imedi /  14 იანვარი 2021, 21:29 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ უფრო მიმზიდველი გავხადეთ გლობალური, სანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ - სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

უწყების ცნობით, მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

„მემორანდუმზე ხელმოწერით ჩვენ შევუერთდით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ „ქლინ ნეთვორქს“, რომელშიც გაერთიანებულია 60-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ახლა საქართველოც გახდა ამ ოჯახის წევრი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

მინისტრის განმარტებით, ინიციატივა შეეხება ქვეყნებში 5G ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, გარკვეული კრიტერიუმების დაწესებას იმ კომპანიებთან და ტექნლოგიებთან დაკავშირებით, რომელიც შემოვა ქვეყანაში.

„ეს არის ინიციატივა, რომელიც ერთობლივად უზრუნველყოფს ამ სფეროში უსაფრთხოებას, სანდო ინვესტორების შემოსვლას. ამ ინიციატივაზე მიერთებით ჩვენ უფრო მიმზიდველი გავხადეთ გლობალური, სანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო. თქვენ იცით, რომ სახელმწიფო, მთავრობა ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, რომ საქართველოში განვითარდეს ინტერნეტიზაცია, ინტერნეტტექნოლოგიები, მათ შორის დაწყებული გვაქვს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი. ძალიან ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ ახალი სტარტაპები, ახალი ტექნოლოგიები იყოს მხარდაჭერილი და ახლა უკვე ამას გავაკეთებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად ისე, რომ უსაფრთხოება და ხარისხიანი, სანდო ინვესტიციები იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქი, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ - ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2026, 10:26

მსოფლიო

ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5000-ს გადააჭარბა

ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5069-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხორხე როდრიგესმა პარასკევს საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 16 740-ს შეადგენს, ხოლო საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა 17 907 მოქალაქე.

18 ივლისი 2026, 10:20

საზოგადოება

ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სამეცნიერო რეკომენდაციების ფერმერებისთვის გაცნობა იყო.

18 ივლისი 2026, 10:18

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ საჰაერო დარტყმების გაგრძელება გამოიწვევს „სრულმასშტაბიან“ საპასუხო შეტევებს

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანმა და ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ პარასკევს შეერთებულ შტატებს მკაცრი გაფრთხილება მისცა. რეზაის განცხადებით, თუ აშშ-ს მხრიდან ირანზე სამხედრო დარტყმები გაგრძელდება, თეირანი საპასუხოდ „სრულმასშტაბიან შეტევით ოპერაციებს“ დაიწყებს.

18 ივლისი 2026, 09:19

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ივლისს საქართველოში

18 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

18 ივლისი 2026, 08:26

სპორტი

დღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან

დღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, მსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს შორის, რომელიც დღეს ლა სერენაში უნდა გამართულიყო, მოსალოდნელი უამინდობის გამო სანტიაგოში გადაიტანეს. შეხვედრა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება, რაც საქართველოს დროით 21:00 საათს (ნაცვლად 23-ისა) შეესაბამება.

18 ივლისი 2026, 08:00

მსოფლიო

მედია: უნგრეთმა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნა დაბლოკა, ხოლო მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს დათანხმდა

ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის სხდომის დროს უნგრეთმა უარი განაცხადა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერის გახსნის პროცესის დაწყებაზე, თუმცა, დათანხმდა მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს.

18 ივლისი 2026, 00:11

მსოფლიო

მექსიკაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრი აცხადებს, რომ ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში ცუნამის ტალღებია მოსალოდნელი. ცენტრის ცნობით, გვატემალასა და მექსიკის სანაპიროებზე შესაძლებელია მოქცევის დონიდან ერთ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები.

17 ივლისი 2026, 22:00

საზოგადოება

სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - სეზონზე ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება.

17 ივლისი 2026, 21:45

სამართალი

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პრკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაალ მიქელაძე

17 ივლისი 2026, 21:36

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

17 ივლისი 2026, 21:28

საზოგადოება

ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს ატარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკოსისტემის დასაცავად, სატყეო სამსახური დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრას აწარმოებს. პარალელურად, რეგიონში სპეციალური მწერ საჭერებიც დამონტაჟდა.

17 ივლისი 2026, 21:10

პოლიტიკა

როცა ქვეყანა აგვისტოს ომში დაღუპულებს გლოვობს, „თბილისი პრაიდის“ წევრები ბელგიაში, ლგბტ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის აქტივისტების ეს ნაბიჯი მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციის ნაწილისთვის მათ რეალურ ღირებულებებზე მეტყველებს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს.

17 ივლისი 2026, 21:06

საზოგადოება

75 მილიონი ლარი დაუსრულებელი შენობისთვის - რიყეზე შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უფუნქციო შენობა ხელისუფლებისთვის და არქიტექტურული ნიმუში „ნაციონალური მოძრაობისთვის“. რიყეზე სააკაშვილის მმართველობის დროს აშენებული კონსტრუქციის დემონტაჟის ნებართვა გაცემულია. ოპოზიცია კი მის დაცვას აანონსებს

17 ივლისი 2026, 21:00

კულტურა

თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.

17 ივლისი 2026, 20:54

სამართალი

შეურაცხყოფა, გინება და წყევლა დასჯადია - სიძულვილის ენის გავრცელებასთან ბრძოლა და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სასამართლო პროცესები ყოველდღიურად იმართება. სიტყვიერი შენიშვნა, ფინანსური სანქცია ან ადმინისტრაციული პატიმრობა - კანონდარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ეს სასჯელი ელით.

17 ივლისი 2026, 20:50

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ უნდა უზრუნველყოს ადამიანმა საკუთარი უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მმართველობა ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარების პირობებში - ეს კითხვები ჩინეთის ლიდერმა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე დასვა.

ნიკა გვარამია

17 ივლისი 2026, 20:47

პოლიტიკა

ოპოზიციის ღირებულებები და ომის ფინანსური სარგებლით გამართლება - ნიკა გვარამიას აღიარება და ხელისუფლების მწვავე შეფასება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობის მცდელობაში ადანაშაულებს. განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის მოსალოდნელ დიდ ფინანსურ დახმარებასა და ამ კონტექსტში საქართველოზე ისაუბრა, ხელისუფლებაში „აღიარებითი წამოცდენა“ უწოდეს.

17 ივლისი 2026, 20:34

პოლიტიკა

ევრობიუროკრატიის აბსურდი და გეოგრაფიის გაკვეთილი პრემიერისგან - ვინ და როგორ ცდილობს საქართველოს საკვანძო როლის დაკნინებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გეოგრაფიის უგულებელყოფა და არასერიოზულობის ახალი მწვერვალი — საქართველოს ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ განცხადებებს აფასებს.

17 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - ბოჭორიშვილის გზავნილები აშშ-ში და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - საქართველო ხელისუფლებისთვის გარედან მართული პოლიტიკური ტერორის თვალსაჩინო მაგალითია.

ირაკლი კობახიძე
სერდარ ბერდიმუჰამედოვი

17 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

ორმხირივი ინტერესები და ახალი ინიციატივები - საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად დაასახელა და დაადასტურა დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებისთვის.