიანმა და KIU-ს გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა ალექსანდრე მესხმა. სიტყვით გამოვიდნენ ასევე KIU-ს მათემატიკის სკოლის დეკანი რამაზ ბოჭორიშვილი და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის დეკანი ნიკა გაგუა.
07 სექტემბერი 2026, 16:34
რეგიონი
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგენილია და რევერსულად მიმდინარეობს.
07 სექტემბერი 2026, 16:28
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს როგორც ერთიანმა, ურთიერთდაკავშირებულმა სისტემამ, სადაც საზღვაო ტრანსპორტი ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია
შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს როგორც ერთიანმა, ურთიერთდაკავშირებულმა სისტემამ, სადაც საზღვაო ტრანსპორტი ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაზე „ზღვებიდან დერეფნებამდე: გლობალური ვაჭრობის ახალი გეოგრაფია“ გამოსვლისას.
07 სექტემბერი 2026, 16:19
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთის საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს, ჩენ ჰუაფენგს შეხვდა, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში (GIMF 2026) მონაწილეობს.
07 სექტემბერი 2026, 15:46
საზოგადოება
დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 15:40
პოლიტიკა
სპორტის კომიტეტის წევრები 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს გაეცნენ
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარმოადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 15:36
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: 8 თვის მონაცემებით ტვირთბრუნვა ძალიან მაღალია - გვაქვს რეკორდული ზრდა, რაც განპირობებულია სწორი მენეჯმენტით როგორც საქართველოს ნავსადგურებში, ისე საქართველოს რკინიგზაში
ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის შუა დერეფნის კონტექსტი და მისი როლი, ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებში. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის და რომ შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ დერეფანზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
07 სექტემბერი 2026, 15:24
მსოფლიო
Euronews: AfD-ს გამარჯვება მერცისთვის კიდევ ერთი დარტყმაა იმ ფონზე, როდესაც მისი მოწონების რეიტინგი მკვეთრად დაეცა
Euronews-ი წერს, რომ მერცისთვის, რომელიც კვირას, გვიან ღამით ბერლინის პარტიული შტაბ-ბინიდან ადევნებდა თვალს შედეგებს, თუმცა საჯაროდ არ გამოსულა, ეს შედეგი კიდევ ერთი დარტყმაა იმ ფონზე, როდესაც მისი მოწონების რეიტინგი მკვეთრად დაეცა.
07 სექტემბერი 2026, 15:18
მსოფლიო
კრემლში რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება არ გამორიცხეს
„რაც შეეხება სამმხრივი ფორმატის განახლებას, გუშინ გესმოდათ განცხადება კიევიდან. ბატონმა კუშნერმა [აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა] გააკეთა ასეთი განცხადებები. ჩვენც არ გამოვრიცხავთ ამ სამმხრივი ფორმატის აღდგენას“, - აღნიშნა პესკოვმა.


