ENKA-ს მთავრობასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: ნამახვანჰესის პროექტს ხელს უშლიან აქტივისტთა კონკრეტული ჯგუფები
ფოტო: Shutterstock.com
ჩვენი დაკვირვებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებას ხელს უშლიან აქტივისტთა კონკრეტული ჯგუფები, - ამის შესახებ ENKA-ს მთავრობასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ელენე ღუბიანურმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„როდესაც ხდება გაჟღერება, რომ პროექტს ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება, ამას ვერ დავეთანხმები იქიდან გამომდინარე, რომ ის მასშტაბური აქცია, რომელიც დაფიქსირდა ოქტომბრის ბოლოს საკმაოდ მოცულობითი იყო, სადაც რეგიონის მხოლოდ რამდენიმე მცხოვრების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. იქ ფიქსირდებოდნენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები, ასევე აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ რეგიონთან და არც მშენებარე ობიექტთან კავშირი არ აქვთ“, - აღნიშნა ღუბიანურმა.
მისი თქმით, ინვესტორი კომპანია შეეცადა აქციის მონაწილეებთან კონსტრუქციული დიალოგი გაემართა, თუმცა მათი მოთხოვნა ატარებდა ულტიმატუმის ხასიათს. „არ იყო მზაობა, რომ ერთმანეთთან ინფორმაცია გაგვეცვალა. გვსურდა მოგვესმინა რა აწუხებდათ მათ და რა ინფორმაცია გვქონდა ჩვენ კონკრეტულ ნებართვებზე. ვინაიდან კომპანიას ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვს. მათი მოთხოვნა იყო, რომ კომპანიამ აუცილებლად უნდა დატოვოს საქართველო და ეს პროექტი აუცილებლად უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ENKA-ს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ანალოგიური წინააღმდეგობა ჩნდება სხვა ჰესების პროექტების შემთხვევაშიც, სადაც საპროტესტო აქციებზე იგივე სახეები ჩნდებიან.
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. მისი ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). ის ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს და ამჟამად მსოფლიოს 64 ქვეყანაში 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
ყველა სიახლე
16 სექტემბერი 2024, 12:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: არის ძალიან საწყენი და ამავე დროს, ძალიან აგდებული დამოკიდებულება თავად შერიგების პროცესის მიმართ - სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა იგივე სიტყვები 2012 წელს თქვა, არაფერს ახალს არ ვამბობთ
ბიძინა ივანიშვილმა იგივე სიტყვები 2012 წელს თქვა, არაფერს ახალს არ ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ ერთი და იმავეს - მან ციტატაც კი წაიკითხა 2012 წლის გამოსვლიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.
16 სექტემბერი 2024, 12:43
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეკვეთილში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს
ახალგაზრდებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ახალი საპარლამენტო სიის ოცეულიდან ვაკო თურნავამ, დეპუტატმა და დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, განათლების და სპორტის, ტექნოლოგიების მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
16 სექტემბერი 2024, 12:36
პოლიტიკა
კახა კალაძე: სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული
სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ეს მილიარდები არსად არ ჩანს, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას, როდესაც მას ევროკავშირისგან 14 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების თემაზე ოპოზიციისგან „ქართული ოცნებისთვის“ დებატების შეთავაზებაზე კომენტარი სთხოვეს.
16 სექტემბერი 2024, 12:22
საზოგადოება
თბილისის მერი N19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დიდუბის რაიონში, N19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
16 სექტემბერი 2024, 12:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ამბობენ, რომ შერიგება არ უნდა იყოს, ოსები არიან დამნაშავეები და გამოაცხადეს მთლიანი ერი ომის დამნაშავედ. შერიგების გარდა, სხვა გზა არ არსებობს
ჩვენ არ გვაქვს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. არიან პარტიები, რომლებსაც სხვა მიზნები აქვთ და მზად არიან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა შესწირონ ამ მიზნებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
16 სექტემბერი 2024, 12:08
საზოგადოება
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარი გაიმართა
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლები, „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარი „ოზონის შრე და მისი დაცვა“ ჩატარდა.
16 სექტემბერი 2024, 12:05
მსოფლიო
Politico: ფრანგი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი გადადგა და დაწერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობა „კითხვის ნიშნებს აჩენს“
Politico წერს, რომ ეს მოულოდნელი ფაქტია ევროკავშირში ძალაუფლების გადაცემის პროცესში, რომელსაც უკვე აჭიანურებს ეროვნული პოლიტიკა და ფონ დერ ლაიენის კომისრების კოლეგია გენდერული ბალანსის პრინციპის ფორმირების მცდელობები. სლოვენიამ და რუმინეთმა ევროკომისიის პრეზიდენტის ზეწოლის გამო უკვე ჩაანაცვლებს კაცი კანდიდატები ქალებით.
16 სექტემბერი 2024, 12:04
პოლიტიკა
კახა კალაძე მიხაილ როთიზე: რატომ უნდა შევხვდეთ ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული?
„ამ ადამიანმა თავი დაგვამახსოვრა შეურაცხმყოფელი განცხადებებით ქართველი ხალხისა და სარწმუნოების მიმართ. მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნისა და მშვიდობის საწინააღმდეგო განცხადებებს ვისმენთ. რატომ უნდა შევხვდეთ ან რაზე უნდა ვესაუბროთ ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული?
16 სექტემბერი 2024, 12:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია, მისი მედია, „ენჯეოები“ შეხმატკბილებულად პროპაგანდისტულ ტალღებს აწყობენ, რომ ადამიანის ემოციებზე ითამაშონ. არამხოლოდ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებზე, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების ემოციებზე ითამაშონ
აი, ეს არის ხოლმე მთელი პრობლემა, რომ ოპოზიცია, მისი მედია, „ენჯეოები“ შეხმატკბილებულად პროპაგანდისტულ ტალღებს აწყობენ იმისთვის, რომ ადამიანის ემოციებზე ითამაშონ, არამხოლოდ ომში დაღუპული ამ მონაწილეების ოჯახის წევრებზე, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების ემოციებზე ითამაშონ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რას ეტყოდა ეროვნული გმირების ოჯახის წევრებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ბოდიში არავისთან აქვთ მოსახდელი.
16 სექტემბერი 2024, 11:51
პოლიტიკა
გიორგი მანველიძე „ნაციონალებზე“: ერთხელ მაინც დაენახა სინანული თქვენს თვალებში ქართველს ხალხს, მაგრამ უსისხლო, ურჯულო და უსამშობლოები ხართ
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეფასებებს გამოეხმაურა.
16 სექტემბერი 2024, 11:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მათ სინამდვილეში აჩვენეს, რომ არც არასდროს სდომებიათ მშვიდობა, რომ ისინი არიან ომის პარტიის წარმომადგენლები - ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ევროპული გზა არის აფხაზებისა და ოსების გარეშე
როგორც ყოველთვის, ოპოზიციამ აქაც აჩვენა თავისი სახე, რომ მზად არიან ყველა საკითხის სპეკულაციაში ჩაჰყვნენ, ამეფარონ ჩვენი გმირების სახელებს, რომლებმაც 2008 წელს გმირულად იბრძოლეს, დაიღუპნენ, ზოგი ამ ომის დროს დასახიჩრდა, როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები. ახლა ამ გმირების სახელებს ეფარებიან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
16 სექტემბერი 2024, 11:48
მსოფლიო
ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, რუმინეთში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი ადამიანი დაიღუპა ავსტრიაში, ერთი კი პოლონეთში. ჩეხეთში ამ დრომდე ეძებენ 4 ადამიანს, რომლებიც წყალმა წაიღო. სტიქიას ებრძვიან პოლონეთშიც.
16 სექტემბერი 2024, 11:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს
ისევე როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
16 სექტემბერი 2024, 11:37
ტექნოლოგიები
Polaris Dawn-ის ეკიპაჟი ისტორიული მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა
Polaris Dawn-ის ფარგლებში არაპროფესიონალი ასტრონავტები - მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი და SpaceX-ის ინჟინერი სარა ჯილისი ღია კოსმოსში პირველად გავიდნენ. Nasa-ში მისია შეაფასეს როგორც გიგანტური ნახტომი კოსმოსის კომერციალიზაციის ინდუსტრიისთვის.
16 სექტემბერი 2024, 11:35
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აგრძელებს
დელეგატის თქმით, უამრავი საინტერესო აზრი, რჩევა და იდეა მოისმინა მოსახლეობისგან. სოფლებში თითქმის სრულადაა მოწესრიგებული ცენტრალური გზები. მისივე თქმით, ადგილობრივებმა პრიორიტეტად დაასახელეს დარჩენილი ცენტრალური და საუბნო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
16 სექტემბერი 2024, 11:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უფრო დიდი მიზანი არ გვაქვს, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციას და ზოგიერთ „ენჯეოს“ ეს მხოლოდ ომის გზით ესახება
ალბათ, როგორ არ უნდა გიყვარდეთ საკუთარი ქვეყანა, რომ ასეთ სპეკულაციებზე მიდიოდეთ. თქვენი კითხვა აჩვენებს იმას, თუ რამდენად ანტიქართულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე, - ასე უპასუხა პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - აპირებს თუ არა ის ბოდიშის მოხდა ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო, რომელიც ოსებისთვის ბოდიშის მოხდას ეხებოდა.
16 სექტემბერი 2024, 11:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ისინი კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება
ვიწყებთ ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
16 სექტემბერი 2024, 11:19
ეკონომიკა
პრემიერი: ივლისში გვქონდა 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, მთავარია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც საუკეთესო გზაა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ
ჩვენ გვქონდა ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, 7 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე.
16 სექტემბერი 2024, 11:16
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
16 სექტემბერი 2024, 11:14
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის და არჩევნების არაღიარებისთვის. ეს არის ის ტრადიცია, რომელიც მათ უკვე 2012 წლიდან აქვთ
„ეს საერთო ჯამში აჩვენებს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის და არჩევნების არაღიარებისთვის. ეს არის ის ტრადიცია, რომელიც მათ უკვე 2012 წლიდან აქვთ. არც 2012 წლის არჩევნები აღიარეს, არც - 2016-ის, არც 2020 წლის არჩევნები. სამივე არჩევნებზე დასჭირდათ წნეხი იმისთვის, რომ ეღიარებინათ შედეგები. აქაც იგივე ლოგიკას მიყვებიან და აპირებენ, რომ არ აღიარონ ეს არჩევნები. აქედანვე ამზადებენ საბაბს. არ უნდათ ელემენტარულ სტანდარტზე აიღონ პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ ამას ყურადღებას მიაქცევენ საერთაშორისო, სადამკვირვებლო მისიები. ეს არის პირდაპირ აღიარება იმის, რომ ოპოზიცია ემზადება რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და რადიკალური დღის წესრიგისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.