imedi /  24 თებერვალი 2021, 12:59 / სანდო წყარო

მსოფლიო ბანკის კვლევა: პროგრესის მიუხედავად, კანონები კვლავ ზღუდავენ ქალთა ეკონომიკურ შესაძლებლობებს

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, ქვეყნები გენდერული თანასწორობის ზრდისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ქალები მსოფლიოს მასშტაბით კვლავ აწყდებიან კანონებით და რეგულაციებით განსაზღვრულ წესებს, რომლებიც ზღუდავენ მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. COVID-19-ის პანდემიაც ახალ გამოწვევას უქმნის ქალთა ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიში - „ქალები, ბიზნესი და კანონი 2021“ მიუთითებს, ქალთა ეკონომიკური ჩართულობის წინაშე არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად გატარებული რეფორმები ნელი და არათანაბარი აღმოჩნდა ბევრ რეგიონში. საშუალოდ, ქალებს ეკუთვნით მამაკაცებისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი უფლებების მხოლოდ სამი მეოთხედი. ქალები პანდემიამდეც არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სახელმწიფოების ინიციატივები COVID-19-ის ზოგიერთი ზემოქმედების მიმართ ბუფერის შექმნის თვალსაზრისით, ინოვაციურობის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში შეზღუდული იყო.

„ქალები სრულად უნდა იყვნენ ჩართულნი ეკონომიკაში იმისათვის, რომ უკეთესი შედეგები იქნეს მიღწეული განვითარების მიმართულებით. ბევრ ქვეყანაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ზოგიერთ სახელმწიფოში აღინიშნება პრობლემური უკუსვლა, მათ შორისაა ქალებისთვის მგზავრობის შეზღუდვა მამაკაცი მეურვის ნებართვის გარეშე. ამ პანდემიამ გაამწვავა არსებული უთანასწორობა, რომელიც არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს გოგონებსა და ქალებს სკოლასთან წვდომისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების ჩათვლით. ქალები ასევე დგანან გაზრდილი ოჯახური ძალადობის და ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პრობლემების წინაშე. ქალებს უნდა ჰქონდეთ იგივე წვდომა ფინანსებზე და მემკვიდრეობის უფლებებზე, როგორც მამაკაცებს და უნდა იყვნენ ჩვენი ყურადღების ცენტრში COVID-19 -ის პანდემიისგან ინკლუზიური და მდგრადი აღდგენის პროცესში“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.

„ქალები, ბიზნესი და კანონი 2021“ აფასებს კანონებს და რეგულაციებს 8 სფეროში, რომლებიც გავლენას ახდენს ქალთა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე 190 ქვეყანაში და მოიცავს 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის ოქტომბრამდე პერიოდს. მონაცემები გვთავაზობს გენდერული თანასწორობის მიმართულებით გლობალური პროგრესის ობიექტურ და გაზომვად საბაზისო მაჩვენებლებს, დაწყებული საზოგადოებრივი მოძრაობის საფუძვლებიდან მუშაობის, ბავშვის მოვლის და პენსიაზე გასვლის გამოწვევებამდე. ანგარიში ასევე განიხილავს პანდემიის დაწყების შემდეგ მთავრობების საპასუხო ღონისძიებებს COVID-19-ის კრიზისის მიმართ და თუ რა გავლენა იქონია მან ქალებზე სამსახურში და სახლში, ბავშვის მოვლის, მართლმსაჯულებასთან წვდომის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მთლიანობაში ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ბევრმა სახელმწიფომ გამოიყენა საპასუხო ღონისძიებები დასაქმებულ ქალებზე პანდემიის ზოგიერთი ზემოქმედების მიმართ. მაგალითად, ანგარიშში გამოკვლეული ქვეყნების მეოთხედზე ნაკლებში პანდემიამდე სამართლებრივად უზრუნველყოფილი იყო დასაქმებული მშობლებისთვის ბავშვის მოსავლელად თავისუფალი დროის გამოყოფა. მას შემდეგ სკოლების დახურვის ფონზე მსოფლიოს დაახლოებით 40 ქვეყანაში შემოღებულ იქნა შვებულების ან სარგებლის პოლიტიკა ბავშვის მოვლაში მშობლების დასახმარებლად. მაგრამ, აღნიშნულის მიუხედავად, ეს ღონისძიებები არასაკმარისია იმ გამოწვევებზე ან ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ კრიზისზე რეაგირებისთვის, რომლის წინაშეც ბევრი დასაქმებული დედა უკვე დგას.

პანდემიამ ასევე შეუწყო ხელი გენდერული ძალადობის სიმწვავის და სიხშირის ზრდას. წინასწარი კვლევა მიუთითებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში მთავრობებმა დაახლოებით 120 ახალი ღონისძიება დანერგეს ცხელი ხაზების, ფსიქოლოგიური დახმარების და თავშესაფრის სახით ძალადობისგან ქალთა დასაცავად. ზოგიერთმა სახელმწიფომ ასევე გადადგა ნაბიჯები მართლმსაჯულებასთან წვდომის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული საქმეების გადაუდებლად მიჩნევით „ლოკდაუნის“ დროს და დისტანციური სასამართლო პროცესის დაშვებით. თუმცა, სახელმწიფოებს კვლავაც შეუძლიათ გარკვეული მექანიზმების და პოლიტიკის ამოქმედება ასეთი ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე რეაგირებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ აღსანიშნავია ბევრი ქვეყნის პროაქტიური მოქმედება პანდემიის პირობებში ქალთა მხარდასაჭერად, ცხადია, რომ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ბავშვთა მოვლის მიზნით შვებულების და თანასწორი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიმართულებით. ქვეყნებმა უნდა შექმნან სამართლებრივი გარემო, რომელიც აამაღლებს ქალთა ეკონომიკურ ჩართულობას, რომ მათ შეძლონ საუკეთესო არჩევანის გაკეთება თავისთვის და თავიანთი ოჯახებისთვის“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის განვითარების პოლიტიკის და პარტნიორობის მიმართულების მმართველმა დირექტორმა მარი პანგესტუმ.

ანგარიშის თანახმად, 27 -მა ქვეყანამ პანდემიის მიუხედავად, ყველა რეგიონსა და შემოსავლის ჯგუფში აამოქმედა რეფორმები ყველა სფეროში და გაზარდა სანიმუშო პრაქტიკის გამოყენება კანონმდებლობაში წლის განმავლობაში 45 შემთხვევაში. რეფორმების უდიდესი რაოდენობა უკავშირდება ანაზღაურების და ბავშვის მოვლის შესახებ კანონების შემოღებას ან ცვლილებას.

თუმცა, ბავშვის მოვლა ასევე ის სფეროა, სადაც გლობალურად კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს გულისხმობს ბავშვის მოვლის მიზნით აღებულ ანაზღაურებად შვებულებას, იმის მიუხედავად მთავრობას დაწესებული აქვს თუ არა სარგებელი ამ მიმართულებით და აკრძალულია თუ არა ფეხმძიმე ქალის სამსახურიდან გათავისუფლება. რეფორმები ასევე საჭიროა ქალებისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სამუშაო ადგილების, დავალებების და სამუშაო საათების თვალსაზრისით, რის გამოც ქალებს დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები უკავიათ. და 100 ქვეყნის კანონმდებლობით სავალდებულო არ არის, რომ ქალები და მამაკაცები იგივე ანაზღაურებას იღებდნენ ერთნაირი ღირებულების მქონე სამუშაოსთვის.

გენდერული თანასწორობის სამართლებრივი მიღწევა სხვა ღონისძიებებთან ერთად მოითხოვს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების შეთანხმებულ მოქმედებას. მაგრამ სამართლებრივი და მარეგულირებელი რეფორმები შეიძლება ასრულებდეს მნიშვნელოვანი კატალიზატორის როლს ქალთა, ისევე როგორც მათი ოჯახების და საზოგადოების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ანგარიშის - „ქალები, ბიზნესი და კანონი 2021“ მიერ შეფასებულ სფეროებში ეფექტიანობის ამაღლება უკავშირდება გენდერული უთანასწორობის შემცირებას განვითარების შედეგების მიმართულებით, ქალების ჩართულობის ზრდას შრომით რესურსებში, ნაკლებად მოწყვლად დასაქმებას და ქალთა გაცილებით ფართო მონაწილეობას ეროვნულ პარლამენტებში.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2026, 01:03

საზოგადოება

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

საფლავთა კურთხევა

13 აპრილი 2026, 00:50

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

პიტერ მაგიარი

12 აპრილი 2026, 23:55

მსოფლიო

პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

12 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას

არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.

12 აპრილი 2026, 23:30

კულტურა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.

12 აპრილი 2026, 23:07

სპორტი

ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.

ცოტნე ჩხაიძე მაია ბოჭოიძე

12 აპრილი 2026, 22:55

სპორტი

მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

12 აპრილი 2026, 22:49

პოლიტიკა

მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.

12 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.

12 აპრილი 2026, 22:15

პოლიტიკა

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი 2026, 22:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული

ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

12 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან

უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.

12 აპრილი 2026, 21:38

საზოგადოება

რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.

ტომაშ შუიოკი

12 აპრილი 2026, 21:29

მსოფლიო

ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე

მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.

12 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

12 აპრილი 2026, 21:25

საზოგადოება

წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.

12 აპრილი 2026, 21:15

საზოგადოება

მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე

„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.

12 აპრილი 2026, 21:02

საზოგადოება

უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.

ლაშა ჟვანია

12 აპრილი 2026, 20:33

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო

2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.

12 აპრილი 2026, 20:30

საზოგადოება

დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე

მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.