Imedi /  21 დეკემბერი 2020, 11:02 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი: 2020 წელს 1300-ზე მეტი კომპანია და 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იყო დასაქმებული

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

მხოლოდ 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლო უმნიშვნელოვანესი პროექტების დასრულება. მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის სამი მონაკვეთის გახსნა, ხოლო რიკოთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ასევე 580 კმ შიდა სახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაცია, 322 ათასი ადამიანის წყალმომარაგების გაუმჯობესება - ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს ასევე დასრულდა 20 ახალი სკოლის მშენებლობა, დაიწყო 41 ახალი სკოლის მშენებლობა და 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, გაიხსნა ვანის მუზეუმი და სხვადასხვა რეგიონში განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აბასთუმანში, ასურეთსა და ბაკურიანში დასრულდა ურბანული განახლების მნიშვნელოვანი ეტაპები და მუშაობა დაიწყო წყალტუბოს განვითარების პროექტზე.

„ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროექტებისა, რომელშიც მხოლოდ 2020 წელს 1 300-ზე მეტი კომპანია და 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იყო დასაქმებული. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მიუხედავად ყველა რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარება უპრეცედენტო მასშტაბით მიმდინარეობს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღეიდან, საკანონმდებლო ორგანოში საკომიტეტო მოსმენები დაიწყო. მინისტრობის კანდიდატების მოსმენა ოთხ შინაარსობრივ ბლოკად იმართება.

ყველა სიახლე

26 ოქტომბერი 2021, 16:21

საზოგადოება

კოჯორში, აზეულას ქუჩაზე მულტიფუნქციური სივრცე მოეწყო

კოჯორში, აზეულას ქუჩაზე, 6 000 კვ.მ. ფართობზე, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ახალი სკვერი მოეწყო.

მამუკა მდინარაძე

26 ოქტომბერი 2021, 16:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ ვინმემ გაკადრათ, რომ ფულის სანაცვლოდ წამოდით ხვალინდელ აქციაზეო, არცერთი ადამიანი არ მოვიდეს

ძალიან სერიოზული მუხტი იგრძნობა, როცა ჩვენს წარმომადგენლებს ვუკავშირდებით რეგიონებში - ხვალ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და ისინი კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და განვითარებასა და ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“- ში ხვალინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

26 ოქტომბერი 2021, 16:11

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სად სააკაშვილი და სად პედიატრი კომაროვსკი, მხოლოდ პედიატრიული პრაქტიკით რომ იყოს ცნობილი კომაროვსკი - ჯანდაბას, ის წელიწადის უდიდეს ნაწილს ატარებს რუსეთში და ყირიმს ანექსირებულ ტერიტორიად არ თვლის

​​​​​​​ექსპერტი დავით ქართველიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან.

26 ოქტომბერი 2021, 15:51

მსოფლიო

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთ მეჩეთში 16 ადამიანი მოკლეს

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთ მეჩეთში 16 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2021, 15:45

ეკონომიკა

კახა კალაძე: როგორც ქალაქის მერსა და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სასტუმროს ბრენდი შემოვიდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. სიმბოლურად, ლენტი თბილისის მერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელ ლაშა პაპაშვილთან ერთად გაჭრა.

26 ოქტომბერი 2021, 15:42

საზოგადოება

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს, რომელიც საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიან საბიუჯეტო პროცესში ინტეგრირებას ითვალისწინებს.

26 ოქტომბერი 2021, 15:41

პოლიტიკა

ემიგრანტების საარჩევნო უფლების თაობაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით ცესკოში განცხადება გაკეთდა

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინტენსიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით.

26 ოქტომბერი 2021, 15:38

კულტურა

თბილისი თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენას უმასპინძლებს

გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტს (IGAV) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და იმ ფართომასშტაბიანი კულტურული პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც „აბრეშუმის გზის“ გასწვრივ მდებარე ევროპისა და აზიის ქვეყნებს უკავშირდება.

26 ოქტომბერი 2021, 15:32

სპორტი

NBA-ში ისტორიული მატჩი შედგა: ბითაძე VS მამუკელაშვილი

პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში ქართული დუელი შედგა. ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთმანეთს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი” და სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი” შეხვდნენ. მატჩი ინსიანაპოლისში გაიმართა და მილუოკელთა გამარჯვებით – 119:109 დასრულდა, - ამის შესახებ კალათბურთის ფედერაცია წერს.

26 ოქტომბერი 2021, 15:25

პოლიტიკა

ირინა ლომინაძე: პაატა ბურჭულაძეს, როგორც საოპერო მომღერალს, უდიდეს პატივს ვცემ - როგორც პოლიტიკოსს მე მას არ შევხვდები

პაატა ბურჭულაძეს, როგორც მსოფლიო ბანს, საოპერო მომღერალს უდიდეს პატივს ვცემ და ბედნიერი ვიქნები, თუ როდისმე იმღერებს ჩემ თეატრში, თუმცა როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს მე არ შევხვდები, - ამის შესახებ ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინა ლომინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 15:18

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს

ნამდვილად მისალოცია დღევანდელი დღე, ვინაიდან ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 15:16

ეკონომიკა

თბილისში, ​ჭავჭავაძის გამზირზე სასტუმრო „ჰილტონ თბილისი გარდენ ინი“ გაიხსნა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კომპანია „რედიქსის“ ინვესტიიცით აშენებული საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „ჰილტონ თბილისი გარდენ ინი“ პრემიერმა და თბილისის მერმა გახსნეს. გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მედია და პროექტში ჩართული სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

26 ოქტომბერი 2021, 15:12

მსოფლიო

The Times of Israel: უახლოეს თვეებში ისრაელის საჰაერო ძალები ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმის მიზნით წვრთნებს შეუდგებიან

უახლოეს თვეებში ისრაელის საჰაერო ძალები ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმის მიზნით წვრთნებს შეუდგებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 15:11

სპორტი

თეა წულუკიანი ველოსპორტის ფედერაციის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტს, ომარ ფხაკაძესა და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და ველოსპორტში არსებულ გამოწვევებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 15:09

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე UNESCO-ს ამბასადორიალზე მონაწილეობას მიიღებს

28 ოქტომბერს, პარიზში, UNESCO-ს გენერალური დირექტორის ოდრე აზულეს მიწვევით, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იუნესკოს ამბასადორიალზე მიიღებს მონაწილეობას.

26 ოქტომბერი 2021, 14:55

რეგიონი

თიანეთის 11 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

თიანეთის 11 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 14:49

სპორტი

ფრანგული Rugbyrama ბექა საღინაძესა და დავით ნინიაშვილს „ლიონის“ მომავლად მოიხსენიებს

ორმა ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა – ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონი წარმატებით დაიწყეს. მიუხედავად ასაკისა და დებიუტანტობისა, ისინი უმოკლეს დროში იქცნენ „ლიონის“ ნაწილად, რაც არ გამორჩენია პოპულარულ ფრანგულ სარაგბო გამოცემა Rugbyrama-ს, რომელიც ქართველ ლეგიონერებს „ლიონის“ მომავლად მიიჩნევს. ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 14:44

მსოფლიო

„ევროპოლის“ ოპერაციის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით არალეგალური საქონლის ონლაინვაჭრობისთვის 150 ადამიანი დააკავეს

„ევროპოლის“ ოპერაციის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით არალეგალური საქონლის ონლაინვაჭრობისთვის 150 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ზაზა გულიაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 14:42

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატი „მთავარ არხსა“ და ნიკა გვარამიას უჩივის

„ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი „მთავარ არხსა“ და ნიკა გვარამიას უჩივის. მისი თქმით, ეთერში გასულ სიუჟეტი სიცრუეა. მერობის კანდიდატი ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის მატერიალურ კომპენსაციას 55 555 ლარს ითხოვს, რაც, მისი განმარტებით, საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

გივი მოდებაძე

26 ოქტომბერი 2021, 14:27

სამართალი

გივი მოდებაძე, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, „მთავარი არხისგან“ ბოდიშსა და სიმბოლურ თანხას - 55 555 ლარს ითხოვს

„ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატი „მთავარ არხს“ დეზინფორმაციაში ამხელს. გივი მოდებაძე, ტელეკომპანიასა და მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის.