imedi /  09 მარტი 2021, 15:30 / სანდო წყარო

მაია ბითაძე: უფრო მკაფიო ახსნაა საჭირო საზოგადოებისთვის, რა მონაცემებზე დაყრდნობით ხდება გადაწყვეტილების მიღება

მაია ბითაძე

მაია ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გარემოს დაცვითი კუთხით დასმული საკითხები შეაჯამა, რომელიც ორი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე დაისვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამასახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დეპუტატები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოხსენებას ისმენენ პარლამენტში 10135 მოქალაქის მიერ წარმდგენილ პეტიციაზ „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“.

„აქ იყო რამდენიმე კითხვა და კომენტარი პროცედურებთან დაკავშირებით. ერთმანეთისგან უნდა გავყოთ პროცედურული საკითხები, რომელიც საზოგადოების ჩართულობას ეხებოდა და საკითხები, რომელიც კვლევებს ეხებოდა, რაც მეტი შეშფოთების საგანი შეიძლება იყოს მანამ, სანამ მასზე არ გაქვს ზუსტი ინფორმაცია. ასეთი რამდენიმე საკითხია პროექტთან დაკავშირებით.

პირველი ეს არის პროექტის ცვლილება, 2015 წლის პროექტიდან გამომდინარე. ეს იყო უფრო შემსუბუქებული ზემოქმედება გარემოზე, თუ ამან დაამძიმა პროექტი. ამაზე მკაფიოდაა პასუხი გასაცემი. მეორე ეს არის სეისმიკა. ისმის მოსაზრებები, რომ არის გათვლილი 5 მაგნიტუდაზე და ჩვენ რაჭა-ლეჩხუმში გვქონდა 7 მაგნიტუდა. იქ მეწყერსაშიში ზონებია. რა თქმა უნდა, მეც ველი ამაზე მკაფიო პასუხებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, უფრო მკაფიო ახსნაა საჭირო საზოგადოებისთვის, თუ რა მონაცემებს ეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„იქ არის ღვარცოფი, სეისმიკა, მეწყერსაშიში პროცესები, გავლენა წიაღისეულზე, მათ შორის, მიწისქვეშა წყლებზე, მინერალურ წყლებზე, რომელიც ჩვენი ეკონომიკისთვის ასევე ძალიან ძვირფასია და ხარჯთსარგებლიანობა, ბიომრავალფეროვნება. საჭიროა, მკაფიოდ განისაზღვროს ხარჯთსარგებლიანობა. რას ვკარგავთ იმისთვის, რომ მეტი სარგებელი მივიღოთ ენერგეტიკაში და ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის. ამაზე მკაფიო პასუხები უნდა გაეცეს, რომ მითებს აღარ ვეჭიდაოთ, თუმცა ორი საკითხია, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, რასაც ასევე პასუხი უნდა გაეცეს. კერძოდ, რა იყო ის მიზეზები, რის გამოც პრობლემა შეექმნა უკვე აშენებულ რამდენიმე ჰესს, რომელზეც ძალიან კარგი გარემოს ზემოქმედების შეფასება იყო გაკეთებული. ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებს, რომელიც საქართველოში კეთდება, ერთი ხელის მოსმით გადავუსვათ ხაზი და ვთქვათ, რომ ეს ცუდად არის გაკეთებული და შეურაცხყოფა , მათ შორის, ჩვენს თავს მივაყენოთ, რომ ვართ უუნარო ერი, რომელმაც დოკუმენტების კითხვა არ ვიცით, ან არ გვყავს სპეციალისტები. გვყავს ჩვენ სპეციალისტები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, საქართველო ასოცირების ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოა და რამდენიმე მნიშვნელოვანი დირექტივის უკვე ჰარმონიზაციის პროცესშია.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები აქვს დაწყებული უკვე საქართველოს მთავრობას, მათ შორის, რესურსის კვლევებთან დაკავშირებით. სტრატეგიული გარემოს ზემოქმედების შეფასებას როდესაც ჩვენ დავასრულებთ წყლის რესურსებთან მიმართებით, ასეთი პრობლემები აღარ გვქნება. ამიტომ ჯერჯერობით, სადაც სტრატეგიული ზემოქმედების შეფასება არ არის გაკეთებული საქართველოში წყლის რესურსებზე, თითოეულ ობიექტთან მიმართებით ხდება ამ კვლევების ჩატარება, რის თაობაზეც სასურველი იყო, რომ მეტი ინფორმაცია, მეტი აქტუალიზაციით გვქონოდა საწყის ეტაპზე, რაც გამორიცხავდა მითებს და გამორიცხავდა იმ შფოთვას, რომელიც ხალხს აქვს. მეც მაქვს აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი და მეც ვიცი, რა არის ეს პრობლემა, თუმცა ჩემთვის უფრო მეტად ცნობილია ის დასკვნები და ის კვლევები, რომელიც სახელმწიფოს აქვს ამ მიმართულებით გაკეთებული. ამიტომ მეტი ინფორმაცია, პატივისცემით და იმის გააზრებით, რომ ჩვენ ერთ სახელმწიფოს ვემსახურებით, უნდა მივიღოთ ერთმანეთისგან. ვფიქრობ, რომ ამ კითხვებზე დამატებით მკაფიო პასუხები ძალიან წაადგება ჩვენს დღევანდელ შეხვედრას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ყველა სიახლე

ირაკლი ხელაძე

23 სექტემბერი 2026, 11:27

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე „კორძის“ კონცერტზე: ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ „ქრონიკასთან“.

ირაკლი ჭეიშვილი

23 სექტემბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება - ჩვენს კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა

ევროკავშირმა განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.

გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ხან სხვადასხვა სახელმწიფოს საელჩო, ხან თავად ევროკავშირი აფინანსებს და აქეზებს ბულინგსა და შეურაცხყოფას, რათა საქართველოში პროცესების ესკალაცია მოხდეს

„მაინტერესებს, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში თუ გინახავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რაიმე პროექტი, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ განხორციელდა?“ - ეს კითხვა დასვა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რას ემსახურება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბახმაროს სემინარის ჩატარება.

23 სექტემბერი 2026, 11:18

მსოფლიო

CNN: FBI საკუთარ ქსელზე სავარაუდო კიბერშეტევის ფაქტს იძიებს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) საკუთარ ქსელებში სავარაუდო შეღწევის ფაქტს იძიებს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს ცნობილმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა Shiny Hunters განაცხადა, რომ FBI-ის ათასობით აგენტის პირადი მონაცემები მოიპოვა.

23 სექტემბერი 2026, 11:17

ეკონომიკა

საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პიტერ ბენო ბანაის შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი

23 სექტემბერი 2026, 11:14

მსოფლიო

უიტკოფი და კუშნერი დღეს უკრაინისა და ევროპული დელეგაციების წევრებს შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფსა და ევროკავშირის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს შეხვდებიან. მედიის ცნობით, შეხვედრაზე ისინი უკრაინის წინადადებებს განიხილავენ.

23 სექტემბერი 2026, 11:12

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

23 სექტემბერი 2026, 11:11

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გამართა. შეხვედრას ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2026, 11:07

მსოფლიო

ტრამპმა უიტკოფის, კუშნერისა და ირანის ოფიციალური პირების შეხვედრა დადებითად შეაფასა -„ბევრი კარგი იდეა გაჟღერდა“

„მედიატორები აქ იმყოფებოდნენ. არა ყველაზე მაღალი დონის წარმომადგენლები, თუმცა ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს. გაჟღერდა ბევრი კარგი იდეა და ბევრი რამ ძალიან კარგად ვითარდება. მათ ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - დასძინა ტრამპმა.

23 სექტემბერი 2026, 11:06

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს - სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, ბათუმის შემდეგ, დედაქალაქში გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან. მხარეებმა სამშენებლო სექტორში არსებული რისკების ეფექტიან მართვასა და უბედური შემთხვევების პრევენციის მექანიზმებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

23 სექტემბერი 2026, 10:53

ტექნოლოგიები

​ტროაში 2800 წლის აგორა აღმოაჩინეს, რაც იმის ნიშანია, რომ ომის შემდეგ ქალაქში არ დაცარიელებულა

აქამდე მიჩნეული იყო, რომ ტროას დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 1184 წ.) ქალაქი საუკუნეების განმავლობაში სრულიად მიტოვებული იყო, სანამ ძვ. წ. VIII საუკუნეში იქ ეოლიელი ბერძნები არ დასახლდნენ და მას „ილიონი“ არ უწოდეს. თუმცა, ახალმა აღმოჩენამ - აგორამ, სამხრეთ ჭიშკრისკენ მიმავალმა მოკირწყლულმა გზამ და რკინის ხანის კერამიკამ ეს ჰიპოთეზა უარყო. გათხრების ხელმძღვანელის მოადგილის, რეიჰან ქორფეს განმარტებით, ახალი მოსახლეები ტროას დაცემიდან სულ რაღაც 80-90 წელიწადში გამოჩნდნენ და სახლების ასაშენებლად ქალაქის ძველი გალავანი გამოიყენეს.

23 სექტემბერი 2026, 10:43

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

იასმინა სელიმოვიჩი
ნათია თურნავა

23 სექტემბერი 2026, 10:43

ეკონომიკა

ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს იასმინა სელიმოვიჩს შეხვდა

შეხვედრა რეგიონის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. მხარეებმა ორ ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგადახდო სისტემების განვითარებასა და ამ მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ დიალოგი და ინფორმაციის გაცვლა ხელს შეუწყობს თანამედროვე, ეფექტიანი და უსაფრთხო საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე.

23 სექტემბერი 2026, 10:42

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.

ზაალ ანჯაფარიძე

23 სექტემბერი 2026, 10:40

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ერთი „ნაცის“ გია ბარამიძის პროვოკაციის გაგრძელება არის მეორე „ნაცის“ ნიკა გვარამიას განცხადება, რომ აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ და ამიტომ თურმე, აფხაზეთი უნდა დავთმოთო. ალბათ, იგივეს ფიქრობს ცხინვალზეც, თან დააყოლა „წყალგაუ,მტარი არგუმენტი,“ ასე უფრო მარტივად მიგვიღებენ ევროკავშირშიო

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ „აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ, ისინი ამჟამად მტრები არიან და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება კონფლიქტის მოგვარებასაც შეუწყობს ხელს“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

23 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

23 სექტემბერი 2026, 10:36

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორ ჟოაო ბრედას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ და ჟოაო ბრედამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის განვითარება და მიღწეული პროგრესი განიხილეს. ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზეც.

23 სექტემბერი 2026, 10:34

სამართალი

სამართალდამცველებმა აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს, სამ პირს კი ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

23 სექტემბერი 2026, 10:32

საზოგადოება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ რუსთავში ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა

შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობისა და მომხმარებელთა ინტერესებზე მისი გავლენის შესახებ - როგორ უწყობს ხელს კონკურენტული გარემო უკეთესი ფასისა და ხარისხის შეთავაზებას. მან ასევე გააცნო კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკების გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები.

გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი 2026, 10:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების ფარგლებში გაჟღერდება, თუ რა არის ქართული საზოგადოების ნება - პარტნიორული ურთიერთობები გვექნება ყველასთან, ვინც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს

საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინტერესის ზრდაზე და ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.