Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა
ფოტო: Getty Images
გამოცემა Politico იუწყება, რომ პოლონეთში უკრაინელების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა. 2026 წლის პირველ ნახევარში 180 ასეთი ინციდენტი მოხდა, რაც 30%-იანი ზრდაა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თებერვლიდან ივნისამდე პოლონელმა პროკურორებმა სასამართლოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების 283 საქმე შეიტანეს. ამ საქმეების 80%-ზე მეტ შემთხვევაში მსხვერპლი უკრაინელები იყვნენ - 2014 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4% იყო.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს პოლონელების 51%-მა გამოხატა სიმპათია უკრაინელების მიმართ, 2026 წლის იანვრისთვის მხოლოდ 29%-მა გამოხატა ეს სიმპათია. ანტიპათია 38%-დან 43%-მდე გაიზარდა.
პოლონელები ურთიერთობების გაუარესებას ისტორიულ დავებითა (45.4%) და უკრაინელებისთვის განკუთვნილ სოციალურ შეღავათებით (36.4%) ხსნიან. მემარჯვენე პოლიტიკოსები არჩევნების წინ ამ განწყობას აქტიურად იყენებენ. ერთმა უკრაინელმა ქალმა, რომელიც პოლონეთში 10 წელია ცხოვრობს, გამოცემასთან ინტერვიუში აღიარა: „მეშინია საჯარო ადგილებში უკრაინულად ლაპარაკის და ვნერვიულობ ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ან სტუმრად მოდიან“.
კიდევ ერთმა უკრაინელმა განაცხადა, რომ მეზობელი მას ლიფტში თავს დაესხა და უყვირა: „დაბრუნდი უკრაინაში და აუხსენი ზელენსკის, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა“. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ივლისში ორი კაცი უკრაინელების ცემის ფაქტზე დააკავეს.
ყველა სიახლე
07 სექტემბერი 2026, 17:30
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო
წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული დღევანდელი მდგომარეობით - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ გადაცემაში „ფორმულას დღე“.
07 სექტემბერი 2026, 17:29
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება
სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
07 სექტემბერი 2026, 17:20
ეკონომიკა
აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტები გრძელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე საბავშვო ბაღების მშენებლობას მოიცავს, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
07 სექტემბერი 2026, 17:20
მსოფლიო
ტრამპმა რუკის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ნიუ-მექსიკოს „ნიუ ამერიკა“ უწოდა
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც თეთრმა სახლმა X-ზეც გააზიარა, ნაჩვენებია შტატის კონტური, სადაც სიტყვა „Mexico“ წითლადაა გადახაზული და ჩანაცვლებულია სიტყვით „America“. სურათს არანაირი განმარტება არ ახლდა. თეთრ სახლს ნიუ-მექსიკოსთვის სახელის გადარქმევის ინიციატივა ოფიციალურად არ გამოუცხადებია.
07 სექტემბერი 2026, 17:17
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი ციხეში ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რომ მან „დიდი ზიანი დიქტატურას უკვე მიაყენა“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
07 სექტემბერი 2026, 17:14
საზოგადოება
სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივ შესწავლა დაიწყო
მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე, კომისიაში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხების ინდივიდუალურად მოკვლევა. თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ქსელზე მიერთების საფასური დაერიცხათ უკვე მოქმედ აბონენტებს, რაც არ შეესაბამება სემეკის რეგულაციებსა და წესებს, მომხმარებლებს აღნიშნული დარიცხვები ჩამოეწერებათ. (გარდა სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელებზე თვითნებური მიერთებების შემთხვევებისა)
07 სექტემბერი 2026, 16:48
თემა
ნაკლები ხორცი, მეტი ბოსტნეული? რას გულისხმობს სწორი კვება?
ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების საფუძველია. თუმცა შეიცავს თუ არა ისინი დღეს იმდენივე ვიტამინსა და მიკროელემენტს, რამდენსაც ადრე? Deutsche Welle-მ გამოიკვლია, თუ როგორ შეიცვალა ნაცნობი პროდუქტების შემადგენლობა და რომელთა მიღება არის სასარგებლო.
07 სექტემბერი 2026, 16:48
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი Maritime Passport-ის დამფუძნებლებსა და დირექტორებს, პიტერ ფილიპსსა და მარტინ უაითს შეხვდა
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს საზღვაო სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.
07 სექტემბერი 2026, 16:39
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა
მიკვლევადობით დადგინდა, რომ საქონელი დაკლულია ფიზიკური პირის, რ. ო-ის კუთვნილ ეზოში (მცხეთის რაიონი, სოფ. ციხისძირი) არსებულ არალეგალურ სასაკლაოში, რომელიც ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ფ/პ კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა; გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
07 სექტემბერი 2026, 16:35
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ლევან კოპალიანმა და KIU-ს გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა ალექსანდრე მესხმა. სიტყვით გამოვიდნენ ასევე KIU-ს მათემატიკის სკოლის დეკანი რამაზ ბოჭორიშვილი და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის დეკანი ნიკა გაგუა.
07 სექტემბერი 2026, 16:34
რეგიონი
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგენილია და რევერსულად მიმდინარეობს.
07 სექტემბერი 2026, 16:28
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს როგორც ერთიანმა, ურთიერთდაკავშირებულმა სისტემამ, სადაც საზღვაო ტრანსპორტი ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია
შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს როგორც ერთიანმა, ურთიერთდაკავშირებულმა სისტემამ, სადაც საზღვაო ტრანსპორტი ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაზე „ზღვებიდან დერეფნებამდე: გლობალური ვაჭრობის ახალი გეოგრაფია“ გამოსვლისას.
07 სექტემბერი 2026, 16:19
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთის საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს, ჩენ ჰუაფენგს შეხვდა, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში (GIMF 2026) მონაწილეობს.
07 სექტემბერი 2026, 15:46
საზოგადოება
დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 15:40
პოლიტიკა
სპორტის კომიტეტის წევრები 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს გაეცნენ
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარმოადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 15:36
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: 8 თვის მონაცემებით ტვირთბრუნვა ძალიან მაღალია - გვაქვს რეკორდული ზრდა, რაც განპირობებულია სწორი მენეჯმენტით როგორც საქართველოს ნავსადგურებში, ისე საქართველოს რკინიგზაში
ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის შუა დერეფნის კონტექსტი და მისი როლი, ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებში. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის და რომ შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ დერეფანზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
07 სექტემბერი 2026, 15:24
მსოფლიო
Euronews: AfD-ს გამარჯვება მერცისთვის კიდევ ერთი დარტყმაა იმ ფონზე, როდესაც მისი მოწონების რეიტინგი მკვეთრად დაეცა
Euronews-ი წერს, რომ მერცისთვის, რომელიც კვირას, გვიან ღამით ბერლინის პარტიული შტაბ-ბინიდან ადევნებდა თვალს შედეგებს, თუმცა საჯაროდ არ გამოსულა, ეს შედეგი კიდევ ერთი დარტყმაა იმ ფონზე, როდესაც მისი მოწონების რეიტინგი მკვეთრად დაეცა.
07 სექტემბერი 2026, 15:18
მსოფლიო
კრემლში რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება არ გამორიცხეს
„რაც შეეხება სამმხრივი ფორმატის განახლებას, გუშინ გესმოდათ განცხადება კიევიდან. ბატონმა კუშნერმა [აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა] გააკეთა ასეთი განცხადებები. ჩვენც არ გამოვრიცხავთ ამ სამმხრივი ფორმატის აღდგენას“, - აღნიშნა პესკოვმა.
07 სექტემბერი 2026, 15:05
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია კორეის რესპუბლიკაში ციფრული ინოვაციებისა და საჯარო მმართველობის სფეროში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.


