დავით მირცხულავა: ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო
დავით მირცხულავა
ფოტო: არქივი
სოციალური ქსელებით გავრცელდა ფსევდო-დოკუმენტური ფილმი, რომელშიც არასწორად არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურებში, კაშხლებზე მომხდარი ავარიები. ფილმი არაინფორმირებულ აუდიტორიაზეა გათვლილი და მიზნად ისახავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ზოგადად ჰესების წინააღმდეგ, მათ შორის, ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო განწყობების დამკვიდრებას, - ენერგეტიკის სფეროს ექსპერტი, დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში, კაშხლების შესახებ გავრცელებულ ფილმს გამოეხმაურა.
„ზოგადად ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო ჩვენ ქვეყანაში და მიმაჩნია მსმენელმა და მაყურებელმა აუცილებელია მიიღოს ობიექტური და არა სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია. მე ნამდვილად მჯერა,რომ ჰესები ამ ქვეყნის მომავალი ენერგეტიკის საფუძველია. ისეც ვიცი კარგად, რომ თუ ჩვენ ჰიდრორესურს მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე არ ავითვისებთ ნამდვილად არ გვექნება შესაძლებლობა და ძალიან შეზღუდული ვიქნებით, ტექნიკურად სრულად ავითვისოთ, ჩვენი სხვა განახლებადი რესურსი ქარი და მზე. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ფილმი არ არის ერთადერთი „არგუმენტი“, რომელიც ნამახვანი ჰესის პროექტის მოწინააღმდეგეთა მონაწილეობით ვრცელდება, მიზანშეწონილად მივიჩნიე, განმარტება გამეკეთებინა თითოეულ შემთხვევაზე, რაზეც ფილმშია საუბარი.
კიდევ ერთხელ ცალსახად ვამბობთ, რომ გრავიტაციული კაშხალი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კონსტრუქციაა მსოფლიოში ამ ტიპის ნაგებობებს შორის . 1963 წლიდან ცნობილი „ვაიონტის“ ავარიის შემდეგ მსოფლიოში არ დაფიქსირებულა 100 მეტრზე მაღალი ბეტონის კაშხლის ნგრევის არც ერთი შემთხვევა. ფსევდო დოკუმენტურ ფილმში ნახსენები გრავიტაციული კაშხლები არ არის გრავიტაციული, არამედ გრუნტის მასალის(მიწის) კაშხლებია, ან თუ გრავიტაციულ კაშხალზე საუბარი იქ არ მომხდარა კაშხლის ნგრევა და ავარია დაკავშირებული იყო სხვა გარემოებებთან, რომელთა შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს ინტერნეტის მეშვეობით დამოუკიდებლადაც შეუძლიათ და ამის შესახებ უამრავი მასალაა.
განმარტება ტყუილზე # 1 - ჩინეთში სამი ხეობის კაშხალი არ დანგრეულა და ის დღემდე გამართულად მუშაობს; განმარტება ტყუილზე # 2 - რუსეთში მდინარე ენისიეზე მდებარე საიანო-შუშოენსკოეს ავარია კაშხლის ნგრევამ არ გამოიწვია. აღნიშნული ჰესის მეორე აგრეგატი მას შემდეგ დაიშალა, რაც ტურბინას წესების დარღვევით, რეაბილიტაციის შემდეგ დამონტაჟებული ხუფი მოძვრა. აგრეგატის მწყობრიდან გამოსვლის გამო სამანქანო დარბაზი წყლით გაივსო.აღნიშნული თაღოვან-გრავიტაციული კაშხალი დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას განმარტება ტყუილზე # 3-ლაოსში დანგრეული კაშხალი არის გრუნტის და არა გრავიტაციული და ეს დიდი სხვაობაა. განმარტება ტყუილზე # 4 - კალიფორნიაში მდინარე ოროვილზე მდებარე კაშხალიც არის გრუნტის კაშხალი და არა გრავიტაციული. განმარტება ტყუილზე # 5 -ცნობისათვის იტალიაში მდებარე ვაიონტის კაშხალი არის თაღოვანი და არა გრავიტაციული. განმარტება ტყუილზე # 6 - კაშხალი კოლუმბიაში ასევე არის გრუნტის კაშხალი და არა გრავიტაციული. განმარტება ტყუილზე # 7 - პუერტო რიკოში გუაჯატაკას კაშხალიც არა გრავიტაციული, არამედ გრუნტის კაშხალია. მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომისიის მიერ მომზადებული კაშხლებზე ავარიების სტატისტიკური ანალიზის თანახმად, მსოფლიოს ისტორიაში სულ დაფიქსირებულია გრავიტაციული კაშხლების დანგრევის 59 შემთხვევა. კაშხლების დანგრევის მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი: ფუძის პრობლემები, ფუძის შიდა ეროზია, სტრუქტურული გაუმართაობა და სხვ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბეტონის კაშხლებზე, რომელთა სიმაღლეც აჭარბებს 100 მეტრს, როგორც მაღლა აღვნიშნე 1963 წლიდან არ დაფიქსირებულა მათი დანგრევის არც ერთი ფაქტი. (ICOLD Incident database Bulletin 99 update,Statistical analysis of dam failures.Committee on Dam Safety International Commission on Large Dams (ICOLD) 2019) ნამახვანის და ნებისმიერი კაშხლის მშენებლობისათვის , აუცილებელია მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მუდმივი მონიტორინგი და ზედამხედველობა და ეს უნდა განხორციელდეს ,როგორც პროექტირების,ასევე მშენებლობის და ექსპლუატაციის ეტაპზე. საზედამხედველო ფუნქცია პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან უნდა განხორციელდეს და ეს მისი ფუნქციაა . საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამ ტიპის მშენებლობაზე მიღებულია პრაქტიკა, როცა სახელმწიფოს და დეველოპერის მიერ ინიცირებულია დამატებით პროექტის ქვეყნისათვის მნიშვნელობიდან გამომდინარე საზედამხედველო საერთაშორისო კომიტეტის შექმნა, სადაც მსოფლიოში საუკეთესო სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები ( ჰიდროინჟინერი, გეოლოგი, ჰიდროლოგი და ასე შემდეგ) ქმნიან მუდმივმოქმედ ჯგუფს და იძლევიან შესაბამის დასკვნებს პროექტთან მიმართებაში, ნებისმიერ საინჟინრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,რომელიც უკავშირდება ნაგებობების უსაფრთხოებას ან გარემოსდაცვით პრობლემას“, - აცხადებს დავით მირცხულავა.
ყველა სიახლე
24 ივნისი 2026, 15:29
მსოფლიო
ილონ მასკი: სოროსს დასავლური ცივილიზაციის აღსასრული სურს
კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ჯორჯ სოროსს დასავლური ცივილიზაციის აღსასრული სურს.
24 ივნისი 2026, 15:27
პოლიტიკა
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის თავმჯდომარეს, ალმამბეტ შიკმამატოვს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
24 ივნისი 2026, 15:20
სამართალი
სულხან თამაზაშვილმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
რამაზ თათარაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე სერგი ბზიშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.
24 ივნისი 2026, 15:15
რეგიონი
დავით სონღულაშვილი ქუთაისში, მცენარეული ნედლეულის გადამმუშავებელ საწარმოში „ფარკონი“ იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქ. ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „ფარკონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნო.
24 ივნისი 2026, 15:08
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვიპროსის თურქული საზოგადოების წარმომადგენელი: ვისურვებდი საქართველოს პარლამენტის წევრები კვლავ დაუბრუნდნენ ასამბლეას
საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ვისურვებდი, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები კვლავ დაუბრუნდნენ ასამბლეას, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) კვიპროსის თურქული საზოგადოების წარმომადგენელმა.
24 ივნისი 2026, 15:05
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი პოლონეთიდან: ვფიქრობ, „უცხოელი აგენტების“ კანონი დემოკრატიულ ქვეყნებში არ უნდა მიიღებოდეს. ორგანიზაციებს არ უნდა აეკრძალოთ სხვადასხვა საქმიანობისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვა. ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მისი ხმა ისმოდეს
ვფიქრობ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ისევე, როგორც ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიულ მოძრაობებს მხარი დაუჭირონ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი პოლონეთიდან ადამ ბოდნარმა.
24 ივნისი 2026, 15:02
მსოფლიო
The Guardian: გერმანიის კანცლერი საპენსიო ასაკის 70 წლამდე გაზრდის გეგმას მხარს უჭერს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მხარი დაუჭირა გეგმას, რომ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 70 წლამდე გაიზარდოს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 14:58
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი PACE-ს მიერ
„რეზოლუციის პირველადი ვერსია, პრაქტიკულად არ განსხვავდება წინა ვერსიებისგან. იქ საერთოდ არ არის ასახული ის განვითარება, რაც საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ამ რეზოლუციის ავტორებს და ასევე იმ ადამიანებს, ვინც ხმას მისცემს ამ რეზოლუციას, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ან დიალოგის არანაირი სურვილი საერთოდ არ აქვთ. ყველანაირი აზრი ეკარგება და არანაირი გამართლება აღარ აქვს უკვე მათ მოთხოვნას, რომ საქართველო დაბრუნდეს PACE-ში, იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წლის იანვრიდან უკვე 1,5 წელი გავიდა და თვითონ ისევ ადასტურებენ წინა რეზოლუციის ჩანაწერს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი PACE-ს მიერ“, - აცხადებს სამხარაძე.
24 ივნისი 2026, 14:55
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: დიდი იმედი გვაქვს, რომ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და საბოლოო ჯამში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ინტენსიური თავდასხმა საქართველოზე შეჩერდება
დიდი იმედი გვაქვს, რომ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და საბოლოო ჯამში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ინტენსიური თავდასხმა საქართველოზე შეჩერდება, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
24 ივნისი 2026, 14:55
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროსაბჭოში დებატებზე: ამ ყველაფრის უკან დგას ერთი და იგივე პოლიტიკური ოჯახი, რომლებიც ცდილობენ საქართველო ომის ფერხულში ჩართონ. ჩვენი მოლოდინია, რომ დებატებიც იქნება იგივე უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ
„გადის პერიოდი, ბევრი რაღაც იცვლება, მაგრამ რაც არ იცვლება, ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლება იყოს მათ დაკრულზე მოცეკვავე. სწორედ ამით არის ნაკარნახევი მთელი ეს რეზოლუციები და განცხადებები“.
24 ივნისი 2026, 14:53
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ლუქსემბურგიდან გუსტი გრაასი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ევროპულ სივრცეს და ევროპულ საბჭოს. საქართველო მნიშვნელოვანი კანდიდატი ქვეყანაა ევროკავშირისთვის ამიტომ საქართველო ნამდვილად ის ქვეყანაა, რომელსაც თავისი ადგილი აქვს ევროპულ საბჭოში
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ევროპულ სივრცეს და ევროპულ საბჭოს. საქართველო მნიშვნელოვანი კანდიდატი ქვეყანაა ევროკავშირისთვის ამიტომ საქართველო ნამდვილად ის ქვეყანაა, რომელსაც თავისი ადგილი აქვს ევროპულ საბჭოში, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა ლუქსემბურგიდან გუსტი გრაასმა.
24 ივნისი 2026, 14:47
ეკონომიკა
ზაალ ანჯაფარიძე: 2026 წლის პირველ კვარტალში, ლატვია, დიახ, ის ლატვია, რომლის ლიდერები ჩვენ თითებს გვიქნევენ, გახდა რუსეთში არყის უმსხვილესი მიმწოდებელი - საუბარია $2,6 მილიონის ექსპორტზე
2026 წლის პირველ კვარტალში, ლატვია, დიახ ის ლატვია, რომლის ლიდერები ჩვენ თითებს გვიქნევენ, გახდა რუსეთში არყის უმსხვილესი მიმწოდებელი. საუბარია $2,6 მილიონის ექსპორტზე, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
24 ივნისი 2026, 14:47
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი: ვფიქრობ, პრობლემა ევროკავშირის სანდოობაა, როდესაც არსებობს პროცესი, სადაც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა უკვე 20 წელია მოლაპარაკებისა და გაწევრების პროცესშია
პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ევროკავშირი იწყებს დებატს მომავალ წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით წესების შეცვლაზე,- განაცხადა ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა ევროპარლამენტში გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრაზე.
24 ივნისი 2026, 14:44
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი გჟეგოჟ ბრაუნი: ის ომის წახალისებაზეა, ეს არის სიმართლე ევროკავშირის შესახებ. უფრთხილდით ამ ევროსაბჭოურ, ევრონაცისტურ სტრუქტურას, რომელიც თავს მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტად ასაღებს
„ევროკავშირის წევრებო, ნუ გააკეთებთ ამას, დაიცავით თქვენი დამოუკიდებლობა. ევროკავშირი არ არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ის თქვენს ბიზნესებზე შეტევაა მწვანე შეთანხმების მეშვეობით. ის თქვენ ერებზე შეტევაა მიგრაციული პაქტის მეშვეობით. ის არ არის სიტყვის თავისუფლების შესახებ, ის ცენზურაზეა. ის არაა მშვიდობასა და სტაბილურობაზე, ის მუდმივ კონფლიქტზეა როგორც შიგნით, ისე გარეთ. ის ომის წახალისებაზეა, ეს არის სიმართლე ევროკავშირის შესახებ. უფრთხილდით ამ ევროსაბჭოურ, ევრონაცისტურ სტრუქტურას, რომელიც თავს მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტად ასაღებს. სინამდვილეში ის თქვენი ეროვნული ტრადიციების დასრულებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
24 ივნისი 2026, 14:41
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრაზე: საქართველოს მონაწილეობა ამ შეხვედრაზე იქნებოდა იმ ძალების სრული კრახი, ვინც საქართველოს მიიჩნევს დემოკრატიის უკუსვლის ცენტრად მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო ყველა მონაცემით, მოწინავე ქვეყანაა. „ყველა მონაცემი, სტატისტიკა, თვითონ ევროკავშირის წიაღიდან გამოქვეყნებული, მეტყველებს ერთადერთ რამეზე - საქართველო არის მოწინავე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
24 ივნისი 2026, 14:38
პოლიტიკა
მატიე ბუსკე: კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრების უმთავრესი ნაწილია
„კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრების უმთავრესი ნაწილია. ის როგორც მოლაპარაკებების დაწყების, ისე დასრულების ეტაპზე გადამწყვეტ როლს ასრულებს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დავრწმუნდეთ, რომ განხორციელებული რეფორმები მდგრადია და ევროკავშირში გაწევრების შემდეგ უკუსვლა არ ხდება. გაფართოების პროცესის რეფორმირებაც სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება. წარსულში გაფართოების პროცესი ხშირად ფერხდებოდა ტექნიკური საკითხების ან ისეთი პოლიტიკური პოზიციების გამო, რომლებიც სრულად არ ასახავდა პარტნიორი ქვეყნის რეალურ პროგრესს“, - აღნიშნა ბუსკემ.
24 ივნისი 2026, 14:37
მსოფლიო
დევიდ მაკალისტერი: გაფართოების პროცესში განახლებული დინამიკა შეინიშნება. ევროკავშირი თანამშრომლობს გაფართოების პროცესში ჩართულ 9 ქვეყანასთან. მონტენეგრო და ალბანეთი გაწევრების პროცესში ყველაზე წინ არიან, ხოლო მოლდოვამ და უკრაინამ განსაკუთრებით მოკლე დროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
„გაფართოების პროცესში განახლებული დინამიკა შეინიშნება. ევროკავშირის თანამშრომლობს გაფართოების პროცესში ჩართულ 9 ქვეყანასთან. მონტენეგრო და ალბანეთი გაწევრების პროცესში ყველაზე წინ არიან წასულნი, ხოლო მოლდოვამ და უკრაინამ განსაკუთრებით მოკლე დროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, - განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა.
24 ივნისი 2026, 14:22
სამართალი
გიორგი გვარაკიძე: სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება მიიღწევა კვალიფიციური კადრების მოზიდვით და შენარჩუნებით, ასევე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა პროკურატურის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების, საკადრო პოლიტიკისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.
24 ივნისი 2026, 14:11
პოლიტიკა
პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
„2025 წელს განვაახლეთ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რომლის მთავარ პრიორიტეტად დაზარალებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, უსაფრთხოების განცდისა და კანონის უზენაესობის რწმენის გაძლიერება საზოგადოებაში და დანაშაულის პრევენცია რჩება“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.
24 ივნისი 2026, 14:11
სამართალი
გიორგი გვარაკიძე: პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა უცხო ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სტრუქტურებთან როგორც ოპერატიულ, ისე სტრატეგიულ დონეზე
გენერალური პროკურორის თქმით, საანგარიშო პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მექანიზმები. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანაში სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით მოთხოვნა გაიგზავნა 288 საქმეზე, ხოლო უცხო სახელმწიფოებიდან მიღებულ იქნა 1829 შუამდგომლობა. ამასთან, უცხოური ონლაინ მომსახურების მომწოდებლებისგან ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების მიზნით 209 მოთხოვნა გაიგზავნა, რომელთა 87 პროცენტი დაკმაყოფილდა.


