დავით მირცხულავა: საქართველოში ჰიდროენერგეტიკა უნდა განვითარდეს, უნდა მოვძებნოთ მდგრადი განვითარება ენერგეტიკასა და ეკონომიკას შორის
დავით მირცხულავა
ფოტო: Facebook
დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად წყალსაცავიანი ჰესები სჭირდება, - ამის შესახებ ენერგოსექტორის ექსპერტმა დავით მირცხულავამ, დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე მსჯელობენ.
„გერმანიასა და დანიაში წყალქვეშა კაბელებით იღებენ ჰიდროენერგეტიკის ენერგიას ნორვეგიიდან და დღესაც შენდება იქ კაბელები. შვეიცარია მუდმივად მუშაობს ტენდენციებზე. ჰიდროაკუმულაცია შენდება იმიტომ, რომ ის სარეზერვო სიმძლავრე განავითაროს რაც ამ ტიპის გენერაციას სჭირდება მისცეს“, - განაცხადა მირცხულავამ.
მისი თქმით, ერთ-ერთმა ყველაზე კვალიფიციურმა გერმანულმა ორგანიზაციამ დადო დასკვნა, რომ შეგვიძლია 2030 წლისთვის 1 300 მეგავატი ქარის ენერგია ავითვისოთ, რაც ჯამში 4,5 მილიარდი კილოვატ/საათია, ასევე ჰესების გამომუშავება 9 მილიარდი. „თუ არაფერი არ განვავითარეთ ცნობილია, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება დამოკიდებულია ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ამიტომ ჩვენ რაღაც კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ“, - აღნიშნა მირცხულავამ.
მისი თქმით, ნამახვანი ჰესის პროექტის შეფასებაში მეცნიერები უნდა ჩაერთვნენ. „იმ სადგურებზე, როგორიცაა ენგური, ჟინვალი, უამრავი მეცნიერი გაიზარდა. ნამახვანი გათვლილია და გაითვლება 0,55 ჟეზე ნგრევამდე მიყვანაზე მათემატიკური და ფიზიკური მოდელით. უსაფრთხოების კუთხით კიდე ერთს ვიტყვი, გრავიტაციულ მოდელზეა ლაპარაკი, გრავიტაციული კაშხალი, არ დანგრეულა საქართველოში 100 მეტრიანი სიმაღლის გარდა 1963 წლის შემდეგ. 1963 წელსაც დაინგრა, „ვაიონტის“ ცნობილი შემთხვევაა, როცა მეწყერი ჩამოწვა. ქართველებიდან ყველაზე მეტჯერ ვარ ნამყოფი, იქ ვმუშაობდი, კაშხალი ისევ დგას. მე რომ ოპონირებას ვეწეოდე დავიწყებდი საუბარს ფუძის სუფონირებასა და ეროზიულ მოვლენებზე. სტრუქტურულად რატომ გვჭირდება სეისმოლოგების მუშაობა, უნდა მოგვცენ დინამიური დატვირთვა, რასაც ვითვლი სამ განზომილებიან მოდელზე და ვადგენ დაძაბულ დეფორმირებულ მდგომარეობას“, - განაცხადა მირცხულავამ.
დავით მირცხულავას განცხადებით, ჰიდროენერგეტიკა უნდა განვითარდეს.„საქართველოსთვის ყველაზე სტრატეგიული დოკუმენტი იყო იტალიურ-სერბული კვლევა. ეს პროცესი მუდმივად უნდა განხორციელდეს ახლაც ხდება ჟინვალისა და ენგურჰესის კვლევა. ჩვენ უნდა მოვძებნოთ მდგრადი განვითარება ენერგეტიკასა და ეკონომიკას შორის“ - განაცხადა მირცხულავამ.
ყველა სიახლე
23 სექტემბერი 2026, 12:12
რეგიონი
ცესკოს პრესსპიკერის შეხვედრა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა.
23 სექტემბერი 2026, 12:07
საზოგადოება
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.
23 სექტემბერი 2026, 11:52
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.
23 სექტემბერი 2026, 11:40
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
გივი მიქანაძემ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
23 სექტემბერი 2026, 11:37
რეგიონი
რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენი არის გადამუშავებული.
23 სექტემბერი 2026, 11:32
მსოფლიო
მარკო რუბიო დღეს სერგეი ლავროვს შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიოსა და ლავროვის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართება.
23 სექტემბერი 2026, 11:27
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე „კორძის“ კონცერტზე: ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას
ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ „ქრონიკასთან“.
23 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება - ჩვენს კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა
ევროკავშირმა განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.
23 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ხან სხვადასხვა სახელმწიფოს საელჩო, ხან თავად ევროკავშირი აფინანსებს და აქეზებს ბულინგსა და შეურაცხყოფას, რათა საქართველოში პროცესების ესკალაცია მოხდეს
„მაინტერესებს, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში თუ გინახავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რაიმე პროექტი, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ განხორციელდა?“ - ეს კითხვა დასვა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რას ემსახურება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბახმაროს სემინარის ჩატარება.
23 სექტემბერი 2026, 11:18
მსოფლიო
CNN: FBI საკუთარ ქსელზე სავარაუდო კიბერშეტევის ფაქტს იძიებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) საკუთარ ქსელებში სავარაუდო შეღწევის ფაქტს იძიებს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს ცნობილმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა Shiny Hunters განაცხადა, რომ FBI-ის ათასობით აგენტის პირადი მონაცემები მოიპოვა.
23 სექტემბერი 2026, 11:17
ეკონომიკა
საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პიტერ ბენო ბანაის შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
23 სექტემბერი 2026, 11:14
მსოფლიო
უიტკოფი და კუშნერი დღეს უკრაინისა და ევროპული დელეგაციების წევრებს შეხვდებიან
აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფსა და ევროკავშირის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს შეხვდებიან. მედიის ცნობით, შეხვედრაზე ისინი უკრაინის წინადადებებს განიხილავენ.
23 სექტემბერი 2026, 11:12
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.
23 სექტემბერი 2026, 11:11
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გამართა. შეხვედრას ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
23 სექტემბერი 2026, 11:07
მსოფლიო
ტრამპმა უიტკოფის, კუშნერისა და ირანის ოფიციალური პირების შეხვედრა დადებითად შეაფასა -„ბევრი კარგი იდეა გაჟღერდა“
„მედიატორები აქ იმყოფებოდნენ. არა ყველაზე მაღალი დონის წარმომადგენლები, თუმცა ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს. გაჟღერდა ბევრი კარგი იდეა და ბევრი რამ ძალიან კარგად ვითარდება. მათ ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - დასძინა ტრამპმა.
23 სექტემბერი 2026, 11:06
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს - სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, ბათუმის შემდეგ, დედაქალაქში გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან. მხარეებმა სამშენებლო სექტორში არსებული რისკების ეფექტიან მართვასა და უბედური შემთხვევების პრევენციის მექანიზმებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
23 სექტემბერი 2026, 10:53
ტექნოლოგიები
ტროაში 2800 წლის აგორა აღმოაჩინეს, რაც იმის ნიშანია, რომ ომის შემდეგ ქალაქში არ დაცარიელებულა
აქამდე მიჩნეული იყო, რომ ტროას დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 1184 წ.) ქალაქი საუკუნეების განმავლობაში სრულიად მიტოვებული იყო, სანამ ძვ. წ. VIII საუკუნეში იქ ეოლიელი ბერძნები არ დასახლდნენ და მას „ილიონი“ არ უწოდეს. თუმცა, ახალმა აღმოჩენამ - აგორამ, სამხრეთ ჭიშკრისკენ მიმავალმა მოკირწყლულმა გზამ და რკინის ხანის კერამიკამ ეს ჰიპოთეზა უარყო. გათხრების ხელმძღვანელის მოადგილის, რეიჰან ქორფეს განმარტებით, ახალი მოსახლეები ტროას დაცემიდან სულ რაღაც 80-90 წელიწადში გამოჩნდნენ და სახლების ასაშენებლად ქალაქის ძველი გალავანი გამოიყენეს.
23 სექტემბერი 2026, 10:43
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
23 სექტემბერი 2026, 10:43
ეკონომიკა
ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს იასმინა სელიმოვიჩს შეხვდა
შეხვედრა რეგიონის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. მხარეებმა ორ ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგადახდო სისტემების განვითარებასა და ამ მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ დიალოგი და ინფორმაციის გაცვლა ხელს შეუწყობს თანამედროვე, ეფექტიანი და უსაფრთხო საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე.
23 სექტემბერი 2026, 10:42
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.


