მსოფლიო ბანკი: 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 8.8 %-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და პანდემიის შედეგების ზემოქმედების პირობებში.
ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში 2022 წელს წარმოებული პროდუქციის მოცულობა 5.6 პროცენტით გაიზრდება, რაც უსწრაფესია ევროპის და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის.
„წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. აღნიშნულს ხელი შეუწყო შიდა მოთხოვნის აღდგენამ და ფულადი გზავნილების წმინდა მაჩვენებლის ზრდამ.
2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენელდება სავარაუდოდ 4.2 პროცენტამდე, რაც ასახავს 2022 წელს მძლავრი აღდგენის სტიმულის შესუსტებას, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის შემცირებას და 2023 წელს რუსეთში წარმოებული პროდუქციის მოცულობის მოსალოდნელზე მკვეთრ ვარდნას.
2023 წელს მოსალოდნელია ფასების ზრდის ტენდენციის კლება, რადგან მოთხოვნა შემცირდება და გრძელვადიანი ფიქსირებული ფასის კონტრაქტები სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგომატარებლების ფასით გამოწვეული შოკების შერბილებას“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის პროგნოზები გამოწვევებითაა აღსავსე.
„2022 წელს ველოდებით რეგიონში წარმოებული პროდუქციის მოცულობის შემცირებას 0.2 პროცენტის ოდენობით, ძირითადად რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწეული შედეგების გამო. ზოგადად, რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაბალ – დაახლოებით 0.3 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, მიმდინარე ინფლაციის მაღალი დონის, გლობალური საფინანსო ბაზრების გამკაცრების და რეგიონში არსებული გამოწვევებით სავსე ფისკალური მდგომარეობის პირობებში. ამ ფონზე ვხედავთ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვერეგიონში აღინიშნება საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა და 2022 წელს პროდუქციის მოცულობა 5.6 პროცენტით გაიზრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით“, - აცხადებს მოლინეუსი.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თქმით, საქართველოს შემთხვევაში 8.8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მეტწილად განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნის და ფულადი გადარიცხვების მატებით, ისევე როგორც ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით.
„რაც შეეხება საქართველოს, ვხედავთ ეკონომიკური ზრდის 8.8-პროცენტიან მაჩვენებელს, რომელიც ამ მომენტისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთლიანად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ეს მეტწილად განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნის და ფულადი გადარიცხვების მატებით, ისევე როგორც ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნონ სიფხიზლე. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება თუ ინფლაცია გაიზრდება. და რა თქმა უნდა, ჩვენ მთავრობას ვურჩევთ შეინარჩუნოს წინდახედული მიდგომა ფისკალური თვალსაზრისით და გამოიყენოს ნებისმიერი დამატებითი შემოსავალი, რათა შეამსუბუქოს გარკვეული ფისკალური ტვირთი. აღვნიშნავ, რომ მსოფლიო ბანკის ახალ ეკონომიკურ მიმოხილვაში აქცენტი გაკეთებულია სოციალური დაცვის ღონისძიებებზე, რომლებიც უმნიშვნელოვანესია კრიზისის დროს სიღარიბის დონის ზრდაზე რეაგირებისთვის. და აქ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ჩვენმა წევრმა ყველა ქვეყანამ განაახლოს სოციალური დაცვის სისტემები და უზრუნველყოს მიზნობრივი სოციალური დახმარების მექანიზმის არსებობა, რომელიც დახმარებას გაუწევს იმ ადამიანებს, რომლებსაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ არსებული კრიზისის პირობებში“, - განაცხადა მოლინეუსმა.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.
28 აგვისტო 2026, 20:15
პოლიტიკა
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.
28 აგვისტო 2026, 20:07
საზოგადოება
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.
28 აგვისტო 2026, 20:05
მსოფლიო
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.
28 აგვისტო 2026, 19:16
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.
28 აგვისტო 2026, 19:15
მსოფლიო
Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი
თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შიშების გაქრობას ისახავდა მიზნად, როგორც ჩანს, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი“.
28 აგვისტო 2026, 19:12
სამართალი
მოქალაქე, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი
აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს მისი დაკავებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
28 აგვისტო 2026, 18:40
მსოფლიო
„სრულიად მიუღებელია, რომ ელჩი მთავრობის წევრის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ ენას იყენებდეს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს დასცინა
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაიტი წელს უკვე მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, ფრანკ ვანდენბრუკეს დასცინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 18:37
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 18:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი აქციაზე დაკავებულთა შეწყალებაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიყენეს აქციების დროს
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენეს ამ აქციების დროს იმისთვის, რომ შემდეგ საინფორმაციო ხმაური იყოს ატეხილი ამ ახალგაზრდების მეშვეობით“ განაცხადა მაჭავარიანმა.
28 აგვისტო 2026, 18:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
28 აგვისტო 2026, 18:01
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა
დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად შორს არის საზოგადოების ნაწილი ელემენტარული ქრისტიანული აზროვნებისგან. პატრიარქ შიოს ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ, - წერს საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 17:52
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება
სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაღდათში განვითარებული სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ.
28 აგვისტო 2026, 17:33
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული
დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისა და გუნდისთვის გაკეთებული, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
28 აგვისტო 2026, 17:27
რეგიონი
ზვიად შალამბერიძე: ბაღდათში ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება
„მთელი ღამე და დღეს დილიდანაც, შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან, რომ ნებისმიერი მიმართულებით იმუშაონ და აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც წუხელ შეიქმნა. მინისტრთან და გუბერნატორთან ერთად ადგილზე სიტუაციას ვეცნობით. ასეულობით ადამიანს როგორც გაზმომარაგება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება“, - აღნიშნა შალამბერიძემ.


