imedi /  22 დეკემბერი 2020, 15:04 / სანდო წყარო

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენილების პროექტს განიხილავენ

კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოიყენებს და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიიღწევა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის - მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) ცვლილებით.

მიზნობრივი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განავითარა საოპერაციო ჩარჩო, რომელიც მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებისგან შედგება: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები პირველად და მეორად ბაზარზე, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები ან დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. ლიკვიდობის მისაწოდებლად ეროვნული ბანკი ასევე სავალუტო სვოპ ოპერაციებს იყენებს.

ჩამოთვლილი ინსტრუმენტებით ეროვნული ბანკი მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებს მართავს. სასურველი მოკლევადიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად ბანკთაშორის მოკლევადიან ლიკვიდობის ბაზარზე რეფინანსირების სესხებით ინტერვენციები ხორციელდება. ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების დიდი რყევების თავიდან ასაცილებლად, რაც ამ ბაზრის განვითარებას ხელს უშლის, ეროვნული ბანკი მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს - ერთდღიან სესხებსა და დეპოზიტებს - იყენებს.

„ინფლაციის მიზნობრივი 3-პროცენტიანი მაჩვენებელი საშუალოვადიანი ინდიკატორია. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი დონისგან უმეტესწილად განსხვავებული იქნება; ის ზოგჯერ მიზნობრივ ინფლაციაზე უფრო მაღალი, ზოგჯერ კი უფრო დაბალი იქნება, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის ამ მაჩვენებლისკენ იმოძრავებს. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს, ანუ 2009 წლიდან დღემდე, წლიური ინფლაცია საშუალოდ 3.7 პროცენტს შეადგენს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2026, 19:40

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზერ ხვარეშია წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა ახლად დანიშნულ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა, ხოლო, იმერეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, რამაზ თათარაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

24 ივნისი 2026, 19:17

მსოფლიო

რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება

რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარტია SOS რუმინეთის პარლამენტარებმა წარადგინეს, ოთხშაბათს დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება, რომელიც ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.

24 ივნისი 2026, 19:14

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

24 ივნისი 2026, 18:52

მსოფლიო

EUobserver: ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს

ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს, - წერს გამოცემა EUobserver-ი.

24 ივნისი 2026, 18:46

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ვაგრძელებთ, რათა რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოებისა და მეურნეობების საქმიანობას გაეცნო.

24 ივნისი 2026, 18:36

პოლიტიკა

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 83 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები.

24 ივნისი 2026, 18:34

ეკონომიკა

IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:33

რეგიონი

დავით სონღულაშვილი ბაღდათში ღვინის მარნის „ლაბარა“ საქმიანობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარე ღვინის მარან „ლაბარაში“ იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

24 ივნისი 2026, 18:29

ეკონომიკა

IMF: ლარის გაცვლითი კურსი ძირითადად სტაბილურია - ეს მიუთითებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებაზე, რაც ნაწილობრივ უფრო ძლიერი სავალუტო რეზერვების არსებობით არის განპირობებული

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:28

პოლიტიკა

ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია: კრიტიკის ქარცეცხლში მორიგ ჯერზე გატარება არახალია ქართველი ხალხისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის

კრიტიკის ქარცეცხლში მორიგ ჯერზე გატარება არახალია ქართველი ხალხისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ.

24 ივნისი 2026, 18:27

მსოფლიო

ჯანმოს დირექტორის განცხადებით, ევროპაში დაფიქსირებული ანომალიური სიცხეები ჯანმრთელობისთვის საშიშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ევროპაში მიმდინარე ძლიერი სიცხეების ფონზე, რეგიონის ლიდერებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

24 ივნისი 2026, 18:27

ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:24

ეკონომიკა

IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:21

საზოგადოება

ქეთი მელაძე: კულტურულ გიდებზე კვოტა ნულოვანია, მოთხოვნას აბსოლუტურად ვართმევთ თავს

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვებია დაწესებული.

24 ივნისი 2026, 18:18

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: ევრობიუროკრატები მიხვდნენ, რომ იმდენად ძლიერად მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ კონკრეტული პარტიის, ან პოლიტიკოსის მხარდაჭერა შედეგს ვერ გამოიღებდა და გადავიდნენ პოლიტიკურ ზეწოლაზე ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებით, რასაც დღეს ვუყურებთ

რასაკვირველია თინა ბოკუჩავას ჩამოლაბორანტება დიდი დანაკლისი იქნება მისი პარტიისთვის; მას საგარეო მიმართულებით თავისი ლობისტები ჰყავდა, რომლებიც ეხმარებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას და ძალიან სწორი იყო ხელისუფლება, როდესაც ამბობდა, რომ მათი ჩართულობით იყო მცდელობები საქართველოს იმიჯი საერთაშორისო დონეზე დაზიანებულიყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ.

24 ივნისი 2026, 18:16

მსოფლიო

უკრაინული მედია: პარასკევს, ევროკავშირი შეეცდება დაარწმუნოს უნგრეთი, არ დაბლოკოს უკრაინისთვის კლასტერების გახსნის შესახებ წერილი

პარასკევს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფი (COELA) ხელახლა განიხილავს უკრაინისთვის 2-6 კლასტერების სკრინინგის შედეგების შეფასების საკითხს, რომელიც 23 ივნისს უნგრეთმა შეაფერხა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჯგუფი ევროკავშირს შესთავაზებს უკრაინას გაუგზავნოს წერილი თითოეულ კლასტერთან დაკავშირებით მოლაპარაკების პოზიციის წარდგენის მოწვევით, რათა დაიწყოს მათი გახსნის შესახებ განხილვა. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ ევროკავშირის ორმა ჩინოვნიკმა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ორმა დიპლომატმა განუცხადა.

ნინო წილოსანი

24 ივნისი 2026, 18:12

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჯერ კიდევ არის რისკები და საფრთხეები იმისა, რომ რაღაც კონკრეტული თავდასხმები და შანტაჟის რიტორიკა შენარჩუნდეს, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს საჭიროება უდგას თავად ევროკავშირს

ჯერ კიდევ არის რისკები და საფრთხეები იმისა, რომ რაღაც კონკრეტული თავდასხმები და შანტაჟის რიტორიკა შენარჩუნდეს, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს საჭიროება უდგას თავად ევროკავშირს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე საუბრისას.

24 ივნისი 2026, 18:09

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.

24 ივნისი 2026, 18:06

საზოგადოება

სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი: კულტურული გიდების ნულოვანი კვოტირება გამართლებულია. ქვეყანაში საკმარისი რესურსია სხვადასხვა ენობრივი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად

სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ელზა ბებია გიდების საქმიანობასთან დაკავშირებით “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს და აღნიშნავს, რომ რეგულაციის ამოქმედება ადგილობრივი გიდების ინტერესების დაცვისთვის აუცილებელი იყო.

ნინო წილოსანი

24 ივნისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: არც გვაქვს მოლოდინი, რომ სანამ დრამატულად არ შეიცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა და თუნდაც ომის მშვიდობიანი რეზოლუცია არ გამოიძებნება უკრაინაში, საქართველოს წინააღმდეგ ეს ბრძოლა არ გაგრძელდება

„ერთი მხრივ, არც გვაქვს მოლოდინი, რომ სანამ დრამატულად არ შეიცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა და თუნდაც ომის მშვიდობიანი რეზოლუცია არ გამოიძებნება უკრაინაში, საქართველოს წინააღმდეგ ეს ბრძოლა გაგრძელდება. მინიმუმ იმიტომ გაგრძელდება, რომ თუნდაც მებრძოლ უკრაინელებს დაანახონ რომ თუ ისინი იბრძოდნენ და საქართველო ასცდა ამ ომს, საქართველო ამისთვის ისჯება“, - მიიჩნევს წილოსანი.